რა არის ქრისტიან–სოციალიზმი და ვინ არიან ქრისტიან -სოციალისტები?

„როცა ქრისტიანები ჩაერთვებიან  სოციალურ რევოლუციაში– ის უძლეველი გახდება“  ჩე გევარა ქრისტიანული სოციალიზმი ზოგადად შეიძლება განიმარტოს, როგორც ქრისტიანობის რელიგიურ–ეთიკური რწმენისა და სოციალიზმის ფუნდამენტური ღირებულებებისა და მიზნების ერთიანობა– კომბინაცია. ქრისტიანულ–სოციალისტური მოძრაობა  ევროპაში მე–19–ე საუკუნის შუახანებში ჩაისახა, რომელიც ცდილობდა ქრისტიანობის სოციალური პრინციპები გამოეყენებინა მოდერნულ ინდუსტრიულ ცხოვრებაში. ამ ტერმინით ქრისტიანი აქტივისტები მოუწოდებდნენ სოციალური და ეკონომიკურ–პოლიტიკური მოქმედებისკენ Laissez-faire („გაუშვი–აკეთოს“) პრინციპით […]

რატომ ვარ სოციალისტი

    საწყისი განმარტება : სოციალიზმი, თავისი თანამედროვე დასავლური მნიშვნელობით, ნამდვილად არ არის ის, რაზე მოგონებებიც საბჭოთა წარსულიდან შემოგვრჩენია. ის არ არის რადიკალური იდეოლოგია, რომელიც ეკონომიკისა თუ სოციალური ცხოვრების სხვა ასპექტების მთლიანად სახელმწიფო კონტროლის ქვეშ მოქცევით საზოგადოების რევოლუციურად გარდაქმნას ისახავს მიზნად. არ არის ავტორიტარულიც : არ ემხრობა ერთპარტიული მმართველობის სისტემას, უპირველეს პრიორიტეტად მიიჩნევს ადამიანის უფლებათა, რწმენის, […]