თავისუფლება და თანასწორობა – დილემა, თუ პერსპექტივა?

ყველაზე მაღალი პოლიტიკური და ეკონომიკური ტრიბუნებიდან, ისევე როგორც მსოფლიოს ქუჩებსა თუ საჯარო  დარბაზებში, სულ უფრო ხშირად გაისმის მოსაზრება, რომლის მართებულობას 2001 წელს, გენუაში ანტი–გლობალისტურ დემონსტრაციაზე კარლო ჯულიანის  მკვლელობის შემდეგ საღად მოაზროვნე ადამიანები თანდათან აცნობიერებენ: კაპიტალიზმის გაბატონებული ლოგიკა უნდა შეიცვალოს! და კვლავ, უმთავრეს შეკითხვად რჩება – რითი? რა შეიძლება იყოს ნეოლიბერალურ კატეხიზმოსა და ვაშინგტონის კონსენსუსზე დაფუძნებული […]

ნეოლიბერალიზმის აღმასვლა პოლიტიკურ ეკონომიკაში (ნაწილი I)

მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, საბჭოთა კავშირის საზღვრებს მიღმა შერეული ეკონომიკის არსებობის შესახებ ფართო კონსესუსი არსებობდა. განსხვავებები იყო იმასთან დაკავშირებით თუ სად უნდა გავლებულიყო ზღვარი კერძო და სახელმწიფო სექტორებს შორის(მაგალითად უნდა მომხდარიყო თუ არა საბაზისო ინდუსტრიების ნაციონალიზება) და რომელია ეკონომიკური დაგეგმვის უკეთესი ფორმა, რომელიც შესაბამისი დონის რედისტრიბუციას უზრუნველყოფდა, მაგრამ პრინციპი ეკონომიკურ საქმიანობაში სახელმწიფოს მონაწილეობის შესახებ ფართოდ […]

ნეოლიბერალური საჯარო მენეჯმენტის სიმახინჯე

ალბათ ბევრი თქვენგანი დაფიქრებულა თუ რატომ ხდება, რომ ამ ბოლო დროს საქართველოში მოდაშია საჯარო თანამდებობებზე ისეთი ხალხის დანიშვნა, რომლებსაც მოცემულ სფეროსთან არანაირი კავშირი არა აქვთ. რა აზრი აქვს მთავარ არქიტექტორად ბუღალტრის დანიშვნას? ვისაც ამ კითხვაზე პასუხის მოფიქრება უცდია ალბათ დაინტერესბულა იმითაც თუ რატომ ხდება უმაღლეს სასწავლებლებში კადრების შეფასება ძირითადად რაოდენობრივი მაჩვენებლებით (სტატიების რაოდენობა, მაგალითად). რატომ […]

სიყვარულის დოქტრინა საქართველოსთვის ღია წერილი ბიძინა ივანიშვილს და ‘ქართულ ოცნებას’

პირველ რიგში მინდა ვთქვა რომ გულწრფელად ვგულშემატკივრობ ქართულ საზოგადოებრივ ცხოვრებაში ახალი ძალის გამოჩენას თქვენი ორგანიზაციის სახით, რადგანაც ეს არის ალბათ უკანასკნელი შანსი, რომ ჩვენმა ქვეყანამ თავიდან აიცილოს მონური ცხოვრება და შიმშილით სიკვდილი მომავალი 30-40 წლის განმავლობაში. სააკაშვილის კარგად მომართულ მანქანას ნამდვილად უნდა მოეძებნოს უფრო ადამიანური ალტერნატივა, რომელიც პირველ რიგში საკუთარი მოქალაქეების კარგად ყოფნაზე იფიქრებს.  ბოლო […]

ცვლილებების აუცილებლობა და თანამედროვე გამოწვევები

მსოფლიოში მიმდინარე პროცესები, განსაკუთრებით 2008 წლის ფინანსური კრიზისი, რომელსაც თავისი მასშტაბებით 1929 წლის „დიდ დეპრესიას“ ადარებენ, ნათლად მიანიშნებს არსებული ნეოლიბერალური განვითარების კურსის შეცვლის აუცილებლოებაზე, რადგან მემარჯვენე ლიბერალური პოლიტიკა ვერ ახერხებს უპასუხოს თანამედროვე გამოწვევებს და დაძლიოს ეკონომიკური პრობლემები, რომლებიც მსოფლიოს თავს მოახვიეს 70–იანი წლების შემდეგ, რეიგანისა და ტეტჩერის ეპოქაში, „კონსერვატორული რევოლუციის“ შედეგად, რომელმაც  სოციალური უთანასწორობა უფრო […]

რა გვითხრა ობამამ ქართველებს?

ბოლო რამდენიმე კვირა საქართველოს პოლიტიკურ და პოლიტიზირებულ წრეებში აჟიოტაჟი, მოლოდინი და მითქმა–მოთქმა იყო საქართველოსა და აშშ–ის პრეზიდენტების 30 იანვრის შეხვედრის გამო. ნაციონალების საზეიმო განცხადებების მიღმა სიფრთხილე და ერთგვარი შიშიც იგრძნობოდა, ხოლო ნაციონალების მოწინააღმდეგეთა თავშეკავებული უკმაყოფილების (თავად შეხვედრის ფაქტის გამო) უკან იმედი გამოსჭვივოდა, რომ სააკაშვილს მიუთითებდნენ პუტინის ცუდ მაგალითზე (ანუ _ მოსთხოვდნენ პოლიტიკიდან წასვლას) და არჩევნების […]

სოციალური და ლიბერტარიანული დემოკრატიები

თანამედროვე დემოკრატიები ორ ძირითად ნაწილად იყოფა: ესენია სოციალური და ლიბერტარიანული დემოკრატიები, რომლებიც ლიბერალური დემოკრატიის მოდელზე არიან დაფუძნებული და ამდენად საერთო საფუძვლებიც გააჩნიათ, რომელთა ფორმულირება შემდეგნაირად შეიძლება: პლურალისტური დემოკრატია კანონის უზენაესობით, კონსტიტუციაზე დაფუძნებული პოლიტიკური ძალაუფლება და დემოკრატიული უმრავლესობის პრინციპზე დაფუძნებული მმართველობა. თუმცა მათ შორის მნიშვნელოვანი სხვაობებიც არსებობს სოციალური სფეროს აქტორებს შორის ძალთა გადანაწილების, პოზიტიური და ნეგატიური […]