სოციალური სახელწიფოს გამოწვევებისა და კულტურის პოლიტიკის მნიშვნელობის შესახებ II ნაწილი

დოქ. ფრანკ ტრემელი, ისტორიკოსი
18 მარტი, ჰამბურგი

წინამდებარე წერილი წარმოადგენს გაგრძელებას ცოტა ხნის წინ european.ge-ზე ამავე ავტორის მიერ გამოქვეყნებული წერილისა „სოციალური სახელწიფოს გამოწვევებისა და კულტურის პოლიტიკის მნიშვნელობის შესახებ“.
წერილი ეძღვნება ყველა მკითხველს, განსაკუთრებით კი ბატონ გოგი ლორთქიფანიძეს და მის მიერ დისკუსიაში გამოთქმულ მოსაზრებებს, რომელიც პირველ წერილს მოჰყვა. კომენტარებს და მოსაზრებებს მხოლოდ მივესალმებით.

პატივცემულო ბატონო ლორთქიფანიძე,

ჩემი წინა წერილის მოსაზრებები მიზნად არ ისახავდა იმის გამორკვევას, თუ რამდენად ქონდათ უფლება გლეხებს (იგულისხმება სეტყითა და უამინდობით დაზარალებულ გლეხები კახეთის რეგიონში) ფორმალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით, მიღებული კომპენსაცია თავიანთი სურვილისამებრ გამოეყენებინათ. ამის დადგენა, როგორც ცალკე აღებული საქმისა რასაკვირველია შეიძლება. საინტერესო უფრო ისაა ვიკითხოთ, თუ როგორ და რა პირობებში შეუძლიათ ეკონომიკური პროცესის ცალკეულ აქტორებს მათთზე გადაცემული თანხის თავისით, ყველაზე სასარგებლოდ გამოყენება. ამ კითხვაზე პასუხის გაცემა მრავალ წინაპირობაზეა დამოკიდებული, იმაზე უფრო მეტზეც ვიდრე ამას ეკონომიკის თეორეტიკოსები ვარაუდობენ. იმის მტკიცება კი, თითქოს მხოლოდ გლეხმა იცის საკუთარი „შინაგანი-დაფარული“ (ჰაიეკი) ან „იმპლიცისტური“ცოდნის (პოლანი) მეშვეობით, როგორ გამოიყენოს მიღებული ფული ადეკვატურად, მხოლოდ ნაწილობრივ არის სწორი.

ჩვენს კონკრეტულ შემთხვევაში, როდესაც გლეხებმა ახლად შეძენილი მერსედესისა და სხვა მარკის მანქანები საკუთარი სახლის წინ ჩაამწკრივეს, ამის მტიცება დაახლოებით ასეთ მაგალითს შეიძლება შევადაროთ. ალკოჰოლურ სასმელზე დამოკიდებული ადამიანი თავის მკურნალ ექიმს უმტიკიცებს, რომ მისი პროგნოზი მოახლოებული ღვიძლის ციროზის შესახებ შეუძლებელის ცოდნაა. მაშინ როდესაც მას, როგორც ალკოჰოლის მოყვარულ ადამიანს თავისი „შინაგანი- სიღრმისეული“ ცოდნა შემდეგი ღვინის ბოთლისაკენ მოუწოდებს და ეუბნება, თითქოს ის ექიმზე უფრო ჭკვიანია. ხანგრძლივ პერსპექტივაში კონკურენციის კოსმოლოგიური წესრიგის გამოისობით შეიძლება მართლაც ისე მოხდეს, რომ ერთ მშვენიერ დღესაც ათასგვარი შემოვლითი გზებით ხელშეწყობილი დასავლეთ ევროპის საავტომობილო ბაზარი საქართველოს სოფლის მეურნეობასაც წაადგება და ქარიშხლის და უამინდობის გამო სახურავახდილ სახლებსაც სიკეთე მოუტანს. მაგრამ ვშიშობ რომ ეკონომიკური პროცესის ეს ნატურალისტური ხედვა მთელ რიგ ისეთ მოსაზრებებს ემყარება, რომელიც არაა გააზრებული და რეფლექტირებული. იმასაც რომ თავი დავანებოთ, ამით ხომ არც სახლის სახურავის გადახურვა მოხერხდება?!

ის რომ ცალკეულმა ადამიანმა ეკონომიკურ პროცესებში თავიანთი შინაგანი პრაგმატული, იმპლიცისტური ცოდნა და საკუთარი შესაძლებლობა მაქსიმალურად გამოიყენოს, ავღნიშნავ რომ, მართლაც ძალიან სასარგებლოდ მიმაჩნია. მაგრამ ეს ცოდნა ხომ ფართო კულტურული პროცესის შემადგენელი ნაწილიცაა. იმ პროცესისა, სადაც პრაგმატული, იმპლიცისტური, ექსპლიცისტური ან ვარაუდზე დამყარებული ცოდნის ფორმები ერთმანეთზე მჭიდროდაა გადაჯაჭვული. თანამედროვე საზოგადოებებიც არ ეფუძნებიან მარტოოდენ სპონტანურ წესრიგს, არამედ ისინი ნაზავია ჩვეულებისა და მიზანსწრაფვისა. ეს დაკვირვება უცილობოდ ძალაში რჩება სახელწიფოსა და ბაზრის ურთიეთობასთან მიმართებაშიც. აქ საქმე ეხება რედუქციონისტურ მონიზმს რომელიც როგორც საბაზრო ეკონომიკის რადიკალურ მომხრეებს ასევე ეტატისტებს თანაბრად ახასიათებთ და მათ კულტურის კომპლექსური მნიშვნელობის შეცნობის საშუალებას არ აძლევს. თუ ჩვენ იქიდან ამოვალთ, რომ ეკონომიკური პროცესი პოლიცენტრიულ წესრიგს ემყარება, მაშინ ნაკლებად სარწმუნოა დავიჯეროთ მტკიცება, რომლის მიხედვითაც ეკონომიკური წესრიგი მხოლოდ ერთი მექანიზმით შეიძლება კოორდინირდეს და დარეგულირდეს, მაგალითად ბაზარის მეშვეობით ფასის განსაზღვით. გერმანელმა ფილოსოფიური ანთროპოლოგიის წარმომადგენელმა მაქს შელერმა ჯერ კიდევ 1926 წელს გვიჩვენა ისეთი არაპრაგმატული ცოდნის ფორმების არსებობა, რომლებსაც კულტურის სულიერი ქმნილებისათვის და ეკონომიკისათვის უდიდესი მნიშვნელობა აქვთ. სწორედ ეს არის თანამედროვე საზოგადოების კრიზისის ნაწილი, რამეთუ მას ამ ცოდნის გაზიარება უფრო და უფრო ნაკლებად სურს.

ქართულ სოფელი ერთი დღეც არ უნდა დაელოდოს იმას, რომ თითქოს ხვალ რამოდენიმე ინტელექტუალის სინამდვილესაგან დაშორებული იდეები უეცრად განხორციელდება და ამით მას ეშველება. ქართულმა სოფელმა კოლექტიური, გეგმიური ეკონომიკის უტოპიის ხანა მნიშვნელოვანი ზარალით გადაიტანა და იმედს ვიტოვებ, რომ ეგრეთ წოდებულ „თავისუფალი ბაზრის“ უტოპიასაც გაუძლებს. მე არც ეკონომიკის ექსპერტი ვარ და არც ქართული სოფლის საუკეთესო მცოდნე, ამდენად ვერ გავკადნიერდები მის ანალიზში. მაგრამ ჩემი შთაბეჭდილებით, ქართული სოფლებში არსებული სიტუაციის უკეთ შესაცნობად უწინარეს ყოვლისა საჭირო საფუძველი უნდა შეიქმნას. აქამდე „სპონტანური წესრიგის“ მოსურნე მმართველებმა მათ ხელში არსებული სახელწიფო-პოლიტიკური ბერკეტების მეშვეობით პლურალისტული კულტურისა და ცოდნის ფორმების გავითარება მართლაც მნიშვნელოვნად დააბრკოლეს. ნამდვილ საბაზრო ეკონომიკამდე კი, რომელსაც ფუნქციონირება მხოლოდ და მხოლოდ ფართო კულტურულ პროცესად ძალუძს, საქართველო ჯერ კიდევ შორსაა.

გერმანულიდან თარგმნა მაია რაზმაძემ

გააზიარეთ საოციალურ ქსელებში
Facebook
Twitter
Telegram
შეიძლება დაინტერესდეთ