სოციალური დაზღვევის სივრცე ფინეთში

ფინეთის რესპუბლიკაში სოციალური შემწეობების სისტემა ვრცელდება:

ა) 16 წელზე უფროსი ასაკის პირებზე, თუ ისინი ქვეყანაში 3 წელი მაინც ლეგალურად ცხოვრობდნენ:

ბ) 19 წელზე უფროსი ასაკის ინვალიდებზე, მათი სამუშაო სტაჟის მიუხედავად:

გ) 16 წლიდან 68 წლის ასაკამდე დასაქმებულებზე:

დ) პირებზე, ვისაც ჰყავს 3 წლამდე ასაკის ბავშვი.

სოციალური შემწეობების განსაკუთრებული სქემები მოქმედებს მეზღვაურთათვის, საჯარო მოსამსახურეთათვის და ფერმერებისთვის.

დაფინანსებსის  წყაროები

ფინეთის რესპუბლიკაში 53 წლის ასაკამდე დაზღვეულ პირს სოციალურ ფონდებში შეაქვს თვიური ბრუტო-შემოსავლის (გადასახადების დაფარვამდე არსებული შემოსავალი) 4,5%, უფროსი ასაკის პირები საპენსიო ასაკის მიღწევამდე კი იხდიან , 7%-ს. მინიმალური შემოსავალი, რომელიც ანგარიშში მიიღება, შეადგენს 51,57 ევროს. 53 წლამდე ასაკის თვითდასაქმებულები იხდიან დეკლარირებული შემოსავლის 21,2%-ს, ხოლო უფროსი ასაკის თვითდასაქმებულები საპენსიო ასაკამდე იხდიან დეკლარირებული შემოსავლის 22,4%-ს. ორივე ჯგუფზე გათვალისწინებულია 25%-იანი შეღავათები, მათი მუშაობის პირველი 4 წლის განმავლობაში. ამ კატეგორიის პირთათვის გადასახადით დასაბეგრი წლიური შემოსავლის მინიმუმი 66775,5 ევროს, ხოლო მაქსიმუმს 153875 ევრო შეადგენს.

დამსაქმებლის სოციალურ ფონდში თავის საშუალო თვიური შემოსავლის 17,1% შეაქვს. ამ შენატანის მინიმუმს 51,57 ევრო შეადგენს, მაქსიმუმი დადგენილი არაა.

ფინეთის რესპუბლიკა სახელმწიფოს საშუალებებით უზრუნველყოფს მთელ უნივერსალურ სახელმწიფო პენსიებსა და შემწეობებს უძრავი ქონების მოვლაზე, ინვალიდებისა და პენსიონერების მოვლაზე, მარჩენალის დაკარგვაზე, პენსიებს ომის ვეტერანთათვისა და იმ თვითდასაქმებულთათვის, ვისი შემოსავლებიც ზემოთ აღნიშნულ მინიმუმზე ნაკლებია, სტუდენტთა შემწეობას.

შემწეობის მოცულობა მარჩენალის დაკარგვისას

ფინეთის რესპუბლიკაში მარჩენალის დაკარგვის შემწეობა გაიცემა მარჩენალის გარდაცვალებიდან პირველი 6 თვის განმავლიბაში, ყოველთვიურად არაუმეტეს 301,27 ევროს მოცულობით. თუ მარჩენალდაკარგულს ჰყავს ბავშვი, მე-7 თვიდან იგი იღებს შემწეობას არა ნაკლებ თვეში 94,37 ევროს მოცულობით, სხვა შემთხვევაში შემწეობის მოცულობა დგინდება მარჩენალდაკარგულის შემოსავლებიდან.

18 წლამდე (სტუდენტობისას 20 წლამდე) ობლის შემწეობა თვეში 55,43 ევროა; ხოლო ორივე მშობლით ობლის შემწეობა თვეში 110,86 ევროა. ქვრივებზე დანიშნული შემწეობა არ გაიცემა, თუ მათი შემოსავალი აღემატება 1031 ევროს თვეში, თუმც ითვალისწინება დარჩა თუ არა ქვრივს გარდაცვლილი მარჩენალისგან საერთო ბავშვი. ობლის შემწეობა არ გაიცემა, თუ პირის სხვა შემოსავლები თვეში 219,16 ევროს აღემატება. ყველა ეს შემწეობა ყოველწლიურ საინფლაციო ინდექსაციას ექვემდებარება.

მარჩენალის დაკარგვის შემწეობა დაკავშირებულია სოციალური დაზღვევის ფონდების შენატანებთან. ქვრივს უფლება აქვს მიიღოს გარდაცვლილი მარჩენალის შემოსავლის 50% და მისი ინვალიდობის შემწეობა, მაგრამ თუ მარჩენალთან ბოლო წლების განმავლობაში იგი განქორწინებული იყო, მისი წილი მცირდება. ობოლი იღებს გარდაცვლილი მარჩენალის პენსიისა და შემოსავლების 33%-ს. თუ ობლები ოთხნი და მეტნი არიან ისინი იღებენ გარდაცვლილი მარჩენალის პენსიისა და შემოსავლების 83,3%-ს. ეს შემწეობები ყოველწლიურად განიცდიან ინდექსაციას 80 %-ით ინფლაციისა და 20%-ით ხელფასის დონის გათვალისწინებით. თუ ქვრივს ჰყავს 18 წლამდე ასაკის ბავშვი, მარჩენალის დაკარგვის შემწეობა დამატებით კიდევ 12 თვის განმავლობაში მიეცემა. თუ ქვრივს ჰყავს 12 წლამდე ასაკის ბავშვები მარჩენალის დაკარგვის შემწეობა მიეცემა თითოეული მათგანის 12 წლის ასაკის მიღწევამდე.
ობლებზე მარჩენალის დაკარგვის შემწეობა გაიცემა ყოველთვიურად 16900 შვედური კრონის მოცულობით. ობლები მას იღებენ 18 წლის (სტუდენტთათვის 20 წლის) ასაკის მიღწევამდე. ორივე მშობლით ობოლი გარდაცვლილი მშობლების პენსიის 35%-ს იღებს. თუ ორივე მშობლით ობოლი რამდენიმეა, მათ შემწეობას მშობლების პენსიის კიდევ 20% ემატება და იგი თითეულზე თანაბრად ნაწილდება

ინვალიდთა შემწეობის მოცულობა

ფინეთის რესპუბლიკაში ინვალიდთა სახელმწიფო შემწეობა დაზღვეულის საოჯახო მდგომარეობისა და მიღებული სხვა შემწეობების გათვალისწინებით 166,21 ევროდან 584,13 ევრომდე შეადგენს. ეს შემწეობა საოჯახო სტატუსის გათვალისწინებით, საერთოდ არ გაიცემა თუ დაზღვეულის მიერ მიღებული სხვა შემწეობების საერთო მოცულობა თვეში 1207,33 ევროს აღემატება ან თვეში არა უმეტეს 51,5 ევროს შემოსავლისას გაიცემა შემწეობა 50%-ის მოცულობით, მაგრამ არა უმეტეს ზემოთ აღნიშნული თანხისა. შემწეობის გაცემა წყდება თუ დაზღვეული კვლავ შეუდგა შრომას. განსაკუთრებული პირობების არსებობისას (მცირე, საშუალო და სრული შრომისუუნარობა) ინვალიდის შემწეობის ოდენობა შეიძლება გადაიხედოს.

პენსიის დანიშვნის პირობები და მოცულობა

ფინეთის რესპუბლიკაში ასაკის მიხედვით საერთო პენსია თვეში მინიმუმ  84,13 ევროს შეადგენს. აღნიშნული პენსიის გაცემა დამოკიდებულია პირის მოქალაქეობრივ სტატუსზე და თუ რა სახის სხვა შემწეობებს იღებს დაზღვეული.  მამაკაცთა და ქალთათვის საპენსიო ასაკი 65 წელია. ვადამდე პენსიაზე გასვლისას პენსიის მოცულობა მცირდება თითოეულ ნაკლულ თვეზე 0,4%-ით. პენსიონერებზე, ვის კმაყოფაზეც ბავშვები იმყოფებიან, თითოეულ ბავშვზე იღებს დანამატს 20,37 ევროს ყოველთვიურად. პენსიონერს, რომელიც წარმართავს საოჯახო მეურნეობას, ამ მეურნეობიდან მიღებული შემოსავლის, საოჯახო სტატუსისა და კმაყოფაზე მყოფი ბავშვების გათვალისწინებით მუნიციპალიტეტის გადაწყვეტილებით ეძლევა ყოველთვიური დანამატი 3,11 ევროდან 618,02 ევრომდე მოცულობით. პენსიონერის მოსავლელად, მისდამი გაწეული მომსახურების გათვალისწინებით, გაიცემა შემწეობა 57,32 ევროდან 301,75 ევრომდე. ემიგრანტი მშრომელებისთვის გათვალისწინებულია თვეში 6,21 ევროდან 584,13 ევრომდე შეიძლება იყოს.

ფინეთის რესპუბლიკაში უმუშევრობის შემწეობა მერყეობს 6,21 ევროდან 584,13 ევრომდე თვეში. მისი მოცულობა დამოკიდებულია დაზღვეულის საოჯახო სტატუსზე და მის მიერ მიღებულ სხვა შემწეობებზე.

ყველა სახის პენსია ყოველწლიურად საინფლაციო ინდექსაციას ექვემდებარება.

ასაკის მიხედვით პენსია დაკავშირებულია საპენსიო ფონდში განხორციელებულ შენატანებთან. დაზღვეულ პირს ყოველწლიურად საპენსიო ფონდში შეაქვს თავისი წლიური შემოსავლის 1,5%, როდესაც მისი ასაკი 18 წლიდან 52 წლამდეა,  9% როდესაც მისი ასაკი 53 წლიდან 62 წლამდეა, 4,5% როდესაც მისი ასაკი 63 წლიდან 68 წლამდეა.

ფინეთის რესპუბლიკაში პენსიის მოცულობის ზედა ზღვარი არ არსებობს.

დასაქმებული, რომელიც 63 წლის ასაკის მიღწევამდე გადის ვადამდელ პენსიაში, მისი მოცულობა უმცირდება თითოეულ ნაკლულ თვეზე 0,6%-ით, მაგრამ საერთო ჯამში არა უმეტეს 7,2%-ისა.

კერძო საპენსიო ფონდში დაზღვეული პირები კერძო პენსიას იღებენ მათი სრული შემოსავლისა და პენსიაში გასვლის მომენტისთვის მიღებულ შემოსავალს შორის არსებული განსხვავების 50%-ის მოცულობით. დაზღვეულს 65 წლის ასაკის მიღწევის შემდგომ შეუძლია 68 წლამდე კვლავ გააგრძელოს შრომა, შესაბამისად 68 წლის მიღწევამდე მისი პენსია ყოველთვიურად იზრდება 0,4%-ით. საინფლაციო ინდექსაციის გარდა, ყველა სახეობის პენსია იზრდება ხელფასის მოცულობის ზრდასთან ერთად.

სადაზღვევო ფონდში განხორციელებულ შენატანებზე დამოკიდებული უმუშევრობის შემწეობის მოცულობა იზრდება ფონდში ჩარიცხული ამ შენატანების წლების ზრდის მიხედვით.

გააზიარეთ საოციალურ ქსელებში
Facebook
Twitter
Telegram
შეიძლება დაინტერესდეთ