სოციალ-დემოკრატიის გარეშე კაპიტალიზმი საკუთარ თავს გაანადგურებს?!

Share on Facebook57Share on Google+0Tweet about this on Twitter0Share on LinkedIn0Email this to someone

Karin-Pettersson-aftonbladet

გამოიწერეთ European.ge-ს Facebook გვერდი.

► წარმოგიდგენთ შვედი ინტელექტუალის, სკანდინავიის რეგიონში ყველაზე დიდი ყოველდღიური გაზეთის, “Aftonbladet“-ის მთავარი პოლიტიკური რედაქტორის Karin Pettersson-ის წერილის თარგმანს, რომელიც გამოქვეყნდა ჟურნალ Social Europe-ზე. პეტერსონი ასევე გახლავთ focus-ის დამფუძნებელი და ყოფილი რედაქტორი (2007-08), შვედეთის მოწინავე სიახლეთა გაზეთის. ის ასევე ჰარვარდის უნივერსიტეტის Nieman – Berkman Klein-ის თანამშრომელია.

► მთარგმნელი: ონისე ზივზივაძე. ჩვენი მედია პლატფორმა მადლობას უხდის მთარგმნელს ვებგვერდის განვითარებაში შეტანილი მოხალისეობრივი წვლილისთვის.

© European.ge

ტრაგედიაა, მაგრამ ამას თავს ვერ ავარიდებთ, იმ დროს როდესაც ყველაზე მეტადაა საჭირო, სოციალ-დემოკრატია თავისი ისტორისს მანძილზე ყველაზე ცუდ მდგომარეობაშია. რა უნდა მოიმოქმედონ მემარცხენეებმა? ქვემოთ მოვიყვან ოთხ მაგალითს იმის შესახებ, თუ რა უნდა გააანალიზოს მემარცხენე ფრთამ იმისათვის, რომ სწორად განჭვრიტოს სამომავლო გზები.

როგორ შეიცვალა მსოფლიო?!

დავემშვიდობოთ ოქროს ხანას

1979 წელს ფრანგმა დემოგრაფმა ჟან ფორასტიმ (Jean Fourastie) შემოიღო ფრაზა „Les Trentes Glorieuses”, მეორე მსოფლიო ომის დასასრულსა და 1973 წლის ნავთობის კრიზისს შორის არსებული პერიოდის აღსაწერად. ეს იყო ეკონომიკური აღმავლობის, ცხოვრების დონისა და რეალური ხელფასების ზრდის ხანა დასავლეთ ევროპასა და ამერიკის შეერთებული შტატებში.

35 წელზე მეტი ხნის შემდეგ, უამრავი მემარცხენე პოლიტიკოსი ნოსტალგიური მიჯაჭვულობის გამო ძალიან დიდ დროს უთმობდა აღნიშნულ პერიოდზე ოცნებას. მაგრამ ოქროს ხანა უკვე დასრულებული იყო და მსოფლიოს ამ უდიდესი ნახტომისგან უკვე აღარაფერი შერჩენოდა.

შესაძლებელია ომის შემდგომი პერიოდის უნიკალური და ყველაზე დამახასიათებელი ნიშანი იყო წარმატებული ბალანსი შრომასა და კაპიტალს შორის. პროფკავშირები აწარმოებდნენ მოლაპარაკებებს დამსაქმებლებთან ხელფასების შესახებ. დასაქმებულთა გაზრდილი ხელფასები წინ უძღოდა გაზრდილ მოთხოვნებს, რაც სამაგიეროდ ქმნიდა უფრო მეტ სარგებელს ბიზნესისთვის. აღნიშნულ პერიოდში მთავრობები მხარს უჭერდნენ კეინსიანური ეკონომიკური პოლიტიკას. პოლიტმეცნიერები კამათობდნენ იმის შესახებ, თუ რა საშუალებით მიიღწეოდა აღნიშნული წესრიგი, კაპიტალისტთა კეთილმოსურნეობით თუ მშრომელთა ზეგავლენით.

ჩვენ თუ დავესესხებით პიტერ ჰოლს, ძირითადად სამმა ფაქტორმა განაპირობა კაპიტალსა და შრომას შორის არსებული ბალანსის გაძლიერება.

პირველი, ომის შემდგომი პერიოდისთვის დაძაბული კლასობრივი კონფლიქტების გაანალიზება ჯერ კიდევ შეუძლებელი და ნაჩქარევი იყო საზოგადოებისთვის. როგორც მემარცხენე, ასევე მემარჯვენე პოლიტიკოსები მიხვდნენ პოლიტიკების არსებობის საჭიროებას, რაც თავის მხრივ გაზრდიდა უამრავი ადამიანის ცხოვრების დონეს. ბევრ ქვეყანაში, კონსერვატიული და მემარჯვენე ფრთის მთავრობები წარმოადგენდნენ სოციალური უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის პოლიტიკის განმახორციელებელ და მთავარ ხელშემწყობ მხარეებს.

მეორე, ეკონომისტებმა წამოაყენეს იდეა, რომ მთავრობებმა უნდა უზრუნველყონ სრული დასაქმება. აღნიშნული ფორმულა უბიძგებდა მემარცხენე მეინსტრიმულ, წამყვან პარტიებს დაემყარებინათ მშვიდობა კაპიტალიზმთან, ნაცვლად რადიკალური ალტერნატივების ძიებისა.

საბოლოოდ, არსებობდა კიდევ ერთი გზა უფრო ძლიერი კეთილდღეობის სახელმწიფოს შესაქმნელად – საარჩევნო სისტემა. სოციალური კლასი განიხილებოდა, როგორც ამომრჩეველთა ყველაზე აქტიური ფენა. მშრომელთა კლასის წარმომადგენელი მემარცხენე პოლიტიკოსები და საშუალო ფენის (ბურჟუაზიის) პარტიები თანხმდებოდნენ საერთო პოლიტიკურ პროგრამაზე, რომელიც ეხებოდა სოციალურ შეღავათებსა და აქტიურ ეკონომიკურ პოლიტიკას. არცერთი, აღნიშნული პირობებიდან, დღესდღეობით აღარ ვრცელდება.

საქმე ვაჭრობაში არაა, ბრიყვო!

თუ ჩვენ მოვუსმენთ, როგორც მემარცხენე, ასევე მემარჯვენე ფრთის პოპულისტ წარმომადგენლებს, მათმა განცხადებამ, რომ „საზღვრების ჩაკეტვა ავტომატურად დაგვაბრუნებს უკან, ბედნიერ ხანაში“ შეიძლება გაგვაბრიყვოს. უფრო ნათელი რომ გავხადოთ საკითხი, ასევე თავისუფალი ვაჭრობის ადვოკატთა უმეტესობა სათანადოდ ვერ აფასებდა გლობალური ვაჭრობის ნეგატიურ ეფექტებს. ვაჭრობასთან დაკავშირებული პოლიტიკა უკიდურესად შესუსტდა იმ თვალსაზრისით, რომ ვერ ახერხებდა გატარებული პოლიტიკის შედეგად დაზარალებულთა კომპენსირებას. ასე რომ, უკანასკნელი 30 წლის სრული ისტორია, მიუხედავად არსებული კრახისა, თითქმის სულ სხვა რამეს უკავშირდებოდა მთელი მისი არსით.

ცვლილებების მთავარ პროცესად დასავლეთის კაპიტალისტურ საზოგადოებებში, ითვლებოდა ინდუსტრიალიზმიდან პოსტ-ინდუსტრიალიზმზე ტრანსფორმირება. აღნიშნულ პროცესთან შედარებით, ყველაფერი დანარჩენი ისევ ლავირებდა ზედაპირულად ჭავლების მსგავსად. მაშინ, როდესაც დასაქმებულებმა გადაინაცვლეს საამწყობო კონვეირიდან სერვის სექტორში, შეიცვალა ეკონომიკური განვითარების გზები – ასევე ეკონომიკური ურთიერთობები, საქმიანობის მახასიათებლები და ზოგადად პოლიტიკები.

ომის შემდგომ პერიოდში, პროფკავშირები იცავდნენ მშრომელთა უფლებებს, სერვის ეკონომიკაზე გადართვის შედეგად კი შემცირდა მათი ძალისხმევა. შედეგი იყო ის, რომ პროფკავშირების როლი კორპორატიულ გავლენებთან შედარებით მკვეთრად შესუსტდა, ისევე, როგორც მათი შესაძლებლობები, გაეწიათ პოლიტიკური დახმარება სოციალ-დემოკრატიული პარტიებისათვის.

დღესდღეისობით, დასაქმების ადგილებზე ხშირ შემთხვევაში მოითხოვენ მაღალ გამოცდილებას, ან გვთავაზობენ დაბალ ანაზღაურებასა და შეზღუდულ უსაფრთხოებას. რთულია მოიძებნოს საშუალო, ან დაბალი გამოცდილების შესაბამისი „კარგი“ სამუშაო ადგილები. სწორედ ასეთი პოლარიზებული შრომის ბაზრები წარმოქმნიან უთანასწორობას, თუმცა, არამხოლოდ შემოსავლების თვალსაზრისით. ის გავლენას ახდენს ისეთი ტიპის შესაძლებლობებზეც, როგორიცაა სტაბილური და საიმედო მომავლის დაგეგმვა.

განათლება წარმოადგენდა ასევე კიდევ ერთ მთავარ ცვლილებას. დღეს, დასავლეთის ქვეყნების მოსახლეობის თითქმის ნახევარს მიღებული აქვს უმაღლესი განათლება გარკვეული მიმართულებებით. მიღებული შედეგები პირდაპირ უკავშირდება სოციალ-დემოკრატიული პარტიების მიერ გატარებულ საგანმანათლებლო პოლიტიკებს. აღნიშნული პროცესები კი მოქმედებს ინდივიდთა იდენტურობის შეგრძნებებსა და ღირებულებებზე და გარდა ამისა ძირს უთხრის კლასურ არჩევნებს.

საბოლოოდ, ხშირად შეუმჩნეველი რჩებოდა ომისშემდგომი ეკონომიკური წესრიგი, რომელიც წარმოადგენდა ფუნდამენტურ შოკს, წარმოშობილ ცვლილებას იმ პერიოდში, როდესაც ქალებმა დიასახლისების პოზიციებიდან გადაინაცვლეს შრომის ბაზარზე მამაკაცებთან კონკურენციაში შესვლის მეთოდით. დღევანდელი საზოგადოებრივი დისკურსი შეპყრობილია იმიგრაციის საკითხებით, თუმცა აღნიშნული ფაქტი თავისივე მნიშვნელობით არაფერია იმ ცვლილებასთან შედარებით, რასაც სამუშაო ადგილებზე მამაკაცებთან მიმართებით კონკურენტუნარიანი ქალების რაოდენობის მკვეთრი ზრდა წარმოადგენს.

ზემოხსენებული პროცესები წარმოადგენენ ფუნდამენტურ ცვლილებებს, რომელთა გაქრობაც ფაქტიურად შეუძლებელია. მათ არამარტო წარმოშვეს მასიური ეკონომიკური ცვლილებები, ასევე გარდაქმნეს იდენტობები, ღირებულებები და პოლიტიკები იმ კუთხით, რა კუთხითაც ისინი ჯერ კიდევ აისახებიან ჩვენს საზოგადოებებში.

ეს ასევე ეხება პოლიტიკას

საქმე ასევე პოლიტიკაშია

პოპულიზმის ზრდა არ წარმოადგენს რეაქციას მხოლოდ დრამატულ და გარდაუვალ სტრუქტურული ცვლილებებზე. ის უნდა გავიგოთ, როგორც შედეგი ნეოლიბერალური პოლიტიკისა, რომელიც აქტიურად არყევს კაპიტალსა და შრომას შორის არსებულ ბალანსს.

მეორე მსოფლიო ომის დასასრულს სოციოლოგი კარლ პოლანი შესანიშნავად აღწერდა, რომ „ღარიბი თავისუფალი ბაზრის საზოგადოება წარმოადგენს უტოპიურ პროექტს და შეუძლებელია მისი რეალიზება, გამომდინარე იქედან, რომ ადამიანები აუცილებლად შეეწინააღმდეგებიან პროცესს, რომელიც ახდენს მათ კომოდიფიცირებას (მოხმარების საგნებად გადაქცევას).”

კარლ პოლანი მყარად იყო დარწმუნებული იმაში, რომ გათავისუფლებული ბაზრები და ინდივიდთა სრული კომოდიფიცირება აუცილებლად გადაიზრდებოდა ფაშიზმში. მისი წიგნი, სახელწოდებით „დიდი ტრანსფორმაცია“ (The Great Transformation) გამოიცა მანამ სანამ დაიწყებოდა ომისშემდგომი პერიოდის სოციალური უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის სახელმწიფოები შექმნა, რაც ავტორის შიშებს პასუხობდა.

ზემოაღნიშნული პოლიტიკების გატარების მთავარ მიზეზს წარმოადგენდა მოსალოდნელი სიღარიბისა და მასიური უმუშევრობის საშიშროება, რომელსაც ძალიან კარგად იაზრებდნენ როგორც მემარცხენე, ასევე მემარჯვენე ფრთის წარმომადგენლები. როგორც ისტორიკოსი ტონი ჯატი აღნიშნავდა „ომისშემდგომში“, მარშალის გეგმას ჰქონდა ეკონომიკური შედეგები, მაგრამ თავიდან აცილებული კრიზისი პოლიტიკური გადაწყვეტილების შედეგი იყო. მთავარი მიზანი იყო, ევროპას თავიდან აერიდებინა ფაშიზმისა და ტოტალიტარიზმის დაბრუნება. ნეოლიბერალიზმის განვითარებასთან ერთად წინარე გაკვეთილი მივიწყებულ იქნა. 80-იან და 90-იან წლებში, ეკონომიკური პოლიტიკისა და სამთავრობო პარტიების მთავარი კონცენტრაცია ინფლაციაზე გადავიდა. პროფკავშირების დასუსტების პარალელურად მოხდა კაპიტალის ორგანიზება და მობილიზება, რასაც საბაზრო ფუნდამენტალიზმის ეკონომიკურმა თეორიებმა შეუწყო ხელი. გატარებული ახალი პოლიტიკა ხელს უწყობდა სოციალური კონტრაქტების მოშლას. მეინსტრიმული პარტიების ეკონომიკური პოლიტიკა გადავიდა მარცხნიდან მარჯვნივ, და სოციალ-დემოკრატები ხშირად იყვნენ სათავეში. შედეგი იყო ის, რომ მათი მხარდამჭერი მშრომელთა კლასი, როგორც ამომრჩეველთა ბაზის უმრავლესობა ხმის გარეშე დარჩა.

ფრანგი ეკონომისტი თომას პიკეტი, შესაძლოა ყველაზე კარგად აღწერდა ახალი სტრუქტურული ცვლილებებითა და ნეოლიბერალური პოლიტიკის გატარებით გაზრდილ უთანასწორობას. მისი კვლევა აჩვენებს, თუ როგორ უჩინარდებოდა კეთილდღეობის შედარებით სამართლიანი გადანაწილების სისტემა, რომელიც წარმოადგენდა ომისშემდგომი ინსტიტუტების შედეგს. მსოფლიოში, სადაც კაპიტალის რენტაბელობა უსწრებს ზრდის დონეს, აქტივების თავმოყრა და შეგროვება უკვე გამდიდრებული ადამიანის მიერ სამართლიანობისა და კეთილსინდისიერების გამოხატულებაა, რომელიც წარმოადგენს ფუნდამენტურ საყრდენს დასავლურ დემოკრატიებში.
ნაბიჯ-ნაბიჯ, კაპიტალიზმი შთანთქავს საკუთარ თავს, რასაც დრამატული შედეგები მოყვება სოციალური სტაბილურობისა და ლიბერალური დემოკრატიისთვის.

განვითარების დასასრული

ერთ-ერთი ფუნდამენტური დაშვება ჩვენი პოლიტიკური წესრიგისა არის განვითარების მუდმივი და სტაბილური დონე. აღნიშნული იდეა დღეს დიდი გამოწვევების წინაშე დგას. არამხოლოდ პიკეტი წინასწარმეტყველებს მომავალში განვითარების დაბალ დონეს, ასევე ამერიკელი ეკონომისტი, რობერტ გორდონი გვამცნობს, რომ მიღწეული სწრაფი განვითარების უკანასკნელი 250 წელი, შესაძლოა ერთადერთი აღმოჩნდეს კაცობრიობის ისტორიაში. განვითარება შესაძლებელია წარმოადგენდეს ან მოსახლეობის ან პროდუქტიულობის ზრდის ფუნქციას. როგორც გორდონი აღწერდა, ინტერნეტ რევოლუციის პერიოდში, გაზრდილი პროდუქტიულობის შედეგად მიღებული შემოსავლები უკანასკნელ წლებში ლამის „დაჭკნა“. ინდუსტრიული რევოლუციის დროს აღმოცენებული გამოგონებებისგან განსხვავებით, დღევანდელ ტექნოლოგიურ ცვლილებებს არ ეტყობათ, რომ ისინი ზრდიდნენ შრომის პროდუქტიულობას, ან ცხოვრების დონეს. აღნიშნულის პარალელურად, ევროპის უმეტესი ქვეყნების მოსახლეობა განიცდის სწრაფ დაბერებას.
დიდი ალბათობით, მომავალი თაობების პოლიტიკური კომპრომისები მიღწეული უნდა იქნეს დეფიციტური რესურსებისა და დაბალი განვითარების აღმოფხვრის ფონზე. პოლიტიკა, აღნიშნული შეზღუდვებით იქნება მკვეთრად განსხვავებული იმისგან რაც ჩვენ ვიცით.

ქვეყნებს ევროპის სავალუტო კავშირის (EMU) ფარგლებში ხელები აქვთ შეკრული, მაღალი ვალისა და ფისკალური მიზნების კომბინაციიდან გამომდინარე, რაც არაფერს არ ამარტივებს. გერმანელი პოლიტმეცნიერი, ვალტერ შტრეკი აღნიშნულ სიტუაციას უწოდებდა „კონსოლიდაციის სახელმწიფოს“, სადაც მთავრობები ბიუჯეტის დასაბალანსებლად ერთარერთ გამოსავლად სოციალური უსაფრთხოების ხარჯების შემცირებას მიიჩნევენ.

ამავდროულად, შრომის ბაზრები განიცდის უდიდეს ცვლილებებს. ზოგიერთ ეკონომისტს სჯერა, რომ ავტომატიზაციამ შესაძლებელია ფუნდამენტურად გახლიჩოს ჩვენი საზოგადოებები და გაანადგუროს საშუალო კლასის სამუშაო ადგილების დიდი ნაწილი, რაც მკვეთრად შეცვლის როგორც შრომის ბაზარს, ასევე საზოგადოებრივ წყობილებას. საპირისპირო მხარე კი ამტკიცებს იმას, რომ ავტომატიზაციის ზრდა საბოლოოდ გამოიწვევს ახალ პროდუქტებზე მოთხოვნასა და სამუშაო ადგილების შექმნას.

როგორც არ უნდა იყოს ბოლოს, ტექნოლოგიური ცვლილებები უდიდეს ზეწოლას ახდენს შრომის ბაზრებზე. ჩვენ ვიმყოფებით ძალიან რთული ტრანსფორმაციის პერიოდის დასაწყისში, სადაც უამრავი ადამიანის კვალიფიკაცია და გამოცდილება მოძველდება. აღნიშნული განვითარებები კიდევ უფრო მეტად დააჩქარებს უთანასწორობის ზრდასა და სოციალური კონტრაქტის (საზოგადოებრივი შეთანხმება) დასუსტებას.

გზა წინისაკენ

უკან სახელმწიფოში

ჩვენს დროში არ არსებობს არანაირი ეროვნული გადაწყვეტილება მასშტაბური პრობლემების საპასუხოდ, ეს იქნება: კლიმატის ცვლილება, მიგრაცია თუ გლობალური კაპიტალიზმის კრიზისი. სოციალ-დემოკრატების მიზანი უნდა იყოს ღია საზოგადოებების შექმნა, საერთაშორისო თანამშრომლობის დამყარება, ახალი იდეების მოზღვავება და ადამიანების საზღვრებს მიღმა ცხოვრების ხელშეწყობა. მაგრამ საბოლოოდ, პოლიტიკა ადგილობრივია. მაშინ, როდესაც ადამიანები კარგავენ ნდობას პოლიტიკის მიმართ, პროგრესულ ლიდერებს სჭირდებათ ამომრჩევლებთან დაბრუნება, რათა მოიძიონ ახალი მანდატი. სწორედ ამ მეთოდს მიმართეს პოპულისტმ პარტიებმა, და დიდ საიდუმლეობას წარმაოდგენს თუ რატომ ვერ მოახერეს მემარცხენეებმა ამის საპასუხოდ რამის მოფიქრება.

სასიამოვნო ახალ ამბავს წარმოადგენს ის, რომ კეთილდღეობის სახელმწიფო უფრო მეტად მოქნილია, ვიდრე ამას წარმოიდგენდა ხალხი ნეოლიბერალური ეპოქის დასაწყისში. ხოლო განსხვავებები რედისტრიბუციის, გადასახადებისა და სოციალური სამართლიანობის დონეების კუთხით კეთილდღეობის სახელმწიფოებს შორის კვლავ დიდია. არ არსებობს არანაირი ინსტიტუციონალური შერწყმა-შეკავშირება დაბალი გადასახადების მარტივ მოდელსა და მინიმალური კეთილდღეობის სახელმწიფოს შორის. ის, რომ ქვეყნების კონკურენტუნარიანობა და ეკონომიკური საქმიანობა დამოკიდებულია დაბალ გადასახადებსა და დერეგულირებულ ბაზრებზე, წარმოადგენს ნეოლიბერალურ მითს. ამის საპირისპიროდ, ეკონომიკური წარმატებები მიიღწევა სხვადასხვა ფორმით. ეს ქმნის შესაძლებლობების სივრცეს ეროვნული პოლიტიკის დონეზე და გზას წინ, პროგრესული პროექტებისკენ.

იმიგრაცია და მისი უკმაყოფილებები

რას წარმოადგენს პოპულიზმი – რაქციას ეკონომიკური დაუცველობის წინააღმდეგ პოსტ-ინდუსტრიულ ეკონომიკებში, თუ დაპირისპირებას ლიბერალური და პროგრესული ღირებულებებთან? ჰარვარდის უნივერსიტეტის პოლიტმეცნიერმა, პიპა ნორისმა გამოძებნა გამოსავალი ამ უკანასკნელთან დაკავშირებით. პრობლემა ამ თვალსაზრისით არის ღირებულებები, რომლებიც არ არსებობენ განცალკევებით, ან დამოუკიდებლად ეკონომიკური რეალობისაგან და ტექნოლოგიური ცვლილებების ტემპისგან. მნიშვნელოვანია როგორმე გავიაზროთ, რომ ღირებულებების ცვლილება დემოკრატიის, ტოლერანტულობისა და გენდერული თანასწორობის მიმართულებით, გრძელვადიან ტენდენციას წარმოადგენს.

ჩვენ გლობალიცაზიისა და მიგრაციის ეპოქაში ვცხოვრობთ. ამავდროულად, ერი სახელმწიფოები ახდენენ პოლიტიკის განვითარებისთვის საჭირო პრინციპების ორგანიზებას, რათა მომავალი გახდეს პროგნოზირებადი. მსოფლიოში აუცილებელია საზღვრების დაწესება და მათი კონტროლი. ევროპის დღევანდელი (race-to-the-bottom?????) პოლიტიკა არამარტო ამორალურია, არამედ ეკონომიკურად არაშორსმჭვრეტელიც. ნელი ზრდის დილემიდან ერთ-ერთ გამოსავალსაც იმიგრაცია წარმოადგენს.

ერთი ქვეყანა რათქმაუნდა ვერ შეიფარებს ლტოლვილებს განუსაზღვრელი ოდენობით. მაგრამ როგორც ქალებისთვის შრომის ბაზრის გახსნა ნიშნავდა თანასწორობის იდეის გამყარებას ასევე ზრდის ხელშეწყობას, სოციალ-დემოკრატების მიგრაციის პოლიტიკაც უნდა ეფუძნებოდეს ადამიანთა უფლებების ხელშეუხებლობის იდეას – ისეთ საღ სტრატეგიასთან ერთობით, რომელიც ღიაობისა და თანასწორობის ერთობლივ წარმატებას აღიარებს.

ინტუიციის საპირისპიროდ, რაც უფრო მაღალია რედისტრიბუციის დონე ქვეყანაში, მეტად მაღალია ამომრჩეველთა მხარდაჭერაც. სწორედ მაღალი გადასახადები და უხვი შეღავათები უწყობს ხელს მსოფლმხედველობის განვითარებასა და აღნიშნული პოლიტიკის მხარდაჭერას. ამის შედეგად, გაცილებით მარტივია პოლიტიკის შემუშავება სოლიდარობის ხელშეუხებლობის შესანარჩუნებლად.

უკანასკნელ 30 წელიწადში მრავალ ქვეყანაში შედგა საყოველთაო კეთილდღების სახელმწიფო. არსებობს არგუმენტი, რომ საყოველთაოობა და გადანაწილების მაღალი დონე ამცირებს შრომის ინიციატივებს და აფერხებს განვითარებას – ორივე დაშვება სიცრუეა. მემარცხენე და მემარჯვენე პოლიტიკოსები იმიგრაციას გამოეხმაურნენ იმით, რომ გაუქმებულიყო მათთვის შეღავათები, როგორც უფლება და წაეყენებინათ გარკვეული მოთხოვნები ეთნიკური ნიშნით. სოლიდარობის მომხრე მხარისთვის აღნიშნული შემთხვევა არის უფსკრულისკენ მიმავალი გზა, არამხოლოდ იმიტომ, რომ ის ამორალურია, არამედ იმიტომ, რომ ის რისკის ქვეშ დააყენებს საყოველთაობის პრინციპებს გრძელვადიან პერსპექტივაში, რომელიც ხელს უწყობს გადანაწილების შესაძლებლობას.

საყოველთაო კეთილდღეობის სახელმწიფო აუცილებლად მიიღებს მნიშვნელოვან სარგებელს, თუკი ის გააგრძელებს სოლიდარულ მხარდაჭერას იმიგრანტების მიმართ – და ამ გზით ამასთანავე ინტეგრაციასა და ღიაობას.

გრძელვადიან პერსპექტივაში, მიგრაცია უნდა მოგვარდეს გლობალურად. მოკლევადიან პერიოდში კი, პროგრესისტები მყარად უნდა წამოდგნენ ფეხზე – უხვი (მაგრამ არა განუსაზღვრელი) მიგრაციის პოლიტიკით, რომელიც გამყარებულია საყოველთაოობის რეალური დაცულობით. სხვა შემთხვევაში სოციალ დემოკრატიულ პროექტს ჩამოინგრევა ემუქრება.
დილემა ადრეულ 80-იანებში, დანიელმა სოციოლოგმა ესპინგ ანდერსენმა წამოჭრა საკითხი – როგორც შეუძლია პოსტ-ინდუსტრიულ ეკონომიკას მოახდინოს საარჩევნო პოლიტიკის გარდაქმნა. ის თავადვე პასუხობდა, რომ კლასის საარჩევნო ქცევა ვითარდებოდა არარელევანტურობის კუთხით, ეს კი დაანგრევდა მშრომელ და საშუალო კლასს შორის მიღწეულ ისტორიულ კომპრომისს, რომელმაც შესაძლებელი გახადა კეთილდღეობის სახელმწიფოს ჩამოყალიბება. ამის შემდეგ, აღნიშნული მოსაზრება გასაჩივრდა და შესწორდა. პოლიტოლოგებმა ჯეინ გინგრიჰმა (Jane Gingrich) და ზილკა ჰაოზერმანმა (Silka Hausermann) აჩვენეს, რომ კლასი მაინც განაგრძობდა ყოფილიყო კარგი წინასწარმეტყველი არჩევნებისა და პოლიტიკური უპირატესობების საკითხებში – თუმცა მხოლოდ ახალ ეტაპზე. ეს მართალია, რომ ტრადიციული მშრომელი კლასის ამომრჩევლის რაოდენობა არჩევნებში მცირდება და მცირდება შესაბამისად მხარდაჭერა მემარცხენეების მიმართ. პარალელურად საშუალო კლასი შეეჩვია განვითარებულ და პროგრესულ ღირებულებებს.

აღნიშნული ფაქტი წარმოადგენს ნაწილობრივ კარგ სიახლეს სოციალ-დემოკრატებისთვის. მაშინ, როდესაც მშრომელთა კლასის წარმომადგენელ ამომრჩეველთა ბლოკი მეტად მცირდება, ის შესაძლებელია ჩაანაცვლოს საშუალო კლასმა, როგორც კეთილდღეობის სახელმწიფოსა და პროგრესული პოლიტიკის დამცველმა. სოციალ-დემოკრატების ნამდვილი სირთულე, ეს არის შემთხვევა, როდესაც მისი პოტენციური ამომრჩევლები გახლეჩილნი არიან ამომრჩეველთა ორ ბლოკად განსხვავებული ღირებულებებითა და ინტერესებით. ერთის მხრივ, მშრომელთა კლასის წარმომადგენელი ამომრჩევლები, რომლებიც მხარს უჭერენ გადანაწილების პოლიტიკას თანასწორობის აღდგენის მიზნით. მეორეს მხრივ, მზარდი პროგრესული საშუალო კლასი, რომლებიც ემხრობიან სოციალურ ინვესტიციების, თუმცა არ ინტერესდებიან შემოსავლების თანასწორობით.

არჩევნების რა პარამეტრებს გვთავაზობენ პროგრესულად მოაზროვნეები? ჩვენ უნდა წავაქეზოთ მშრომელთა კლასი, ნოსტალგიისა და კეთილდღეობის შოვინიზმის გზაზე შემობრუნებით. სტრატეგიულად შესაძლო კოალიციური პარტნიორები უნდა იყვნენ პოპულისტი და კონსერვატიული პარტიები. პრობლემას წარმოადგენს ის, რომ პროგრესული საშუალო კლასი დიდი ალბათობით მიატოვებს გემს. კიდევ ერთი ვარიანტია, განვსაზღვროთ რამდენად ეხება პროგრესული გეგმა განათლებას და არა გადანაწილებას. აღნიშნული წარმოადგენდა პასუხს 90-იანებში, მაშინ, როდესაც საარჩევნო სტრატეგიის მიხედვით მწვანეების და ლიბერალების პარტიები უნდა გამხდარიყვნენ კოალიციის წევრები, თუმცა მოხდა ისე რომ მშრომელთა კლასი თამაშგარე აღმოჩნდა.

მესამე გზა არის იმის აღიარება რომ თუ სოციალ-დემოკრატები გამორიცხავენ თუნდაც შემცირებულ მშრომელთა კლასს, ის აუცილებლად დაკარგავენ საკუთარ სახელმწიფოებრივ ხედვას. აქედან გამომდინარე, საჭიროა ბრძოლა მზარდი უთანასწორობის წინააღმდეგ, რათა გაჩნდეს კოალიციის ჩამოყალიბების ახალი შესაძლებლობები მშრომელთა და საშუალო კლასს შორის.

ანტი-ელიტიზმი და არა იდენტობის პოლიტიკა 

„ანტი-ელიტიზმი“ წარმოადგენს გართულებულ და საშიშ სისტემას პოლიტიკაში. მაგრამ მისი სიძლიერის ერთ-ერთი გამომწვევი მიზეზია ის, რომ ანტი-ელიტიზმი ამარცხებს გარკვეულ პრობლემებს, რომლებიც დღეს ჩვენ პირისპირ დგას. მნიშვნელოვანია სწორად გავიგოთ, რომ პოპულიზმის ზრდა, ეს არის გაზრდილი უთანასწორობისგან წარმოშობილი რაციონალური რეაქცია და მემარცხენეების მარცხი სანდო ეკონომიკური პოლიტიკის ფორმულირების საკითხებში, რომელიც თავიდან აიცილებდა ნეოლიბერალიზმს.

მემარცხენეებმა, პრინციპულად ხელი უნდა შეუწყონ უმცირესობათა და ქალთა უფლებების ზრდას. მაგრამ მთავარი ფოკუსი პროგრესული პოლიტიკოსებისთვის უნდა იყოს არა კულტურულ ომში უპირატესობის მოპოვება, არამედ ისეთი პოლიტიკის გატარება, რომელიც შეცვლის ძალაუფლების სტრუქტურებს. ერთის მხრივ, პოლიტიკისთვის საჭიროა ჰქონდეს მეტად აქტიური როლი კაპიტალსა და შრომას შორის ბალანსის დასამყარებლად ისეთ მსოფლიოში, სადაც უთანასწორობის შემნარჩუნებელი ძალა კიდევ უფრო ძლიერდება. ამასთანავე, მაღალი გადასახადებისა და მეტი სახელმწიფო ინვესტიციების შემოქმედი პოლიტიკური პლატფორმა არ იქნება საკმარისი.

პოლიტოლოგი ბო როშტეინი (Bo Rothstein) გვიჩვენებს, რომ სამართლიანობა და თანაბარი შესაძლებლობები წარმოადგენს სასიცოცხლო მნიშვნელობის სამშენებლო მასალას, სოციალური კაპიტალითვის რაც თავის მხრივ აუცილებელი კომპონენტია პროგრესული პოლიტიკისა. სოციალ-დემოკრატებს ჭირდებათ ბრძოლა უთანასწორობისთვის, როგორც მეძებარ დამქირავებელთა და ეკონომიკური კორუფციის წინააღდმეგ, ასევე შემოსავლების გადანაწილებისთვის

ეს ყველაფერი გახდის შესაძლებელს ჩამოყალიბდეს კოალიცია მშრომელთა და საშუალო კლასებს შორის ანტი-ელიტიზმის მეშვეობით, რომელიც დაფუძნებულია უფრო მეტად სამართლიანობის იდეაზე, ვიდრე შეურაცხყოფაზე.

აღნიშნული სტრატეგიის სისუსტე არის ის რომ მთავარი ცვლილებისთვის სოციალ დემოკრატია სანდო უნდა იყოს, მაშინ როდესაც ბევრ ქვეყანაში ის ძლაუფლებასთან ასოცირდება. ამის ფონზე ის უნდა გახდეს მეტად ამბიციური ისეთი პოლიტიკის გატარებისთვის, რომელიც მოიცავს გადასახადებს სიმდიდრეზე და კაპიტალზე, ასევე რეგულაციებს ფინანსურ ბაზრებზე. ეს მოითხოვს ისეთ სერიოზულ საკითხებთან შეჭიდებას, რომელიც სოციალ-დემოკრატებმა ფაქტიურად დაივიწყეს, მაგალითად: ბიზნესის წარმომადგენლებისა და პოლიტიკოსების ხელფასები. ასევე საჭირო გახდება შევეგუოთ იმ ფაქტს, რომ დღევანდელი სოციალ-დემოკრატიული პარტიები უმეტესწილად მოიზიდავენ პოლიტიკოსებს საშუალო კლასიდან.

მხოლოდ მემარცხენეებს შეუძლიათ გადაარჩინონ კაპიტალიზმი დღეს

ცხადია, რომ ვერც ლიბერალიზმი, ვერც კონსერვატივიზმი და ვერც მემარჯვენე ფრთის პოპულიზმი ვერ გასცემს პასუხს დღევანდელ ცენტრალურ საკითხებს: მზარდი უთანასწორობა ძირს უთხრის განვითარებას, დემოკრატიასა და სოციალურ კონტრაქტს. აღნიშნული საკითხები ვერ მოგვარდება ვერც მხოლოდ დამცავი ლიბერალური ღირებულებებით და ვერც პროტექციონიზმითა და იმიგრანტებისთვის საზღვრების ჩაკეტვით.

დღეს, უფრო მეტად ვიდრე ადრე, საჭირო გახდა მზარდი კაპიტალის საპირწონე ძალის შექმნა, თუ რა თქმა უნდა ლიბერალური დემოკრატიისა და კაპიტალიზმის გადარჩენა გვინდა. მსოფლიო შეიცვალა. ამომრჩევლებს ეს ესმით და ეძებენ პოლიტიკოსებს, რომლებსაც ასევე გააზრებული აქვთ ეს.

სოციალ-დემოკრატები ხშირად საუბრობენ პოლიტიკის უპირატესობებზე. თუკი მათ სურთ იყვნენ ისტორიის მომდევნო თავის ნაწილი, მათ უნდა იმოქმედონ ამ რწმენით, ან განაგრძონ დასუსტება.

Share on Facebook57Share on Google+0Tweet about this on Twitter0Share on LinkedIn0Email this to someone

კომენტარები

დატოვე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

*