საქართველოს ეკონომიკური განვითარების პოლიტიკის პრიორიტეტი – ვაქციოთ მრეწველობა ლოკომოტივად

სადისკუსიოდ

 

სოციალ-დემოკრატები საქართველოს განვითარებისათვის

 

საქართველოს ეკონომიკური განვითარების პოლიტიკის პრიორიტეტი-

ვაქციოთ მრეწველობა ლოკომოტივად

                                                          თ ე ზ ი ს ე ბ ი

 

ჩვენ საქართველოს ეკონომიკური განვითარების სტრატეგიას ვხედავთ ევროპის ერთიან ბაზართან დაახლოების კონტექსტში;

სტრატეგიის პრინციპების ჩამოყალიბებისას ძირითადად ვეყრდნობით შემდეგ დოკუმენტებს:

1.საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შესახებ შეთანხმება(პარაფირებულია);

2.ევროკავშირის კომუნიკე ევროპარლამენტს, ევროსაბჭოს, ევროპის ეკონომიკურ და სოციალურ კომიტეტებს, რეგიონების კომიტეტს-ევროპული ინდუსტრიული რენესანსისათვის(22იანვარი, 2014წ);

3.ევროპარლამენტის სოციალისტების და დემოკრატების პროგრესული ალიანსის ჯგუფის ალტერნატიული ხედვა ევროპისათვის-პირველი 100 დღე ევროპის შესაცვლელად.

sdd

 

ვაცნობიერებთ რა საქართველოს ეკონომიკის დღევანდელ მდგომარეობას, რაც გამოიხატება მის სიმცირესა და განუვითარებლობაში(მშპ ერთსულზე შეადგენს საშუალოევროპულის 10%-ზე ნაკლებს), უთანაბრობასა(ჯინის კოეფიციენტი-0,41)  და უმუშევრობაში(15%), მიგვაჩნია, რომ ეფექტური წინსვლა ვერ მოხერხდება მხოლოდ ბიზნეს გარემოს გასაუმჯობესებელი ღონისძიებებითა და ცალკეული ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებით, ასევე ბიუჯეტის მნიშველოვნად სოციალური ორიენტაციით.

აუცილებელია საქართველოს მთავრობამ გააცნობიეროს ინდუსტრიის(მრეწველობის), როგორც მთავარი მამოძრავებელი სექტორის მნიშვნელობა ეკონომიკური ზრდის, სამუშაო ადგილების და კეთილდღეობის სახელმწიფოს შექმნის სტრატეგიაში.

თანამედროვე ტექნოლოგიებზე და უნარჩვევებზე დაფუძნებული, რესურსების დამზოგველი და ენერგოეფექტური, რეციკლირებადი, გარემოსადმი უსაფრთხო და ევროპულ სტანდარტებთან მიახლოებული სამრეწველო პროდუქტების წარმოებამ უნდა შეასრულოს კომპასის როლი სხვა სექტორებისათვის.

მხოლოდ ეკონომიკურად, სოციალურად და ეკოლოგიურად დაბალანსებული წარმოება( ინფრასტრუქტურა) უნდა იყოს დასაშვები და მიზანშეწონილი, რათა უზრუნველვყოთ მწვანე ზრდა და მდგრადი განვითარება.

ახალი პროდუქტების შექმნა და ინდუსტრიული მოდერნიზაცია უნდა განხორციელდეს ინვესტიციებით  ინოვაციებში, ახალ ტექნოლოგიებში, კვლევებსა და განვითარებაში, სწავლებაში, რაშიც წამყვანი როლი უნდა იკისროს სახელმწიფომ ამ სფეროს კომერციალიზაციასთან ერთად.

ახალი ინდუსტრიული პოლიტიკის შემუშავებისა და განხორციელებისათვის მთავრობა უნდა დაეყრდნოს ისეთ პრინციპებს, როგორიცაა:

-სახელმწიფოს და კერძო სექტორის პარტნიორობა;

-სამთავრობო მხარდაჭერა უნდა ჰქონდეს კონკრეტულ პროექტს ან პროგრამას და არა მთლიან დარგს;

-პროექტის ექსპერიმენტალურობა არ უნდა მიიჩნეოდეს როგორც მისი ნაკლი;

-პროექტის მიმდინარეობა უნდა იყოს გამჭვირვალე და წარმატების კრიტერიუმები ცხადი,   შესაბამისად წარუმატებლობის შემთხვევაში პროექტის დროულად შეჩერება-აუცილებელი;

-პროექტს უნდა ახლდეს თანამდევი დადებითი სოციალურ-ეკონომიკური ეფექტები;

-მაღალი პრიორიტეტის მქონე პროექტებით უშუალოდ უნდა იყოს დაინტერესებული მთავრობის მაღალი პოლიტიკური ფიგურა (მაგ. პრემიერმინისტრი) და ზედამხედველობას უწევდეს პროცესებს.

ენერგეტიკული და სამთო-მოპოვებითი დარგები უნდა ვითარდებოდეს მხოლოდ მდგრადი მიმართულებით(სოცილური ასპექტი, რესურსის ამოწურვადობის გათვალისწინება, გარემოს დაცვა). დაუშვებლად მიგვაჩნია ამ სფეროში საექსპორტო ორიენტაციის პრიორიტეტულობა სწრაფი მოგებისათვის მდგრადობასთან კომპომისის ფასად.

გვესმის რა დღევანდელი საქართველოს ეკონომიკურ-ტექნოლოგიური და სამუშაო ძალის ჩამორჩენილობა და უმუშევრობის მაღალი დონე, მნიშვნელოვნად მიგვაჩნია განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდეს მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებაზე, მიკროსაქმიანობების ხელშეწყობაზე, მათთვის ბიზნეს გარემოს გაუმჯობესებისათვის(ინკლუზიური ზრდა), რისთვისაც აუცილებელია შეიქმნას შესაბამისი საკანონმდებლო და ინსტიტუცინალური ბაზა.

უცხოური სამრეწველო ინვესტიციების ხელშეწყობასთან ერთად, ქვეყნის საფინანსო სისტემამ-ბიუჯეტმა, საინვესტიციო ფონდებმა და სხვა საფინანსო და კვლევითმა ინსტიტუტებმა უნდა უზრუნველყონ ინდუსტრიული პოლიტიკის დანერგვა შესაბამის პროექტებზე რეორიენტაციით, მათი ეფექტიანობიდან გამომდინარე.

დღის წესრიგში უნდა დადგეს „კომპანიების შიგადემოკრატიის პრინციპების“ ამოქმედება, მათ შორის სამეთვალყურეო საბჭოებში მუშაკთა მონაწილეობა ერთობლივი მართვის განსახორციელებლად, გრძელვადიანი კორპორაციული განვითარებისათვის.

ინდუსტრიულ სფეროში თანამშრომლობას ევროკავშირთან(იხ. დოკ.(1) კარი VI, თავი 5), ამ მიმართულებით მსოფლიო გამოცდილებას და შესაბამის ექსპერტულ რჩევებს უნდა მიენიჭოს განსაკუთრებული მნიშვნელობა.

გააზიარეთ საოციალურ ქსელებში
Facebook
Twitter
Telegram
შეიძლება დაინტერესდეთ