საცხოვრებლის ეკონომიკური მნიშვნელობა განვითარებად ქვეყნებში

Share on Facebook179Share on Google+0Tweet about this on Twitter0Share on LinkedIn0Email this to someone

საბინაო► გთავაზობთ Journal of Housing and the Built Environment-ში, 2006 წელს გამოქვეყნებული სტატიის თარგმანს.

► უნდა იყოს თუ არა საბინაო პირობების გაუმჯობესება ეკონომიკური განვითარების სტრატეგიის ნაწილი? უნდა მოიცადოს თუ არა საბინაო პირობების გაუმჯობესების საკითხმა ეკონომიკური ზრდის მაღალი მაჩვენებლის მიღწევამდე? რამდენად უნდა ეძლეოდეს პრიორიტეტი საბინაო საკითხს ნაკლებად განვითარებულ ქვეყნებში, შეზღუდული რეუსრსების პირობებში? რა დამატებითი სარგებლის მოტანა შეუძლია საბინაო მომარაგებას ეკონომიკური ზრდის პროცესში სხვა ეკონომიკურ ინვესტიციებთან შედარებით? 1950-იან და 60-იან წლებში, ამ კითხვებმა ცხარე დისკუსიები გამოიწვია, როგორც განვითარების პრობლემატიკისადმი მიძღვნილ ლიტერატურაში, ისე დაგეგმარებაში და პრაქტიკაში. ნაშრომი ეყრდნობა პოლიტიკურ და კვლევით საქმიანობაში დაგორვილი ცოდნის კორპუსს და ხელახლა უბრუნდება წარსულში განვითარებულ დებატებს, რათა მიმოიხილოს მთავარი არგუმენტები და საცხოვრისის ეკონომიკური პოტენციალი ხელახალი შეაფასოს. ამის შემდეგ, ტექსტი საჯარო პოლიტიკისთვის ზოგადი რეკომენდაციების შემუშავებას ცდილობს. ამ წერილის მთავარი მიზანია, წარსული და აწმყო მტკიცებულებების ფონზე დაგვანახოს, ეკონომიკური ზრდის სტრატეგიებში საბინაო სექტორის უმნიშვნელოვანესი როლის გათვალისწინების საჭიროება.

მთარგმნელი: თორნიკე ჩივაძე.

ტექსტის რედაქტორი: ლევან ასაბაშვილი.

© European.ge

დებატების გადახედვა საცხოვრებელსა და ეკონომიკურ განვითარებაზე: სახოვრებლის ეკონომიკური მნიშვნელობა განვითარებად ქვენებში

ავტორი: გოდვინ არკუ

გამოქვეყნდა ჟურნალში: Journal of Housing and the Built Environment, Vol. 21, No. 4 (December 2006), pp. 377-395

  1. შესავალი

შეხედულებები საბნიაო საკითხის ეკონომიკური მნიშვნელობის შესახებ დიდი ხანია მოდური ტენდენციების გავლენის ქვეშაა, როგორც განვითარების პრობლემატიკაზე ორიენტირებულ ლიტერატურაში, ისე დაგეგმარებაში და პრაქტიკაში. თითქმის მთელი 1950-60 იანი წლების განმავლობაში, როდესაც განვითარება უფრო ეკონომიკურ ზრდასთან იყო გაიგივებული, ეკონომისტები მეტ წილად უარყოფდნენ დიდი ინვესტიციების მნიშვნელობას საბინაო სექტორში, როგორც განვითარების სტრატეგიის მნიშვნელოვან ასპექტს. ეს ძირითადად გამომდიანრეობდა სხვა ტიპის ინვესტიციებთან შედარებით საბინაო სექტორის მაღალი კაპიტალტევადობიდან. ამავე პერიოდში საცხოვრებლის “რეფორმატორები” ამ აზრს სხვადასხვა კუთხიდან ეწინააღმდეგებოდნენ. თვდაპირველად, ისინი საბინაო ინვესტირებას მხოლოდ სოციალური თვალსაზრისით ამართლებდნენ: საცხოვრებელი პირობები არადამაკმაყფოილებელი იყო ხოლო, საზოგადოებრივი საჭიროებები გადაუდებელი. დროთა განმავლობაში, სხვადასხვა მეცნიერებმა და საერთაშორისო ორგანიზაციებმა საცოხვრებლის ეკონომიკური ასპექტებზე საუბარი დაიწყეს. ამასთან ერთად დაიწყო იმის გააზრებაც, თუ რა როლის შესრულება შეეძლო საცოხვრებელს ეკონომიკური განვითარების დაგეგმვისას ისეთ საკითხებში, როგორიცაა დასაქმება, ჯანმრთელობის, მწარმოებლურობის და დანაზოგების გაუმჯობესება.

ადრეულ დებატებში რამდენიმე საკვანძო საკითხი გამოიკვეთა. უნდა იყოს თუ არა საბინაო პირობების გაუმჯობესება ეკონომიკური განვითარების სტრატეგიის ნაწილი? უნდა მოიცადოს თუ არა საბინაო პირობების გაუმჯობესების საკითხმა ეკონომიკური ზრდის მაღალი დონის მიღწევამდე? რამდენად უნდა ეძლეოდეს პრიორიტეტი საბინაო საკითხს ნაკლებ განვითარებულ ქვეყნებში, შეზღუდული რეუსრსების პირობებში? რა დამატებითი სარგებლის მოტანა შეუძლია საბინაო მომარაგებას ეკონომიკური ზრდის პროცესში სხვა ეკონომიკური ინვესტიციებთან შედარებით? ხუთი ათწლეულის განმავლობაში მიმდინარე მსჯელობის მიუხედავად, ამ კითხვებზე ამომწურავი პასუხები დღესაც არ არსებობს. სახეზეა თანდათანობითი ცვლილებები მიდგომებში და საკითხის მნიშვნელობის გაცნობიერებაში, არსებობს კვლევებიდან და პოლიტიკების გატარებიდან მიღებული ახალი მტკიცებულებები, თუმცა, ეს ყველაფერი საკმარისად არაა დოკუმენტირებული. მეტიც, საბინაო ინსტიტუტები და პოლიტიკა ცენტრალურ როლს თამაშობს სამხრეთ და აღმოსავლეთ აზიის ახლად ინდუსტრიალიზებული ქვეყნების (NIC) ეკონომიკური განვითარების სტრატეგიებში. ამის საპირისპიროდ, განვითარებადი სამყაროს სხვა ქვეყნებში, საბინაო სექტორის ეკონომიკური მნიშვნელობა მეტწილად პოლიტიკის ყურადღების მიღმა აღმოჩნდა. ეს ნაშრომი გადახედავს ადრეულ დებატებს, მიმოიხილავს მთავარ არგუმენტებს და შეეცდება საცხოვრებლის ეკონომიკური პოტენციალის გადაფასებას. ამის შემდეგ კი, პოლიტიკის შესაძლებლობების ფართო პერსპექტივას განსაზღვრავს.

განვითარების თეორია, განვითარების ეკონომიკის ჩათვლით, კვლევით სუბდისციპლინად 1945 წლის შემდეგ ჩამოყალიბდა. ნაშრომის პირველ ნაწილში გადმოცემულია ამ პერიოდის განვითარების თეორია და როლი, რომელიც განვითარების თეორიტიკოსებმა საბინაო სექტორს მიანიჭეს. ამ დროს აღმოცენებული ორი თვალთახედვიდან ერთ-ერთი, გაბატონებულ მიდგომას იზიარებდა და საცხოვრებლის როლის დაკნინებას ცდილობდა, თუმცა, ამ მიდგომის წარმომადგენლები იძულებულნი იყვნენ ეღიარებინათ მისი მნიშვნელობა გარკვეულ გარემოებებში. ეს თვალსაზრისი განხილული იქნება მეორე ნაწილში. მესამე ნაწილში წარმოდგენილი თვალსაზრისი საბინაო სექტორს უფრო ფართო პერსპექტივიდან დაგვანახებს და იმ ფაქტორებს წარმოაჩენს, რომელთაც ეკონომიკურ ზრდაში წვლილის შეტანა ძალუძთ. მომდევნო ნაწილებში წარმოდგენილია მტკიცებულებები ლიტერატურიდან, რომლებიც აჩვენებს საცხოვრისის ეკონომიკურ მნიშვნელობას. საბოლოოდ, წარმოდგენილი იქნება დასკვნითი კომენტარები და წინადადებები საჯარო პოლიტიკისთვის.

 

  1. განვითარების ადრეული თეორია და საცხოვრებლის როლი

1940-1950 იან წლებში, განვითარება მეტწილად ეკონომიკურ ზრდასთან იყო გაიგივებული. ამ დროისთვის განვითარების ეკონმისტებს სჯეროდათ, რომ განვითარებისთვის მთავარ მუხრუჭს კაპიტალის ნაკლებობა წარმოადგენდა. შესაბამისად, კაპიტალის ფორმირება განვითარებისთვის მთავარ მიზანს წარმოადგენდა. ეს მიდგომა მხარდაჭერილი იყო ძლიერი თეორიული ნაშრომებით (Harrod, 1939; Domar, 1947). განუვითარებლობის უშუალო მიზეზად შემოსავლების, დანაზოგების და მწარმოებლურობის დაბალი მაჩვენებელი განიხილებოდა. მაგალითად, ნურკსეს (Nurkse 1953: გვ. 5) დაკვირვებით განვითარებად სამყაროში “რეალური შემოსავლების დაბალი დონიდან გამომდინარეობს დანაზოგების შესაძლებლობების სიმწირე. დაბალი რეალური შემოსავლები კი, მწარმოებლურობის დაბალი მაჩვენებლის შედეგია, რაც თავის მხრივ, კაპიტალის დეიფიციტიდან გამომდინარეობს”. ნურკსეს მსგავსად ეკონომიკურ ზრდაში კაპიტალის მნიშვნელობაზე ლევისიც (Lewis 1954) მიუთითებდა. სხვები საუბრობდნენ კაპიტალის ფორმირებაზე, როგორც სწრაფი ეკონომიკური ზრდის აუცილებელ პირობაზე და ეკონომიკური “სიმწიფის” ფაზის მიღწევის საშუალებაზე (Rostow,1960). ინდუსტრიალიზაცია განვითარების შემადგენელ ნაწილად განიხილებოდა, რადგან ურბრანული მოსახლეობის დიდი ნაწილების დასაქმება შეეძლო. ასევე ყურადღებას ამახვილებდნენ, გზების, ელექტრო სადგურების და კომუნიკაციის საშუალებების მშენებლობაზე. კოლონიური ბატონობიდან განთავისუფლებულმა განვითარებადმა ქეყნებმა ენთუზიაზმით აითვისეს კაპიტალის ფორმირების სტრატეგია. ომის შემდგომი დომინანტური განვითარების მოცემულ რეცეპტთან მიმართებით წარმოიშობა კითხვა, როგორ აღიქვამდენენ საბინაო საკითხის როლს მისი დამცველები განვითარების პროცესში. ამ საკითხმა, ადრეულ ომის შემდგომ პერიოდში ცხარე დისკუსიები გამოიწვია, როგორც ლიტერატურაში განვითარების შესახებ, ისე პოლიტიკურ წრეებში.

ინვესტიციები საბინაო სექტორში არ იყო მიჩნეული განვითარების მნიშვნელოვან სტრატეგიად. ის განიხილებოდა, როგორც არაპროდუქტიული ინვესტიცია, მისი როლი დაკნინებული იყო და ფასდებოდა, როგორც “რესურსების შთქანმთქმელი“, “სამომხმარებლო პროდუქტი” და “სოციალური დანახარჯი”. კრიტიკოსებს, რომელთაც სოლოუ (Solow 1955: გვ. 52) “მიწაზე მდგარ, ურყევი ფაქტების ანალიტიკოსებად” ნათლავდა, სჯეროდათ, რომ საბინაო სექტორს ზედმეტად მაღალი კაპიტალტევადობა გაააჩნდა, განსაკუთრებით სხვა სექტორებში ინვესტიციებთან შედარებდით. ეს კრიტიკოსები ასკნვიდნენ, რომ საცოხვრელში ინვესტირება ხელს უწყობდა ინფლაციას, იყენებდა უცხოური ვალუტის მნიშვნელოვან რესურებს, მძიმე ტვირთად აწვებოდა საგადასახდელო ბალანსს[1] და ხანგრძლივი პერიოდით ყინავდა რესურსებს ( Weissman, 1955; Harris & Gillies, 1963). ზოგადი დაშვება მდგოამრეობდა იმაში, რომ რესურსები შეზღუდული იყო და საჭირო იყო ისეთი სტრატეგიების შემუშავება, რომლებიც შეზღუდულ რესურსებს ყველაზე პროდუქტიულად და ეფექტურად გამოიყენებდა, ძირითადად იმ სექტორებში (მაგ წარმოება), რომლებიც სწრაფ უკუგებას მოასწავებდნენ და ეკონომიკის მწარმოებლურობის შესაძლებლობლობის ზრდას განაპირობებდნენ. საცხოვრებელში ინვესტირებას არ მიიჩნევდნენ ამ მიზნის მიღწევის საშუალებად. როგორც სტრასმანი (Strassman 1970a: გვ. 505) შენიშნავდა: “საცხოვრებლის ფინანსირება მწარმოებლურობის ზრდის გარეშე უფსკრულში ფულის ყრაა.” მაგალითად, იმ დროის წამყვანი ეკონომისტი, ჩარლზ პ. კინდლბერგერი ეჭვქვეშ აყენებდა შეზღუდული რესურსების პირობებეში საცხოვრებელში ინვესტესტირების საჭიროებას (Robinson, 1963: გვ. 122). საცოხვრებელში ინვესტირება “ეკონომიკური ზრდის შეჩერების კლასიკურ საშუალებად მიიჩნეოდა” (Gilbert & Gugler, 1992: გვ. 133). ან, როგორც დრაკაკისი და სმიტი ამბობდნენ, “ინდუსტრიის და ინდუსტრიული ინფრასტრუქტურისთვის საჭირო ინვესტიციებს ითვისებდა” (ასევე იხ: Abrams, 1964: გვ. 106).

დომინანტურ ეკონომიკურ აზროვნებაში, საბინაო პირობების გაუმჯობესება ეკონომიკური ზრდის თანმდევი პროდუქტი იყო. შესაბამისად, შეიძლებოდა ამ საკითხის განვითარების გვიანდელი ფაზებისთვის გადადება. ამ პერიოდში კრიტიკოსებს მაიჩნდათ, რომ თუკი ეკონომიკური ზრდის და კარგი მმართველობის წახალისება მოხდებოდა, საცხოვრისის პრობლემა საბოლოოდ აღმოიფხვრებოდა. გაეროს ეკონომიკური საბჭოს ყოფილი მრჩეველი ნერფინი ამტკიცებდა, რომ აფრიკის საცხოვრებლის პრობლემების გათვალისწინებით, ”სირთულეები გადაილახება მხოლოდ განვითარებით და ინდუსტრიალიზაციით, რაც განვითარების საფუძველია” (1965: გვ. 555; ასევე იხ. Harris & Gillies, 1963: გვ. 93).

ასეთი შეხედულებები დომინირებდა პოლიტიკურ წრეებშიც. მასაჩუსეტსის ტექნოლოგიურ ინსტიტეტში 1953 წელს გამართულ კონფერენციაზე, ავსტრალიის ელჩმა ამერიკაში, სერ პერსი სპენსერმა, განაცხადა, რომ ავსტრალიის მთავრობას უამრავი საჩქაროდ მოსაგვარებელი გამოწვევა ჰქონდა, რომლებიც ყურადღებას მოითხოვდა და საბინაო მშენებლობა მათ სიაში არ შედიოდა. მას სწამდა, რომ “უფრო მნიშვნელოვანია ხელი შევუწყოთ ხალხს წარმოების ზრდის შესაძლებლობების განვითარებაში და თანდათანობით ისინი თავად გადაწვეტენ საცხოვრებლის პრობლემას” (ციტირებულია – Kelly, 1955: გვ. 18). ასეთი შეხედულებები დომინირებდა ისეთ ინსტიტუციებში, როგორიცაა მსოფლიო ბანკი, რომლის საინვესტიციო რესურსების დიდი წილი ფიზიკური კაპიტალის შექმნას ეთმობოდა.

მიუხედავად იმისა, რომ ზოგი ექსპერტი დაუსაქმებელი შრომის ათვისების მიზნით საბინაო სექტორში ინვესტირებას ემხრობოდა, კრიტიკოსები ამტკიცებდნენ, რომ ადამიანური რესურსების ათვისება უფრო პროდუქტიულად სხვა სექტორებშიც იყო შესაძლებელი (Burns & Grebler, 1977: გვ. 97). კრიტიკოსები იმასაც ამტკიცებდნენ, რომ მხოლოდ მოსახლეობის ზრდა არ ამართლებდა შეზღუდული რესურსების საცხოვრებელში ინვესტირებას. ისინი უარყოფდნენ მოსაზრებას, რომ საცხოვრებლის გეგმიური მშენებლობის პროგრამების გამოყენება შესაძლებელი იყო თანაბარი ეკონომიკური განვითარების გეოგრაფიული მოდელის მისაღწევად. მათ მიაჩნდათ, რომ ურბანულ ცენტრებზე მიმართულ საცხოვრებლის მშენებლობის პროგრამებს შეეძლოთ წაეხალისებინათ ამ არეალებისკენ მიგრაცია და არათანაბარი განვითარება გამოეწვიათ. იმის მიუხედავად რომ, ბინების მშენებლობის ზოგიერთი მომხრე საცხოვრებლის და ჯანმრთელობის კავშირზე მიუთითებდა, კრიტიკოსები ამტკიცებდნენ რომ არანაირი (ან ძალზედ მცირე) ურთიერთქმედება არსებობდა ცუდ საცხოვრებელ პირობებსა და სოციალურ პრობლემებს შორის (Freeman, 1975). კრიტიკოსები საცხოვრებელს განვითარების პროცესის პასიურ ელემენტად განიხილავდნენ. მათი აზრით, საცხოვრებელსა და ეკონომიკურ განვითარებას შორის ასიმეტრიული დამოკიდებულება არსებობდა; მაშასადამე, ეკონომიკური ზრდა თავისთავად განაპირობებდა საბინაო პირობების გაუმჯობესებას.

იმის გამო, რომ საცხოვრებლის მშენებლობის კრიტიკოსებს მსოფლიო ბანკის მსგავსი ინსტიტუტების და ნაკლებად განვითარებული ქვეყნების მთავრობების მრჩეველების გამორჩეულ პოზიციები ეკავათ, მათ შეხედულებებს საჯარო პოლიტიკაში დიდი გავლენა ჰქონდა. მესამე მსოფლიოს ქვეყნების ეროვნული განვითრების გეგმებში (NDP/ეგგ) კარგად გამოჩნდა, რომ პოლიტიკოსების უმრავლესობა საბინაო საკითხს გვერდს უვლიდნენ, ან დაბალ პრიორიტეტს ანიჭებდნენ, იმ იმედით, რომ ეკონომიკური განვითარების აჩქარებული ტემპის შედეგად საბინაო პრობლემა თვად გაქრებოდა. მაგალითად: “1950-60-იან წლებში, ლათინური ამერიკისთვის მომზადებული, ინდუსტრიულ განვითარებაზე ორიენტირებული ეროვნული განვითარების გეგმების უმრავლესობა მცირე ყურადღბას უთმობდა სოფლის მეურნეობის განვითარებას და არავითარს ადამიანის საცხოვრებელს” (Hardoy, 1978: გვ. 162). შორეულ აღმოსავლეთში და აზიაში საბინაო და სათემო განვითარების რეგიონალურ სემინარზე ბომბეელმა მომხსენებელმა ა.მ. ლორენცმა განაცხადა, რომ ინდოეთის მაგალითზე არ არსებობდა “ფაქტები… რომლებიც ჯეროვნად დაამტკიცებდა საცხოვრებლის პირდაპირ გავლენას მწარმოებლურობაზე” (UN EcoSoc, 1955: გვ. 58).

1969 წელს, გაეროს მიერ 40 განვითარებადი ქვეყნის ეროვნული განვითარების გეგმის შესწავლის შედეგად გამოვლინდა, რომ მხოლოდ რამდენიმე მათგანში იყო გამახვილებული ყრადღება საცხოვრებელსა და ეკონომიკის სხვა სექტორებს შორის ურთიერთმიმართებაზე. იმ ქვეყნების გეგმებშიც, რომლებშიც საცხოვრებელს რაიმე ყურადღება ეთმობოდა, საკითხი ძირითადად პოლიტიკური ლეგიტიმაციით და საზოგადოებრივი საჭიროებებით იყო გამართლებული და არა ეკონომიკური პოტენციალით. ნიგერიის შემთხვევა ამას ნათლად გვაჩვენებს. 1962 წელს პირველი ეროვნული განვითარების გეგმის შემუშავებისას, კონიგსბერგერმა შენიშნა (1970: გვ. 395), რომ გეგმა ”მიზნად ისახავდა სოლიდური დაფინანსების გამოყოფას სოფლის მეურნეობისთვის, მანუფაქტურული წარმოებისთვის, საგზაო მშენებლობისთვის, ნავსადგურებითვის, გზატკეცილებისთვის, რკინიგზისთვის, წყალმომარაგებისთვის, და ა.შ. საბინაო საკითხს კი განიხილავდა, როგორც სოციალურ დანახარჯს”, და “სოციალურ დანახარჯს განიხილავდა, როგორც გარდაუვალ ბოროტებას”. კონიგსბერგერის თქმით (1970: გვ. 395): “ნიგერიელი ინვესტორებისთვის არავის უთქვამს სად, როდის და როგორ განეხორციელებინათ ინვესტირება საბინაო სექტორში”. ზოგადად, განვითარების ადრეული გეგმების უმრავლესობა ბინათმშენებლობას უფრო “დასაშვებად განიხილავდა ვიდრე სასურველად” (Burns & Tjioe, 1967: გვ. 86).

ეს უგულვებელყოფა, ან კეთილდღეობის სპეციფიური აღქმა, 1970-1990 იან წლებში მთლიანად განვითარებადი სამყაროსთვის იყო დამახასიათბელი. ამ შეხედულების დომინირება ხაზგასმულია მსოფლიო ბანკის სექტორულ პოლიტიკურ დოკუმენტში, რომელშიც ნათქვამია : “ეს შეხედულება განვითარებადი ქვეყნების უმრავლესობაში ჯერ კიდევ ძლიერია. საცხოვრებელს მთავრობები უმეტესად განიხილავენ, როგორც კეთილდღეობის საკითხს, რომელიც მოითხოვს ფიზიკური და ფინანსური რესურების ტრანსფერს იმ შინამეოურნეობებისთვის, რომლებსაც არ შეუძლიათ შესაბამისი საცხოვრისით თვითუზრუნველყოფა” (World Bank, 1993: გვ. 11). გასაკვრი არაა, რომ განვითარებადი ქვეყნების სახელმწიფო დანახარჯები საბინაო სექტორზე უმეტეს წილად უმნიშვნელოა. ტიპიურად, ეს ციფრი მთლიანი სახელმწიფო დანახარჯების 2% -ს შეადგენს (IMF, Government Financial Statistics, 1986; Buckley & Mayo, 1988; World Bank, 1993; Arku, 2006).

 

  1. ზომიერები

1950-იანი წლების ბოლოს ორი ალტენატიული ხედვა აღმოცენდა. პირველი, “ზომიერებად” წოდებული ჯგუფი, საბინაო საკითხის დაკნინების დომინანტურ მიდგომას მიჰყვებოდა, თუმცა აღიარებდა გარკვეულ ვითარებებში მის მნიშვნელობას. ეს ჯგუფი მხარს უჭერდა ლიმიტირებულ ინვესტიციებს გარკვეული ტიპის საბინაო მშენებლობებში, მხოლოდ იმ პირობით, თუ ეს ხელს შეუწყობდა ინდუსტრიულ განვითარებას. მათ, ასევე ყურადღება გაამახვილეს სამშენებლო სექტორის როლზე ეკონომიკურ განვითარებაში, თუმცა სპეკტიკურად უყურედბენენ საცხოვრებელზე გადაჭარბებული ყურადღების გამახვილებას, სხვა , კონკურენტულ სექტორებთან შედარებით.

ზომიერების ჯგუფის ორ ადრეულ წარმომადგენელს შორის მაქს მილიკანი და ლეო გრებლერი არიან. 1953 წელს, ორივე მათგანი მოხსენებით წარსდგა საცხოვრებლის და ეკონომიკური განვითარების საკითხისადმი მიძღვნილ კონფერენციაზე მასაჩუსეტსის ტექნოლოგიურ ინსტიტუტში. გრებლერი, რომელიც 1960-იან წლებში გაეროში საბინაო საკითხების კონსულტანტად მუშაობდა, ამტკიცებდა, რომ ინვესტიციები საბინაო სექტორში არ უნდა დაფუძნებოდა საჭიროებებს, რადგან განვითარებად ქვეყნებში პრაქტიკულად ყველაფრის საჭიროება არსებობდა და საცხოვრებლის საჭიროებაც მხოლოდ ერთ ერთი მათგანი იყო. ის დასძენდა, რომ ინვესტიციები მხოლოდ იმ შემთხვევაში უნდა განხორციელდეს, თუ ეს მწარმოებლურობის ზრდას ემსახურება და აცხადებდა: “ერთადერთი გზა მატერიალური კეთილდღეობისკენ ეკონომიკური პროდუქტიულობის ზდაზე გადის” (Grebler, 1955: გვ. 30). გრებლერს სჯეროდა, რომ საცხოვრებელს შეეძლო მწარმოებლურობის ზრდის ხელშეწყობა, მაგალითად, ჯანმრთელობის გაუმჯობესებით და სიცოცხლის ხანგძლივობის ზრდით. მას ასევე მიაჩნდა, რომ ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო ინდუსტრიული საქმინაობისთვის სამუშაო ძალის მოსაზიდად. მისი კოლეგა, მილიკანი, რომელიც ამავე კონფერენციაზე გამოდიოდა, ხაზს უსვამდა რესურსების შეზღუდულობას და სხვადასხვა კონკურენტული საჭიროებების არსებობას, რომლებიც საცხოვრებელზე გამოსაყოფი სახსრების რაოდენობაზე ლიმიტს აწესებდა. ინვესტიციები საცხოვრებელზე საჭირო იყო მხოლოდ როგორც სხვა ინვესტიციების აუცილებელი შემავსებელი ნაწილი, მაგალითად, ახალ „ქალაქ კომპანიაში“[2] მუშების საცხოვრებელში ინვესტირება მუშებს სამუშაო ადგილთან ახლოს დასახლების ინიციატივას გაუჩენდა და ამით საწარმოს პროდუქტიულობა გაიზრდებოდა (Millikan, 1955: გვ. 24).

მსგავს მიდგომას ანვითარებდა, შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის საბინაო საკითხების მრჩეველი ჰოუენსტინი, რომელიც ნაკლებად განვითარებული ქვეყნების ლიმიტირებულ საწარმოო შესაძლებლობებზე და ამ რესურსების ყველაზე ეფექტურად განაწილების საჭიროებაზე მიუთითებდა. ჰოუენსტინი (1957) ამტკიცებდა, რომ რესურსები უნდა ინვესტირდეს ყველაზე მაღალი უკუგების მომტან სექტორებში, განსაკუთრებით კი ქარხნებში. თუმცა, დასძენდა, რომ საჯარო პოლიტიკა არ უნდა დაეფუძნოს პროდუქტიულობის ვიწრო გაგებას, რადგანაც სხვა ფაქტორები, როგორიცაა სამუშაო პირობები და უკეთესი საცხოვრებელი პირობები, თანაბრად მნიშვნელოვანია პროდუქტიულობის ზრდისთვის. ის აღიარებდა, რომ ამას შეუძლია პროდუქტიულობის ზრდა ჯანმრთელობის გაუმჯობესებით და აბსენტიზმის[3] შემცირებით.

ზომიერთა ჯგუფის მეცნიერების შეხედულებები, რომლებშიც შემუშავებული და შესწავლილია ეროვნული განვითარების პროცესში სამშენებლო სექტორის ადგილი, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ამ მეცნიერთა შორის არიან ტურინი (1970, 1974, 1978a), ჰაბლ-სელასი (1978), გორინსკი (1978), დრიუერი (1980), კაფანდარისი (1980) და უელსი (1984, 1985). კლასიკური ეკონომისტებისგან განსხვავებით, რომლებიც მშენებლობას დამხმარე საქმიანობად მიიჩნევდნენ, ეს ავტორები სრულყოფილად აფასებდნენ მშენებლობის მნიშვნელობას განვითარების პროცესში. ეს, ნათლად ჩანს ტურინის სიტყვებში : “იმ შემთხვევაში თუ სამშენებლო ინდუსტრია აღიარებული იქნება წარმოების მნიშვნელოვან სექტორად, მას ძალუძს ცენტრალური როლის ითამაშოს ბევრი, ნაკლებად განვითარებული ქვეყნის განვითარების სტრატეგიაში,” (1978a: გვ. 5). ეს ავტორები ამტკიცებდნენ, რომ მშენებლობა უნდა იყოს, ეროვნული ეკონომიკის წამყვან სექტრებს შორის. ისინი ამ სექტორს მთავარ საინვესტიციო კომპონენტად განიხილავდნენ და ხაზს უსვამდნენ მის მნიშვნელოვან წვლილს მთლიანი შიდა პროდუქტის და მთლიანი ფიქსირებული კაპიტალის ფორმირებაში, ასევე აღნიშნავდნენ მის სტრატეგიულ მნიშვნელობას დასქმების საკითხში.

ამავდროულად, ზოგიერთი მკვლევარი ეჭქვეშ აყენებდა სხვა საზოგადოებრივ საჭიროებებთან შედარებით საცხოვრებლისთვის გადამეტებული მნიშვნელობის მინიჭებას. მაგალითად, ტურინი კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებდა საცხოვრებლის პრიორიტეტულობას და აცხადებდა: “მოდით, როგორც მინიმუმ შევწყვიტოთ იმის მტკიცება, რომ ადამიანების დაბინავება ეროვნული დაგეგმვის პრიორიტეტი უნდა იყოს. პრიორიტეტი რასთან შედარებით? დასაქმებასთან? ჯანმრთლობასთან? ეროვნულ უსაფრთხოებასთან? თუ კანონის უზენაეოსობასა და წესრიგთან?” (1978b: გვ. 169). ამ საკითხთან დაკავშირებით სამუელსონი (1955) და პეატიც (1979) სიფრთხილეს იჩენდნენ. ორივე ამტკიცებდა, რომ საბინაო პრობლემა მისი ხილვადობის (ფიზიკური ბუნების) გამო მარტივად შესამჩნევია ისეთი ”უხილავი” საჭიროებებისგან განსხვავებით, როგორიცაა არასრულფასოვანი კვება. სამუელსონი შენიშნავდა, რომ “დამკვირვებლისთვის მარტივია ლონდონის ჯურღმულების ნაკლოვანებების შემჩნევა. ბევრად რთულია შევამჩნიოთ ვიტამინების ხელმიუწვდომობა ომამდელ მუშათა კლასში (Samuelson, 1955: გვ. 36). ამის საფუძველზე სამუელსონი გამოთქვამს ეჭვს, რომ შესაძლოა “ხშირად აღნიშნული არასათანადო საცხოვრებელი ოპტიკური ილუზია იყოს” (Samuelson 1955: გვ. 36). ავტორები ხაზს უსვამდნენ, როგორც საბინაო უზრუნველყოფის მნიშვნელობას, ისე იმ საფრთხეებს, რომელთა წარმოქმნაც შეეძლო არაადექვატურ საცხოვრებლს განვითარებისთვის. მათი აზრით, საცხოვრებლის მნიშვნელოვნება აუცილებლად არ გულისხმობს საბინაო საკითხისთვის პრიორიტეტების მინიჭებას, სხვა თანაბრად მნიშვნელოვან სექტორებთან შედარებით.

ზომიერთა ჯგუფის მიდგომის მთავარი სისუსტე იმაში მდგომარეობდა, რომ მათი აზრით, საცხოვრებლისთვის რესურსების გამოყოფა მხოლოდ იმ შემთხვევაში იყო დასაშვები, თუ ეს ხელს შეუწყობდა სამრეწველო განვითარებას. ამ მიდგომით საცხოვრებელი სხვა სექტორებთან შედარებით მეორად როლს იძენდა. ეს, წარსულში არსებული მიდგომა არ ითვალისწინებდა საბინაო უზრუნველყოფისგან წარმოქმნილი პირდაპირი ეკონომიკური სარგებლის შესაძლებლობას, რამაც მნიშვნელოვნად დააყოვნა ყოვლისმომცველი საბინაო პოლიტიკის ფორმირება მესამე სამყაროს ბევრ ქვეყანაში. არაერთმა კვლევამ დაადასტურა, რომ საბინაო სექტორში ინვესტირებას ეროვნული ეკონომიკისთვის არსებითი სარგებლის მოტანა შეუძლია. საბინაო მშენებლობა პროდუქტიული საქმინაობაა, რომელსაც შეუძლია ეკონომიკური ზრდის და განვითარების ტემპების აჩქარება (Rodwin, 1987; Mera & Heikkila, 1999; Tu, 1999; Phang, 2001; Arku & Harris, 2005).

ზომიერთა მიერ წამოჭრილი სხვა საკამათო მოსაზრება იყო, რომ საცხოვრებელი სამრეწველო განვითარების “აუცილებელი დანამატია”. ეს ნიშნავდა, რომ ხარისხობრივად გაუმჯობესებული საცხოვრებელი მომგებიანია მუშებისთვის, მაგალითად ”ქალაქ კომპანიებში”, სადაც უკეთესი საცხოვრებელი დასაქმებულების შრომის ეფექტურობას გაზრდიდა, გააუმჯობესებდა მათ ჯანმრთელობას და შეამცირებდა გაცდენილ სამუშაო დღეებს. თუ ამ წანამძღვრის მართებულობას მივიღებთ, მაშინ იბადება ლეგიტიმური კითხვა: რატომ არაა საბინაო პირობების გაუმჯობესება თანაბრად სარგებლიანი უფრო დიდ ურბანულ ცენტრებში, სადაც მოსახლეობის უმეტესობა არაფორმალურ სექტორშია დასაქმებული? სამწუხაროდ,ზომიერები არ ითვალისწინებდნენ ურბანული მოსახლეობის ყველაზე დიდ სეგმენტს, არაფორმალური დასახლებების ჩათვლით, სადაც ინვესტირებას სწრაფი განვითარების სტიმულირება შეეძლო. არაფორმალურმა საცხოვრებელმა ეკონომიკური სარგებლის გენერირების შესაძლებლობები გამოააშკარავა. მართლაც, საცხოვრებელში ინვესტირებისგან ეკონომიკური სარგებლის დადასტურებული უმრავლესობა, მათ შორის საცხოვრებელზე დაფუძნებული მცირე საწარმოები და საქირავნო ბინები არაფორმალურ სამეზობლოებზე მოდიოდა. (Tipple, 1993; Kumar, 1996; Sinai, 1998; Chen, Sebtab & O’Connell, 1999). ასე რომ, ზომიერთა პოზიციის მეორე კრიტიკა გამომდინარეობს მათი არაადექვატურობიდან გადაეწყვიტათ ეროვნული ეკონომიკის წინაშე მდგარი საბინაო პრობლემები იმ დაბალი პრიორიტეტების კონტექსტში, რაც ამ სექტორს ენიჭებოდა. საცხოვრებელს ეკონომიკურ განვითარებაში არ შეუძლია მნიშვნელოვანი წვლილის შეტანა, თუ ფართოდ არ იქნება დანახული მისი ადგილი ურბანული და ეროვნული ეკონომიკის მთლიანობაში. ზომიერთა წინადადება (რომ საცხოვრებელში ინვესტიცია პრიორიტეტულია თუ მას წარმოების პროდუქტიულობის ზრდის პოტენციალი გააჩნია) თანაბრად ნაკლოვანი იყო. ასეთი არგუმენტი უბრალოდ აძლიერებს კრიტიკოსთა ჯგუფის წინადადებას, რომ ინვესტირება ხდებოდეს “პროდუქტიულ” საქმიანობებში, ხოლო საცხოვრებელი ეკონომიკური ზრდის თანმდევი პროდუქტი იყოს.

 

  1. მომხრეები

აღმოცენდა მეორე შეხედულება, რომელიც საბინაო პოლიტიკას ეკონომიკური ზრდისთვის პოტენციურ ხელშემწყობად მიიჩნევდა. ამ შეხედულების მომხრეები უარყოფდნენ, რომ საბინაო საკითხი ეკონომიკური განვითარების გვიანი სტადიებისთვის უნდა გადადებულიყო. ამ მიდგომის ერთ ერთი ადრეული და თავგამოდებული დამცველი კატრინ ბაუერ ვურსტერი იყო, რომელმაც 1930იან წლებში ამერიკის საჯარო საცხოვრებლის პოლიტიკის შემუშავებაზე დიდი გავლენა იქონია. ზემოთ ხსენებულ კონფერენციაზე მან დასვა კითხვა: “უნდა მოიცადოს თუ არა საბინაო პირობების მასიური გაუმჯობესების სხვადასხვა მცდელობამ, სანამ მთლიანი ეკონომიკა არ უზრუნველყოფს მაღალ შემოსავლებს, ეფექტურ სამშენებლო ინდუსტრიას და კაპიტალს, შრომის და მასალის მოწოდებას, რაც დაუყოვნებლად საჭირო არაა პროდუქტიული წარმოებისთვის?” (Bauer, 1955: გვ. 39)

იცოდნენ, რა საბინაო სექტორზე არსებული სტერეოტიპული წარმოდგენების შესახებ, ადრეულმა მომხრეებმა კარგად დაიცვეს თავი და ძლიერი კონტრ არგუმენტები წარმოადგინეს, როგორც კონფერენციაზე, ისე სამეცნიერო ლიტერატურაში. მომხრეები, განვითარების ეკონომისტებისგან განსხვავებით მრავაფეროვანი აკადემიური გამოცდილებიდან გამოდიოდნენ. ისინი ამტკიცებდნენ რომ საბინაო სექტორი პროდუქტიული, მასტიმულირებელი და განვითარების ძლიერი წამახალისებელი იყო. კონკრეტულად, ამტკიცებდნენ რომ, საბინაო მშენებლობაში ინვესტირებას ეროვნულ ეკონომიკაზე ფართო გავლენის მოხდენა შეეძლო. ეკონომიკურ განვითარებაში საცხოვრებლის მნიშვნელობის შესახებ იმ დროს შექმნილ ლიტერატურაში შეგვიძლია გამოვყოთ აბრამსი (1964), კური (1966), ბარნსი და ტჟიო (1967), გრაიმსი (1976), ვეგელინი (1978) და სტრასმანი (1982, 1985). ეს ადრეული კვლევები შემდგომში უფრო ახალი კვლევებით შეივსო (იხილეთ, ტიპლი, 1987, 1993; სპენსი, უელსი, და დუდლი, 1993; UNCHS/ILO, 1995; მერა და ჰეიკილა, 1999; ტუ, 1999; პანგი, 2001; არკუ და ჰარისი, 2005). ეს კვლევები აქცენტს აკეთებს საბინაო ინვესტირების გავლენაზე დასაქმებაზე, შემოსავლებზე, შინამეურნეობების დანაზოგებზე, შრომის მწარმოებლურობაზე, ჯანმრთელობაზე, ინვესტიციებზე და ეკონომიკურ ზრდაზე.

გაეროში კონსულტანტებად მომუშავე საბინაო საკითხის ინტელექტუალებმა, აბრამსმა და ტურნერმა, რომლებმაც ასევე რამდენიმე განვითარებად ქვეყნაში იცხოვრეს, ხელი შეუწყეს იმ იდეის დამკვიდრებას, რომ საბინაო საკითხი ფართე კონტექსტში უნდა განიხილებოდეს. “საბინაო თვითდახმარების[4]”ეს ორი, კარგად ცნობილი მომხრე დაინტერესებულები იყვნენ საბინაო პოლიტიკის და პროექტების მართებულობაში, განსაკუთრებით კი დაბალ შემოსავლიან შინამეურნეობების საჭიროებებთან მათ შესაბამისობაში. მათ მიაჩნდათ, რომ დაბალ შემოსავლიან არეალებში საცხოვრებლის პრობლემა განსაკუთრებული სირთულით გამოირჩეოდა და შეფასებისას საჭირო იყო იმის გათვალისწინება თუ რა შედეგები ჰქონდა ხალხის ცხოვრებაზე. ამ მიდგომამ, ტურნერი (1976) მიიყვანა იდეამდე, რომ საცხოვრებლის განხილვისას, კითხვა, რა არის? (ფიზიკური პროდუქტი) ნაცვლად დასმულიყო კითხვა რას აკეთებს? (პროცესი). არსებითად, ტურნერი საბინაო პოლიტიკის ცვლილებას ემხრობოდა. მას კარგად ესმოდა საცხოვრებლის ეკონომიკური სარგებლიანობა და იცოდა, რომ საცხოვრებელში ინვესტირებას მნიშვნელოვანი წვლილის შეტანა შეეძლო ეკონომიკურ განვითარებაში. იგი შენიშნავდა: “მესაკუთრეს ან მფლობელ – მობინადრეს შეუძლია გამოიყენოს სახლი, როგორც მაღაზია, სახელოსნო, ან გასაქირავებელი ფართი. ოჯახები ხშირად შეგნებულად აშენებენ ორბინიანი სახლს, ერთს საცხოვრებლად, ხოლო მეორეს გაქირავებისთვის ან მომდევნო თაობისთვის” (1968: გვ. 357-358).

ადრეულ პერიოდში აბრამსიც ანალოგიურ შეხედულებებს ეყრდნობოდა და საცხოვრებლის სპეციფიურ ეკონომიკურ სარგებელს გამოყოფდა. ის შენიშნავდა: “სახლის შენება ’ეკონომიკურია’ იმ გაგებით, რომ ნაკლებ განვითარებულ ადგილებში ისინი წარმოების მცირე ცენტრებია… საცხოვრებელი ასევე მნიშნვნელოვან როლს თამაშობს დასაქმების პირდაპირ და არაპირდაპირ სტიმულირებაში” (1964: გვ. 109). აბრამსი აგრძელებდა: “რაწამს საბინაო საკითხი წარმოდგენილია, როგორც განვითარების გეგმის შემადგენელი ნაწილი, ქვეყანა უკეთესადაა მომზადებული დაგეგმოს საკუთარი წარმოების ყველაზე ეფქტური და ეკონომიკურად პრაქტიკული გზები” (Abrams, 1964: გვ . 113). ამ მიდგომის სხვა წარმომადგენელი, კერიც (1966: გვ. 140), ასევე აღიარებდა საცხოვრებლის მნიშვნელობას ინდუსტრიალიზაციის გეგმაში და განვითარების სტრატეგიის შემუშავებისას მისი გათვალისწინების საჭიროებას. კერი აცხადებდა: “ინდუსტრიალიზაციის ხელშეწყობისთვის საჭიროა დავიწყოთ საცხოვრებლით და ურბანული საჯარო სერვისებით”. ის მიეკუთვნებოდა განვითარების ეკონომისტების მცირე ჯგუფს, რომლებიც კაპიტალის ფომირებაზე გადაჭარბებულ ხაზგასმას სკეპტიკურად უყურებდნენ. საკუთარ “კოლუმბიის გეგმაში” კერი აცხადებდა: “მძიმე და კაპიტალური საქონლის მრეწველობის ნაცვლად პრიორიტეტი უნდა მივანიჭოთ სამომხმარებლო საქონელს (საცხოვრებლის ჩათვლით)” (Currie 1966: გვ. 140).

1970 -იანი წლების დასაწყისიდან საცხოვრებლის უფრო მეტი მხარდამჭერი გამოჩნდა. საცხოვრებლის ეკონომიკური სარგებლიანობის იდეის მომხრეები საკუთარ შეხედულებებს სამეცნიერო ლიტერატურაში და პოლიტიკურ წრეებში გადმოსცემდნენ. ამ მეცნიერებმა დიდი წვლილი შეიტანეს განვითარების პროცესში საცხოვრებლის ეკონომიკური როლის ხაზგასმის საქმეში. ისინი ცდილობდნენ შეწინააღმდეგებოდნენ მათი აზრით არასწორ შეხედულებებს საცხოვრებელთან დაკავშირებით და მოჰყავდათ მტკიცებულებები, რომლებიც აჩვენებდა საცხოვრებლის მნიშვნელობას ეროვნულ ეკონომიკაში. მაგალითად, რამდენიმე ემპირიული კვლევა შეეხო საცხოვრებლის “არაპროდუქტიული” ხასიათის შესახებ არსებულ მოსაზრებას. ყველაზე ადრეული კვლევა ბარნსის და ტჟიოს (1967) მიერ ჩატარდა პაინ რიჯში, სამხრეთ დაკოტაში და ჰამბეკში, სამხრეთ კორეაში. მათი კვლევა “პირველი საერთაშორისო საბინაო პროდუქტიულობის კვლევის” (IHPS) ნაწილი იყო და ცდილობდა გადაემოწმებინა ჰიპოთეზა იმის შესახებ, რომ საბინაო პიროებების გაუმჯობესება იწვევს შრომის პროდუქტიულობის ზრდას, აბსენტიზმის შემცირებას, ჯანდაცვის მომსახურეობის საჭიროების შემცირებას, განათლების მიღების პროდუქტიულობის ზრდას და სოციალური პრობლემების შემცირებას. მათი კვლევა ადარებდა შინამეურნეობებს საბინაო პირობების გაუმჯობესებამდე და მის შემდეგ.  შედეგებმა შემოწმებული ცვლადების უმეტესობაზე პოზიტიური ეფექტები გამოავლინა. მათ შორის, გაუმჯობესებულ შრომის ეფექტურობაზე, და ჯანრთელობის მდგომარეობაზე, რაც, თავის მხრივ, სამუშაო დღეების გაცდენის შემცირებას განაპირობებდა. ამ შედეგების საფუძველზე ავტორებმა დაასკვნეს, რომ “საცხოვრებელში ინვესტირება, მართლაც, ეკონომიკური ინვესტირებაა” და “თანაც მომგებიანი” (Burns & Tjioe, 1967: გვ. 87). ამ და სხვა კვლევებმა ხელი შეუწყო საცხოვრებელზე არსებული სტერეოტიპული შეხედულებების ცვლილებას, როგორც მინიმუმ თეორიაში მაინც. ასე რომ, შემდეგი კითხვა ასე ჟღერს – რა ეკონომიკურ ეფექტების მოხდენა შეუძლია საცხოვრებელში და მასთან ასოცირებულ სერვისებში ინვესტირებას ეროვნულ ეკონომიკაზე?

 

  1. საბინაო სექტორის ეკონომიკური მნიშვნელობა

საბინაო ბაზრებმა და საბინაო მშენებლობამ სხვადასხა ეკონომიკებში ზრდის ძრავის ფუნქცია შეასრულა. როგორც წესი, დეპრესიებიდან გამოსვლის და ეკონომიკური გაჯანსაღების პროცესში საბინაო სექტორი მთავარ როლს თამაშობდა. ეს უმეტესად მდიდარ საზოგადეოებებში მართლდება, განსაკუთრებით კი ამერიკასა და იაპონიაში. მაგალითად, გრინის (1997) 1959-1992 წლების ამერიკის ბიზნეს ციკლების კვლევა ამტკიცებს, რომ სხვა ინვესტიციებთან შედარებით საბინაო ინვესტიციები უფრო მეტად წარმართავს ციკლებს. ჰირაიამამ (2003) შენიშნა, რომ 1970-იანი და 1990-იანი წლების რეცესიების დროს, იაპონიაში, სახელმწიფო საბინაო საქმიანობა და საბინაო ვალების მიწოდება მოთხოვნის და დასაქმების წამახალისებელ მაკროეკონომიკურ სტაბილიზატორად გამოიყენებოდა. სხვა ქვეყნებიც, როგორიცაა ტაილანდი და სინგაპური საბინაო ინვესტირებას ეკონომიკური გაჯანსაღების მიზნით იყენებს (იხ. Sheng & Kirinpanu, 2000; Phang, 2001). საცხოვრებლის მთავარი უპირატესობა იმაშია, რომ ის საშინაო სექტორია, და როგორც ასეთი, დაცულია გარე გავლენებისგან. შესაბამისად, მისი გამოყენება შესაძლებელია, როგორც მოკლე ვადიანი, ისე გრძევადიანი ეკონომიკური მიზნებისთვის.

მაგალითად, ბევრი ავტორი მიიჩნევს, რომ იაპონიაში საცხოვრებლის მასიური მშენებლობა 1950-იანი წლების შუიდან დაწყებული სწრაფი ეკონომიკური ზრდის მთავარი მამოძრავებელი იყო (იხილეთ Wasco, 2002; Hirayama, 2003: გვ. 141). იაპონიაში, საცხოვრებლის მშენებლობის სახელმწიფო დანახარჯები საკმაოდ მაღალი იყო. მთავრობამ, საცხოვრებლის მასობრივი მშენებლობა ეროვნული ეკონომიკის ზრდის სტიმულირებისთვის გამიზნულად დაგეგმა (Hayakawa, 2002; Hirayama, 2003) და ბინათმშენებლობას ყოველწლიურად მთლიანი შიდა პროდუქტის საშუალოდ 7 – 9%-ი ეთმობოდა. ბინათმესაკუთრეობის ზრდა საბინაო პოლიტიკის მთავარი ელემენტი იყო, მეტწილად იმიტომ, რომ ეს მოდელი ეხმარება ეკონომიკურ ზრდას და ხელს უწყობს დანაზოგებს და ინვესტიციებს (Hayakawa, 2002; Hirayama, 2003). 1998 წელს ბინათმფლობელობის მაჩვენებელი იაპონიაში 60%-ს აღწევდა.

მსგავსი მიდგომები დაინერგა აზიის ახლად ინდუსტრიალიზებულ ქვეყნებში (NICs), განსაკუთრებით სინგაპურში, ჰონგ კონგში, სამხრეთ კორეასა და ტაივანში. ამ ქვეყნების განვითარების გეგმებში, რომლებიც ძირითადად 5-10 წლიანი შუალედით მტკიცდებოდა, საბინაო საკითხი მუდმივად მაღალ პრიორიტეტებში ხვდებოდა, რადგან ამ ქვეყნების მთავრობები საცხოვრებელს ეკონომიკური ზრდის ფუნდამენტად განიხილავდნენ (Doling, 1999, 2002). შესაბამისად, საბინაო სექტორი მაღალი პრიორიტეტით სარგებლობდა და მხარდაჭერილი იყო ძლიერი ეკონომიკური ლოგიკით: საცხოვრებელი ეკონომიკური ზრდის ძრავია, ქმნის სიმდიდრეს, აჩენს დასაქმებას და შემოსავლებს, ახდენს შემოსავლების რედისტრიბუციას და რეცესიის პერიოდში მაკრო ეკონომიკურ სტაბილიზატორად გვევლინბება ( Doling, 1999; Mera & Heikkila, 1999; Tu, 1999; Phang, 2001; Agus et al., 2002). როგორც ფორესტი, ლი და ვა (2000: გვ. 7) დასძენენ: “მოგვწონს ეს თუ არა, ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში, ფართე მასებისთვის განკუთვნილი ბინათმშენებლობა, ბევრი აზიური ქალაქისთვის, როგორიცაა სინგაპური და ჰონგ კონგი, ეკონომიკური ზრდის ძრავად იქცა”. კერძოდ, საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზრები მნიშვნელოვან ზრდას განიცდიდნენ, რასაც, თავის მხრივ, სხვადასხვა ეკონომიკური შედეგი ჰქონდა. 1980-იან და 1990-იან წლებში ჰონგ კონგში, უძრავი ქონების სექტორის კონტრიბუციამ მთლიანი შიდა პროდუქტის წილში 24% შეადგინა. 1990-იანი წლების შუისთვის მშენებლობის და უძრავი ქონების სექტორში დასაქმებული იყო სამუშაო ძალის 7%, რამაც მნიშვნელოვანი შემოსავლები და დოვლათი შექმნა სახელმწიფოსთვის და ადამიანებისთვის. ეს სასიცოცხლო ელემენტი იყო საფონდო ბირჟებისთვისაც. (იხ. Walker, 1990; Tang, 1998; Haila, 2000).

სინგაპურის გამოცდილების შესწავლა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. 1959 წლისთვის სინგაპური, როგორც ახალბედა დამოუკიდებელი სახელმწიფო უამრავი ეკონომიკური და ურბანული პრობლემის წინაშე იდგა. მათ შორის იყო, ზოგიერთი კომენტატორის აზრით, მსოფლიოში ყველაზე დიდი საბინაო დეფიციტიც. (იხ Kaye, 1960). სინგაპურის მთავრობამ აღიარა, რომ საბინაო დეფიციტის აღმოსაფხვრელად და ეკონომიკური განვითარების ხელშესაწყობად საჭირო იყო ეფექტური საბინაო პოლიტიკა. საჯარო საცხოვრებლის პროგრამები ხორციელდებოდა როგორც ეკონომიკური განვითარების პაკეტის ნაწილი და მხარდაჭერილი იყო ღრმა ფინანსური ვალდებულებებით. 1970-იან წლებში ხარჯები საშუალოდ მშპ-ს 7.2% დან 8.9% -მდე მერყეობდა. 1980იან და 1990 იან წლებში კი, ხარჯებმა მშპ-ს 15% – იან წილს მიაღწია (იხ Wong & Yeh, 1985; Pugh, 1996; Park, 1998; Hirayama, 2003). რასაკვირველია, ეკონომიკაში ამ სექტორის წვლილი უზარმაზარი იყო. 1980-იანი წლების შუისთვის, მთლიანი მოსახლეობის 70%-ს საცხოვრისის და განვითარების საბჭოს (HBD) ბინებზე ხელმისაწვდომობა ჰქონდა. ამ მაჩვენებელმა 1990-იან წლებში 90%-ს მიაღწია (Wong & Yeh, 1985; Pugh, 1997; Phang, 2001; Lee, Forrest, & Tarn, 2003). ასეთი მაღალი მაჩვნებელი 1964 წელს მიღებულ სქემას ”ბინათმესაკუთრეობა ხალხისთვის” შეგვიძლია მივაწეროთ. ამ სქემის მიზანი იყო “სინგაპურში საკუთრების მფლობელთა დემოკრატია წაეხალისებინა და საშუალო შემოსავლიანი ჯგუფის ქვედა ფენისთვის საკუთარი სახლის ქონის შესაძლებლობა მიეცა” (Goh, 1989: გვ. 150). ხორციელდებოდა მიზანმიმართული მცდელობები 1970-იანი წლების შემდეგ აშენებული სახელმწიფო ბინების გაყიდვისთვის. 1968 წელს “დანაზოგების ცენტრალური ფონდის” სახელმწიფო ბინების დაფინანსების ინსტრუმენტის დაფუძნებით შმოქალაქეებს ბინების საკუთრებაში შეძენის საშუალება გაუჩნდათ. სქემა ასევე ფინანსური რესურსების ეფექტური მობილიზების შესაძლებლობას იძლეოდა და საბინაო სისტემასა და ფართო ფინანსურ ბაზრებს შორის პირდაპირ კავშირს ამყარებდა (Tu 1999; Phang, 2001).

1960-1970-იან წლებში, მშპ-ში საბინაო სექტორის კონტრიბუციის წილი საშუალოდ 10.5%-ს შეადგენდა, რაც 1980-1990-იან წლებში 15.5%-ამდე გაიზარდა. თუ გავითვალისწინებთ კაპიტალის ფორმირებაში შეტანილ მნიშვნელოვან წილს, ჯამში, საცხოვრებლის წვლილი მთლიანი შიდა პროდუქტის 20-30% -ს ითვლიდა. კომუნალური ბინების მშენებლობამ შრომის მიწოდება დაარეგულირა და ახალი სამუშაო ადგილების წარმოქმნა გამოიწვია, განსაკუთრებით ქალებისთვის, რომელთა მონაწილეობის მაჩვენებელი 1970-დან 1980 წლამდე 29.5%-დან 44.5%-მდე გაიზარდა (Yuen, 2002: გვ. 48). საბინაო სექტორს ეკონომიკის სხვა სექტორებთან ძლიერი კავშირები გააჩნია – ეკონომიკური ზრდის 2%-იანი მულტიპლიკატორული ეფექტით (Goh, 1989; Phang, 2001). ლის, იუანის და პოჰის (1993) მიხედვით, საჯარო საბინაო პროგრამები დაკავშირებული იყო “ეკონომიკაში დანაზოგების და ინვესტირების პროცესთან”. ამან კი “ ინდუსტრიალიზაციისთვის, სამუშაო ძალის და კაპიტალის პროდუქტიულობისთვის შექმნა საფუძველი” (cf. Goh, 1989; Salaff, 1997: p. 234; Tu, 1999).

საცხოვრებლის და ეკონომიკური ზრდის დამოკიდებულების შესახებ დისკუსიას ემატება უთანხმოება მიზეზშედეგობრიობის შესახებ: საცხოვრებელი განაპირობებს ეკონომიკურ ზრდას თუ საბინაო პირობების გაუმჯობესება ზრდის შედეგს წარმოადგენს? ამის დადგენა რთულია და წარსულში არსებული მცდელობები არადამაჯერებელი აღმოჩნდა (იხ, Strassman, 1970a, b; Turin, 1970, 1974, 1978a, b; Drewer, 1980). ამის მიუხედავად, იაპონიის და ზემოთ აღნიშნული სხვა ახლად ინდუსტრიალიზებული ქვეყნების გამოცდილებას ამ კითხვაზე ნაწილობრივ პასუხის გაცემა შეუძლია. მეორე მსოფლიო ომის შემდგომ პერიოდში, როდესაც ამ ქვეყნების ეკონომიკები განადგურებული იყო საბინაო სექტორი ზრდის სტრატეგიის შემადგენელი ნაწილი გახდა. აქედან გამომდინარე, სამართლიანია ვამტკიცოთ, რომ საცხოვრებელი ეკონომიკური ზრდის მიზეზი და მასში მნიშვნელოვანი წვლილის შემტანი იყო. ის მხოლოდ თავშესაფარი არაა, არამედ წარმოების საშუალებაა, რომელიც სერიოზულად უნდა განიხილებოდეს ნებისმიერ ეკონომიკაში. ქვემოთ განხილულია მისი ეკონომიკური მნიშვნელობა განვითარებად ქვეყნებში.

 

  • წვლილი ეკონომიკურ ზრდაში

კომუნალური საბინაო მშენებლობის მიერ ფიქსირებული კაპიტალის ფორმირებაში და მშპ-ში უზარმაზარი წვლილის შეტანის და სხვა სექტორებში ინვესტირების საქმეში კატალიზატორის როლის შესრულების მიუხედავად, ამ სექტორს სხვადასხვა ქვეყნების ეკონომიკური ზრდის სტრატეგიებში განსაკუთრებული ფუნქცია არ ენიჭებოდა. 1970-იანი წლებიდან, რამდენიმე ნაშრომში გამოკვლეულ იქნა ეკონომიკურ ზრდასა და მშენებლობას შორის არსებული დამოკიდებულება (მაგალითები: Strassman, 1970b; Turin, 1978a, b; Drewer, 1980; Wells, 1984, 1985; UNCHS/ILO, 1995). ტურინი (1978a, b) და სტრასმანი (1970b) ამტკიცებდნენ მჭიდრო და დინამიური დამოკიდებულების არსებობას სამშენებლო ნაწარმსა და განვითარების დონეს შორის. ასევე, იმას, რომ უმეტეს შემთხვევაში, სამშენებლო ნაწარმის სწრაფ ზრდასა და სწრაფ ეკონომიკურ ზრდას შორის თანაფარდობა არსებობს. ამ ორმა მკვლევარმა აჩვენა, რომ მშენებლობასა და ეკონომიკურ ზრდას შორის ურთიერთმიმართება განვითარების პროცესში მშენებლობის და საცხოვრებლის მნიშვნელოვან როლზე მიუთითებს. განვითარებადი ქვეყნების უმარვლესობაში სამშენებლო სექტორის წვლილი მთლიან შიდა პროდუქტში 3%-დან 8%-მდე მერყეობს, რისი მესამედიც საბინაო სექტორს მოიცავს (Sethuraman, 1985; UNCHS/ILO, 1995), როდესაც, გამოთვლების თანახმად, ამ სექტორის წვლილი მთლიანი ფიქსირებული კაპიტალის ფორმირებაში 40%-იდან 70%-ია (Moavenzadeh, 1987; UNCHS/ILO, 1995). საცხოვრებლის რეალური მნიშვნელობა უფრო დიდია ვიდრე ამას ეს მონაცემები გვიჩვენებს. განსაკუთრებით განვითარებად ქვეყნებში, რამდენადაც არაფორმალური საქმინაობა, რომლის 80%-ი საცხოვრებლის მშენებლობაზე მოდის, როგორც წესი, არ აღირიცხება ან მეტად არასათანადოდაა შეფასებული.

 

  • საცხოვრისი და დასაქმება

საბინაო მშენებლობამ სამუშაო ადგილების შექმნით მნიშვნელოვანი როლი ითამაშა განვითარებადი ქვეყნების ურბანულ ეკონომიკებში, განსაკუთრებით დაბალკვალიფიციური შრომისთივს. მშენებლობა და საბინაო მშენებლობის ინდუსტრიები ურბანული შრომის ბაზარზე “შესასვლელ პორტს” წარმოადგენს. მაგალითად არკუმ (2006) და სტრეტონმა (1981) აჩვენეს, რომ განაში და ფილიპინებში სამშენებლო სექტორი დასაქმების მნიშნველოვან წყაროს წარმოადგენს, როგორც კვალიფიციური, ისე დაბალ კვალიფიციური შიდა მიგრანტებისთვის. მსოფლიო ბანკისთვის შესრულებულ ნაშრომში, გრაიმსმა (1976) აჩვენა, რომ საბინაო პროგრამებში ინვესტირება, განსაკუთრებით დაბალშემოსავლიანთათვის განკუთვნილ საცხოვრებლებში, გადამწყვეტია, რადგან მას გამოუყენებელი ან არასაკმარისად გამოყენებული დიდი რაოდენობის შრომის წარმოებაში ჩართვის პოტენციალი გააჩნია. გრაიმსი ასევე აღნიშნავს, რომ საბინაო მშენებლობა განვითარებად ქვეყნებში შეიძლება გამოყენებულ იქნას, როგორც ინვესტირების და დასაქმების ჩავარდნების კორექტირების სტრატეგია. კვლევებმა დაადგინა, რომ სამშენებლო სექტორი, რომელშიც, ჩვეულებრივ, ბინათმშენებლობის წილი მესამედის ტოლია, განვითარებადი ქვეყნების სრული სამუშაო ძალის 7% შეადგენს (Moavenzadeh, 1987; Spence et al., 1993). თუმცა, მშენებლობაში წარმოქმნილ საერთო დასაქმებას, დამხმარე საქმიანობების ჩათვლით, ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობის 10%-მდე დაფარვა შეუძლია (Sethuraman, 1985). სამშენებლო საქმიანობებმა დაახლოებით იგივე, ან უფრო მაღალი დასაქმება წარმოქმნა, ვიდრე ტრადიციულად პროდუქტიულმა და განვითარებადი ეკონომიკებისთვის საყრდენად მიჩნეულმა სექტორებმა. გრაიმსმა (1976: გვ. 32) აჩვენა, რომ კოლუმბიაში “სამუშაო ადგილების წარმოქმნის მაჩვენებელი საბინაო მშენებლობაში უფრო მაღალი იყო ვიდრე სამრეწველო სექტორში და თითქმის იგივე, როგორც მთლიან ეკონომიკაში”.

მთავარი, არა სხვა სექტორებთან შედარებით საცხოვრებელში ინვესტირებით შექმნილი სამუშაო ადგილების რაოდენობაა, არამედ საბინაო მშენებლობის ეფექტურობა, შექმნას დამატებითი სამუშაო ადგილები წინა და მომდევნო დაკავშირებული სექტორების ჯაჭვში. სამშენებლო ინდუსტრიას დასაქმების წარმოქმნის დიდი პოტენციალი გააჩნია, როგორც ადგილზე საქმიანობის გაჩენით, ისე სამუშაო ველს გარეთ საქმიანობით (მაგ; გეოდეზური კვლევები, საინჟინრო-არქიტექტურული საქმიანობა, სამშენებლო მასალების წარმოება, მარკეტინგი და სამშენებლო მასალების და აღჭურვილობის დისტრიბუცია). თავის კვლევაზე დაყრდნობით გრაიმსმა(1976) გამოთვალა, რომ დაბალშემოსავლიანთათვის განკუთვნილ საბინაო მშენებლობას შეიძლება 2%-იანი მულტიპლიკატორული ეფექტი ჰქონდეს, რაც ემთხვევა მუვენზადეს (1987) გამოთვლებს – 2% განვითარებად ქვეყნებში. ეს იმას ნიშნავს, რომ მშენებლობაზე შექმნილ ყოველ ერთ სამუშაო ადგილზე ორი დამატებითი სამუშაო ადგილი იქმნება მის ფარგლებს გარეთ. ასევე, გორინსკი აცხადებს, რომ “სამშენებლო ინდუსტრია ეკონომიკის არა საწარმოო სექტორიდან თითქმის სამჯერ მეტ მასალას შეისყიდის ვიდრე სამრეწველო სექტორი (ციტირებულია Drakakis-Smith, 1981: გვ. 34).

იმის მიუხედავად, რომ საბინაო მშენებლობა შეიძლება დასაქმების და ეკონომიკური ზრდის სტიმულატორი და ეკონომიკის სხვა სექტორების საქონლის თუ სერვისების მნიშვნელოვანი შემსყიდველი გახდეს, მაჩვენებელი რა დონითაც ის ხელს უწყობს დასაქმებას და ზრდის აჩქარებას დიდწილად დამოკიდებულია მთელ რიგ ფაქტორებზე, კერძოდ კი ტექნოლოგიების არჩევაზე (მაგ. შრომის ტიპი და მასალის შერჩევა). სპენსი და კუკი (1983) სამი ტიპის ტექნოლოგიას გამოყოფენ: “დაბალი”, “საშუალო” და “მაღალი”. ისინი ამტკიცებენ, რომ საშუალო ტექნოლოგია განვითარებადი ქვეყნებისთვის ყველაზე მართებულია. ეს ცნებები პირველად, შუმახერმა (1973) გამოიყენა. მათ შორის განსხვაბები მოცემული პროექტის განხორციელებისთვის საჭირო კაპიტალის ინვესტირების რაოდენობას ეფუძნება და ყველა განვითარებადი ქვეყნის დაგეგმვაში გადამწყვეტ ფაქტორად განიხილება. როგორც შუმახერი (1973), ასევე სპენსი და კუკიც (1983) ამართლებდნენ სხვადასხვა ტექნოლოგიების კლასიფიკაციას კაპიტალის საფუძველზე, რადგან ეს პირდაპირ გავლენას ახდენს წარმოქმნილი დასაქმების მაჩვენბელზე.

“დაბალ” ტექნოგლოიებს ძლიერი ლოკალური მნიშვნელობა გააჩნია. ეს ტექნოლოგიები ადგილობრივად წარმოებულ ნედლეულს იყენებს, საკმაოდ იაფია და მათი სხვადასხვა პირობებში ადაპტირება იოლია. მეორეს მხირვ, ისინი შედარებით არაეფექტურია შრომის და ნედლეულის გამოყენებაში. მათ მიერ წარმოებული პროდუქტები ძირითადად უხარისხოა. “დაბალი” ტექნოლოგიებისგან განსხვავებით, “მაღალი” ტექნოლოგიები დიდ ინვესტიციებს და ბევრ იმპორტირებულ მასალას მოითხოვს. ამასთან ერთად, წარმოების მეთოდები კომპლექსურია. მაგალითად, ეს აღწერა ერგება ცემენტის, რკინის და ალუმინის წარმოების არსებულ მეთოდებს (Spence & Cook, 1983: გვ. 3). “მაღალი” ტექნოლოგიები მცირე დასაქმებას და ძვირადღირებულ, რთულ პრპდუქციას წარმოქმნის. “საშუალო” ტექნოლოგიები ადგილობრივად ნაწარმოები და იმპორტირებული მასალების ნაზავს ეფუძნება. კაპიტალის მხრივ, “საშუალო” ტექნოლოგიები ”დაბალზე” უფრო მეტ ინვესტიციებს მოითხოვს, თუმცა ”მაღალზე” ბევრად მცირეს. “საშუალო” ტექნოლოგიების მთავარი უპირატესობა დაბალი ხარჯები, მცირე მასშტაბი და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, შედარებით მარტივი საწარმოო მეთოდების გამოყენებაა (Spence და Cook, 1983: გვ. 5-7). ასეთი ტექნოლოგიები ადგილობრივი ნედლეულის მოპოვებას, ფართო დასაქმებას, და საქონლის უზარმაზარი იმპორტისაგან დამოუკიდებლობას გულისხმობს.

“საშუალო” ტექნოლოგიები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისეთ ადგილებში, როგორიცაა აფრიკა. ბოლო სამი ათწლეულის განმავლობაში მშენებლობაში და სამშენებლო წარმოებაში გამოყენებული მასალის 60% იმპორტირებული იყო, რამაც შეზღუდა დასაქმების ზრდა და პოტენციური კავშირები ეკონომიკის სხვა დარგებთან (Edmonds, 1979; UNCHS/ILO, 1995). განესიანის (1982) მიერ შრილანკაში ჩატარებულმა კვლევამ, ”მაღალ” ტექნოლოგიებთან შედარებით დასაქმების უფრო დიდი მაჩვენებელი გამოავლინა შედარებით იაფ, მცირე მასშტაბის ტექნოლოგიებში. არსებულ მყიფე ეკონომიკურ პირობებში, განვითარებად ქვეყნებში უმუშევრობის კრიტიკული მაჩვენებლის ჩათვლით, საჭიროა ისეთი ტექნიკების ათვისება, რომლებიც ხელსაყრელი და ხარჯთ-ეფექტურია. ამაში შეგვიძლია მოვიაზროთ ადგილობრივად წარმოებული და უცხოური მასალის შერევა. ამ თვალსაზრისით “საშუალო” ტექნოლოგიების გამოყენება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. საბედნიეროდ, ასეთი ტექნოლოგიებისთვის ადგილობრივი რესურსები და აუცილებელი სპეციალისტები უკვე დიდი რაოდენობით მოიპოვება (Spence & Cook, 1983). რამდენადაც ეს არგუმენტი ზოგადად მშენებლობას მოიაზრებს, ის, ასევე, ადგილობრივად წარმოებული მასალებით დაბალ ხარჯიან საბინაო მშენებლობასაც მოიცავს.

 

  • დანაზოგები და ფინანსური მობილიზაცია

მესამე სამყაროს ქალაქებში დაბალ და საშუალო შემოსავლიან დასახლებებში, სახლი არა მხოლოდ თვშესაფრად არამედ, საცხოვრებელზე დაფუძნებულ მცირე საწრმოდ და გასაქირავებელ სივრცედ გამოიყენება. ეს საქმიანობა გავრცელებულია ბევრი განვითარებადი ქვეყნის ქალაქებში და დაბალშემოსავლიანი ადამიანებისთვის შემოსავლების და დასაქმების სასიცოცხლო წყაროს წარმოადგენს. მათ ასევე შეაქვთ წვლილი ეროვნულ შემოსავლებში და შესაბამისად, ეკონომიკური განვითარების პროცესში. მაკ კალუმი და სტანი (1985: გვ. 286), ასკვნიან, რომ “საცხოვრებელს გააჩნია კომპლექსური და არსებითი ეკონომიკური როლი მესამე სამყაროს ქალაქების დაბალშემოსავლიანი თემებისთვის, რაც გაბატონებულ ეკონომიკურ აზროვნებასა და პრაქტიკაში ხშირად კარგად გაცნობიერებული არაა”. ავტორთა დასკვნა ეფუძნებოდა იმ ემპირიულ კვლევებს, სადაც სახლი და მისი მიმდებარე გარემო ეკონომკური საქმიანობით ათვისებულ სივრცედ გამოვლინდა. ასეთი საქმიანობებია დურგლობა და ავეჯის დამუშავება, კვების პროდუქტებით ვაჭრობა, სამკერვალო საქმინაობა და მეწაღეობა (McCallum & Stan, 1985: გვ. 281). ანალოგიურ დასკვნამდე მივიდა ტიპლიც (1993), რომელმაც აჩვენა, რომ საცხოვრებელზე დაფუძნებული საწარმოები დამახასიათებელია განვითარებადი ქვეყნების ქალაქებისთვის და შემოსავლების საციცოხლო წყაროს წარმოადგენს. სტრასმანმა, ლუსაკის (ზამბია), კოლომბოს (შრი ლანკა) და ლიმას (პერუ) დაბალშემოსავლიან დასახლებებში კვლევა ჩაატარა, რათა გამოევლინა საცხოვრებელზე დაფუძნებული საწარმოების დასაქმების მაჩვენებელი და მათი წვლილი ურბანულ შინამეუნეობებში. მისი კვლევის შედეგად დადგინდა საცხოვრებელზე დაფუძნებული საწარმოების მნიშვნელოვანი როლი (მაგ. სამკერვალეოები, კვების ობიექტები და შემკეთებელი სახელოსნოები) რომელებიც დასაქმების და შემოსავლების სასიცოცხლო ფუნქციას ასრულებდა. მაგალითად, ლუსაკაში გამოკვლეულ შინამეურნეობათა დაახლოებით 25%-ს მცირე, საცხოვრებელზე დაფუძნებული საწარმო გააჩნდა. ანალოგიური შედეგი კოლომბოშიც გამოვლინდა. მისმა კვლევამ აჩვენა, რომ საწარმოების მქონე შინამეურნოებებს 10%-ით მეტი შემოსავალი ჰქონდა, ვიდრე საწარმოების არ მქონეებს.

საცხოვრებელზე დაფუძნებული საწარმოების გავრცელება დამოწმებულია ბოლო დროინდელი კვლევებით. ეგვიპტეში, ქალების 50%-ის, ხოლო კაცების 10%-ის ბიზნესი სახლებშია დაფუძნებული (cited in Chen et al., 1999). ვენესუელაში, ტანსაცმლის ინდუსტრიაში დასაქმებულების 45% საცხოვრებელზე დაფუძნებულ საწარმოებში მუშაობს (ციტირებულია Chen et al., 1999). ფისეჰა და მაკპერსონი (1991) იუწყებიან, რომ სამხრეთ აფრიკაში საწარმოების 71% ასევე საცხოვრებელზე დაფუძნებულია. აღნიშნული საწარმოების გარდა, დაბალ და საშუალო შემოსავლიანი არეალების ბინათმესაკუთრეები შემოსავლებს სახლების გაქირავების გზით იღებდნენ. კუმარმა (1996) აჩვენა, რომ საქირავნო ბინების მშენებლობა ფართოდაა გავრცელებული. ის ეკონომიკურად მნიშვნელოვანია განვითარებადი ქვეყნების უმეტესი ქალაქისთვის, მიწათმფლობელებისთვის კი მეტად მომგებიანი საქმეა. მაგალითად, ჰოფმანმა და სხვებმა, გამოავლინეს, რომ ინდონეზიაში სოფლის მაცხოვრებელთა 30% ქირით ცხოვრობს (ციტირებულია კუმართან, 1996). სინაიმ (1998) გამოავლინა, რომ კუმასიში (განა) ბინების გაქირავება ფართოდ იყო გავრცელებული. აღმოჩნდა, რომ გამოკვლეული შინამეურნეობების 60% ოთახებს აქირავებდა.

ემპირულ მონაცემებზე დაფუძნებული სხვადასხვა კვლევა ადასტურებს საბინაო ინვესტირებიდან მიღებულ ეკონომიკურ სარგებელს და ამასთანავე კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ძველ თეორიას, რომ სახლი უბრალოდ სამომხარებლო საგანია. დაბალ და საშუალო შემოსავლიან რაიონებში მცხოვრები ადამიანების უმეტესობისთვის სახლი მათი სამუშაო სივრცეა, რაც იმას ნიშნავს, რომ საცხოვრებელი უნდა განიხილებოდეს პროდუქტიულ ინვესტიციად, რასაც ეროვნული განვითარების გეგმები უნდა ითვალისწინებდეს. როგორც არ უნდა დავთვალოთ, გინდ სამუშაო საათებით, გინდ წარმოების ღირებულებით, საბინაო ინვესტირება პროდუქტიულ ინვესტირებად უნდა ითვლებოდეს და მიბმული იყოს მზარდი მოსახლეობისთვის დასაქმების უზრუნველყოფის ეროვნულ პოლიტიკაზე.

საცხოვრებლის როლი უფრო დიდ ეკონომიკურ მნიშვნელობას იძენს, როდესაც გათვალისწინებულია დანაზოგები. საბინაო მშენებლობის ფინანსირების სისტემების განვითარება შესაძლოა საშინაო ეკონომიკის განვითარებისთვის აუცილებელი ფინანსური რესურსების მობილიზების უმნიშვნელოვანესი წყარო გახდეს. განვითარებადი ქვეყნების უმრავლესობაში, დაბალი შემოსავლების და უფრო მეტად ფინანსური ინსტიტუტების ცუდი ორგანიზებულობის გამო, დანაზოგების დონე დაბალია. ეს სიტუაცია შინამეურნეობებს დანაზოგების ისეთ არაპროდუქტიულ აქტივებში შენახვას აიძულებს, როგორიც ოქრო და ძვირფასეულობაა. ამავდროულად, ხალხის უმეტესობა, როგორც წესი, ბინათმფლობელობას მაღალ პრიორიტეტს ანიჭებს. განვითარებადი ქვეყბის მოსახლეობის უმეტესობა აქტივების შეძენის თვალსაზრისით, ყველაზე მაღალ პრიორიტეტს ბინათმფლობელობას ანიჭებს და უმრავლესობა მზადაა ბინის შეძენის გამო სხვა სფეროებში გაიღოს მსხვერპლი. თუ ამ რესურსების მობილიზება და სწორი მიმართულების მიცემა მოხერხდება, შესაძლოა საბინაო ფინანსირების სისტემები შინამეურნეობების გამოუყენებელი ფონდებისთვის მნიშვნელოვანი ინსტრუმტენტი გახდეს და იქცნენ მნიშვნელოვანი წყაროდ, როგორც ფინანსური სისტემის, ისე საშინაო ეკონომიკის განვითარებისთვის.

 

  • საცხოვრისის გავლენა ჯანმრთელობაზე

დიდი ხანია, რაც მკვლევართა წრეებში აღიარებულია ჯანმრთელობასა და საცხოვრებელს შორის კავშირი. XIX საუკუნეში, განვითარებულ ქვეყნებში ეს კავშირი უმნიშვნელოვანეს ფაქტორად იქცა საჯარო ჯანდაცვის რეფორმებისთვის. ეს მართლაც ასეა ისეთი ქვეყნებისთვის, როგორიცაა ბრიტანეთი, სადაც ჯანდაცვის საკითხები XIX საუკუნის საჯარო ჯანდაცვის აქტების ცენტრალურ საკითხს წარმოადგენდა (Easterlow, Smith, & Mallinson, 2000). რამდენიმე განვითარებად ქვეყანაში ადრეული საბინაო პოლიტიკის ჩამოყალიბება ჯანდაცვის საკითხებით იყო განპირობებული. თუმცა, ეს ინიციატივები ძირითადად ელიტურ არეალებში დაავადებების გავრცელების პრევენციის სურვილით იყო ნასაზრდოები. საცხოვრებელი პირობების და ჯანდაცვის კვლევებმა გამოკვეთა საცხოვრებელი გარემოს მახასიათებლები, რომლებიც სერიოზული პირდაპირი და არაპირდაპირი საფრთხის ქვეშ აყენებს ადამიანების ფიზიკურ და მენტალურ ჯანმრთელობას. ამ მახასიათებლებიდან ყველაზე მნიშვნელოვანია გადავსება, ადგილმდებარეობა, სარგებლობის ფორმა და საცხოვრებელი პირობები.

მკვლევრებმა დაადგინეს, რომ ადამიანებით გადავსებულ საცხოვრებელს შეუძლია სტრესის გამოწვევა, რაც ავადმყოფობის მიზეზია და რომ საცხოვრებელში მაღალი სიმჭიდროვე გადამდები დაავადებების მარტივ გავრცელებას უწყობს ხელს (Fuller, Edwards, Sermsri, და Vorakitphokatorn, 1993; Caincross et al., 1990). აინას (1990) მიერ ნიგერიის ქალაქ ოლალეია-იპონრიში განხორცილებულმა კვლევამ, ბინების გადავსებასა და ავადმყოფობებს შორის დადებითი ურთიერთმიმართება გამოავლინა. ანალოგიური კავშირი აღმოაჩინა ქუენიამ (1990) არგენტინის ქალაქ ბუენოს აირესში. კველვებმა ასევე აჩვენა კავშირი სარგებლობის ფორმასა და ჯანმრთელობას შორის. ერთ-ერთი ასეთი მიგნება ისაა, რომ ბინის მოქირავნეთა ჯანრთელობის მდგომარეობა საკუთარ ბინაში მაცხოვრებელთა მდგოამრეობაზე უარესია (Macintyre, Hiscock, Kearns, Ellaway, 2001). კაინკროსი და სხვები აცხადებდნენ: “იმ ფაქტს, რომ ქალაქის ბევრი ღარიბი მაცხოვრებელი არალეგალურ დასახლებებში, გამოსახლების მუდმივი შიშის ქვეშ ცხოვრობს, ჯანმრთელობაზე სერიოზული გავლენები გააჩნია…” (Caincross, Hardoy, &, Satterwaithwaite 1990). მართლაც, განვითარებადი სამყაროს დიდი ნაწილისთვის, ინფრასტრუქტურაში და სოციალურ მომსახურებაში სახელმწიფო დანახარჯების მიმდინარე შეკვეცამ ღარიბი ჯგუფების მსიყდველისუნარიანობის შესუსტებათან ერთად უფრო მეტად გააურესა მათი ისედაც ცუდი საბინაო პირობები (მაგ. ანტისანიტარია, საცხოვრებლის შეკეთების დაბალი ხარისხი), გამოიწვია საცხოვრებელი ადგილის გაუარესება (ძირითადად “არაკანონიერი” დასახლებები), და შეამცირა ბინათმესაკუთრეობა. ეს ყველაფერი ძლიერად მოქმედებს ჯანრთელობის მდგოამრეობის ინდიკატორებზე (cf. Hyndman, 1998; Macintyre et al., 2001). მწარმოებლურობის ზრდა აცუილებელია ეკონომიკური ზრდისთვის, მაგრამ მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგოამრეობას უდიდესი გავლენა გააჩნია მწარმოებლურობაზე. თავის მხრივ კი, ჯანმრთელობის მდგოამრეობა დამოკიდებულია სასიცოცხლო პირობებზე – განსაკუთრებით საცხოვრებელზე. ეს, თავის მხრივ, იმას ნიშნავს, რომ საცხოვრებელი და მასთან დაკავშირებული სერვისები არა მხოლოდ სოიციალური და კეთილდღეობის საკითხი, არამედ ეკონომიკური საკითხიცაა..

საბინაო ინვესტირება, არ უნდა განიხილებოდეს რესურსების შთანმთქმელ, არაპდუქტიულ სექტორად, ან მხოლოდ სოციალურ პოლიტიკად, რომელსაც მცირე ან ნულოვანი გავლენის მოხდენა შეუძლია ეკონომიკის სხვა სექტორებზე. პირიქით, საცხოვრებელი უნდა განიხილებოდეს, როგორც რესურსების მწარმოებელი. საცხოვრებლის ეკონომიკური სარგებელი გათვალისწინებული და დაგეგმილი უნდა იყოს, როგორც ეროვნული განვითარების ფართო სტრატეგიების აუცილებელი კომპონენტი.

 

  1. დასკვნითი კომეტარები.

ჩვენ, ადრეული 1950-იანი წლებში დაწყებული დებატებიდან მოყოლებული გრძელი გზა განვლეთ იმისთვის, რომ გაგვერვკია დამოკიდებულება საცხოვრებელსა და ეკონომიკურ განვითარებას შორის. საწყის ეტაპზე, საკითხი სწორხაზოვნად ჟღერდა: საცხოვრებელი განვითათარების სტრატეგიების “არაპროდუქტიულ” ელემენტად მიიჩნეოდა. ინვესტირება, როგორც ასეთი, საჭირო იყო კეთილმოწყობაში და წარმოებაში, რათა ჩამოყალიბებულიყო ეკონომიკა, რომელიც თავის მხრივ, საცხოვრებლის და წარმოების აყვავებისთვის საკმარის ზრდას მოგვცემდა. ამის შემდეგ, საბინაო საკითხის ექსპერტებმა ეკონომიკური განვითარების პროცესში საცხოვრებლის მნიშვნელობაზე გაამახვილეს ყურადღება. მსოფლიო ბანკის მსგავსმა საერთაშორისო ორგანიზაციებმა, რომლებიც თავიდან ეწინააღმდეგებოდნენ საბინაო სექტორში ინვესტირებას, 1960 იანი წლების ბოლოს და 1970-იან წლებში შეიცვალეს პოზიცია და საცხოვრებელი ეკონომიკური განვითარების მნიშვნელოვან ინსტრუმენტად გამოაცხადეს. ამის მიუხედავად, განვითარებადი ქვეყნების უმრავლესობაში ამ ახალმა მიდგომამ ჯერაც ვერ მოიკიდა ფეხი. სტატუს ქვო დამყარებულია ისეთი სტრატეგიებისთვის უპირატესობის მინიჭებით, რომლებიც სწრაფ ეკონომიკურ ზრდას იძლევიან, კონკრეტულად ისეთ პოლიტიკებზე ორიენტირებით, რომლებიც პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებს და ტრანსნაციონალურ კორპორაციებს მოიზიდავენ და საექსპორტო ეკონომომიკურ ზონებს შექმნიან. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ურბანული არეალი უზარმაზარ ზრდას განიცდის, საცხოვრებელი კვლავ ისე განიხილება თითქოს ის ეკონომიკური განვითარების პასიური ელემენტი იყოს. ამ არასაკმარისმა ყურადღებამ ქალაქების უმრავლესობაში საცხოვრებელი პირობების გაუარესება გამოიწვია და ეკონომიკური განვითარების პროგრამებიც სერიოზულად დააზარალა..

1960 -იანი წლებიდან მოყოლებული, იაპონიის და ახლად ინდუსტრიალიზებული აზიური ქვეყნების გამოცდილება მნიშვნელოვან გაკვეთილებს იძლევა ნაკლებად განვითარებული ქვეყნების საჯარო პოლიტიკის მოხელეებისათვის. პირველ რიგში, აუცილებელი იქნება სახელმწიფოს ძლიერი ჩარევა კომპლექსური პოლიტიკით და ფართო მასშტაბიანი ინვესტიციებით. მეორე, საბინაო პოლიტიკა უნდა მუშაობდეს, როგორც ეკონომიკური განვითარების სტრატეგიის ნაწილი, და ამ სტრატეგიის მიზნები სოციალურ კეთილდღეობაზე უფრო შორს უნდა მიდიოდეს. სინგაპურის და სხვა ახლად ინდუსტრიალიზებული ქვეყნების სასაბინაო პოლიტიკები მთლიანი მოსახლეობის საბინაო საჭიროებებს მიემართებოდა. თუმცა, უფრო მნიშნველოვანია, რომ ეს პოლიტიკები საბინაო სექტორს ეკონომიკის წაყმვან დარგად განიხილავდა. საბინაო პოლიტიკა დაკავშირებული იყო დანაზოგებთან და ინვესტირების პროცესებთან, რამაც ინდუსტრიული განვითარებისთვის ბაზისის ფორმირება მოახდინა. უნდა აღინიშნოს, რომ აზიის ახალ ინდუსტრიალიზებულ ქვეყნებს უნიკალური მახასიათებლები გააჩნია. ისინი გეოგრაფიურად მცირეა, მათი მოსახლეობაც შედარებით მცირერიცხოვანია და მათი მოდელების სხვა ეკონომიკებში გადატანა შეიძლება ადვილი არ იყოს. ამ მახასიათბლების მიუხედავად, მათი მიდგომა ბევრ სასარგებლო, ზოგად გაკვეთილს გვთავაზობს. კერძოდ, ისინი გვასწავლიან, რომ საცხოვრებელი ეკონომიკური განვითარების ნაწილი და არა მისი თანმდევი პროდუქტია. ამ ფაქტის გამო, საცხოვრებელს მნიშვნელოვანი წვლილის შეტანა შეუძლია ეკონომიკურ განვითარებაში.

ბიბლიოგრაფია

Agus, M. R., Doling, J., Lee, D.-S. (2002). Housing policy systems in south and east Asia. Palgrave:

McMillan.

Arku, G., & Harris, R. (2005). Housing as a tool of economic development since 1929. International

Journal of Urban and Regional Research, 29(4), 895-915.

Arku, G. (Forthcoming, 2006). Housing and development strategies in Ghana, 1945-2000. Interna-

tional Development Planning Review.

Abrams, C. (1964). Housing in the modern world. London: Faber and Faber.

Aina, T. K. (1990). Housing and Health in olaleye-iponri, a low-income settlement in lagos, Nigeria.

In S. Caincross, J. E. Hardoy, & D. Satterwaithwaite (Eds.), The poor die young: housing and

health in third world cities. London: Earthscan Publications Ltd.

Bauer, C. (1955). The case for regional planning and urban dispersal. In B. Kelly (Eds.), Housing and

economic development, school of architecture and planning. MA: Institute of Technology.

Buckley, R., & Mayo, S. (1988). Housing policy in developing economies: Evaluating the macro-

economic impacts. The World Bank Discussion Paper. Washington, DC.

Burns, L. S., & Grebler, L. (1977). The housing of nations: Analysis and policy in comparative

framework. New York: Wiley.

Burns, L. S., & Tjioe, B. K. (1967). Does good housing contribute to sound economic development?

The Journal of Housing, 24(2), 86-89.

Caincross, S., Hardoy, J. E., & Satterwaithwaite, D. (1990). The poor die young: housing and health

in Third World cities. London: Earthscan Publications Ltd.

Chen, M., Sebstad, J., & O’Connell, L. (1999). Counting the invisible workforce: The case of

homebased workers. World Development, 27(3), 603-610.

Christian, J. W. (1987). The contribution of shelter to national economic development. In Pro-

ceedings of the Second International Shelter Conference and Vienna Recommendations on

Shelter and Urban Development (pp. 50-55). IYSH, Vienna.

Cuenya, B., Almada, H., Armus, D., Castels, J., Loreto, M., & Penalva, S. (1990). Community action

to address housing and health problems: The case of San Martin in Buenos Aires, Argentina. In

  1. Caincross, J. E. Hardoy, & D. Satterwaithwaite (Eds.), The Poor die young: housing and

health in third world cities. London: Earthscan Publications Ltd.

Currie, L. (1966). Accelerating development’. The necessity and the means. New York, London,

Sydney, Toronto: McGraw-Hill Book Company.

Drakakis-Smith, D. (1981). Urbanization, housing and the development process. London: Croom

Helm.

Drakakis-Smith, D. (1997). Third World cities: Sustainable urban development iii – basic needs and

human rights. Urban Studies, 34(5-6), 797-823.

Drewer, S. (1980). Construction and development: A new perspective. Habitat International, 5(3/4),

395-428.

Doling, J. (1999) Housing policies and the little tigers: how do they compare with other industrialized

countries. Housing Studies, 14(2), 229-250.

Doling, J. (2002) The south and east Asian housing model. In M. R. Agus, J. Doling, & D.- S. Lee

(Eds.), Housing policy systems in south and east Asia. Palgrave: Macmillan.

Domar, E. (1947). Expansion and employment. American Economic Review, 37(1), 34-55.

Easterlow, E., Smith, J. S., & Mallinson, S. (2000). Housing and health: The role of the owner

OCCUPATION. Housing Studies, 75(3), 367-386.

Edmonds, G. A. (1979). The construction industry in developing countries. International Labour

Review, 7/5(3), 355-368.

Fisseha, Y., & McPherson, M. A. (1991). A country study of Small-Scale Enterprise in Swaziland.

GEMINI Technical Report No. 24.

Forrest, R., Lee. J., & Wah, C. K. (2000). Focus on housing in South-East Asia, editors’ introduction.

Housing Studies, 75(1), 7-10.

Freeman, J. (1975). Crowding and behaviour. New York: Vikine Press.

Fuller, D. T., Edwards, N. J., Sermsri, S., & Vorakitphokatorn, S. (1993). Housing stress, and physical

well-being: Evidence from Thailand. Social Science Medicine, 36(11), 1417-1428.

Ganesian, S. (1982). The construction industry in Sri Lanka. ILO World Employment Programme

Working Paper, Geneva, 1982.

Gilbert, Α., & Gugler, J. (1992). Cities, poverty and development: urbanization in the Third World.

New York: Oxford University Press.

Goh, E. (1989) Planning that works: Housing policy and economic development in Singapore. JPER,

7(3), 147-162.

Gorynski, J. (1978). The role of construction in global socio-economic development. Habitat Inter-

national, 3(1/2), 71-76.

Grebler, L. (1955). Possibilities of international financing of housing. In B. Kelly (Ed.), Housing and

economic development. MA: A report of a Conference Sponsored at the Massachusetts Institute

of Technology by the Albert Farwell Bemis Foundation.

Green, R. (1997). Follow the leader: How changes in residential and non-residential investment

predict changes in GDP. Real Estate Economics, 25(2), 253-270.

Grimes, O. F. Jr., (1976). Housing for low-income urban families economics and policy in the

developing world. Baltimore, London: The Johns Hopkins University Press.

Hable-Selassie, S. (1978). Construction estimates and national income accounting in developing

countries. In O. H. Koenigsberger, & S. Groak (Eds.), Essays in memory of duccio Turin (1929-

1976). Oxford, NY: Pergamon Press.

Haila, A. (2000) Real estate in global cities: Singapore and hong kong as property states. Urban

Studies, 37(12), 2241-2256.

Hardoy, J. (1978). The recommendations of the UN conference on human settlements and their

viability in Latin America. In O. H. Koenigsberger, & S. Groak (Eds.), Essays in memory of

duccio Turin (1929-1976). Oxford, NY: Pergamon Press.

Harris, W. D., & Gillies, J. (Eds.) (1963). Capital formation and housing in Latin America. Wash-

ington DC: Pan American Union.

Harrod, R. (1939). An essay in dynamic theory. Economic Journal, 49(193), 14-33.

Hayakawa, Κ (2002). Japan. In M. R. Agus, J. Doling, & D.-S. Lee (Eds.), Housing policy systems in

south and east asia. Palgrave: Macmillan

Hirayama, Y. (2003). Home-ownership in an unstable world. In R. Forrest, & J. Lee (Eds.), Housing

and social change. Routledge, London, NY: Taylor and Francis Group.

Howenstine, J. W. (1957). Appraising the role of housing in economic development. International

Labour Review, 75, 21-33.

Hyndman, S. (1998). Making connections between housing and health. In R. Kearns, & S. Gesler

(Eds.) Putting health into place: landscape, identity and well – being. New York: Syracuse Uni-

versity Press.

International Monetary Fund (IMF) (1986). Government financial statistics. Washington, DC.

Kafandaris, S. (1980). The building industry in the context of development. Habitat International,

5(3/4), 289-322.

Kaye, B. (1960) Upper nankin street Singapore: A sociological study of Chinese households living in a

densely populated area. Singapore: University of Malaya Press.

Kelly, B. (Ed.) (1955). Housing and economic development. MA: A report of a Conference Spon-

sored at the Massachusetts Institute of Technology by the Albert Farwell Bemis Foundation.

Koenigsberger, Ο. Η. (1970). Housing in the national development plan: an example from Nigeria.

Ekistics, 180, 393-397.

Kumar, S. (1996). Landlordism in Third World urban low-income settlements: A case for further

research. Urban Studies, 53(4-5), 753-782.

Lee, J., Forest, R., & Tarn, K. W. (2003). Home-ownership in east and south Asia: Market, state and

institutions. In R. Forrest, & J. Lee (Eds.), Housing and social change. Routledge, London, NY:

Taylor and Francis Group.

Lee, L. S., Yuan, L. L., & Poh, Κ. Τ. (1993) Shelter for all: Singapore’s strategy for full ownership by

the year 2000. Habitat International, 77(1), 85-102.

Lewis, W. A. (1954) Economic development with unlimited supply of labour. In A. N. Agawala, & S.

  1. Singh (Eds.), The economics of underdevelopment (pp. 400-449). London: Oxford University

Press.

Macintyre, S., Hiscock, R., Kearns, Α., & Ellaway, A. (2001). Housing tenure and car access: Further

exploration of the nature of their relations with health in a UK setting. Journal of Epidemiology

and Community Health, 55, 330-331.

Malpezzi, S. (1990). Urban housing and financial markets: some international comparisons. Urban

Studies, 27(6), 971-1022.

McCallum, D., & Stan, B. (1985). Low income urban housing in the third world: broadening the

economic perspective. Urban Studies, 22, 277-288.

McCarthy, P., Byrne, D., Harrison, S., & Keithley, J. (1985). Housing type, housing location and

mental health. Social Psychiatry, 20, 125-130.

Mera, Κ., & Heikkila, J. E. (1999). Housing as a means of sustainable economic recovery in

southeast Asia. RURDS, 11(2), 82-90.

Millikan, M. (1955). The Economist’s view of the role of housing. In B. Kelly (Ed.), Housing and

economic development. MA: A report of a Conference Sponsored at the Massachusetts Institute

of Technology by the Albert Farwell Bemis Foundation.

Moavenzadeh, F. (1987). The construction industry. In L. Rodwin (Ed.), Shelter, settlement and

development (pp. 73-109). Boston: Allen and Unwin.

Nerfin, M. (1965). Towards a housing policy. Journal of Modern African Studies, 3(4), 543-565.

Nurkse, P. A. (1953). Problems of capital formation in underdeveloped countries. Oxford: Oxford

University Press.

Park, B.-G. (1998). Where do tigers sleep at night? The state’s role in housing policy in south Korea

and Singapore. Economic Geography, 74(4), 272-288.

Peattie, L. (1979). Housing policy in developing countries: Two puzzles. World Development, 7,

1017-1022.

Phang, S. Y. (2001). Housing Policy, wealth formation and the Singapore economy. Housing Studies,

16(4), 443-459.

Pugh, C. (1996). Urban bias, the political economy of development and urban policies for developing

countries. Urban Studies, 33(1), 1045-1060.

Pugh, C. (1997). Poverty and progress? reflections on housing and urban policies in developing

countries, 1976-1996. Urban Studies, 34(10), 1547-1595.

Pugh, C. (2001). the theory and practice of housing sector development for developing countries,

1950-1999. Housing Studies, 16(4), 399-423.

Raj, M., & Mitra, B. (1990). Households, housing and home based economic activities in low income

settlements. In M. Raj, & P. Nientied (Eds.), Housing and low income in third world urban

development. London: Aspect Publishing

Renaud, Β. (1987). Financing shelter. In L. Rodwin (Ed.), Shelter, settlement, and development.

Boston: Allen Unwin.

Robinson, H. (1963). Inter-American housing financial sources and policies. In W. Harris, & J.

Gillies (Eds.), Capital formation and housing in Latin America. Washington DC: Pan American

Union.

Rodwin, L. (Ed.) (1987). Shelter, settlements, and development. Boston: Allen Unwin.

Rostow, W. W. (1960). The stages of economic growth. A non-communist manifesto. England:

Cambridge University Press.

Salaff, J. W. (1997). Social policy transforms the family: The case of Singapore. In J. Gugler (Ed.),

Cities in the developing world: issues theory, and policy. Oxford: Oxford University Press.

Samuelson, A. P. (1955). The dilemmas of housing. In W. Harris, & J. Gillies (Eds.), Capital for-

mation and housing in Latin America. Washington DC: Pan American Union.

Sethuraman, S. V. (1985). Basic needs and the informal sector: The case of low-income housing in

developing countries. Habitat International, 9(3/4), 299-316.

Schumacher, E. F. (1973). Small is beautiful. London: Blond and Briggs.

Sheng, Y. K., & Kirinpanu, S. (2000) Once only the sky was the limit: Bangkok’s housing boom and

the financial crisis in Thailand. Housing Studies, 75(1), 11-27.

Sinai, I. (1998). Using the home for income-generating: The case of Kumasi, Ghana. Cities, 75(6),

417-427.

Solow, A. A. (1955). The importance of housing and planning in Latin America. In B. Kelly (Ed.),

Housing and economic development. MA: A report of a Conference Sponsored at the Massa-

chusetts Institute of Technology by the Albert Farwell Bemis Foundation.

Spence, R., Wells, J., & Dudley, E. (1993). Jobs from housing: employment, building materials and

enabling strategies for urban development London: Intermediate Technological Publications.

Spence R., & Cook, D. J. (1983). Building materials in developing countries. Chichester, New York,

Toronto, Brisbane, Singapore: Wiley.

Strassman, W. P. (1970a). Construction productivity and employment in developing countries.

International Labour Review, 101, 503-518.

Strassman W. P. (1970b). The Construction sector in economic development. Scottish Journal of

Political Economy, 17, 391-409.

Strassman, W. P. (1982). The transformation of urban housing. Baltimore: The Johns Hopkins,

University Press.

Strassman, W. P. (1985). Employment in construction: multi-country estimates of costs and substi-

tution elasticities for small dwellings. Economic Development and Cultural Change, 33(2), 395-

414.

Strassman, W. P. (1987). Home-based enterprises in cities of developing countries. Economic

Development and Cultural Change, 36(1), 121-144.

Stretton, A. W. (1981). The building industry and urbanization in third world countries: a philippine

case study. Economic Development Cultural Change, 29(2), 121-144.

Syagga, P. M. (1987). Myths and realities of low cost housing in Africa. African Urban Quarterly,

2(3), 202-211.

Tang, B. S. (1998). Property development process in Hong Kong. In T.N.T. Poon, & E.H.W. Chan

(Eds.), Real estate development in Hong Kong. Hong Kong: Pace Publishing.

Tipple, G. (1987). Employment from housing: a resource for rapidly growing urban population.

Cities, 77(6), 372-376.

Tipple, G. (1993). Shelter as workplace: A review of home-based enterprise in developing countries.

International Labour Review, 132, 521-539.

Tu, Y. (1999). Publish homeownership, housing finance and socioeconomic development in Singa-

pore. RURDS, 11(2), 100-113.

Turin, D. A. (1970). Construction and development. Habitat International, 3(1/2), 33-45.

Turin, D. A. (1974). The role of construction in development strategies. International Development

Review, XVL(3), 19.

Turin, D. A. (1978a). Construction and development. Habitat International, 3(1/2), 33-45.

Turin, D. A. (1978b). It had to be said. In O. H. Koenigsberger, & S. Groak (Eds.), Essays in memory

ofDuccio Turin (1929-1976). Oxford: Pergamon Press.

Turner, J. F. C. (1968). Housing priorities, settlements patterns and urban development in mod-

ernizing countries. Journal of the American Institute of Planners, 33, 354-363.

Turner, J. F. C. (1976). Housing by people. London: Marion Boyars Publishing.

Turner, J. F. C. (1978) Housing in three dimensions: terms of reference for the housing question

redefined. World Development, 6(9/10), 1135-1145.

Turner, J. F. C, & Fichter, R. (Eds.) (1972). Freedom to build. New York: Collier-Macmillan.

United Nations. Economic and Social Commission (EcoSoc, 1955), International Action in Asia and

Far East. ST/SOA/SER.C/9. New York.

United Nations (1969). United nation industrial development organization (UNIDO) (1969) con-

struction industry. New York.

United Nations (1973). Integration of housing into national development plans: a systems approach.

UN ST/ECA/185. New York.

UNCHS/ILO (1995). Shelter provision and employment generation. Geneva: ILO Office.

Van Hyck, P. (1987). The economics of shelter provision. Address to the Second International

Shelter Conference. Vienna, Austria.

Walker, A. (1990). hong kong: property construction and the economy. London: Royal Institute of

Chartered Surveyors.

Wasco, A. (2002). Housing in postwar japan: a social history. RoutledgeCurzon: Taylor & Francis

Group.

Wegehn, E. A. (1978). Urban low-income housing and development: Λ case study in Peninsular

Malaysia. Leiden: Martinus Nijhoff Social Sciences Division.

Weissmann, Ε. (1955). Importance of physical planning in economic development. In B. Kelly (Ed).

Housing and economic development. MA: A report of a Conference Sponsored at the Massa-

chusetts Institute of Technology by the Albert Farwell Bemis Foundation.

Wells, J. (1984). The construction industry in the context of development: a new perspective. Habitat

International, 5(34), 9-28.

Wells, J. (1985). The role of construction in economic growth and development. Habitat Interna-

tional, 9(1), 55-70.

Wong, A. K., & Yeh, S. Η. Κ., (Eds.) (1985) Housing a nation: twenty-five years of public housing in

Singapore. Singapore: Maruzen Asia.

World Bank (1993). Housing, enabling the markets to work. Washington D.C.: World Bank.

Yuen, B. (2002) Singapore. In M. R. Agus, J. Doling, & D.-S. Lee (Eds.), Housing policy systems in

south and east Asia. Palgrave: Macmillan.

[1] საგადასახდელო ბალანსი წარმოადგენს სტატისტიკურ ანგარიშს, რომელიც ასახავს დროის გარკვეული პერიოდში (ჩვენს შემთხვევაში ყოველკვარტალურად) ქვეყანასა და დანარჩენ მსოფლიოს შორის განხორციელებულ ეკონომიკურ ოპერაციებს. (რედ. შენ.)

[2] სპეციალურად საწარმოსთვის შექმნილი დასახლება (რედ. შენ.)

[3] სამუშაო ადგილზე არგამოცხადება (რედ. შენ.)

[4] Self Help Housing – საბინაო მშენებლობის სპეციალური სტრატეგია, რომელიც ითვალისწინებს დაბალტექნოლოგიურ მშენებლობას და მშენებლობის პროცესში, ურთიერთდახმარების პრინციპით, ადგილობრივი თემის ჩართულობას. (რედ. შენ.)


თარგმანი მომზადებულია პროექტის „საცხოვრისით უზრუნველყოფის პოლიტიკა: გამოწვევები და პერსპექტივები“ ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს „ურბან რეაქტორი“ „ურბანული კვლევების ცენტრთან“ თანამშრომლობით, ფონდი „ღია საზოგადოება- საქართველოს“ ფინანსური მხარდაჭერით.

ილუსტრაცია: © Jasper Rietman

Share on Facebook179Share on Google+0Tweet about this on Twitter0Share on LinkedIn0Email this to someone

კომენტარები

Comments are closed.