როგორ და სად იქმნება ცოდნა ჩვენი საზოგადოების შესახებ?

Share on Facebook109Share on Google+0Tweet about this on Twitter0Share on LinkedIn0Email this to someone

გამოიწერეთ European.ge-ს Facebook გვერდი.

***

mziuri1-everglow18 სექტემბერს, შაბათს, მზიურის ამფითეატრში ჩვენი პლატფორმის ორგანიზებით გაიმართა პოლიტოლოგ ნინო ხელაიას საჯარო მოხსენება: “როგორ იწარმოება ცოდნა და როგორია ცოდნის დეკოლონიზაციის პროცესი.”

მცირე ამონარიდები ლექციიდან:

► “თეორია საზოგადოების შესახებ, არ შეიძლება დაცლილი იყოს მორალური და პოლიტიკური განზომილებებისგან.

► “ადამიანები, დისციპლინები და პოლიტიკური მრწამსები, რომლებმაც გლობალიზაციითა და მისი თანამდევი პროცესებით “იხეირეს,” აღმოჩნდნენ მოგებულების პოზიციაში, ვინაიდან უხეშად რომ ვთქვათ, ბაზარმა მათი არსებობა მოითხოვა. ხოლო ადამიანები, რომელთა დისციპლინებიც არ აღმოჩნდა “რელევანტური” დროისათვის, გლობალიზაციის პროცესებში წაგებულები აღმოჩნდნენ. მათ შიდა ქართულ დისკურსში პოლიტიკურმა ელიტამ “ჩარეცხილები” უწოდა და ეს უკავშირდება უამრავი ადამიანის პირად ტრაგედიას. ასეთ დისციპლინებს მიეკუთვნებოდნენ ქართული ენა და ლიტერატურა, გეოლოგია და ა.შ.”

► “ჩვენ ვიღებთ ისეთ პარადოქსულ პროცესს, სადაც საზოგადოებრივი საზრისები და ღირებულებათა სისტემა, პასუხები კითხვაზე, თუ “საით მივდივართ” როგორც ერთიანი მთლიანი ორგანიზმი, იქმნება ამ საზოგადოებებს მიღმა, და იქიდან ჩვენთან შემოედინება დამახინჯებული ფორმით.

► “ჩვენ ჯერ კიდევ დემოკრატიზაციის დაუმთავრებელი ტრანზიციის პერიოდში ვართ და 90-იანების შემდგომ, ჩვენთან ე.წ. ქამრების შემოჭერა და ე.წ. “დემოკრატიზაცია” ერთდროულად მიმდინარეობს.

► ტექნიკური მხარდაჭერისთვის მადლობას ვუხდით გიორგი გაგოშიძეს.

 იხილეთ საჯარო მოხსენება სრულად.

Share on Facebook109Share on Google+0Tweet about this on Twitter0Share on LinkedIn0Email this to someone

კომენტარები

დატოვე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

*