რატომ არიან რადიკალი ლიბერტარიანელები ახალი კომუნისტები

eric liuგამოიწერეთ European.ge-ს Facebook გვერდი.

წარმოგიდგენთ ჟურნალ Evonomics-ზე გამოქვეყნებული წერილის თარგმანს.

ავტორების შესახებ: ერიკ ლიუ – სამოქალაქო უნივერსიტეტის დამფუძნებელია. პრეზიდენტ ბილ კლინტონის მრჩეველი საშინაო პოლიტიკის საკითხებში. Twitter: @EricPLiu

ნიკ ჰანუერი – მეწარმე და ვენჩურული კაპიტალისტი.  Twitter: @NickHanauer

ჩვენს ვებგვერდზე შეგიძლიათ იხილოთ მათი სხვა წერილის თარგმანიც: “რატომ განიცდის კრახს ჩაურევლობის ეკონომიკა“.

© European.ge

უმრავლესობის აზრით, რადიკალური ლიბერტარიანიზმი და კომუნიზმი სრულიად ურთიერთსაპირისპირო იდეოლოგიებია. პირველი განადიდებს პირად თავისუფლებას, მეორე კი ზღუდავს მას. სინამდვილეში ეს ორი იდეოლოგია ერთმანეთის სარკისებური ანარეკლია. ორივე მათგანი ერთ კითხვაზე ცდილობს პასუხის გაცემას და ორივე ერთნაირად მარცხდება. იქ სადაც კომუნიზმი იყო, შედეგად ტანჯვა, სიღარიბე და ტირანია მივიღეთ. მეორეს მხრივ თუკი როდესმე უკიდურესი ლებერტარიანული რწმენები პრაქტიკაში განხორციელდება, ის აუცილებლდა ამგვარ კატასტროფამდე მიგვიყვანს.

დასაწყისში მოდით გავაკეთოთ გარკვეული განმარტებები. რადიკალურ ლიბერტარიანიზმში ჩვენ მოვიაზრებთ იდეოლოგიას, რომელიც ინდივიდუალურ თავისუფლებას ყველა სხვა ღირებულებაზე მაღლა აყენებს. ხოლო, კომუნუზმში ჩვენ ვგულისხმობთ იმ იდეოლიგიას, რომელიც ემხრობა სახელმწიფოს უკიდურეს დომინაციას ადამიანების როგორც პირად, ასევე ეკონომიკურ ცხოვრებაზე.

ზოგიერთი რადიკალი ლიბერტარიანელი, რომელიც აინ რანდის მოტრფიალეა, თავიანთ თანამოქალაქეებს ყოფს შემდეგნაირად: შემქმნელი – ჯონ გალტის პროტოტიპი და მიმღებები ყველა დანარჩენი, ვინც ჯონ გალტი არ არის.

ძმები კოხების მსგავსი ლიბერტარიანელები კი წარმოადგენენ ეკონომიკურ როიალისტებს, რომლებმაც „გაჟონვის ეკონომიკა“ (trickle-down economics) ახლიდან შეფუთეს, როგორც „ლიბერტარიანული პოპულიზმი“. არსებობენ ტეხასის სენატორის ტედ კრუზის მიმდევარი ლიბერტარიანელებიც, რომლის უმაღლეს მისწრაფებასაც სახელმწიფოს დახურვა წარმოადგენს. ლიბერტარიანელთა ნაწილი კი გადასახადების წინააღმდეგ მებრძოლი აქტივისტის გროვერ ნორქვისტის (Grover Norquist) მიმდევარია, რომელმაც კარიერა სახელმწიფოს შევიწროვების მცდელობით გაიკეთა.

დიახ, ამერიკის მთავარ ფასეულობას ნამდვილად წარმოადგენს თავისუფლება და შესაძლოა ქედმაღალი სახელმწიფო მართლაც არაჯანსაღია. გარშემო უამრავი თვითაღიარებული ლიბერტარიანელია, რომელთაც ეს იარლიკი ერთნაირსქესიანთა ქორწინების მხარდაჭერისა თუ სახელმწიფო თვალთვალის წინააღმდეგ აქტივიზმის დამსახურებით მიიღეს. მსგავსი სოციალური ლიბერტარიაენელები არ წარმოადგენენ პრობლემას. ნიჰილისტი, ანტი-სახელმწიფობრივად განწყობილი კოხის-კრუზის-ნორქვისტისა და პოლის (რონი და რენდი) სკოლის მიმდევარი ლიბერტარიანელები – აი სად უნდა ვხედავდეთ საფრთხეს.

ადამიანური ბუნება

კომუნიზმის მსგავსად, ლიბერტარიანული ფილოსოფიაც დეფექტიანია. ის კარგად არ იცნობს ადამიანურ ბუნებას და საზოგადოების მუშაობის პრინციპებს, იგი ასევე სასტიკ კრახს განიცდის გარემო ცვლილებებთან ადაპტაციის კუთხითაც. რადიკალური ლიბერტარიანიზმის გაგებით, ადამიანებს ეგოიზმი ამოძრავებთ, სინამდვიელში კი სწორედ თანმშრომლობაა ადამიანური ევოლუციის მწვერვალი. ლიბერტარინიზმს სჯერა, რომ საზოგადოებები თვითრეგულირებადი ეფექტური მექანიზმებია, რომელიც არ საჭიროებს წესებს და მისი დაცვის უზრუნველყოფას. სინამდვილეში, საზოგადეობები მყიფე ეკოსისტემების მსგავსად ადვილად მოიშლება და წაილეკება თვითნებურად მოქმედი წესების დამრღვევების მიერ. და ბოლოს, ლიბერტარიანიზმი ფანატიკურად დაჟინებით გვთავაზობს ყველა პრობლემიდან მხოლოდ ერთ გამოსავალს: სახელმწიფოს განზე გადგომას!

საოცრად მსგავსია კომუნიზმის მარცხიც სწორედ ამ სამი მიმართულებით. კომუნისტებსაც სულ ტყუილად ეგონათ, რომ ადამიანების მთავარი მოწოდება პროლეტარიატის სამსახურში მყოფ ჭანჭიკებად ყოფნა იყო. მათ ასევე სწამდათ, რომ საზოგადოებების მართვა მანქანების მსგავსი პრინციპით – ზემოდან ქვემოთ იყო შესაძლებელი. და ბოლოს, კომუნისტებიც ფანატიკურ სიხისტეს ამჟღავნებდნენ, როდესაც ხსნას მხოლოდ ერთ, ყოვლის მომცველ იდეოლოგიაში ხედავდნენ, რომლის გზაც ტოტალიტარიზმამდე მიდიოდა.

თუ როდესმე რადიკალური ლებერტარიანიზმი პრაქტიკაში ფართო მასშტაბით განხორცილდება, ის სრულ კატასტროფას გამოიწვევს.

ამ შემთხვევაში ამ ალბათობას პირობითად ვუშვებთ, ვინაიდან რადიკალურ ლიბერტარიანიზმს ერთი ფატალური ნაკლი აქვს: ის ვერასოდეს მოერგება ფუნქციურ საზოგადოებას. რას მოიმოქმედებდნენ რადიკალი ლიბერტარიანელები თუ როდესმე რეალური ძალაუფლება ჩაუვარდებოდათ ხელში. პრეზიდენტი პოლი გაცხარებული დახურავდა მთავრობას, რომ მოეხდინა კონგრესის მიერ მიღებული კანონების ანულირება. სახელმწიფო მდივანი ნორქვისტი გააუქმებდა შემოსავლების სამსახურს და პროგრესულ დაბეგვრას, რათა უკვე გამდიდრებულებს შეძლებოდათ გამორჩეულად ესარგებლათ უპირატესობებით, მაშინ როცა საშუალო კლასისთვის გათვლილი სამთავრობო პროგრამები სულს ღაფავს. კოხი საშინაო პოლისების მეშვეობით გააუქმებდა ყველა გარემოს დაცვით სტანდარტს ჰაერისა თუ წყლის დაბინძურებაზე, რათა გარემოს დამბინძურებლებს თავიანთი ხარჯები ჩვეულებრივი ხალხის ხარჯზე გადაეტანათ.

რადიკალი ლიბერტარიანელები შესანიშნავად მოახერხებენ ნგრევას, მაგრამ ძალიან მცირე კონცეფცია ექნებოდათ შექმნისა და მართვის თაობაზე. ლიბერტარიანიზმი თავის სრულ გამოხატულებას პოულობს ისეთ გაკოტრებულ ქვეყნებში, როგორიცაა სომალია.

უკიდურესი პოზიციები

ზოგიერთი ლიბერტარიანელის მტკიცებით, ჩვენ ქარის წისქვილებს ვებრძვით, ვინაიდან მათი ფილოსოფიის არცერთი სერიოზული მიმდევარი არ ემხრობა ისეთ რადიკალურ მიდგომებს, როგორიც ზემოთ აღვწერე. თუმცა, საპირისპიროს ამტკიცებს კრუზის, ნორქვისტისა და პოლის საჯარო განცხადებები. გონიერი ხალხი კამათობს იმაზე თუ რეგულირების რა გზებია საუკეთესო, რათა მთავრობამ ყველაზე ეფექტურად იმუშაოს და არა იმაზე, საერთოდ უნდა არსებობდეს თუ არა რეგულაციები ან თავად მთავრობა.

ამ ექსტრემიზმის ალტერნატივად უნდა განვიხილოთ თავისუფლებისა და თანამშრომლობის ნაზავი. ურთიერთკავშირი სოციალურ კეთილდღეობასა და ეკონომიკურ წარმატებას შორის შესაძლოა გრაფიკული მრუდის იმ მონაკვეთზე იყოს, რომელიც შორსაა როგორც წმინდა თავისუფლებისგან, ასევე წმინდა კომუნიტარიანიზმისგანაც. სწორედ აქ ეყრება საფუძველი ნამდვილ მოქალაქეობასა და ჯანსაღ კაპიტალიზმს.

ნამდვილი მოქალაქეობა იძლევა საშუალებას განვითარდეს მთლინად საზოგადოება და ეს ხდება სწორედ იმ მიზეზების გამო რასაც ვერ ჩაწვდა ვერც კომუნიზმი და ვერც ლიბერტარიანიზმი. იგი ეფუძნება ადამიანური ბუნების რეალისტურ კონცეფციებს, რაც გულისხმობს იმას, რომ ჩვენ უნდა ვითანამშრომლოთ რათა შესაძლებელი გახდეს კონკურენცია უფრო მაღალ საფეხურზე. ნამდვილი მოქალაქეობა ნიშნავს შევცვალოთ პოლიტიკა იმისთვის, რომ მოვერგოთ გარემო ცვლილებებს. ზოგ შემთხვევაში პრობლემის გადაჭრის გზებს სახელმწიფომდე მივყავართ, ზოგ შემთხვევაში კი არა.

თუ შეერთებულ შტატებს სურს განაგრძოს ადაპტაცია და განვითარება, საჭიროა დავინახოთ რომ თავისუფლება არ ნიშნავს ვალდებულებების ტვირთის მოხსნას ან არახელსაყრელი წესებისა თუ შეზღუდვების უგულვებელყოფას. თავისუფლება არის პასუხიმსგებლობა. კომუნიზმი დამარცხდა, რადგანაც ხალხს წაართვა პასუხმგებლობა თავიანთი თავის მართვაზე. უკიდურესი ინდივიდუალიზმის ქადაგებით ამასვე აკეთებს ლიბერტარიანიზმიც.

ერთია ეწინააღმდეგებოდე მთავრობის მიერ უკანონო თვალთვალს ან ზედმეტ ფედერალურ პროგრამებს, მეორე საქმეა გამოდიოდე მოწოდებებით სახელმწიფოს (როლის) გაუქმებაზე. დროა, მოვისროლოთ რადიკალური ლიბერტარიანიზმი ისტორიის სანაგვეზე თავის ბიძაშვილ კომუნიზმთან ერთად.


– ინგლისურიდან თარგმნა მაგდა ლაბაძემ.

– ილუსტრაცია გარეკანზე: © Richard Solomon

გააზიარეთ საოციალურ ქსელებში
Facebook
Twitter
Telegram
შეიძლება დაინტერესდეთ