განსაზღვრულია თუ არა სხვა ქვეყნების კონსტიტუციაში საგადასახადო პოლიტიკა?

Share on Facebook104Share on Google+0Tweet about this on Twitter0Share on LinkedIn0Email this to someone

2► წარმოგიდგენთ პარლამენტის ანალიტიკური სამსახურის მიერ მომზადებულ ტექსტს, რომელიც ეხება 55 სახელმწიფოს კონსტიტუციაში საგადასახადო პოლიტიკის განსაზღვრებას.

► შეგახსენებთ, რომ საქართველოს კონსტიტუცია კრძალავს ფისკალური პოლიტიკის სრულფასოვან გატარებას:

1. ის ავიწროვებს პოლიტიკის საგანს – საგადასახადო პოლიტიკა წარმოადგენს ერთ ერთ უმთავრეს საკითხს, რომელზეც აგებულია თანამედროვე პოლიტიკური დებატები. არსებული კონსტიტუცია საყოველთაოდ ადგენს ლიბერტარიანულ მიდგომას და ზღუდავს განსხვავებულ მემარცხენე ან ცენტრისტული პოლიტიკის არსებობის შესაძლებლობას. საგადასახადო პოლიტიკა არაა ისეთი ტიპის საკითხი, როგორიცაა ადამიანის საყოვლთაოდ აღიარებული უფლებები, რომლებიც არ ექვემდებარება გადახედვას!

2. შეუძლებელს ხდის ისეთი გადასახადების შემოღებას, როგორიცაა ეკოლოგიური გადასახადი, მემკვიდრეობის გადასახადი, პროგრესული გადასახადი და ა.შ. ეს ნიშნავს, იმას რომ სახელმწიფო უარს აცხადებს საგადასახადო პოლიტიკის უმთავრეს ფუნქციაზე – რესურსების სამართლიანობისა და გადახდისუნარიანობის პრინციპზე დაფუძნებული პოლიტიკის გატარებაზე (ეს არის თანამედროვე ცივილიზაცია). რა თქმა უნდა, ეს ძალაუფლებაში მყოფი ამა თუ იმ პარტიის პოლიტიკური არჩევანია, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ სხვა პარტიებს მომავალში აკრძალული უნდა ჰქონდეთ განსხვავებული პოლიტიკის გატარების შესაძლებლობა.

3. ახდენს მცირე სახელმწიფოს იდეის ინსტიტუციონალიზებას – რაც ასევე პოლიტიკური დებატების საგანია და არა დადგენილი ჭეშმარიტება, ასევე უალტერნატივოდ ადგენს ლიბერალურ მაკროეკონომიკურ პარამეტრებს.

© European.ge

შეკითხვა: „რომელი ქვეყნების კონსტიტუციები განსაზღვრავენ საგადასახადო პოლიტიკას და რა ფორმით? არსებობს თუ არა სხვადასხვა ქვეყნების კონსტიტუციებში აკრძალვა გადასახადების ზრდაზე და/ან ჩანაწერი პროგრესული გადასახადის შესახებ (Progressive Tax)“?

ონსტიტუციით გაწერილი საგადასახადო საკითხები საზღვარგარეთის ქვეყნებში

ჩვენ მიერ განხილული 55 ქვეყნის (შვეიცარია, მაკედონია, თურქეთი, უკრაინა, შვედეთი, ნორვეგია, პოლონეთი, პორტუგალია, რუმინეთი, რუსეთი, სან მარინო, სერბეთი, ესპანეთი, სლოვაკეთი, სლოვენია, გერმანია, საბერძნეთი, ისლანდია, უნგრეთი, ირლანდია, ფილიპინები, ისრაელი, იაპონია, საუდის არაბეთი, ლატვია, ლიტვა, ლიხტენშტეინი, ლუქსემბურგი, იტალია, მოლდავეთი, ნიდერლანდები, მონაკო, მონტენეგრო, მალტა, ჩეხეთი, ფინეთი, დანია, ესტონეთი,   საფრანგეთი, სინგაპური, სამხრეთ კორეა, ტაივანი, ტაილანდი, ვიეტნამი, არაბეთის გაერთიანებული საემიროები, აზერბაიჯანი, ანდორა, სომხეთი, ალბანეთი, ავსტრია, ბელგია, ბოსნია-ჰერცეგოვინა, ხორვატია, ბულგარეთი, კვიპროსი) კონსტიტუციის თანახმად,

52 ქვეყანაში (ნორვეგია, პოლონეთი, პორტუგალია, რუმინეთი, რუსეთი, სინგაპური, აივანი, ტილანდი, ვიეტნამი, არაბეთის გაერთიანებული საემიროები, გერმანია, საბერძნეთი, ისლანდია, ირლანდია, სომხეთი, ანდორა, ესპანეთი, მოლდოვა, ნიდერლანდები, მონაკო, მონტენეგრო, მალტა, ფილიპინები, ისრაელი, იაპონია, საუდის არაბეთი, ლიხტენშტეინი, ლიტვა, ლუქსემბურგი, ჩეხეთი, ფინეთი, საფრანგეთი, შვეიცარია, მაკედონია, თურქეთი, ბელგია,ბულგარეთი, ბოსნია-ჰერცეგოვინა, სლოვაკეთი, სლოვენია, სერბეთი,   უკრაინა, უნგრეთი, ლატვია, იტალია, დანია, ესტონეთი, სამხრეთ კორეა, უნგრეთი, აზერბაიჯანი, ალბანეთი) საგადასახადო საკითხები /1/ რეგულირდება საგადასახადო კანონმდებლობით. ამ ქვეყნებიდან 12 ქვეყანაში   (სლოვაკეთი, სლოვენია, სერბეთი, უკრაინა, უნგრეთი, ლატვია, იტალია, დანია, ესტონეთი, სამხრეთ კორეა, აზერბაიჯანი, ალბანეთი) კონსტიტუციაში გაწერილია, რომ რეფერენდუმის ჩატარება არ შეიძლება გადასახადების, მოსაკრებლების და ეროვნული ბიუჯეტის საკითხებთან დაკავშირებით. ხოლო 2 ქვეყანაში (ავსტრია ა ხორვატია) აღნიშნულ საკითხებზე რეფერენდუმის ჩატარება კონსტიტუციებში მკაფიოდ არ არის გაწერილი. 3 ქვეყნის (სან მარინო, შვედეთი და ბოსნია-ჰერცეგოვინა) კონსტიტუციაში საგადასახადო საკითხები გაწერილი საერთოდ არ არის.

რედუის   ჩატარება   გადასახადების,   მოსაკრებლების   და   ეროვნული   ბიუჯეტის სითხებთან დაკავშირებით.

  1. რეფერენდუმის ჩატარების აკრძალვა კონსტიტუციით

ერბეთში რეფერენდუმი არ შეიძლება გაიმართოს ფისკალური და სხვა საფინანსო კანონებთან დაკავშირებით. ასევე, ბიუჯეტთან და ფინანსურ ანგარიშთან დაკავშირებით. (მუხ.108).

ლოვაკეთში რეფერენდუმის გამართვა არ შეიძლება ძირითადი უფლებების, თავისუფლებების, გადასახადების, მოსაკრებლების და ნაციონალური ბიუჯეტის საკითხებთან დაკავშირებით. (მუხ.93).

ლოვენიაში რეფერენდუმის გამართვა არ შეიძლება გადასახადებთან, საბაჟო მოსაკრებლებთან და სავალდებულო გადასახადებთან დაკავშირებით. (მუხ.90).

ანიაში საფინანსო, დამატებით ასიგნებათა, დროებით ასიგნებათა, სახელმწიფო სამსახურის (კანონში შეტანილი შესწორებები), ხელფასისა და პენსიის, ნატურალიზაციის, ექპროპრიაციის, საგადასახადო დაბეგვრის (Taxation) (პირადაპირი და არაპირდაპირი) შესახებ კანონპროექტები, აგრეთვე კანონპროექტები, რომელთა მიზანია არსებული საერთაშორისო სამართლებრივი ვალდებულების შეცვლა არ შეიძლება იყოს რეფერენდუმის საგანი.(მუხ.19).

აინაში რეფერენდუმი არ ტარდება იმ კანონპროექტებზე, რომლებიც გადასახადებს, ბიუჯეტს და ამნისტიას ეხება (მუხ. 74).

უნგრეთში ეროვნული რეფერენდუმის გამართვა დაუშვებელია ცენტრალური გადასახადების, ადგილობრივი გადასახადებისა და საბაჟო მოსაკრებლების თაობაზე.(მუხ.8).

ლატვიაში არ შეიძლება რეფერენდუმზე გატანილ იქნას ბიუჯეტი და კანონები სესხებზე, გადასახადებზე, საბაჟო მოსაკრებლებზე, სარკინიგზო ტარიფებზე.(მუხ.73).

იტალიაში რეფერენდუმი არ დაიშვება გადასახადებისა და ბიუჯეტის კანონებთან, ამნისტიისა და შეწყალების, საერთაშორისო ხელშეკრულებების რატიფიკაციის დამტკიცების თაობაზე. (მუხ.75) .

სტონეთში ბიუჯეტის, მოსაკრებლების, სახელმწიფო ფინანსური ვალდებულებების, საერთაშორისო   ხელშეკრულებების   რატიფიცირებისა   და   დენონსირების,   საგანგებოს სიტუაციების შემოღებისა და გაუქმების, აგრეთვე სახელმწიფო თავდაცვის შესახებ საკითხები რეფერენდუმის კენჭისყრის საკითხი არ შეძლება იყოს. (მუხ.106).

ხრეთ კორეაში საკითხების ჩამონათვალი, რომლებთან დაკავშირებითაც იმართება რეფერენდუმი არ მოიცავს გადასახადებს. (მუხ. 72).

აზერბაიჯანში რეფერენდუმის გამართვა დაუშვებელია შემდეგ საკითხზე:   გადასახადები და სახელმწიფო ბიუჯეტი. (მუხ.3).

ალბანეთის რესპუბლიკის ბიუჯეტთან , გადასახადებთან და სახელმწიფო ფინანსურ ვალდებულებებთან დაკავშირებული საკითხები არ შეიძლება განხილული იქნეს რეფერენდუმზე. (მუხ.151)

  1. რეფერენდუმის ჩატარება კონსტიტუციებში მკაფიოდ არ არის გაწერილი

ავსტრიაში პრინციპულ და საერთო ავსტრიული მნიშვნელობის საკითხებთან დაკავშირებით, ფედერალური კანონმდებლის მიერ რეგულირებას მიკუთვნებული სახალხო გამოკითხვა ტარდება, თუ ეროვნული საბჭო იღებს ამის შესახებ გადაწყვეტილებას თავის წევრთა ან ფედერალური მთავრობის მოთხოვნით მთავარ კომიტეტში წინასწარი განხილვის შემდეგ. არჩევნებთან დაკავშირებული საკითხები, აგრეთვე იმ საქმეებზე, რომლებზეც გადაწყვეტილება უნდა მიიღოს სასამართლომ ან ადმინისტრაციულმა ორგანომ, არ შეიძლება იყოს სახალხო გამოკითხვის საგანი. (მუხ. 49 ბ).

ხორვატიის საბორს შეუძლია დანიშნოს რეფერენდუმი კონსტიტუციის გადასინჯვის ან კანონპროექტის წინადადების თაობაზე ან მის კომპეტენციას მიკუთვნებულ სხვა საკითხებზე. რესპუბლიკის პრეზიდენტს შეუძლია, მთავრობის წინადადებით და პრემიერ-მინისტრის თანახელმოწერით, დანიშნოს რეფერენდუმი კონსტიტუციის გადასინჯვის წინადადების თაობაზე ან ხორვატიის რესპუბლიკის დამოუკიდებლობის, ერთიანობის და არსებობისათვის მნიშვნელოვან სხვა საკითხებზე. (მუხ.87)

ონსტიტუციაში გაწერილი საგადასახადო საკითხები

ანეთის კონსტიტუციის 31-ე და 133 მუხლების თანახმად ყველა მოქალაქეს შეაქვს თავისი წვლილი, თავისი ეკონომიკური შესაძლებლობების ფარგლებში, სახელმწიფო გასავლების მხარდაჭერისთვის, სამართლიანი საგადასახადო სისტემის მეშვეობით, რომელიც დაფუძნებულია თანასწორობის და პროგრესული გადასახადის პრინციპებზე. ეს პრინციპები არ უნდა სცილდებოდეს კონფისკაციურ ზღვარს (confiscatory scope). გადასახადების გაზრდის ძირითადი უფლება ეკუთვნის სახელმწიფოს კანონის შესაბამისად. თვითმმართველობებს და ადგილობრივ ხელისუფლებებს შეუძლიათ გადასახადის დაწესება და ამოღება კონსტიტუციისა და კანონების შესაბამისად. ნებისმიერი ფისკალური შემოსავალი, რომელიც გავლენას ახდენს სახელმწიფო გადასახადზე, უნდა დადგინდეს კანონის ძალით.

ლოვაკეთის კონსტიტუციის 59-ე მუხლის თანახმად გადასახადები და მოსაკრებლები იკრიფება ნაციონალურ და ადგილობრივ დონეებზე.

ლოვენიის კონსტიტუციის147-ე   მუხლის თანახმად სახელმწიფო აწესებს   გადასახადებს, საბაჟო მოსაკრებლებს და სხვა სახის მოსაკრებლებს კანონით.

ერბეთის კონსტიტუციის თანახმად გადასახადებისა და სხვა ჯარიმების ამოღების მიზნით ქონების ჩამორთმევა ან შეზღუდვა დაშვებულია კანონის თანახმად. (მუხ. 58)

შვეიცარიის კონსტიტუციაში ჩამოთვლილია გადასახადების სახეები და თითოეულს ცალკე თავი აქვს დათმობილი. პროგრესული გადასახადის შესახებ ჩანაწერი არ არის.

ონიის ყველა მოქალაქე ვალდებულია გადაიხადოს გადასახადი და სხვა სახის მოსაკრებლები (მუხ. 33).

თუქეთის კონსტიტუციის თანახმად ყველა მოქალაქე ვალდებულია გადაიხადოს გადასახადი თავისი ფინანსური რესურსების შესაბამისად სახელმწიფო ხარჯებისთვის. საგადასახადო   ვალდებულებების   სამართლიანი   და   გაწონასწორებული   განაწილება ფისკალური პოლიტიკის სოციალურ მიზანს წარმოადგენს. გადასახადების, მოსაკრებლების და სხვა სახის ფინანსური ვალდებულებების დაწესება, მასში შესწორებების შეტანა და ანულირება ხდება მხოლოდ კანონის საფუძველზე. მინისტრთა საბჭო უფლებამოსილია შეამციროს გადასახადების, მოსაკრებლების და სხვა სახის ფინანსურო ვალდებულებების მინიმალური და მაქსიმალური ზღვარი კანონით დადგენილი წესის შესაბამისად. (მუხ. 73).

უკრაინაში კონსტიტუციით   ყველა   მოქალაქე   ვალდებულია   გადაიხადოს   კანონით განსაზღვრული გადასახადები და მოსაკრებლები (მუხ. 67).

გერმანიის კონსტიტუციის 105-ე მუხლის თანახმად ფედერაციას გააჩნია განსაკუთრებული კომპეტენცია საბაჟო და საგადასახადო კანონმდებლობაში. ფედერაციას გააჩნია კონკურენტული კანონმდებლობის მირების კომპეტენცია სხვა გადასახადებთან დაკავშირებით, თუ მას მთლიანად ან ნაწილობრივ ეკუთვნის აღნიშნული გადასახადებისაგან მიღებული შემოსავალი. მიწებს გააჩნიათ უფლებამოსილება , გამოსცენ კანონმდებლობა ადგილობრივ გადასახადებზე სამომხმარებლო და ხარჯების სფეროში. ფედერალური კანონები იმ გადასახადების შესახებ, რომელთაგან მიღებულ შემოსავალს მთლიანად ან ნაწილობრივ იღებენ   მიწები ან მუნიციპალიტეტები (მუნიციპალური გაერთიანებები), საჭიროებენ ბუნდესრატის თანხმობას. გერმანიის ფედერაციის კონსტიტუციის 106-ე მუხლის თანახმად ფედერაციას ეკუთვნის შემოსავლები შემდეგი სახის გადასახადებისაგან:

  • საბაჟო მოსაკრებელი;
  • არაპირდაპირი სამომხმარებლო გადასახადი, თუ მისგან მიღებული შემოსავალი არ ეკუთვნის მიწებს, ფედერაციასა და მიწებს ერთობლივად ან მხოლოდ თემებს თემებს;
  • გზების მოხმარების გადასახადი და ავტოსატრანსპორტო საშუალებების გადასახადი;
  • გადასახადი კაპიტალის ბრუნვაზე, დაზღვევის გადასახადი და გადასახადი გაცვლით ოპერაციებზე;
  • ქონების ერთჯერადი გადასახადი და ხარჯების დასაბალანსებელი საკომპენსაციო მოსაკრებელი;
  • საშემოსავლო და კორპორატიული გადასახადი;
  • მოსაკრებლები დაწესებული ევროპის თანამეგობრობის ფარგლებში; მიწებს ეკუთვნით შემოსავლები მიღებული შემდეგი გადასახადებისაგან:
  • ქონების გადასახადი;
  • სამემკვიდრეო გადასახადი;
  • ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე გადასახადი;
  • გადასახადი ლუდზე;
  • სათამაშო ბიზნესის გადასახადი.

ბერძნეთის კონსტიტუციის 78-ე მუხლის თანახმად არც ერთი გადასახადი არ შეიძლება დაწესდეს პარლამენტის მიერ მიღებული კანონის გარეშე, რომელიც განსაზღვრავს გადასახადით დაბეგვრის სუბიექტს, შემოსავალს, საკუთრების სახეს, ხარჯებსა და ფინანსურ ოპერაციებს ან მათ კატეგორიებს, რომელთაც მიეკუთვნება აღნიშნული გადასახადი. გადასახადი ან სხვა ფინანსური ტვირთი არ შეიძლება დაკისრებულ იქნეს კანონით, რომელსაც გააჩნია უკუქცევითი ძალა იმ საფინანსო წელზე, რომელიც წინ უძღოდა მოცემული გადასახადის შემოღებას. გამონაკლისის სახით იმპორტისა და ექსპორტის საბაჟო გადასახადის, აგრეთვე საშემოსავლო გადასახადის დაწესებისას ან გაზრდისას დაიშვება მათი ამოღება პარლამენტში შესაბამისი კანონპროექტის წარდგენის დღიდან, თუ კანონპროექტის გამოქვეყნება მოხდა კონსტიტუციით   გათვალისწინებულ   ვადაში, მაგრამ საპარლამენტო სესიის დამთავრებიდან არაუგვიანეს 10 დღისა. საკანონმდებლო უფლებამოსილებათა დელეგირება დაუშვებელია ისეთ საკითხებზე, როგორებიცაა საგადასახადო დბეგვრის ობიექტი, საგადასახადო განაკვეთი, საგადასახადო შეღავათი, გადასახადისაგან გათავისუფლება და პენსიის დანიშვნა.

ლანდიის კონსტიტუციის 40-ე და 77-ე მუხლების თანახმად გადასახადის დაწესება, შეცვლა ან გაუქმება შეიძლება მხოლოდ კანონით. გადასახადებთან დაკავშირებული საკითხები რეგულირდება კანონით. არ შეიძლება გადასახადის დაწესების, შეცვლის ან გაუქმების უფლებამოსილების სახელმწიფო ორგანოებისთვის გადაცემა. არც ერთი გადასახადის გადახდევინება არ შეიძლება, თუ იგი კანონით არ იყო ნებადართული იმ ფაქტების წარმოშობისას, რომლებიც საფუძვლად დაედო გადასახადის გადახდევინებას.

უნგრეთის კონსტიტუციის 37-ე მუხლის თანახმად თუ სახელმწიფო ვალი გაუტოლდება

მთლიანი შიდა პროდუქტის ნახევარს, მაშინ საკონსტიტუციო სასამართლო უფლებამოსილია გადახედოს საგადასახადო და საბაჟო კანონმდებლობას, შესაბამისობაში მოდის თუ არა კონსტიტუციის იმ ძირითად პრინციპებთან, რომელიც გულისხმობს ადამიანის უფლებების, ღირსების, თავისუფლებისა და რელიგიური შეხედულებების დაცვას და პირადაპირ კავშირშია უნგრეთის მოქალაქეობასთან და თუ ასეთი პრინციპები ირღვევა, მაშინ უფლებამოსილია გააუქმოს აღნიშნული კანონმდებლობა.

ირლანდიის კონსტიტუციის 21-ე მუხლის თანახმად საფინანსო კანონპროექტები /2/  შეიძლება ინიცირებულ იქნეს მხოლოდ ირლანდიის წარმომადგენელტა პალატაში.

ორვეგიის ონსტიტუციით მეფე უზრუნველყოფს   გადასახადებისა და მოსაკრებლების აკრებას (მუხ. 18). სტორტინგი (პარლამენტი) აწესებს გადასახადებს, მოსაკრებლებს (მუხ. 75).

ოლონეთში ყველამ უნდა შეასრულოს დაკისრებული პასუხისმგებლობები და საზოგადოებრივი მოვალეობები, კანონით გათვალისწინებული გადასახადების გადახდის ჩათვლით (მუხ. 84). ადგილობრივი მმართველობის ორგანოებს უფლება აქვთ დააწესონ გადასახადები და მოსაკრებლები კანონით გათვალისწინებული ოდენობით (მუხ. 168). გადასახადების, მოსაკრებლების დაწესება, განაკვეთის დადგენა, საგადასახადო შეღავათებისა და გადასახადებისაგან გათავისუფლების პირობები დაწესება, გადასახადის გადამხდელთა იმ კატეგორიების დადგენა, რომლებიც გათავისუფლებულების არიან გადახდისაგან, ხდება კანონით (მუხ. 217).

ორტუგალიაში ოჯახის დაცვის მიზნით სახელმწიფო ვალდებულია დაადგინოს გადასახადები და სოციალური შეღავათები ოჯახის ხარჯების გათვალისწინებით და მის შესაბამისად (მუხ.67-2ვ). გადასახადები დგინდება კანონებით, რომლებშიც გათვალისწინებულია მოქმედების სფერო, ფისკალური შეღავათები და გარანტიები გადასახადის გადამხდელთათვის.   არავის შეიძლება დაეკისროს ისეთი გადასახადების გადახდის ვალდებულება, რომლებიც არ არის დადგენილი კონსტიტუციის შესაბამისად, არის რეტროაქტიული ხასიათის, ან არ არის დაწესებული და არ იკრიბება კანონით დადგენილი წესით (მუხ. 103-2, 3). პირადი საშემოსავლო გადასახადის მიზანი უნდა იყოს უთანასწორობის შემცირება, ის უნდა იყოს ერთი (single) და პროგრესული და გადაიხდებოდეს ოჯახის საჭიროებებისა და შემოსავლების გათვალისწინებით. დაწესებულებებისთვის დადგენილი გადასახადები უნდა შეესაბამებოდეს მათ შემოსავლებს. აქტივების დაბეგვრა ხელს უნდა

უწყობდეს მოქალაქეთა შორის თანასწორობის შენარჩუნებას. სამომხმარებლო დაბეგვრა უნდა ახდენდეს სამომხმარებლო სტრუქტურის ადაპტირებას ეკონომიკური განვითარებისა და

სოციალური სამართლიანობის მოთხოვნების ევოლუციასთან, და უნდა ზრდიდეს ფასებს ფუფუნების საგნებზე (მუხ. 104). ავტონომიურ რეგიონებს უფლება აქვთ გამოიყენონ კანონით მინიჭებული უფლება და დააწესონ გადასახადები (მუხ. 227-1). ადგილობრივ ხელისუფლებას კანონით მინიჭებული აქვს გადასახადების დაწესების უფლება (მუხ. 238). მუნიციპალიტეტებს უფლება აქვთ მიიღონ წილი პირდაპირი გადასახადებიდან მიღებული შემოსავლებიდან კანონით დადგენილი წესით. მუნიციპალიტეტებს აქვთ საკუთარი საგადასახადო შემოსავლების მიღების უფლება (მუხ. 254-1, 2).

რუინეთში გადასახადები, მოსაკრებლები და სახელმწიფო ბიუჯეტის და სახელმწიფო სოციალური დაცვის ბიუჯეტის სხვა შემოსავლები დგინდება მხოლოდ კანონით. ადგილობრივი გადასახადები და მოსაკრებლები დგინდება ადგილობრივი ან საოლქო საბჭოების მიერ კანონით განსაზღვრულ ფარგლებში (მუხ. 139-1, 2).

რუსეში სავალდებულოა   კანონით დაწესებული გადასახადებისა და მოსაკრებლების გადახდა. კანონს, რომელიც ადგენს ახალ გადასახადს ან აუარესებს გადასახადის გადამხდელთა მდგომარეობას, არ გააჩნია რეტროაქტიული ძალა (მუხ. 57). გადასახადები, რომლებიც შედის ფედერალურ ბიუჯეტში, ასევე დაბეგვრისა და გადასახადების აკრეფის ზოგადი პრინციპები დგინდება ფედერალური კანონით (მუხ. 75). გადასახადების დაწესების ან გაუქმების, გადახდისაგან გათავისუფლების შესახებ კანონპროექტების ინიცირება შეიძლება მხოლოდ რუსეთის ფედერაციის მთავრობის დასკვნის არსებობის შემთხვევაში (მუხ. 104). ადგილობრივი გადასახადები და მოსაკრებლები დგინდება ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიერ (მუხ. 132).

ლიტვაში კონსტიტუციის 122-ე და 127-ე მუხლების თანახმად სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლების ფორმირება ხდება გადასახადების, სავალდებულო ფულადი გადასახდელების, მოსაკრებლების, სახელმწიფო ქონების შემოსავლებისა და სხვა შენატანების ხარჯზე. გადასახადები და სხვა საბიუჯეტო გადასახდელები და მოსაკრებლები დგინდება ლიტვის რესპუბლიკის კანონებით.       მუნიციპალურ საბჭოებს უფლება აქვთ კანონით გათვალისწინებულ ფარგლებში და წესით დაადგინონ ადგილობრივი მოსაკრებლები, თავიანთი ბიუჯეტის ხარჯზე გაითვალისწინონ გადასახადებსა და მოსაკრებლებზე შეღავათები. გადასახადები და სხვა საბიუჯეტო გადასახდელები და მოსაკრებლები დგინდება ლიტვის რესპუბლიკის კანონებით.

ლუქსემბურგის კონსტიტუციით (მუხლები 99,100,101,102) გადასახადები დგინდება მხოლოდ კანონით. კომუნის არანაირი დაბეგვრა არ შეიძლება დაწესდეს კომუნის საბჭოს თანხმობის გარეშე. კანონი განსაზღვრავს კომუნის გადასახადების დაკისრების სფეროში გამონაკლისებს, რომელთა   საჭიროება   დასტურდება   გამოცდილებით.   სახელმწიფოს   სასარგებლოდ გადასახადებს კენჭი ეყრებათ ყოველწლიურად. მისი წარმდგენი კანონმდებლობა ძალაში

შედის მიღებიდან ერთი წლის შემდეგ. არანაირი პრივილეგიები არ შეიძლება დაწესდეს გადასახადების დაკისრების სფეროში. ყოველგვარი გადასახადისგან გათავისუფლება ან მათი შემცირება დგინდება მხოლოდ კანონით. დაუშვებელია მოქალაქეებისაგან რომელიმე გადასახადის მოთხოვნა, გარდა კანონში მითითებული გამონაკლისი შემთხვევებისა.

ლიხტენშტეინის კონსტიტუციით სახელმწიფო უზრუნველყოფს, სამართლიანი საგადასახადო კანონმდებლობის მიღებას, რომლის მიხედვითაც არ იბეგრება საარსებო მინიმუმი, არამედ დაბეგვრა გათვლილია უფრო მაღალ შემოსავლებსა და ქონებაზე.   (მუხ.24)

ჩეხეთის კონსტიტუციის 11-ე მუხლის თანახმად გადასახადებისა და მოსაკრებელის დაწესება ხორციელდება მხოლოდ კანონის შესაბამისად.

სტონეთში კონსტიტუციით სახელმწიფო გადასახადები, შემოწირულობები, მოსაკრებლები, ჯარიმები და სავალდებულო სადაზღვევო გადასახადები დგინდება შესაბამისი კანონით. (მუხ.113)

ფინეთში კონსტიტუციის 81-ე მუხლის თანახმად სახელმწიფო გადასახადები დგინდება კანონით, რომელიც უნდა შეიცავდნენ დებულებებს საგადასახადო ვალდებულებების საფუძვლების, გადასახადების ოდენობისა და გადასახადების გადამხდელების სამართლებრივი დაცვის შესახებ. დებულებები სახელმწიფოს ფუნქციების, მომხმარლებლებისა და სახელმწიფო ორგანოების სხვა საქმიანობისთვის მოსაკრებლის დაკისრების და მათი ოდენობის შესახებ დგინდება კანონით.

აფრანგეთში კონსტიტუციის მიხედვით გადასახადების შესახებ კანონს იღებს პარლამენტი. აღნიშნული კანონმდებლობა (საგადასახადო) ადგენს ნორმებს, რომლებიც ეხება გადასახადებისა და ყველა სხვა სახის გადასახდელების საფუძვლებს, განაკვეთებსა და აკრეფის პირობების დადგენას; ფულის ემისიის წესს.(მუხ. 34)

ალტას კონსტიტუციის 73-ე მუხლის თანახმად გარდა პრეზიდენტის რეკომენდაციით მინისტრის მიერ წარმოდგენილი შეთავაზებისა, წარმომადგენლობითმა პალატამ არ უნდა მისცეს მსვლელობა რაიმე სახის კანონპროექტს (კანონპროექტში ნებისმიერი სახის ცვლილების შეტანის ჩათვლით), რომელიც ხელმძღვანელი პირის აზრით, ითვალისწინებს ნებისმიერი სახის გადასახადის, ნებისმიერი სახის საშემოსავლო გადასახადის ან მალტის სხვა ფულადი სახსრების დაკისრებას ან გაზრდას, ან ნებისმიერი ასეთი სახის გადასახადების ცვლილებას, მათ შორის იგულისხმება მათი შემცირებაც.

ონტენეგროს კონსტიტუციით     სახელმწიფო     უნდა     დაფინანსდეს     გადასახადების, მოსაკრებლებისა და სხვა შემოსავლების საშუალებით. ყველამ უნდა გადაიხადოს გადასახადები და სხვა მოსაკრებლები. გადასახადები და სხვა მოსაკრებლები დგინდება მხოლოდ კანონით. (მუხ. 142)

ონაკოში კონსტიტუციის 70-ე მუხლის თანახმად,   ეროვნული საბჭო იღებს ბიუჯეტს. არანაირი პირდაპირი ან ირიბი გადასახადი არ შეიძლება დადგენილ იქნეს, თუ არა კანონით. ყოველი შეთანხმება ან საერთაშორისო ხელშეკრულება, რომელიც ადგენს ამგვარ გადასახადს, ძალაში შესასვლელად რატიფიცირებულ უნდა იქნეს მხოლოდ კანონით.

ოლდოვას კონსტიტუციით (მუხლები 58; 132) მოქალაქეები ვალდებულნი არიან მონაწილეობდნენ საზოგადოებრივ შემოსავლებში გადასახადებისა და მოსაკრებლების გადახდის მეშვეობით. კანონით გათვალისწინებული საგადასახადო სისტემა უნდა უზრუნველყოფდეს საგადასახადო ტვირთის სამართლიან განაწილებას. ყოველგვარი გადასახადი აკრძალულია, გარდა კანონით დადგენილისა. გადასახადები, მოსაკრებლები და სახელმწიფო ბიუჯეტის, სახელმწიფო სოციალური დაზღვევის ბიუჯეტისა და რაიონების, ქალაქებისა და სოფლების ბიუჯეტების სხვა შემოსავლები დგინდება კანონის თანახმად შესაბამისი წარმომადგენლობითი ორგანოების მიერ. ნებისმიერი სხვა სახის დაბეგვრა აკრძალულია.     სახელმწიფოსგან მიღებული გასამრჯელო, ასევე მათი მოვალეობის შესრულების სანაცვლოდ მიღებული სხვა სახსრები, თავისუფალია გადასახადებისგან.

იდერლანდების კონსტიტუციის თანახმად (მუხლები 40; 104; 132) მეფემ უნდა მიიღოს წლიური გასამრჯელო სახელმწიფოსგან პარლამენტის აქტით დადგენილი წესით. აქტში აგრეთვე მითითებული უნდა იყოს, თუ სამეფო სახლის რომელი სხვა წევრები მიიღებენ გასამრჯელოს სახელმწიფოსგან და აღნიშნული უნდა იყოს გასამრჯელოს ოდენობა. გარდა ამისა, თუ მეფე ან მისი სავარაუდო მემკვიდრე მიიღებს რაიმეს სამეფო სახლისგან მემკვიდრეობით ან საჩუქრად, თავისუფალი იქნება ქონების გადაცემის გადასახადებისგან. გადასახადებისგან დამატებითი გათავისუფლება შესაძლებელია პარლამენტის აქტით. წინა პუნქტებით გათვალისწინებულ საკითხებთან დაკავშირებული კანონპროექტები მიიღება გენერალური შტატების მიერ ხმათა არა ნაკლებ ორი მესამედით. სახელმწიფოს მიერ დაკისრებული გადასახადები უნდა აიკრიფოს პარლამენტის აქტის შესაბამისად. სახელმწიფოს მიერ დაწესებული სხვა გადასახდელები რეგულირდება პარლამენტის აქტით. გადასახადები, რომელთა დაწესების უფლებამოსილება გააჩნიათ პროვინციისა და მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ორგანოებს, ასევე ცენტრალური მთავრობის, პროვინციებისა და მუნიციპალიტეტების ფინანსური ურთიერთობა რეგულირდება პარლამენტის აქტით.

ბელგიის კონსტიტუციის მიხედვით არ შეიძლება სახელმწიფოს სასარგებლოდ დაწესდეს რაიმე სახის გადასახადი, თუ არა კანონით. გაერთიანების ან რეგიონის სასარგებლოდ არ შეიძლება დაწესდეს, რაიმე სახის გადასახადი, თუ არა დეკრეტით ან 134-ე მუხლში მითითებული წესით. რაც შეეხება პირველ აბზაცში მითითებულ გადასახადებს, კანონი ადგენს გამონაკლისებს, რომელთა აუცილებლობაც დასაბუთებულია. არ შეიძლება პროვინციამ დააწესოს რაიმე სახის გადასახადი ან მოსაკრებელი, თუ არა მისი საბჭოს გადაწყვეტილებით. რაც შეეხება პირველ ნაწილში მითითებულ გადასახადებს, კანონი ადგენს გამონაკლისებს, რომელთა აუცილებლობაც დასაბუთებულია. კანონს შეუძლია მთლიანად ან ნაწილობრივ აკრძალოს პირველ პარაგრაფში მითითებული გადასახადები. არანაირი გადასახადი არ შეიძლება დაწესდეს კომუნების ფედერაციების ან კომუნების მიერ, თუ არა მათი საბჭოების გადაწყვეტილებით. რაც შეეხება პირველ პარაგრაფში მითითებულ გადასახადებს, კანონი ადგენს გამონაკლისებს, რომელთა აუცილებლობაც დასაბუთებულია. (მუხ. 170).

სახელმწიფოს, გაერთიანების და რეგიონის სასარგებლოდ გადასახადებს კენჭი ეყრება ყოველწლიურად. გადასახადების განმსაზღვრელი ნორმები ძალაშია ერთი წლის განმავლობაში, თუ მათ არ განაახლებენ. (მუხ.171).

გადასახადების სფეროში არ შეიძლება დაწესდეს რაიმე სახის პრივილეგიები. ნებისმიერი საგადასახადო გამონაკლისი ან გადასახადის შემცირება შეიძლება დადგინდეს მხოლოდ კანონით. (მუხ.172).

არ შეიძლება მოქალაქეებს მოეთხოვოთ რაიმე სახის გადასახადი, გარდა სახელმწიფოს, გაერთიანების, რეგიონის, ურბანული ერთეულის, კომუნათა ფედერაციის ან კომუნის სასარგებლოდ გადასახადის გადახდისა. (მუხ.173).

ბულგარეთის კონსტიტუციით მოქალაქეებმა უნდა გადაიხადონ კანონით განსაზღვრული გადასახადები და მოსაკრებლები მათი ქონებისა და შემოსავლის შესაბამისად. საგადასახადო შეღავათები და გადასახადების ზრდა შიძლება განისაზღვროს მხოლოდ კანონით. (მუხ.60). ეროვნული კრება ადგენს გადასახადებს და მათ ოდენობას. (მუხ.84).

მუნიციპალური საბჭო განსაზღვრავს ადგილობრივი გადასახადების ოდენობას კანონით განსაზღვრული პირობებით, პროცედურითა და ფარგლებში. მუნიციპალური საბჭო განსაზღვრავს ადგილობრივი მოსაკრებლების ოდენობას კანონით დადგენილი წესით. (მუხ.141).

ხორვატიაში კონსტიტუციით ყველა უნდა მონაწილეობდეს სახელმწიფო გასავლების ანაზღაურებაში თავისი ეკონომიკური შესაძლებლობების შესაბამისად. საგადასახადო სისტემა ეფუძნება თანასწორობისა და სამართლიანობის პრინციპს. (მუხ.51).

იპროსში კონსტიტუციის თანახმად დაუშვებელია ადამიანს მოეთხოვოს რაიმე სახის გადასახადის ან ბაჟის გადახდა, რომელთაგან მიღებული შემოსავალი მთლიანად ან ნაწილობრივ მიმართულია მისი რელიგიური მიზნების მიღწევისაკენ. (მუხ18.8). გადასახადების, ბაჟის ან სხვა სახის მოსაკრებლის აკრეფა უნდა ხორციელდებოდეს კანონითა და მის საფუძველზე მიღებული დადგენილებებით. არცერთ გადასახადს, ბაჟს ან სხვა სახის მოსაკრებელს არ უნდა ჰქონდეს უკუქცევითი ძალა. საიმპორტო ბაჟის გადახდა შეიძლება შემოღებულ იქნეს მხოლოდ შესაბამისი კანონპროექტის განსახილველად წარდგენის დღიდან. არცერთი გადასახადი, ბაჟი თუ მოსაკრებელი, გარდა საბაჟოზე გადასახდელი ბაჟისა, არ შეიძლება იყოს დესტრუქციული ან აკრძალვითი ხასიათის. (მუხ.24).

თითოეული თემის კრება, უფლებამოსილია, საკუთარ თემთან მიმართებით, კონსტიტუციის ფარგლებში, განახორციელოს საკანონმდებლო ხელისუფლება: საკითხებზე, რომლებიც დაკავშირებულია თემის წევრებისათვის სულადობრივი გადასახადებისა და შენატანების დაკისრებასთან. (მუხ.87.1).

ამავე კონსტიტუციის 87.2-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ პუნქტის დებულებისგან არაფერი არ უნდა განიმარტოს, როგორც კონსტიტუციის დებულების შესაბამისად წარმომადგენელთა პალატის მიერ სულადობრივი გადასახადების დაწესების უფლებამოსილების რაიმე სახით შემზღუდველი.

თემის კრების მოთხოვნის შემთხვევაში მის მიერ დაწესებული გადასახადები აიკრიფება მისთვის და აღნიშნული თემის კრებას გადაეცემა რესპუბლიკის ორგანოების მიერ. (მუხ.87.3) თურქი   მაცხოვრებლებისათვის   რესპუბლიკის ხუთ ყველაზე დიდ   ქალაქში: ნიქოზიაში, ლიმასოლში, ფამაგუსტაში, ლარნაკასა და ჰაფოსეში არ წესდება არავითარი მუნიციპალური გადასახადი, უძრავი ქონების გადასახადი, მოსაკრებელი და სხვა გადასახადი; არცერთი ზემოაღნიშნული მუნიციპალიტეტის მიერ არ განისაზღვრება და არ იკრიფება გადასახადები პირისგან, თუ ეს პირი არ განეკუთნება იმ თემს, რომელსაც მოცემული მუნიციპალიტეტი, გარდა:

ა) მოსაკრებლებისა, რომლებიც გადაიხდება მუნიციპალური ბაზრებით, სასაკლაოებით და სხვა მუნიციპალური ნაგებობებით სარგებლობისათვის, რომლებიც განლაგებულია იმ რაიონების ფარგლებში, რომლებზეც ვრცელდება ნებისმიერი ზემოაღნიშნული ქალაქის ერთ- ერთი მუნიციპალიტეტის საბჭოს კომპეტენცია;

ბ) სანახაობის მოსაკრებლისა, რომლებიც გადაიხდება მოედნებისა და სადგომებისათვის, რომლებიც მდებარეობს ამ რაიონის ფარგლებში, რომელზეც ვრცელდება ნებისმიერი ზემოაღნიშნული ქალაქის ერთ-ერთი მუნიციპალიტეტის საბჭოს კომპეტენცია;

გ) მოსაკრებლებისა, რომლებიც ნებისმიერი აღნიშნული ქალაქის ორივე მუნიციპალიტეტის

საბჭოს თანხმობით გადაიხდება სამსახურისათვის, რომელსაც უწევენ პირს, რომელიც არ ეკუთვნის მუნიციპალიტეტის თემს, აგრეთვე იმ შემთხვევაშიც, თუ სამსახურის გაწევა სცილდება აღნიშნული მუნიციპალიტეტების მიერ ჩვეულებრივ გასაწევი სამსახურის ფარგლებს და მოსაკრებლისა, რომლებიც ყოველთვის გადაიხდება მითითებული მუნიციპალიტეტის საბჭოს სასარგებლოდ. იმ შემთხვევაში, თუ ქალაქის მუნიციპალიტეტის მიერ კონტროლის, ინსპექციის და სხვა ფორმით სამსახური გაეწევა პირს, რომელიც მიეკუთვნება სხვა მუნიციპალიტეტის თემს, შესაბამისი მოსაკრებელი გადაიხდება სამსახურის გამწევი მუნიციპალიტეტის სასარგებლოდ. (მუხ.173.1 და მუხ.174).

აზერბაიჯანის კონსტიტუციის თანახმად კანონით დადგენილი გადასახადებისა და სხვა სახელმწიფო მოსაკრებლების სრულად და დროულად გადახდა საყოველთაო მოვალეობას წარმოადგენს. დაუშვებელია ვინმეს იძულება კანონით გაუთვალისწინებელი ან კანონით დადგენილზე მეტი გადასახადის და სხვა სახელმწიფო მოსაკრებლის გადასახდელად. (მუხ. 73).

აზერბაიჯანის რესპუბლიკის მილი მეჯლისი უფლებამოსილია დაადგინოს ძირითადი წესები შემდეგ საკითხებზე: ფინანსური საქმიანობის საფუძვლები, გადასახადები, ვალდებულებები და მოსაკრებლები. (მუხ.94).

მუნიციპალიტეტის სხდომა გადაწყვეტილებას იღებს შემდეგ საკითხებზე: ადგილობრივი გადასახადებისა და მოსაკრებლის დადგენა (მუხ.144).

ალბანეთის კონსტიტუციით მოსაკრებლები, გადასახადები, ეროვნული და ადგილობრივი სხვა ფინანსური ვალდებულებები, გადასახადის გადამხდელი გარკვეული კატეგორიის პირთათვის მათი შემცირება ან მათგან გათავისუფლება , ასევე მათი აკრეფის საშუალებები განისაზღვრება კანონით. ამ შემთხვევაში კანონს არ გააჩნია უკუქცევითი ძალა. (მუხ. 155).

ომხეთის კონსტიტუციის თანახმად ყველა ვალდებულია კანონით დადგენილი წესითა და ოდენობით გადაიხადოს გადასახადები, ბაჟი, განახორციელოს სხვა სავალდებულო გადახდები. (მუხ.45).

მუნიციპალიტეტებისათვის კანონით გათვალისწინებულ ფარგლებში დგინდება ადგილობრივი გადასახადები და მოსაკრებლები. მუნიციპალიტეტებისათვის შეიძლება დადგინდეს გადასახადები მათ მიერ განხორციელებული მომსახურებისათვის. (მუხ.106).

ანდორას კონსტიტუციით ნებისმიერ ფიზიკურ თუ იურიდიულ პირს, მათი შესაძლებლობების ფარგლებში, შეაქვს წვლილი სახელმწიფო ხარჯებში, ხელს უწყობს სამართლიან ფისკალურ სისტემას, რომელიც კანონითაა დადგენილი და დაფუძნებულია ფისკალური ვალდებულებების სამართლიან განაწილებასა და საყოველთაობის პრინციპებზე. (მუხ.37).

სახელმწიფოს განსაკუთრებული უფლებამოსილებების დაცვისას იგივე სპეციალური კანონი განსაზღვრავს იმ უფლებამოსილებებს, რომლებიც მიკუთვნებულია თემებისათვის მათი უფლებამოსილებების განსახორციელებლად, ეკონომიკურ და ფისკალურ სფეროებში. ისინი ვრცელდება , კერძოდ, შემოსავლებზე და ბუნებრივი რესურსების ექსპლუატაციაზე, ტრადიციულ გადასახადებზე და შემოსავლებზე კომუნალური   მომსახურეობიდან, ადმინისტრაციული ნებართვებიდან, სავაჭრო, სამრეწველო და პროფესიულ საქმიანობაზე ნებართვებისაგან და ასევე უძრავ ქონებაზე. (მუხ.80).

ავსტრიის კონსტიტუციის თანახმად ფედერაციის გამგებლობას მიეკუთვნება საკანონმდებლო და აღმასრულებელი საქმიანობა შემდეგ საკითხებში: ფედერალური ფინანსები, კერძოდ სახელმწიფო გადასახადები, რომლებიც გადაიხდება სრულად ან ნაწილობრივ ფედერაციის სასარგებლოდ; ფულადი ბრუნვა, საკრედიტო, საბანკო და საბირჟო საქმე, ზომები და სტანდარტები.(მუხ.10).

ფედერაციის გამგებლობას მიეკუთვნება საკანონმდებლო და აღმასრულებელი საქმიანობა შემდეგ საკითხებში: ფედერალური ფინანსები, კერძოდ სახელმწიფო გადასახადები, რომლებიც გადაიხდება სრულად ან ნაწილობრივ ფედერაციის სასარგებლოდ; ფულადი ბრუნვა, საკრედიტო, საბანკო და საბირჟო საქმე, ზომები და სტანდარტები. (მუხ.13).

ფედერაციის გამგებლობას მიეკუთვნება საკანონმდებლო და აღმასრულებელი საქმიანობა შემდეგ საკითხებში: ფედერალური ფინანსები, კერძოდ სახელმწიფო გადასახადები, რომლებიც გადაიხდება სრულად ან ნაწილობრივ ფედერაციის სასარგებლოდ; ფულადი ბრუნვა, საკრედიტო, საბანკო და საბირჟო საქმე, ზომები და სტანდარტები. (მუხ.116).

ფედერაციის გამგებლობას მიეკუთვნება საკანონმდებლო და აღმასრულებელი საქმიანობა შემდეგ საკითხებში:

ფედერალური ფინანსები, კერძოდ სახელმწიფო გადასახადები, რომლებიც გადაიხდება სრულად ან ნაწილობრივ ფედერაციის სასარგებლოდ; ფულადი ბრუნვა, საკრედიტო, საბანკო და საბირჟო საქმე, ზომები და სტანდარტები.(მუხ.98).

ფილიპინებში კონსტიტუციის 28-ე   და 29-ე მუხლებით გადასახადებით დაბეგვრა უნდა მოხდეს თანაბრად და სამართლიანად. კონგრესი უფლებამოსილია შემოიღოს პროგრესული საგადასახადო სისტემა.

კონგრესს შეუძლია, კანონის შესაბამისად, მიანიჭოს პრეზიდენტს უფლებამოსილება განსაზღვრული ლიმიტის ფარგლებში და ზღვრებისა და აკრძალვების დაცვის პირობით, განსაზღვროს ტარიფების ოდენობები, იმპორტისა და ექსპორტის კვოტები, ტონაჟებისა და ნავსაყუდელის მოსაკრებლები და სხვა გადასახდელები და მოსაკრებლები, სახელმწიფო განვითარების პროგრამის ფარგლებში.

საქველმოქმედო დაწესებულებები, ეკლესიები და მონასტრები და მასთან გათანაბრებულები, მეჩეთები, არაკომერციული სასაფლაოები, ასევე, ყველა მიწა, შენობა და ნაგებობა, რომლებიც რელიგიური, საქველმოქმედო ან საგანმანათლებლო მიზნით იქნა გამოყენებული გათავისუფლებულია გადასახადისგან.

არცერთი კანონი საგადასახადო გამონაკლისების შესახებ არ შეიძლება იყოს მიღებული კონგრესის   სრული   უმრავლესობის   თანხმობის   გარეშე. გადასახადის   სახით შემოსული მთლიანი თანხა, რომელიც დაწესებულია გარკვეული მიზნისთვის (სპეციალური დანიშნულებით), განიხილება, როგორც სპეციალური ფონდი და გამოყენებულ უნდა იქნეს მხოლოდ ამ დანიშნულებით. თუ მიზანი, რომლისთვისაც ეს ფონდი შეიქმნა შესრულებულია ან დასრულებულია, ბალანსზე დარჩენილი თანხის ტრანსფერი უნდა მოხდეს სახელმწიფოს ძირითად ფონდში (general funds). ასევე კონსტიტუციის 5-ე და 6-ე მუხლებით თითოეული ადგილობრივი თვითმმართველობა, ადგილობრივ პოლიტიკასთან შესაბამისობაში, უფლებამოსილია შექმნას შემოსავლის საკუთარი წყარო და დააწესოს გადასახადები და მოსაკრებლები კონგრესის მიერ დაწესებული პრინციპებისა და ლიმიტების ფარგლებში. ასეთი გადასახადები და მოსაკრებლები მიემართება უშუალოდ მხოლოდ ადგილობრივ ბიუჯეტებში.

ადგილობრივი თვითმმართველობები, როგორც განსაზღვრულია კანონით, სახელმწიფო გადასახადებში უნდა ფლობდნენ მხოლოდ წილს, რომელიც მათ ავტომატურად გადაერიცხებათ მათ. კონსტიტუციის 4-ე და 11 მუხლებით, რომლებიც ეხება განათლებისა და მეცნიერების საკითხებს, დგინდება რომ არაკომერციული საგანმანათლებლო დაწესებულებების ყველა შემოსავალი და აქტივი, რომელიც გამოიყენება უშუალოდ და პირდაპირ მხოლოდ საგანმანათლებლო მიზნით, გათავისუფლდება გადასახადისგან. კერძო ან კოოპერატიული საკუთრების საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის შესაძლებელია შემოღებულ იქნეს ასეთი შეღავათები, კანონით განსაზღვრულ ფარგლებში. ყველა გრანტი, შემოწირულობა ან შენატანი, რომელიც გამოყენებული იქნება ექსკლუზიურად მხოლოდ განათლების მიზნით, გათავისუფლდება გადასახადისგან. კონგრესი უფლებამოსილია დააწესოს შეღავათები, საგადასახადო შეღავათების ჩათვლით, სამეცნიერო კვლევებში კერძო სექტორის მონაწილეობის წახალისების მიზნით. სტიპენდიების, გრანტებისა და წახალისების სხვა ფორმები განკუთვნილი უნდა იყოს ღირსეული სტუდენტებისთვის, მკვლევარებისთვის, მეცნიერებისთვის, გამომგონებლებისა და განსაკუთრებული ნიჭით დაჯილდოვებული მოქალაქეებისთვის.

აელში კონსტიტუციით (მუხლი 1) გადასახადები, სავალდებულო კრედიტები და სხვა სავალდებულო გადასახადები არ შეიძლება დაწესდეს ან შეიცვალოს კანონის ან კანონთან შესაბამისობის გარეშე; იგივე ეხება მოსაკრებლებსაც. იმ შემთხვევაში, თუ ხაზინაში გადასახდელი ნებისმიერი გადასახადის, სავალდებულო კრედიტის ან სხვა სავალდებულო გადასახდელების ან მოსაკრებლების ოდენობა არ არის თავად კანონში გაწერილი და კანონი არ ადგენს, რომ ნორმატიულ-სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული გადასახადის ოდენობა უნდა იყოს ქნესეთის ან ქნესეთის კომიტეტის მიერ დამტკიცებული, მაშინ ამ ნორმატიულ- სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული გადასახადის ოდენობაზე ნებართვა უნდა იქნას გაცემული, წინასწარ ან კანონით დადგენილ ვადებში, ქნესეთის ან ქნესეთის შესაბამისი უფლებამოსილი კომიტეტის მიერ. ხოლო ამავე კონსტიტუციის 39-ე მუხლის თანახმად . საგანგებო მდომარეობის შემთხვევაში შესაძლებელია შეიცვალოს ყველა კანონი, დროებით შეჩერდეს მათი მოქმედება ან წარედგინოს პირობები, ასევე, შესაძლებელია დაწესდეს ან გაიზარდოს გადასახადები ან სხვა სავალდებულო გადასახადები, თუ კანონით სხვა რამ არ არის განსაზღვრული.

იაპონიაში კონსტიტუციის 30-ე და 84-ე მუხლების მიხედვით, ადამიანები უნდა იბეგრებოდნენ გადასახადებით, როგორც დადგენილია კანონით (კანონის შესაბამისად). ახალი გადასახადების შემოღება ან არსებული გადასახადების შეცვლა (მოდიფიცირება) უნდა მოხდეს მხოლოდ კანონით ან იმ პირობებით, რაც შესაძლებელია გათვალისწინებულ იქნას კანონით.

აუდის არაბეთში კონსტიტუციის თანახმად (მუხლი 20) გადასახადები და მოსაკრებლები (Taxes and fees) უნდა დაწესდეს მხოლოდ სამართლიანობის პრინციპით და საჭიროებისამებრ. (თუ ამის საჭიროება ჩნდება). მათი შემოღება, შესწორება, გაუქმება ან შეღავათების დაწესება უნდა მოხდეს კანონის შესაბამისად.

ინგაპურის კონსტიტუციის თანახმად, კანონპროექტი, ან ცვლილება, რომლის შესაბამისად ხდება გადასახადის დაკისრება, ან ზრდა, არსებული გადასახადის შემცირება, ან გაუქმება და რომელიც ფინანსურ საკითხებზე პასუხისმგებელი მინისტრის შეფასებით სცდება უმნიშვნელო და არაარსებითი ხასიათის ცვლილებას, არ უნდა იქნას ინიცირებული და განხილული პრეზიდენტის რეკომენდაციის გარეშე. (მუხ.59). არცერთი პირი არ არის ვალდებული გადაიხადოს გადასახადი, რომლის მოკრებაც მთლიანად, ან ნაწილობრივ ხდება რელიგიური მიზნით, თუ იგი არ არის ამ რელიგიის მიმდევარი. (მუხ.15)

ხრეთ კორეას კონსტიტუციით გადასახადების განაკვეთი და სახეობა განისაზღვრება კანონით. (მუხ. 59). სახელმწიფო ვალდებულია სცადოს ყველა მოქალაქის კომფორტული საცხოვრებლით უზრუნველყოფა ბინათმშენებლობისა და მსგავსი პოლიტიკის მეშვეობით. (მუხ. 35).

ივანის კონსტიტუციით ცენტრალური ხელისუფლება ადგენს ეროვნულ გადასახადებს; ახდენს ეროვნული და ადგილობრივი გადასახადების გამიჯვნას. (მუხ. 107). ადგილობრივი ხელისუფლება ადგენს ადგილობრივ გადასახადებს. (მუხ. 110).

კერძო საკუთრებაში არსებული მიწა ექვემდებარება გადასახადს ღირებულების შესაბამისად. თუ მიწის ღირებულება გაიზრდება შრომისა და დახარჯული კაპიტალისგან დამოუკიდებლად, სახელმწიფო უფლებამოსილია გაზარდოს გადასახადი გაზრდილი ღირებულების შესაბამისად, რომლის შემოსავალი მთლიან მოსახლეობის საკეთილდღეოდ იქნება გამოყენებული. (მუხ. 143).

ილანდის კონსტიტუციით საგანგებო სიტუაციის დროს, როდესაც აუცილებელია გადასახადებთან, ან მოსაკრებელთან დაკავშირებით კანონის მიღება, რაც სასწრაფო და კონფიდენციალურ განხილვას მოითხოვს, მეფე სარგებლობს პრეროგატივით გამოსცეს საკანონმდებლო ძალის მქონე საგანგებო ბრძანებულება. (მუხ. 21). გადასახადების ან მოსაკრებლების გაუქმების, შეცვლის, მოდიფიცირების, რეგულირების, ან მათგან გათავისუფლების შესახებ კანონპროექტის ინიცირების უფლებით სარგებლობს მხოლოდ მინისტრთა საბჭო. (მუხ. 14).

არაბეთის გაერთიანებული საემიროების კონსტიტუციით არაბეთის გაერთიანებულ საემიროები სარგებლობს ექსკლუზიური იურისდიქციით ფედერალური გადასახადებისა და მოსაკრებლების საკითხში. (მუხ. 120). გაუქმებულია ნებისმიერი სახის გადასახადი და მოსაკრებელი საემიროებს შორის საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებით. (მუხ. 11).

ვიეტნამის კონსტიტუციით საკანონმდებლო ორგანო უფლებამოსილია დაადგინოს, შეცვალოს ან გააუქმოს გადასახადები. (მუხ. 70).

მოამზადეს სოლომონ სონღულაშვილმა, თამარ ფხაკაძემ, მაია ხმალაძემ, ნატო ნიაურმა, ნატო ზედელაშვილმა, თამარ კეცხოველმა, თინათინ კვერნაძემ, მარიკა კაჭარავამ, ნინო გეთიამ, ნინო ნოზაძემ, ეკატერინე აბაშიშვილმა.

შენიშვნები:

/1/ გადასახადების დაწესება, მათი შეცვლა (გაზრდა ან შემცირება), გაუქმება და ადმინისტრირება.

/2/ ირლანდიის კონსტიტუციის 22-ე მუხლით საფინანსო კანონპროექტი გულისხმობს ისეთ კანონპროექტს, რომელიც მთლიანად ან ნაწილობრივ შეეხება მხოლოდ ისეთ საკითხებს როგორებიცაა გადასახადების დაწესება, გაუქმება, გადასახადებისაგან გათავისუფლება, გადასახადების შეცვლა ან სხვა საგადასახადო რეგულირება.

გამოყენებული ყაროები:

  1. უნგრეთი – http://www.parlament.hu/documents/125505/138409/Fundamental+law/73811993-c377-428d-9808- ee03d6fb8178
  1. ირლანდია – https://www.constitution.ie/Documents/Bhunreacht_na_hEireann_web.pdf
  1. ისლანდია – http://www.government.is/media/Skjol/constitution_of_iceland.pdf
  1. გერმანია – http://www.bundestag.de/blob/284870/ce0d03414872b427e57fccb703634dcd/basic_law -data.pdf
  1. საბერძნეთი – http://www.cecl.gr/RigasNetwork/databank/Constitutions/Greece.html
  1. სან მარინო – https://engconstitution.files.wordpress.com/2013/04/sm028en.pdf
  1. სერბეთი – https://www.constituteproject.org/constitution/Serbia_2006.pdf?lang=en
  1. ესპანეთი – https://www.constituteproject.org/constitution/Spain_2011.pdf?lang=en
  1. სლოვაკეთი – https://www.constituteproject.org/constitution/Slovakia_2014.pdf?lang=en
  1. სლოვენია – https://www.constituteproject.org/constitution/Slovenia_2013.pdf?lang=en
  1. მოლდოვა http://www.parlament.md/CadrulLegal/Constitution/tabid/151/language/en- US/Default.aspx#Articolul_58
  2. ნიდერლანდები – https://www.government.nl/documents/regulations/2012/10/18/the-constitution-of-the-kingdom-of- the-netherlands-2008
  1. მონაკო – http://www.monaco-consulate.com/wp-content/uploads/2009/06/Constitution.pdf
  1. მონტენეგრო – http://www.wipo.int/wipolex/en/text.jsp?file_id=187544#LinkTarget_687
  1. მალტა – http://www.parlament.mt/constituion-of-malta?l=1
  1. ჩეხეთის რესპუბლიკა – https://www.constituteproject.org/constitution/Czech_Republic_2002.pdf
  1. დანია – https://www.constituteproject.org/constitution/Denmark_1953.pdf?lang=en
  1. ესტონეთი – https://www.constituteproject.org/constitution/Estonia_2003.pdf
  1. ფინეთი – http://www.finlex.fi/en/laki/kaannokset/1999/en19990731.pdf
  1. საფრანგეთი – https://www.constituteproject.org/constitution/France_2008.pdf?lang=en
  1. შვეიცარია – https://www.admin.ch/opc/en/classified-compilation/19995395/201601010000/101.pdf
  1. მაკედონია – https://www.constituteproject.org/constitution/Macedonia_2011?lang=en
  1. თურქეთი – https://www.constituteproject.org/constitution/Turkey_2011?lang=en
  1. უკრაინია – https://www.constituteproject.org/constitution/Ukraine_2014?lang=en
  1. შვედეთი http://www.regeringen.se/4a7991/contentassets/d72cd40d7c4441dc84f930fd88efe365/the constitution-of-sweden.pdf
  2. ნორვეგია – https://www.stortinget.no/globalassets/pdf/english/constitutionenglish.pdf
  1. პოლონეთი – http://www.sejm.gov.pl/prawo/konst/angielski/kon1.htm
  1. პორტუგალია – http://www.en.parlamento.pt/Legislation/CRP/Constitution7th.pdf
  1. რუმინეთი – http://www.cdep.ro/pls/dic/site.page?id=371
  1. ლატვია – http://www.mk.gov.lv/sites/default/files/editor/constitution_of_the_republic_of_latvia.pd f
  1. ლიხტენშტეინი – http://legalns.com/download/books/cons/liechtenstein.pdf
  1. ლიტვა – http://www3.lrs.lt/home/Konstitucija/Constitution.htm
  1. ლუქსემბურგი – http://www.constitutionnet.org/sites/default/files/Luxembourg%20Constitution.pdf
  1. იტალია – https://www.senato.it/documenti/repository/istituzione/costituzione_inglese.pdf
  1. ბელგია – http://www.dekamer.be/kvvcr/pdf_sections/publications/constitution/GrondwetUK.pdf
  1. ბულგარეთი – http://www.parliament.bg/en/const/
  1. ხორვატია – http://www.sabor.hr/Default.aspx?art=2405
  1. ბოსნია და და ჰერცეგოვინა – http://www.ccbh.ba/public/down/USTAV_BOSNE_I_HERCEGOVINE_engl.pdf
  1. კვიპროსი – http://www.presidency.gov.cy/presidency/presidency.nsf/all/1003AEDD83EED9C7C225756F00

23C6AD/$file/CY_Constitution.pdf

  1. რუსეთი – http://www.constitution.ru/index.htm
  1. აზერბაიჯანი – http://ru.president.az/azerbaijan/constitution
  1. ალბანეთი – http://www.osce.org/albania/41888?download=true
  1. სომხეთი – http://parliament.am/parliament.php?id=constitution&lang=rus http://www.parliament.am/legislation.php?sel=show&ID=1284&lang=rus
  2. ანდორა- https://www.constituteproject.org/constitution/Andorra_1993.pdf?lang=en
  1. ავსტრია- https://www.constituteproject.org/constitution/Austria_2009.pdf
  1. ფილიპინები – https://www.constituteproject.org/constitution/Philippines_1987?lang=en
  1. საუდის არაბეთი – https://www.constituteproject.org/constitution/Saudi_Arabia_2013?lang=en
  1. იაპონია – https://www.constituteproject.org/constitution/Japan_1946?lang=en
  1. ისრაელი – https://www.constituteproject.org/constitution/Israel_2013?lang=en
  1. სინგაპური – https://www.constituteproject.org/constitution/Singapore_2010?lang=en
  1. სამხრეთ კორეა – https://www.constituteproject.org/constitution/Republic_of_Korea_1987?lang=en
  1. ტაივანი – https://www.constituteproject.org/constitution/Taiwan_2005?lang=en
  1. ტაილანდი – https://www.constituteproject.org/constitution/Thailand_2014?lang=en
  1. არაბეთის გაერთიანებული საემიროები – https://www.constituteproject.org/constitution/United_Arab_Emirates_2009?lang=en
  1. ვიეტნამი – https://www.constituteproject.org/constitution/Socialist_Republic_of_Vietnam_2013?lang=en

ილუსტრაცია © Pawel Kuczynski

Share on Facebook104Share on Google+0Tweet about this on Twitter0Share on LinkedIn0Email this to someone

კომენტარები

Comments are closed.