მდგრადი განვითარება და ბუნებრივი გარემოს კრიზისი: ოქსიმორონის პოლიტიკური ანატომია

Share on Facebook22Share on Google+0Tweet about this on Twitter0Share on LinkedIn0Email this to someone

800px-North_South_Divide_3

► ავტორი: ვოლფგანგ ზაქსი – გერმანელი პროფესორი, მწერალი და განვითარების, გლობალიზაციისა და გარემოს დაცვის მკვლევარი.

► თარგმნა ზეზვა ზანგურაშვილმა

► მედია-პლატფორმა მადლობას უხდის მთარგმნელს ვებ-გვერდის განვითარებაში შეტანილი მოხალისეობრივი წვლილისათვის.

 © European.ge

შესავალი

მიმდინარე ბუნებრივი გარემოს კრიზისი, რაც ჩრდილოეთის მიერ სამხრეთის ექსპლუატაციას უკავშირდება, ერთგვარ დაგვიანებულ „ბუმერანგის ეფექტს“ წარმოადგენს, რომელიც სათავეს კრისტოფერ კოლუმბის ეპოქიდან იღებს. ეკონომიკური განვითარება დღეს  დგას იმ ლიმიტის საჭიროების წინაშე, რომელსაც რესურსების შეზღუდულობა ქმნის. ამიტომ, მდგრადი განვითარება სამართლიანი ეკონომიკური განაწილების ცენტრალურ საკითხს წარმოადგენს. ის მოგვიწოდებს, რომ  განვითარების გზა, რომელმაც ჩრდილოეთი გაამდიდრა, უფრო მეტად შეზღუდული და კონტროლირებადი უნდა გახდეს. განვითარების ასეთი, თანამედროვე გაგება დროსა და სივრცეში სასრულ ცნებას წარმოადგენს, შედეგად, იგი აღარ შეესაბამება მიმდინარე გლობალურ საჭიროებებს. პროცესების ახლებური გააზრება სამ განსხვავებულ პერსპექტივას გვთავაზობს, რომლებიც განვითარებასთან ერთად, მდგრადობასაც მოიცავს, თანამედროვე გამოწვევების საპასუხოსდ. პირველი, კონკურენციის პერსპექტივაა, რომლის თანახმადაც, გლობალური ჩრდილოეთი გამარჯვებული გახლავთ განვითარების შეჯიბრში. მეორე, ასტრონავტის პერსპექტივაა, რომელიც დედამიწას ერთიანი რეგულირების ობიექტად გვისახავს და სხვადასხვა გლობალური თანამშრომლობის შესაძლებლობებს გვთავაზობს ამ მიზნისთვის. სამწუხაროდ, ეს მიდგომა დღეს არარსებულ კულტურულ და სამართლებრივ სტრუქტურებსაც მოიცავს, რაც გარკვეულწილად შეზღუდავდა ჩრდილოეთს, სამხრეთის სასარგებლოდ. მესამე – საშინაო პერსპექტივაა, რომელიც ჩრდილოეთს მეტი თავშეკავებულობისაკენ მოუწოდებს და ხელს უწყობს „მორალური ეკონომიკის“ ცნების დანერგვას, რომელიც მიმართული იქნება არა დაგროვებისკენ ორიენტირებული საზოგადოებრივი ნორმების ჩამოყალიბებისაკენ, არამედ ეკონომიკური დეცენტრალიზაციისკენ.

1.უსაფრთხო ეპოქის დასასრულთან

წრე, რომლის შემოხაზვასაც კოლუმბი დაახლოებით 500 წლის წინ შეუდგა, მაშინ,  როდესაც პირველად შეცურა ატლანტიკის ოკეანეში, დღეს თითქმის დასრულებულია. მისმა გამგზავრებამ აზიის მიმართულებით (როდესაც ის ღმერთებზე, სანელებლებზე და ოქროზე ფიქრობდა) მის უნებურად, თუმცა რეალურად ჩაუყარა საფუძველი ევროპის ექსპანსიას.  ევროპულმა გემებმა იმაზე ბევრად მეტი უცხო სანაპირო აღმოაჩინეს სამყაროს „მეორე მხარეს,“ ვიდრე მათივე ქვეყნებში არსებული რეგიონები გამოიკვლიეს მათივე მკვლევარებმა. ასეთი პროგრესით, ძალიან მალე, მსოფლიო რუკაზე თითქმის არცერთი ბნელი წერტილი აღარ დარჩა. თავდაპირველი გლობალური ურთიერთკავშირები ადრეულმა მისიონერულმა ექსპედიციებმა და სავაჭრო ურთიერთობებმა წარმოშვა; კოლონიალიზმის მიზეზი ნედლეულის მოპოვების სურვილი გახდა; ხოლო თანამედროვე გლობალური „საექსპერიმენტო“ სივრცე CNN-ის და Mondovision-ის ქმნილებად შეგვიძლია მივიჩნიოთ. როგორც ვხედავთ, კოლუმბის გამგზავრება კიდევ ბევრი სხვა ასეთი „მოგზაურობა“ მოჰყვა თან, რის შედაგადაც, ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული გეოგრაფიული და კულტურული გარემოებები, ერთ სამყაროში უნიფიცირდა.

სამყაროს უნიფიცირების ასეთ ისტორიულ სახეს, რა თქმა უნდა, თავისი მანკიერი გამოვლინებები ახლდა თან, რომლებიც ექსკლუზიურად სამხრეთ ნახევარსფერომ გამოსცადა თავის თავზე. გავიხსენოთ აცტეკებსა და მაიას ტომებში მილიონობით გარდაცვლილი, რომლებიც ევროპელების ჩასვლის შედეგად გავრცელებულ დაავადებებს ემსხვერპლნენ; აფრიკელი ფერადკანიანების მასიური დეპორტაციები ამერიკასა და სხვა ჩრდილოეთის ქვეყნებში მონობის მიზნით; და  ჯურღმულების (სლამების)  შექმნა მესამე სამყაროს მეგაპოლისებში.

ეს, რა თქმა უნდა, ყველაფერი არ არის. ვინც უნიფიცირების ამ კონკრეტულ მანკიერ გამოვლინებებს გადაურჩა, პირისპირ დარჩა არახელსაყრელი ეკონომიკური მდგომარეობის, პოლიტიკურად დამოკიდებულობის და დეგრადირებული კულტურის წინაშე. მოკლედ რომ ვთქვათ, უნიფიცირების შედეგად დაგროვილი კეთილდღეობა მთლიანად ჩრდილოეთმა შთანთქა, მაგრამ უნდა აღვნიშნოთ, რომ ამ საქმეში საკუთარი წვლილი სამხრეთელ მდიდრებსაც მიუძღვით. ხშირად თავად ისინი ახდენდნენ საკუთარი ქვეყნებიდან სიმდიდრის გატანას პირადი კეთილდღეობისათვის. საერთო სურათი რომ მოვხაზოთ, უნიფიცირების პროცესი თითქოს რაღაც „მაგნიტური კანონით“ განისაზღვრა, რომელმაც სარგებლის კონცენტრაცია ჩრდილოეთში მოახდინა, ხოლო ზარალი მთლიანად სამხრეთის მიმართულებით მიიზიდა.

თუმცა, დღეს უკვე თამამად შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ ზემოთხსენებული „მაგნიტური კანონი“ ნაკლებად მოქმედებს, რადგან კოლუმბის გამგზავრებიდან 500 წლის შემდეგ, უნიფიცირების უარყოფითი გამოვლინებები ჩრდილოეთსაც მიადგა კარზე. მიუხედავად იმისა, რომ ჩრდილოეთის შემთხვევა სამხრეთისგან განსხვავებულია და რასაკვირველია, შეუძლებელია მათი შედარება, უნდა აღინიშნოს, რომ მათ შორის ურთიერთდამოკიდებულება კვლავ აქტიურად გრძელდება. მაგალითად, გლობალური სამხრეთის ზოგიერთი ქვეყნის სწრაფმა ეკონომიკურმა განვითარებამ უარყოფითი გავლენა მოახდინა ჩრდილოეთის ეკონომიკაზე. ბოლო რამდენიმე ათწლეულის მანძილზე, სამხრეთის ქვეყნების ეკონომიკური კონკურენტუნარიანობა იმდენად გაიზარდა, რომ მნიშვნელოვანი ზეწოლა მოახდინა ჩრდილოეთში არსებულ სხვადასხვა ეკონომიკურ დარგებსა და დასაქმებაზე. ეკონომიკური თვალსაზრისის გარდა, თუ პოლიტიკური კუთხით განვიხილავთ, მას შემდეგ, რაც სადამ ჰუსეინი ქუვეითს თავს დაესხა, გლობალური ჩრდილოეთის მთავრობები მეტი სიფრთხილით უყურებენ სამხრეთის შეიარაღების პროცესს. უფრო მეტიც – არა მხოლოდ მთავრობები, არამედ მოსახლეობაც შეშფოთებულია ლეგალური და არალეგალური იმიგრანტების და ლტოლვილების ნაკადის მატების გამო, რომლებიც წართმეული კეთილდღეობის ძიებაში არიან. ამ შიშმა მყარად გაიდგა ფესვები მათში ცნობიერ თუ არაცნობიერ დონეზე. და ბოლოს: საფრთხე, რომლის წინაშეც დგას გარემო სამხრეთის ინდუსტრიალიზაციის პროცესის გამო, ასევე ემუქრება ჩრდილოეთს გრძელვადიან პერსპექტივაში, რადგან როგორც ვიცით, სამხრეთის ტროპიკული ტყეები „ფილტვების“ ფუნქციას ასრულებს არა მხოლოდ სამხრეთისთვის, არამედ მთლიანად გლობალური კლიმატისათვის. ბიომრავალფეროვნების განადგურება ბიოტექნოლოგიური მომავლის იმედს სპობს განვითარებულ ქვეყნებში, ჩინეთისა და ინდოეთის შეუზღუდავი მოტორიზაცია კი საბოლოოდ, მთლიან პლანეტას ერთ დიდ სათბურად გადაქცევის საშიშროების წინაშე აყენებს.

თუ ამ მოვლენებს გავაერთიანებთ, „ბუმერანგის ეფექტი“ თანამედროვე ეპოქაში მართლაც შესაფერისი მეტაფორაა ჩრდილოეთის და სამხრეთის ურთიერთდამოკიდებულების ასაღწერად. მიუხედავად იმისა, რომ სურათის ასეთი შემობრუნების მიზეზები პრე-კოლონიალისტურია, შედეგები სწრაფად შესამჩნევი ხდება მეორე მსოფლიო ომის შემდგომ პერიოდში და ეს შედეგები, კრიზისის ორ სახეობად (სამართლიანობის კრიზისი და ბუნებრივი გარემოს კრიზისი) იქნება განხილული მომდევნო პარაგრაფებში.

1.1. სამართლიანობის კრიზისი

ეპოქები ნელა-ნელა ყალიბდება, მაგრამ ამ პროცესს ყოველთვის გააჩნია კონკრეტული ათვლის წერტილი. 1949 წლის 20 იანვარს, პრეზიდენტმა ჰარი ტრუმენმა, საინაუგურაციო სიტყვის წარმოთქმის დროს, ყურადღება ღარიბ ქვეყნებში არსებულ მდგომარეობაზე გაამახვილა და ისტორიაში პირველად მოიხსენია ისინი, როგორც „განუვითარებელი ტერიტორიები.“ მას შემდეგ, ცნება „განუვითარებელი“, რომლის ქვეშაც მრავალფეროვანი გლობალური სამხრეთი ერთიანდება, დღემდე მყარად და უცვლელადაა დამკვიდრებული. ის ფაქტი, რომ ტრუმანმა სამყაროს ახალი აღქმა შემოგვთავაზა, არა შემთხვევითობას, არამედ მისი მსოფლმხედველობის ზუსტ ასახვას წარმოადგენს: მისი აზრით, დედამიწაზე არსებული ყველა საზოგადოება განვითარების ერთსა და იმავე ბილიკს მიჰყვება: ზოგი სწრაფად, ზოგიც შედარებით ნელა, მაგრამ ყველა ერთი მიმართულებით ვითარდება. ჩრდილოეთის ქვეყნები, მისი აზრით, განსაკუთრებით კი შეერთებული შტატები, წინ მიუძღვის ამ განვითარებას, რომელსაც დანარჩენი ქვეყნები უკან მიჰყვებიან, თავიანთი უბადრუკი მთლიანი შიდა პროდუქტით. შესაბამისად, იმიჯი, რომელიც ჩრდილოეთელმა საზოგადოებებმა მოირგეს, მთლიანად პროექტირებულია დანარჩენ სამყაროზე, ანუ ქვეყნის ცივილურობის ხარისხს განსაზღვრავს მისი ეკონომიკური მწარმოებლურობის დონე. აქედან გამომდინარე, ტრუმანი სამყაროს უყურებს, როგორც ერთგვარ ეკონომიკურ არენას, სადაც ქვეყნები ერთმანეთს ეჯიბრებიან უკეთესი პოზიციისთვის – მთლიანი ეროვნული პროდუქტის შკალაზე. მნიშვნელობა არ აქვს, თუ რა იდეალები და ღირებულებები გააჩნდათ კიკუებს, პერუელებს ან ფილიპინელებს, ტრუმანი მათ უყურებს, როგორც ჩამორჩენილებს, რომელთა ისტორიული ამოცანაც გახლდათ განვითარების მარათონში მონაწილეობის მიღება და უკეთესი პოზიციის მოპოვებისთვის ბრძოლა. შესაბამისად, განვითარების პოლიტიკის მიზანიც, შემდეგნაირადაა ფორმულირებული: ქვეყნებისთვის შესაძლებლობის მიცემა, მოხვდნენ არენაზე და ჩაებან ეკონომიკურ მარათონში.

ასე განვითარების 40 წლიანი პროცესის შემდეგ, მდგომარეობა შემაშფოთებელია. ეკონომიკური განვითარების მარათონში ლიდერებსა და ჩამორჩენილებს შორის ნაპრალი არა თუ შემცირდა, არამედ პირიქით, იმდენად გაფართოვდა, რომ დღეს თითქმის წარმოუდგენელია მისი დახურვის შესაძლებლობა. მოკლედ, მოლოდინები არ გამართლდა და ეს პროცესი პლანეტის დონის შეცდომად გვექცა. 1996 წლის ადამიანური განვითარების სტატისტიკა გვიჩვენებს, რომ 1960 წლიდან მოყოლებული, ინდუსტრიულ და განვითარებად ქვეყნებს შორის ერთ სულ მოსახლეზე შემოსავლების მხრივ არსებული სხვაობა გასამმაგებულია. დარწმუნებით ისიც შეიძლება ითქვას, რომ დღევანდელი სურათი შორსაა ჰომოგენურობისაგან და სამხრეთ-ს მიუხედავად დასავლეთ აზიის ზოგიერთი ქვეყნის წარმატებისა, ისევე როგორც ნავთობმწარმოებელი ქვეყნების მდგომარეობის გაუმჯობესებისა, არსებული შედეგი წარმოუდგენლად მძიმეა. რომ შევაჯამოთ, სამყარო განვითარდა, მაგრამ განვითარდა ორი ურთიერთსაპირისპირო მიმართულებით.

ეს შედეგი კიდევ უფრო ნათელი გახდება, თუ საზოგადოებების ჩამოყალიბების პროცესს მივადევნებთ თვალს. პოლარიზაცია არა მხოლოდ ნაციებს შორის არსებული პრობლემაა – მან ქვეყნების შიგნითაც შეაღწია და კლასობრივი სახით გვევლინება. როგორც გლობალურ, ისევე ეროვნულ დონეზე, სამუშაო ადგილებზე პოლარიზაციის მკვეთრი დინამიკა შეინიშნება, რომელმაც ერთი მხრივ, ეკონომიკურად ამბიციური საშუალო კლასი შექმნა და მეორეს მხრივ, საზოგადოებისგან გარიყული, უკიდეგანოდ დიდი და ღარიბი სოციალური სექტორი. დარწმუნებით მხოლოდ იმის თქმა შეგვიძლია, რომ განვითარებამ შექმნა გლობალური საშუალო კლასი, რომლებიც სარგებლობენ საკუთარი ავტომობილებით, საბანკო ანგარიშებით და კარიერული მისწრაფებებით. ეს საშუალო კლასი შედგება გლობალური ჩრდილოეთის უმრავლესობისაგან და გლობალური სამხრეთის მცირე ელიტისგან, რომლებიც დაახლოებით მსოფლიო მოსახლეობის იმ 8%-ს შეადგენს, რომლებსაც საკუთარი ავტომობილი ყავთ. ისინი ყველანაირი ეროვნული საზღვრების მიღმა ოპერირებენ და სარგებლობენ მსოფლიო დონის საქონლის და სერვისების მიმოქცევით, ისევე როგორც საკომუნიკაციო საშუალებებით და მოგზაურობით. ღარიბებისგან მათ უხილავი საზღვარი ჰყოფს, როგორც ჩრდილოეთში, ისევე სამხრეთში. ჩრდილოეთში ღარიბების კატეგორიაში უმუშევრები, ხანდაზმულები და ეკონომიკურად სუსტები იგულისხმება; სამხრეთში კი, ამ კატეგორიაში მთლიანი რეგიონები ერთიანდება, როგორიცაა სასოფლო რეგიონები, სხვადასხვა ტომები და ის ურბანული დასახლებები, რომლებიც სრუალიად იზოლირებულნი არიან მსოფლიო ეკონომიკისგან და ვერ სარგებლობენ იმავე პირობებით, რაც მარტივად ხელმისაწვდომია საშუალო კლასისთვის. აქედან გამომდინარე, „ჩრდილოეთი“ და „სამხრეთი“ არა გეოგრაფიულ, არამედ სოციო-ეკონომიკურ კატეგორიებად ჩამოყალიბდა, რაც ბიპოლარიზაციის განახლებულ სახეს წარმოადგენს.

1.2. ბუნებრივი გარემოს კრიზისი

განვითარების მეორე კრიზისმა მხოლოდ რამდენიმე წელია, რაც თავი იჩინა და კიდევ უფრო განამტკიცა ის ფაქტი, რომ ტრუმანის მიერ აღწერილი ეკონომიკური მარათონი არასწორი მიმართულებით მოძრაობს. დღევანდელმა ეკოლოგიურმა მდგომარეობამ კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა ჩრდილოეთის აღმატებულობა. ნათელია, რომ პროდუქტიულობის ზრდა დიდძალი წიაღისეულებითაა განპირობებული, რომლის მოპოვებასაც, ერთის მხრივ, დედამიწის გადათხრა ესაჭიროება, მეორეს მხრივ კი მისი ნაგვით/ნარჩენებით გადაფარვა. მსოფლიო ეკონომიკა 1990-იანი წლების შემდეგ, ყოველ 2 წელიწადში დახლოებით 60 მილიარდი დოლარით და მიუხედავად იმისა, რომ ამ ეკონომიკური ზრდით მოსახლეობის მხოლოდ მცირე ნაწილი სარგებლობს, მისი უარყოფითი ეკოლოგიური გამოვლინებებით მსოფლიოს მთლიანი მოსახლეობა ზარალდება. თუ ყველა ქვეყანა მიჰყვება იმავე ინდუსტრიული განვითარების მაგალითს, რომელიც განვითარებულმა ქვეყნებმა გაიარეს, 5 ან 6 პლანეტა იქნება საჭირო იმისთვის, რომ მხოლოდ ის სამრეწველო ნარჩენი დავტიოთ, რაც ნაგვის სახით რჩება ინდუსტრიული წარმოების შედეგად. ასე რომ, იქმნება სიტუაცია, რომელიც გვარწმუნებს იმგვარი განვითარების ილუზიურობაში, რაც ბოლო ორი საუკუნის მანძილზე დომინირებდა. ეკონომიკურმა განვითარებამ უკვე თითქმის მიაღწია მის ბიოფიზიკურ ლიმიტს და იმის აღიარება, რომ დედამიწა არა უსასრულო, არამედ შეზღუდულია, ტრუმანის განვითარების იდეას მთლიანად უსვამს ხაზს.

ჩრდილოეთის 500 წლოვანი უსაფრთხო სტატუსი, როგორც ჩანს, დასასრულს მიუახლოვდა. დედამიწის კიდეების მიმართულებით ევროპის მოგზაურობამ, რომელიც მეთხუთმეტე საუკუნეში დაიწყო და მეოცე საუკუნეში დასრულდა, ისტორია ახალ სიმაღლეებზე აიყვანა, თუმცა ამავე დროს შექმნა კონფლიქტების ახალი კონფიგურაცია, რომელიც აუცილებლად მოახდენს გავლენას XXI საუკუნის ფორმირებაზე. რა თქმა უნდა, მსგავსი კონფლიქტები არ არის ახალი, მაგრამ მათი გავლენა მზარდია მსოფლიოზე, გლობალიზაციის აჩქარებული ტემპის პირობებში. სინამდვილეში, ახალი მხოლოდ ის არის, რომ ჩრდილოეთი ნაკლებად დაცულია სივრცითი და დროითი ბარიერებით მისი მოსახლეობის ქმედებების უსიამოვნო გრძელვადიანი შედეგებისგან.

რამდენიმე საუკუნის მანძილზე, ჩრდილოეთს შეეძლო თავი აერიდებინა პოლარიზებული სამყაროს რეალობისათვის. წარსულში, ექსპლუატირებულ სივრცეებს კეთილდღეობის სივრცეებისაგან შედარებით დიდი მანძილი აშორებდა, თუმცა დისტანციის შემცირების პარალელურად, ასევე შემცირდა მანძილი მსხვერპლთა და გამარჯვებულთა შორის, რაც ორად გაყოფილ სამყაროს ახალი საფრთხის წინაშე აყენებს. გლობალიზაცია არა მხოლოდ მდიდრულ ჩრდილოეთს აახლოებს სამხრეთთან, არამედ ქაოსურ სამხრეთსაც აახლოებს ჩრდილოეთთან. ანალოგიურად, ბუნების არასათანადო მოპყრობის მწვავე შედეგები – საგრძნობლად იზრდება. ბუნების ლიმიტების უგულებელყოფა არაერთ თაობას შეეძლო, მაგრამ მათ დღევანდელი ხარჯების მომავალში გასტუმრება არჩიეს. რაც შეეხება ექსპლუატაციის მაჩვენებელს, ის რაც უფრო მეტად იზრდება, მით უფრო სწრაფად აღწევს გლობალურ მასშტაბებს ბუნების დაბინძურებით გამოწვეული კატასტროფული შედეგები. დრო და სივრცე აღარ არის ის ბარიერები, რომელსაც შეუძლია ჩრდილოეთში მცხოვრები მდიდრების დაცვა. როგორც ჩანს, კოლუმბის გამგზავრებას ამდენი ხნის შემდეგ მოჰყვა თან გარკვეული საფრთხე.

2. ორი კრიზისის დილემა

განვითარების ცნებამ დღეს უკვე დაკარგა ტრადიციული შინაარსი, რომელიც ოდესღაც გააჩნდა. ორივე ძირითადი პრინციპი, რომელზეც განვითარება იდგა, დღეს გადაფასებულია. პირველი ის გახლავთ, რომ განვითარების უნივერსალიზაცია სივრცეში შესაძლებელია, მეორე პრინციპი კი იმაში მდგომარეობს, რომ განვითარებას არ გააჩნია დროში საზღვარი. ორივე გაგებით, განვითარება სასრული აღმოჩნდა და სწორედ ამ ფაქტმა წარმოშვა დილემა, რომელიც საერთაშორისო დისკუსიის საგანი გახდა 1972 წლის გაეროს კონფერენციის შემდეგ – ბუნებრივი გარემოს დაცვის შესახებ სტოკჰოლმში რომ გაიმართა. ზემოთ მოყვანილი სამართლიანობისა და ბუნების კრიზისი განვითარების ტრადიციული გაგების ჩარჩოებში, ინვერსული ურთიერთდამოკიდებულებით ხასიათდება. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, სამართლიანობის კრიზისის შემცირების ნებისმიერი მცდელობა ბუნების კრიზისის გამწვავების საფრთხეს ქმნის და პირიქით: ბუნების კრიზისის განმუხტვის ნებისმიერი მცდელობა ამწვავებს სამართლიანობის კრიზისს. ვინც მეტ სასოფლო-სამეურნეო მიწას, ენერგეტიკას, საცხოვრებელს, მომსახურებას და ზოგადად, ღარიბებისთვის სამომხმარებლო შესაძლებლობების ზრდას მოითხოვს, კონფლიქტში შედის მათთან, ვისაც სურს დაიცვას ნიადაგი, ცხოველები, ტყეები, ადამიანის ჯანმრთელობა ან ატმოსფერო. ხოლო ის, ვინც  ნაკლებ ენერგიას ან ნაკლებ ტრანსპორტს მოითხოვს, ეწინააღმდეგება ხეების ჭრას ან ინტენსიურ სასოფლო და ინდუსტრიულ საქმიანობას ბუნების გადარჩენის მიზნით, კონფლიქტში აღმოჩნდება მათთან, ვინც დაჟინებით მოითხოვს ეკონომიკური პროგრესისა და კეთილდღეობაზე თანასწორ უფლებებს. მარტივი მისახვედრია, რომ ამ დილემის საფუძველი სწორედ განვითარების ტრადიციული ცნებიდან მოდის. შესაბამისად, არ არის გასაკვირი, რომ ამ პრობლემის გადასაჭრელად აუცილებელია განვითარების ალტერნატიული მოდელის მოფიქრება.

მდგრადი განვითარების ცნების ასეთი სწრაფი პოპულარიზაციაც ამ სურათს ეხმაურება და ისეთ მოდელს გულისხმობს, რომელიც ეკოლოგიური მდგრადობისკენაც ისევე მოგვიწოდებს,  როგორც საერთაშორისო სამართლიანობაზე. მას შემდეგ, რაც რომის კლუბის კვლევა “[ეკონომიკური] ზრდის ლიმიტები” გამოქვეყნდა, პოლიტიკური დისკურსის ორი ბანაკი წარმოიშვა: პირველი – “გარემოს” ბანერის ქვეშ,  მეორე კი – “განვითარების” ბანერის ქვეშ. ამათგან, ხმა გლობალური ჩრდილოეთიდან ყურადღებას ძირითადად ბუნების უფლებებზე ამახვილებდა, სამხრეთიდან წამოსული ექო კი ეკონომიკური სამართლიანობისთვის იბრძოდა. 1987 წელს, გარემოს დაცვისა და განვითარების მსოფლიო კომისიამ (Brundtland Commission) შეძლო, რომ ამ ორ ბანაკს შორის კონცეპტუალური ხიდი აეშენებინა, რომელმაც კანონიკური განსაზღვრება შემოგვთავაზა: მდგრადი განვითარება, ეს არის განვითარება, “რომელიც აკმაყოფილებს დღევანდელ მოთხოვნილებებს იმგვარად, რომ საფრთხეს არ უქმნის მომავალი თაობების შესაძლებლობებს, რათა მათაც დაიკმაყოფილონ საკუთარი მოთხოვნილებები.” პირველივე შეხედვით ცხადი ხდება, რომ ფორმულა მიზნად ისახავს დაპირისპირებულ მხარეებს შორის კონსენსუსს და არა საკითხის სიცხადეს. მაგრამ მიუხედავად ამისა, როგორც ნებისმიერი კომპრომისი, ესეც არ გახლავთ მცირე მიღწევა, რადგან მოცემული განსაზღვრება მუშაობს როგორც ერთგვარი გამაერთიანებელი მომხრეებისა და მოწინააღმდეგეებისა. შედეგად, 1970-იან და 1980-იან წლებში, დაპირისპირებული მხარეები თითქოს საერთო საფუძველს მიემაგრნენ და მას შემდეგ, ყველაფერი „მდგრადი განვითარების“ ცნების გარშემო ტრიალებს.

ფორმულა ეფუძნება დროის ცნებას. იგი უბიძგებს მკითხველს გაიხედოს მომავლისაკენ და ანგარიში გაუწიოს ხვალინდელ თაობებს. ასეთი დეფინიცია ოფიციალურად ადასტურებს, რომ დროთა განმავლობაში, უწყვეტი განვითარება მსოფლიო მასშტაბის პრობლემად გვექცა. დღევანდელ ეგოიზმს ბრალი ედება ბუნების გაყიდვაში მოკლევადიანი სარგებლის მიზნით. ეს წინადადება მოგვაგონებს ერთ დეფინიციას, რომლის მიხედვითაც, გიფორდ პინჩოტი, თეოდორ რუზველტის კონსერვაციის პროგრამის მმართველი, ცდილობდა უტილიტარიანიზმის განახლებულ განმარტებას: “კონსერვაცია ნიშნავს მაქსიმალურ სარგებელს, ადამიანების მაქსიმალური რაოდინებისთვის, მაქსიმალურად ხანგრძლივი დროის პერიოდში.” თუმცა დღეს, უტილიტარიანიზმის უფრო მჭიდრო ინსპექციისას შევნიშნავთ, რომ Brundtland Commision-ის განსაზღვრება, აღარ ასახავს მითითებას “ადამიანების მაქსიმალურ რაოდენობაზე” და ნაცვლად, ყურადღებას ამახვილებს მხოლოდ “მაქსიმალურ სარგებელზე” და „ხანგრძლივი დროის პერიოდზე.“ აქედან გამომდინარე, მდგრადი განვითარების ასეთ გაგებაში, ბუნებრივი გარემოს კრიზისი უფრო თავსებადია, ვიდრე სამართლიანობის კრიზისი. ამ განსაზღვრებაში, ყურადღება, რაც დროით განზომილებას ეხება, არ არის ბალანსირებული ყურადღებით, რაც სივრცით განზომილებაზე ვრცელდება. შესაბამისად, არ იქნება გაზვიადებული, თუ ვიტყვით, რომ ამ კანონიკურმა განსაზღვრებამ ორი კრიზისის დილემა – „ბუნება სამართლიანობის წინააღმდეგ,“ – ბუნების სასარგებლოდ გადაჭრა და პასუხგაუცემელი დატოვა კითხვა მოთხოვნილებების შესახებ, რომელიც უმნიშვნელოვანესია სამართლიანობის კრიზისის გადასაჭრელად. ამ კითხვის პასუხგაუცემლად დატოვება, პირდაპირ მიგვითითებს სამართლიანობის კრიზისის გვერდზე გადადებისკენ. რომელი მოთხოვნილებების დაკმაყოფილებას გულისხმობს მდგრადი განვითარება? წყლის, მიწის და ეკონომიკურ უსაფრთხოების მოთხოვნილებებზეა საუბარი თუ მოგზაურობებზე და საბანკო დეპოზიტებზე? საარსებო მინიმუმზეა საუბარი თუ ფუფუნების საგნებზე? სამომხმარებლო საზოგადოების მოთხოვნილებების დაკმაყოფილება იგულისხმება თუ ურიცხვი გაღატაკებული ადამიანისა? ეს კითხვები პასუხგაუცემელი რჩება და შესაბამისად, სამართლიანობის კრიზისიდან გამოსავალიც ბუნდოვანია. ეკოლოგიური მოქმედება და გარემოსდაცვითი დისკურსი, მდგრადი განვითარების ჩარჩოებში ზოგჯერ გამიზნულად და ზოგჯერ დაუგეგმავად გვევლინება, როგორც ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხები, როდესაც სამართლიანობის და გარემოს კრიზისზეა საუბარი. სხვადასხვა აქტორები აწარმოებენ სხვადასხვა სახის ცოდნას, ისინი ხაზს უსვამენ გარკვეულ საკითხებს და ნაკლებ ყურადღებას უთმობენ სხვებს. ის, თუ როგორ განვითარდება დებატები ამ საკითხის ირგვლივ, დამოკიდებულია იმაზე, თუ რომელ საკითხებზე გამახვილდება უფრო მეტად ყურადღება. თუმცა, საერთო და თანაბრად მნიშვნელოვანი ამ დებატებში ისაა, რომ უსასრულო განვითარების იმედი აღარ არსებობს, რაც ახალი ეპოქის დაბადების საფუძველი ხდება – იქ, სადაც განვითარების სასრულობა ყველასგან აღიარებული სიმართლეა. ერთადერთი, რაც ფუნდამენტურად განსხვავებული რჩება, არის მიდგომა, თუ როგორ ესმით დაპირისპირებულ მხარეებს სასრულობა. ამ მხრივ, ისინი ხაზს უსვამენ განვითარების სასრულობას გლობალურ სივრცეში და უარყოფენ მის სასრულობას დროში, ან პირიქით: აღიარებენ მის სასრულობას დროში და უარყოფენ მის სასრულობას სივრცეში. მომდევნო თავებში შემოგთავაზებთ მდგრადი განვითარების სამ განსხვავებულ პერსპექტივას, რომლებიც განსხვავდებიან სასრულობის ინტერპრეტაციის მიხედვით. (1) კონკურენციის პერსპექტივა, გვეუბნება, რომ განვითარება, სამწუხაროდ, უნდა მოექცეს სივრცულ საზღვრებში, მაგრამ არა ჩრდილოეთისათვის; ეს პერსპექტივა უარყოფს ფაქტს, რომ ჩრდილოეთის მიერ ნაწარმოები ეკოლოგიური ზიანი მთლიან პლანეტაზე ვრცელდება და შესაბამისად ჩრდილოეთს, მხოლოდ და მხოლოდ, თავისი ტერიტორიის პასუხისმგებლობას აკისრებს. (2) ასტრონავტის პერსპექტივა განსხვავებულ ხედვაზე დგას: ის აღიარებს განვითარების სასრულობას დროში და გლობალური დონის თანამშრომლობას ემხრობა, ბუნების და სამართლიანობის კრიზისის მოსაგვარებლად. ამ პერსპექტივის მიხედვით, გლობალური მანკიერი გამოვლინებების მოაგვარება, მთლიანი პლანეტის პასუხისმგებლობაა. (3) საშინაო პერსპექტივა, მათგან განსხვავებით, აღიარებს განვითარების სასრულობას დროში და ჩრდილოეთს აკისრებს მის მიერ შექმნილი გლობალური ზიანის შემცირებას. სავარაუდოდ,  სწორედ  ამ სამი პერსპექტივიდან ერთ-ერთი განსაზღვრავს ჩრდილოეთის და სამხრეთის მომავალ ურთიერთობებს.

3. კონკურენციის პერსპექტივა

რამდენიმე წლის წინ, ფრანგი ავტორი ჟან კრისტოფ რუფი,  წიგნში “იმპერია და ახალი ბარბაროსები” გვთავაზობს მეტაფორას, რათა ასახოს ჩრდილოეთის საზოგადოების ხასიათის ტრანსფორმაცია, რომელიც გლობალიზაციის საფრთხემ განაპირობა. ევროპულ მოგონებებში ქექვისას, მან აღმოაჩინა ყოველგვარი საზღვრის არქეტიპი – ლიმესი (ლათინურად საზღვარი), რომელიც გამოხატავს ჩრდილოეთის და სამხრეთის ურთიერთდამოკიდებულების განახლებულ აღქმას. ის გვეუბნება, რომ ისევე, როგორც რომაელები ადგენდნენ ლიმესებს ბარბაროსებისგან განსაცალკევებლად, თანამედროვე ძალებიც ცდილობენ დახატონ წარმოსახვითი კედელი, რომელიც განაცალკევებს სავაჭრო ურთიერთობებში ჩაბმულ ჩრდილოეთს დანარჩენი სამყაროსგან. მართლაც, დღევანდელი გადმოსახედიდან, სამხრეთის ქვეყნების დიდი ნაწილი არ წარმოადგენს ნათელ მომავალზე ორიენტირებულ საექსპერიმენტო ლაბორატორიას, არამედ აღქმულია, როგორც პოტენციური ტურბულენციისა და ყოველგვარი საშიშროების წყარო: ძალადობის მანქანა, მზარდი იმიგრაციის საფრთხე, იაფფასიანი პროდუქტებით დატბორილი ეკონომიკური ბაზარი და სწრაფად მზარდი მოსახლეობა. აქედან გამომდინარე, იმის გაცნობიერების პარალელურად, რომ განვითარება სასრულია სივრცეში, შეხედულებები სამხრეთზე იცვლება. სამხრეთი აღქმული ხდება, როგორც ტერიტორია, რომელსაც თან მოაქვს საფრთხე.

იქიდან  გამომდინარე, რომ დიდი ხნის განმავლობაში, ეკონომიკის მამოძრავებელ ძრავას ელიტური ჩრდილოეთი წარმოადგენდა, საერთაშორისო ბაზარზე ახლად ინდუსტრიალიზირებული ქვეყნების ბაზარზე გამოჩენის შემდეგ, ისინი განსაკუთრებულ ზეწოლას გრძნობენ. შესაბამისად, მათი ყურადღება მთლიანად საერთაშორისო კონკურენტუნარიანობისკენაა მიპყრობილი. ამის გათვალისწინებით, ისევე როგორც აშშ-ს, ევროკავშირსა და სამხრეთ აზიის ქვეყნებს შორის მიმდინარე ეკონომიკური კონკურენციის შედეგად, ეკოლოგიური მოდერნიზაცია გარკვეულწილად, წარმოუდგენელი ჩანს. მდგრადობის ცნებებმა და სტრატეგიებმა არ შეიძლება ხელი შეუშალონ საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივაში ეკონომიკური ძალაუფლებისთვის ბრძოლას. პირიქით, ეს ცნებები იმგვარად უნდა იყოს გამოყენებული, რომ გახდეს პროცესების ნაწილი და ხელი შეუწყოს ეკონომიკურ წინსვლას. საშუალებები, თუ როგორ უნდა დაუკავშირდეს ბუნებრივი გარემო ეკონომიკურ ეფექტურობასა და დაგროვებას, წარმოადგენს სწორედ მთავარ ქვაკუთხედს კონკურენციის პერსპექტივის დღის წესრიგისა.

3.1. ეკონომიკური ზრდა ბუნებრივი გარემოსთვის

კონკურენციის თვალსაზრისით, გარემოს დაცვა პირველ რიგში განიხილება, როგორც ეკონომიკური ზრდის მასტიმულირებელი საშუალება. სამომხმარებლო მოთხოვნის ცვლილება ინოვაციების აუცილებლობას იწვევს; რესურსების შემცირება წარმოების ხარჯებს ამცირებს და გარემოსდაცვითი ტექნოლოგია, ახალ ბაზრებს ქმნის. აქედან გამომდინარე, ეკოლოგია და ეკონომიკა სრულიად თავსებადი დარგები ხდება. შესაბამისად, ეკონომიკური ზრდა წარმოადგენს არა პრობლემას, არამედ გამოსავალს კონკურენციის პერსპექტვის მიხედვით. მართლაც, სწორედ ამ კონცეპტუალურმა ინოვაციამ ითამაშა გარდამტეხი როლი ეკოლოგიის გამეინსტრიმებაში. მას შემდეგ, რაც 1980-იანი წლების დასაწყისში, OECD-მ დღის წესრიგში დააყენა ინდუსტრიული ეკონომიკის ეკოლოგიური მოდერნიზაციის საკითხები (Hajer 1995), სწრაფად დაიწყო განვითარება ბიზნესისა და გარემოსდაცვითი საკითხების დამაკავშირებელმა ენამ, რომელმაც გარემოსდაცვითი მდგომარეობის არაეფექტურობა რესურსების გადანაწილების პრობლემას დაუკავშირა. ბუნებრივი რესურსები გაუფასურებულად და შესაბამისად, არასწორად გადანაწილებულად ითვლება, ხოლო ადამიანური რესურსები და ტექნოლოგიები ზედმეტად უტილიზირებულად; შესაბამისად, ბალანსის აღდგენა მნიშვნელოვან ინიციატივად არის წარმოდგენილი. ამდენად, “ეკო-ეფექტურობის” მიღწევა (Schmidheiny 1992) განიხილება, როგორც ბიზნესის ერთგვარი გასაღები საინოვაციო ძალაუფლებისკენ. კონკურენციის პერსპექტივას კიდევ უფრო შორს მიჰყავს ეს პრინციპი – მიკროეკონომიურიდან მაკროპოლიტიკურ დონეზე: ის უყურებს საზოგადოებას, როგორც კორპორაციას. ამ თვალსაზრისით, ის სამთავრობო რეგულაციები, რომლებიც მიზნად არ ისახავს ეფექტურობას, მიღებულია, როგორც უაზრო ან არასწორი. ისეთი საკითხები, როგორიცაა კანონმდებლობა, რომელიც აკონტროლებს მულტინაციონალურ კორპორაციებს, (გვ 32) ტექნოლოგიური ხარისხის შეფასებას ზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე და მდგრად მსოფლიო სავაჭრო ურთიერთობებს, ამოღებულია დღის წესრიგიდან. საჯარო ავტორიტეტი ბიზნეს-სამეფოს საქმიანობაში ტაბუირებული დარჩა. სამაგიეროდ, ეს შედეგი კარგად შეესაბამება იმ ნეოლიბერალურ უტოპიას, რომელიც წლების განმავლობაში მოგვიწოდებს, რომ შესაძლებელია საზოგადოების შენება კოლექტიური პასუხისმგებლობისგან თავის არიდებით. (Hobsbawm 1994: 565).

თავის მხრივ, კონკურენციის პერსპექტივასაც სჭირდება, გაიხედოს ამ არენის მიღმა. მდიდარი ეკონომიკა უფრო მეტ მიწას და ბუნებრივ რესურსებს მოითხოვს, ვიდრე ხელი მიუწვდება საკუთარი საზღვრების ფარგლებში. საცეცების გაფართოებამ სამხრეთში, საუკუნეების მანძილზე უზრუნველყო ჩრდილოეთის ეკონომიკური კეთილდღეობა – სქემა, რომელიც სულ უფრო და უფრო მეტად დგას საფრთხის წინაშე, მას შემდეგ, რაც ექსპლუატაციის ბიოფიზიკური ლიმიტები გამოიკვეთა. ბუნებრივი რესურსების რაოდენობისა და ხელმისაწვდომობის შემცირებასთან ერთად, ახალი რეჟიმები ფასების მექანიზმებს და პოლიტიკურ შეთანხმებებს ეფუძნება,  რომელიც ექსპლუატაციის შერბილებასა და მართვისკენაა მიმართული. უფრო მეტიც, 1980-იან წლებში, ბუნების მიმართ დამოკიდებულება შეიცვალა. ის განიხილება არა როგორც რესურსი, არამედ როგორც რეზერვი. ბიოსფეროს თითქმის აღარ შესწევს CO2-ის და CFC-ს შთანთქმის უნარი, რაც მიუთითებს იმაზე, რომ რეზერვის უკმარისობა ბევრად უფრო მწვავე საკითხი გახდა, ვიდრე რესურსების უკმარისობა. შესაბამისად, საჭირო ხდება ემისიების რაოდენობის შეზღუდვა ქვეყნების დიდ ნაწილში. ამის მიღწევა კი მხოლოდ მულტილატერალური შეთანხმებით არის შესაძლებელი. სწორედ ამიტომ, საერთაშორისო პოლიტიკაში ახალი ხედვა ჩამოყალიბდა, რომელიც ბიოსფეროს შენარჩუნებისთვის იბრძვის. მულტილატერალურ მოლაპარაკებებში ყურადღება აღარ არის გამახვილებული ეკონომიკურ გადანაწილებაზე, როგორც ეს აქამდე ხდებოდა ახალი ეკონომიკური წყობის სახელით. ყურადღება უფრო მეტად გამახვილებულია ემისიების შემცირების გადანაწილებაზე. ვინაიდან ყოველი მთავრობა ვალდებულია, მოახდინოს ეკონომიკური განვითარების მაქსიმიზაცია, ყოველი შემცირება ემისიებში ნიშნავს ეკონომიკურ დანაკარგს. აქედან გამომდინარე, ამ კონფლიქტის შედეგად ბუნებრივი გარემოს დაცვისკენ მომართული მიზნები კვლავ მეორეხარისხოვანია, რასაც რიოს (United Nations Conference on Sustainable Development held in Rio) შეთანხმებების უმეტესობა მოწმობს.

3.2 ბუნების კონსერვაციიდან, ეკონომიკური ზრდის კონსერვაციამდე

ბუნების ცნებაც შეიცვალა. კონსერვაციის მოძრაობა, 1970 წლამდე, ბიოცენტრულ ღირებულებებზე იდგა. ტყეები, წყლები, ნიადაგი და ველური ბუნება უმნიშვნელოვანეს დაცვის ობიექტებს წარმოადგენდა. გარკვეულწილად, ბუნება განვითარების საწინააღმდეგო ფენომენი იყო, და მისი დაცვა ეკონომიკრი ზრდის ზეწოლიდან დაცვას გულისხმობდა. 1980 წლის მსოფლიო კონსერვაციის სტრატეგიის შედეგად, რომელიც IUCN-მა, WWF-მა და UNEP-მა შეიმუშავეს, ბუნების ცნების მიმართ აღქმა გლობალურ დონეზე შეიცვალა. ბუნება არათუ განძს წარმოადგენდა, რომელიც დაცული უნდა ყოფილიყო, არამედ რესურსს, რომლის პროდუქტიც მდგრადობით უნდა დახასიათებულიყო. ყურადღება ბუნების დაცვიდან გატადანილ იქნა ბუნებრივი რესურსების პროდუქტიულობის დაცვაზე, რომელიც ეკონომიკური მიზნებისთვის გამოიყენება. სწორედ მსოფლიო კონსერვაციის სტრატეგიამ წარმოშვა „მდგრადი განვითარების“ ცნება თავდაპირველად; მაგრამ „მდგრადობის“ „განვითარებასთან“ დაკავშირებამ ახალი სემანტიკური ორაზროვნება წარმოშვა. მდგრადობის ლოკუსი “ბუნებიდან” “განვითარებისაკენ” გადაადგილდა. თუ მანამდე მდგრადობა ბუნებრივ შემოსავალს ეხებოდა, ის ახლა განვითარებას უკავშირდება. ამ ცვლილებამ აღქმის ჩარჩოსაც შეუცვალა ადგილი: ბუნების ნაცვლად, პრიორიტეტული განვითარება ხდება  და განვითარების ნაცვლად კი, ბუნება ხდება კრიტიკის საგანი. მოკლედ რომ ვთქვათ, მდგრადობის შინაარსი – ნაცვლად ბუნების კონსერვაციისა, განვითარების კონსერვაციისკენ იქნა მიმართული. უფრო მეტიც, რადგან “განვითარება” კონცეპტუალურად ცარიელ ჭურვს წარმოადგენს, რომელიც შეიძლება მოიცვდეს კაპიტალურ დაგროვებასაც და საპირფარეშოების მოპირკეთებასაც,  გაურკვეველი რჩება, თუ კონკრეტულად რის მდგრადობაზეა საუბარი. სწორედ ეს არის მიზეზი იმისა, რომ ყველა პოლიტიკური მსახიობი, ეკონომიკური ზრდის ყველაზე ძლიერი პროტაგონისტებიც კი, დღეს მარტივად პოულობენ არგუმენტებს “მდგრადი განვითარების” თვალსაზრისით. ტერმინი თავიდან ბილომდე სუბიექტური განჯის საგანი გახდა, რასაც მსოფლიო ბანკის მიერ შემოთავაზებული განსაზღვრებაც ადასტურებს: “რა არის მდგრადი? მდგრადი განვითარება არის განვითარება, რომელიც განგრძობითია” (მსოფლიო ბანკი 1992: 34).

ამ ტერმინების ცვლილებამ თეორიულ დონეზე შემოგვთავაზა ბუნების ცნების განახლებული ინტერპრეტაციაც, სადაც ბუნება კაპიტალთან ხდება გაიგივებული. ამ კონცეპტუალური ოპერაციებით, შესაძლებელი ხდება ბუნებისა და კაპიტალის კომბინაცია და ბუნებრივი კაპიტალისა და ეკონომიკური კაპიტალის ერთმანეთში მონაცვლეობა სხვადასხვა მიზნებით. მოგება-დანახარჯების ლოგიკის ქვეშ, შესაძლებელია არა მხოლოდ ბუნების ეკონომიკურ ცვლადად გამოხატვა, არამედ ადამიანის სიცოცხლისაც კი, რაც კომოდიფიკაციის (გასაქონლების) შედეგად ვაჭრობის საგნად განიხილება.

3.3. სამხრეთი როგორც ეკოლოგიური რეგულირების არენა

კონკურენტუნარიანობის ძიება რეალევანტურია განვითარების სივრცეში სასრული ცნებასთან მიმართებაში, თუმცა მისი თანაარსებობა განვითარების დროში სასრულ ცნებასთან ერთად, შეუძლებელია. ამ თვალსაზრისით, ეკონომიკურ ზრდაზე ორიენტირებული ცივილიზაცია და მისი შემდგომი დიფუზია თავისუფალი ვაჭრობით, ჯერჯერობით გაურკვეველ მიმართებაშია დროსთან, თუმცა, მისი შეზღუდულობა გეოგრაფიულ სივრცეში ყველასთვის ნათელია. მიუხედავად იმისა, რომ ჩრდილოეთში წარმოქმნილი მწვავე ეკოლოგიური ეფექტები დედამიწის შორეულ კუთხეებსაც სწვდება, მათი პასუხისმგებლობის რადიუსი კვლავ შეზღუდული რჩება მათივე გეოგრაფიულ სარტყელში.

ზოგადად, კონკურენციის პერსპექტივაში გარემოსდაცვითი კორექტირების ძირითად არენად სამხრეთია წარმოდგენილი. სამხრეთს მოუწოდებენ პასუხისმგებლობისაკენ, მაშინ როდესაც ჩრდილოეთი სტაბილურობისა და სისუფთავის ეტალონად გვევლინება. ამ პერსპექტივაში მუშავდება სიუჟეტები, სადაც მოვლენები რეინტერპრეტირებულია. ერთი სიტყვით, ეკოლოგიური საფრთხეები, სიღარიბე და დესტაბილიზაცია არა ჩრდილოეთის მიერ შექმნილ გლობალურ გამოვლინებებს წარმოადგენს, არამედ მათი წარმოშობა მესამე სამყაროს ბრალდება. ამგვარად, პასუხისმგებლობა რეპრესირებულია და მოლოდინი მიმართულია სამხრეთისაკენ, რათა, რაც შეიძლება სწრაფად აიღოს ინიციატივა გადაუდებელ ქმედებებზე. დემოგრაფიული აფეთქება, როგორც წესი, მართლაც წარმოადგენს იმ ფაქტორს, რომელიც ორი ყველაზე მნიშვნელოვანი საფრთხის ასაღწერად გამოიყენება, საკითხებისა, რომელთა წინაშეც ჩრდილოეთი დგას: ბუნებრივი გარემოს საფრთხე და მიგრაცია. ამ საფრთხებიდან პირველი ბიოსფეროს მოსარჩლეების რიცხობრივ ზრდასთან ასოცირდება, მეორე კი მზარდი მოსახლოების ზეწოლის შედეგია სამხრეთის ქვეყნებიდან. ორივე შემთხვევაში, რეაქცია შემდეგ ახსნა-განმარტებას მოიცავს: საჭიროა, რაც შეიძლება სწრაფად შეიქმნას სტრატეგია მოსახლეობის ზრდის შესაჩერებლად.

მიდრეკილება, განისაზღვროს გარემოსდაცვითი პრობლემები სამხრეთში ისე, რომ მათგან გამოსავალი მხოლოდ ჩრდილოეთიდან მოდიოდეს, იმ პროექტის კეთილსინდისიერი ვარიანტია, რომელიც რეალურად პასუხისმგებლობას მხოლოდ სამხრეთს აკისრებს. მაგალითად, “Agenda 21” გაეროს გარემოსა და განვითარების კონფერენციის სამოქმედო გეგმა – სწორედ ამ სულისკვეთებით შემუშავდა. იგი სამყაროს ყოფს დეფიციტისა და მაღალი ხარისხის ქვეყნებად  ეკოლოგიური თვალსაზრისით, რომლის მიხედვითაც ბუნებრივი გარემოს პრობლემები სამხრეთში არასაკმარისი კაპიტალის, მოძველებული ტექნოლოგიის, ექსპერტიზის არარსებობისა და ეკონომიკური განვითარების უუნარობის შედეგია. პრობლემის ამგვარი განსაზღვრება უკვე გულისხმობს მის გადაწყვეტას: ჩრდილოეთმა უნდა გაზარდოს ინვესტიციები სამხრეთში, უზრუნველყოს ტექნოლოგიური სფილოვერი, რაც ეკო-ინჟინერიის განვითარებას გამოიწვევს და დააჩქარებს ზოგადად სამხრეთის ეკონომიკურ ზრდას (Hildyard 1993). ადვილია იმის დანახვა, თუ როგორი გავლენა აქვთ არსებულ კონვენციებს განვითარებაზე, მსოფლმხედველობის ფორმირებაზე. კიდევ ერთხელ, სამხრეთი წარმოდგენილია, როგორც არაკომპეტენტურობის ქოხი და ჩრდილოეთი წარმოდგენილია, როგორც საუკეთესო ხარისხის მქონე ციხე-სიმაგრე.

4. ასტრონავტის პერსპექტივა

სანტა კატარინას მთების ძირში, დაახლოებით ორმოცი მილის მოშორებით ტუსონიდან, ჩრდილო-აღმოსავლეთის მიმართულებით, არიზონაში, უზარმაზარი მინის ნაგებობა თვალისმომჭრელად ირეკლავს მზის სხივებს, რაც ნოეს კიდობნის თანამედროვე ვარიანტს წააგავს. ეს პირამიდის ფორმის ნაგებობა მოიცავს მთელი სამყაროს მინიატურულ ვარიანტს: ტყეებს, მინდორს, უდაბნოს, ჭაობებს და ოკეანესაც კი. უფრო მეტიც, აქ ასევე გვხვდება ბაღები და მინდვრები იქ მყოფი რვა ადამიანისთვის, რომლებიც ერთად ცხოვრობენ 3,800 სახეობის მცენარეებთან და ცხოველებთან ერთად. ექსპერიმენტს ეწოდა “ბიოსფერო 2” ეწოდა და ეს სახელი ზუსტად გამოხატავს მის განზრახვას: მეცნიერები შეეცადნენ „ბიოსფერო 1“-ის, ანუ დედამიწის ახალი მოდელის შექმნას შუშის სახურავის ქვეშ. ჯონ ალენი, „ბიოსფერო 2“-ის კვლევითი დირექტორი შემდეგი სიტყვებით გვიხსნის ექსპერიმენტის დანიშნულებას: “ბიოსფერო 2″ ყოვლისმომცველ ბიოსფერულ მონიტორინგს წარმოადგენს, დაკვირვების და მართვის სისტემის შემუშავების უფრო ხელმისაწვდომ შესაძლებლობას, ვიდრე დედამიწა. ასეთი ექსპერიმენტის წარმატებული განვითარება, მომავალში დედამიწის მოდელირების უკეთეს შესაძლებლობას მოგვცემს” (Allen 1991:125).

4.1. პლანეტა როგორც მენეჯმენტის ობიექტი

არიზონას მეცნიერებმა წარმოგვიდგინეს აზროვნების სპექტრი, რომელიც მიმართულია დისკუსიებზე “ბიოსფერო 1” -ის შესახებ, ანუ ნამდვილი დედამიწის შესახებ. გარემოს დაცვა, ამ მხრივ ასტრონავტის პერსპექტივის ჩარჩოებში მოექცა. ამ მიდგომის წარმომადგენლები აცხადებენ არც მეტს და არც ნაკლებს – რომ მათი მიზანია დედამიწის გადარჩენა. მათთვის ცისფერი დედამიწა, ყველაზე დამაფიქრებელი გლობუსი, რომელიც გამოკიდულია მუქ სამყაროში და დელიკატურად, ღრუბლებით, ოკეანეებით და კონტინენტებითაა გაფორმებული,  სწორედ ის რეალობაა, რომელიც ყველაფერზე მნიშვნელოვანია კაცობრიობისთვის.

1970-იანი წლებიდან მოყოლებული, მსოფლიო სულ უფრო და უფრო მეტად აღიქმება, როგორც ფიზიოლოგიური სხეული, რომელსაც ბიოგეოქიმიური პროცესების მრავალფეროვნება ინარჩუნებს და არა – სახელმწიფოებისა და კულტურების ერთობა. მსოფლიოს იმავე მოდელირების მსგავსად, რომელმაც “ეკონომიკური ზრდის ლიმიტები” გამოიწვია, დედამიწის ბიოფიზიკური კონცეფციის შემთხვევაც, რომელიც ტრანსნაციონალურ სივრცეს ეფუძნება, ცვლის ერების არსებობას, თემების ან სხვა ადამიანის რეალობებს უპრეცედენტოდ და იმაზე ნაკლებად რელევანტური ხდება,  ვიდრე მთლიანი დედამიწის ეგზისტენციალური საკითხია. ამ გზით, განსაკუთრებით მეცნიერთა ეპისტემოლოგიურ საზოგადოებაში მსოფლიო მასშტაბით, (Haas 1990) შემუშავდა დისკურსი, რომელიც წარმოაჩენს პლანეტას, როგორც სამეცნიერო და პოლიტიკური დაკვირვებისა და შესწავლის ობიექტს (გვ.36). ეს საზოგადოება პლანეტარული თვალსაზრისით ფიქრობს და “მდგრადი განვითარების” ცნებას ასტრონავტის პერსპექტივიდან განიხილავს.

დედამიწის გლობუსის ფოტოსურათების გარეშე, ნაკლებად სავარაუდოა, დაგვენახა პლანეტა, როგორც მენეჯმენტის ობიექტი (Sachs 1994). მაგრამ ამ ნაბიჯისთვის ასევე არსებობს პოლიტიკური, სამეცნიერო და ტექნოლოგიური მიზეზები. 1980-იანი წლების დროს, ოზონის ხვრელების გაჩენამ, მჟავის წვიმამ, სათბურის ეფექტმა და სამრეწველო საზოგადოებისგან გლობალური ჩრდილოეთის საზღვრის მიღმა დაბინძურების გამოვლინებამ თავად წამოწია წინ ასტრონავტის პერსპექტივა. უფრო მეტიც, მეცნიერებმა გაწიეს უზარმაზარი ძალისხმევა –  წარმოგვიდგინეს ბიოსფერო, როგორც ყოვლისმომცველი ეკოსისტემა ბიოტას დაკავშირებით ატმოსფეროსთან, ოკეანეებთან და დედამიწის ქერქში მიმდინარე პროცესებთან. და ბოლოს, როგორც ხშირად ხდება მეცნიერების ისტორიაში, ახალი თაობის ინსტრუმენტებმა და მოწყობილობებმა შექმნა ამ გლობალური პროცესების გაზომვისა და დაკვირვების შესაძლებლობა. უკანასკნელი ათწლეულის განმავლობაში, სატელიტებმა, სენსორებმა და კომპიუტერებმა უზრუნველყვეს ბიოსფეროს დაკალიბრების საშუალება და მისი მოდელირების შესაძლებლობა. ფაქტობრივად, ბიოსფეროს კვლევა, უსწრაფესად ხდება უფრო მნიშვნელოვანი სამეცნიერო საკითხი, რომელიც წახალისებულია მთელი რიგი საერთაშორისო პროგრამებით (მალონე 1986); “პლანეტარული მეცნიერებებით”, როგორიცაა სატელიტური დაკვირვები; ღრმა საზღვაო ექსპედიციებით და მსოფლიო დონის მონაცემთა დამუშავებით, რაც არაერთ ქვეყანაშია ინსტიტუციონალიზებული. ამ ტენდენციის გათვალისწინებით, მდგრადობა სულ უფრო და უფრო მეტად მიიჩნევა გლობალური მენეჯმენტის გამოწვევად. ექსპერტები პლანეტის მასშტაბით განსაზღვრავენ ერთის მხრივ ადამიანების ექსტრაქცებს/ემისიებსა და მეორეს მხრივ ბუნების რეგენერაციულ შესაძლებლობებს შორის ბალანსს. მონიტორინგისა და მაპინგის გზით, ისინი ახდენენ დედამიწის გარშემო რესურსების ნაკადებისა და ბიოგეოქიმიური ციკლების გაანგარიშებას და კალკულაციას. “ეს აუცილებელია” – გვეუბნება Agenda 21, “თუ გვინდა, რომ უფრო სწორად იყოს შეფასებული პლანეტა დედამიწის საბალანსო შესაძლებლობები, ისევე როგორც მისი მდგრადობა, რომელიც მასზე მცხოვრები ადამიანების მიერ არის ხშირად რეპრესირებული.” (თავი 5.1). დედამიწის პულსის შეგრძნება ახალი გეო-მეცნიერების არაფორმალური მიზანია. დღეს პლანეტა მოთავსებულია გაცილებით დახვეწილი დაკვირვებების ქვეშ, როგორც პაციენტი ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში. რესურსების ბიუჯეტის მართვა კი გლობალური დონის საკითხი გახლავთ თანამედროვე პოლიტიკისთვის.

4.2 გლობალური კოოპერაცია

წრიული დედამიწის სურათი ხაზს უსვამს ხედვას, რომელიც ფუნდამენტურია ასტრონავტის პერსპექტივისთვის. ეს პერსპექტივა მდგომარეობს იმაში, რომ ვინაიდან სამრეწველო ცივილიზაციის ეფექტები გლობალურ დონეზე გავრცელდა, შესაბამისად ჩრდილოეთის პასუხისმგებლობამაც მთელი მსოფლიო უნდა მოიცვას. შედეგად, მთლიანად მსოფლიო ითვლება სათანადო გარემოსდაცვითი კორექტირების არენად და არა მხოლოდ სამხრეთი, როგორც ეს კონკურენციის პერსპექტივაშია წარმოდგენილი. დაცვა გლობალური საფრთხეებისგან, პირველ რიგში, პლანეტარული პირობების რაციონალურ დაგეგმარებას ეხება და არა მდიდარ იმპერიებს. ბიოსფეროს სისუსტე, რომელიც ადამიანის მოქმედების შედეგად გამოიკვეთა, ამ მიდგომის მთავარ სცენარს წარმოადგენს. აღიარებულია, რომ ეკონომიკურ განვითარებას საფრთხე ემუქრება დროის განზომილებაში. თუ გლობალური პირობების რაციონალური დაგეგმარება მიუღწევადია სხვადასხვა პოლიტიკური სუბიექტების ჩართულობისა და კოოპერაციის გარეშე, განახლებული ბალანსის მოფიქრება ხდება საჭირო გლობალურ ჩრდილოეთსა და სამხრეთს შორის. უფრო დელიკატურად რომ განვმარტოთ, სულ ცოტა მაინც, გლობალური საშუალო კლასის ნაკლებად პრივილეგირებული ნაწილის მოლოდინები უნდა დაკმაყოფილდეს, თუ ახალი გლობალური წესრიგი მიღწეული იქნება. ამ თვალსაზრისით, ვალდებულების აღსასრულებლად ბუნების კრიზისიდან გამოსავალი არ მოიტანს შედეგად სამართლიანობის კრიზისის უგულებელყოფას.

გლობალური დონის ბუნების კრიზისმა ყურადღების ცენტრში მოაქცია მსოფლიო საზოგადოება, რათა მდგრადობისთვის გლობალური ჩარჩოები შეექმნათ. განა საკმარისი არ არის პლანეტის სურათი იმისთვის, რომ კაცობრიობის ერთიანობა არა მხოლოდ საგანმანათლბლო პროექტის ოცნებად დარჩეს, არამედ ბიოფიზიკურ ფაქტად იქცეს? რაც ეკოლოგების ხედვითაა საჭირო გლობალურად, მხოლოდ ისაა, რომ ეს ბიოფიზიკური რეალობა პოლიტიკურ ფაქტად იქცეს. აქედან გამომდინარე, ბევრი გარემოსდამცველი მიეკუთვნება გლობალური ინსტიტუტების მომხრეების რიგებს. როგორც ალ გორი გვეუბნება: “უბრალოდ ერთის ან მეორეს ამორჩევა, (ჩრდილოეთის და სამხრეთის) ან მსოფლიოს მხოლოდ ერთ ან მეორე რეგიონზე ზრუნვა, საბოლოოდ მხოლოდ ფრუსტრაციას გამოიღებს შედეგად, რაც გამოიწვევს იმედგაცრუებას და კიდევ უფრო მეტად დაასუსტებს იმის საჭიროებას, რომ ნაწილების მაგივრად, მთლიანი პრობლემა იქნეს ფოკუსის სუბიექტი… მაგრამ თუ მსოფლიო მთავრობა არც სასურველია და არც მისაღები, როგორ შეიძლება დამყარდეს წარმატებული კოოპერატიული ძალისხმევა გარემოს გადარჩენისთვის? არსებობს მხოლოდ ერთი გამოსავალი: ჩვენ უნდა მივიღოთ საერთაშორისო შეთანხმებები, რომლებიც გლობალურ შეზღუდვებს დააწესებენ ყველასთვის მიუღებელ ქმედებებზე. . . ‘(Gore 1992: 295, 302).

ამ არგუმენტისთვის, სტრატეგიული მიზანია, შეიქმნას მულტილატელარული რეგულაციები საერთო ვალდებულებების შესახებ, პოლიტიკის სხვადასხვა სფეროში. სხვა პროტაგონისტები კიდევ უფრო შორს მიდიან. ისინი გლობალური მართვის ახალი სქემების შექმნისკენ მოგვიწოდებენ, როგორიცაა გლობალურ ექსპერტთა კომისიები, მარეგულირებელი ჩარჩოები ეროვნულ დონეზე ეკონომიკისთვის და საბოლოოდ, გარკვეული სახის გლობალური მულტილატერალური მთავრობის შექმნა. ვინაიდან სამხრეთის ჩართვა იმპერატივია ასეთი სტრატეგიისთვის, ალ გორი “გლობალური მარშალის გეგმის” შექმნისკენ მოგვიწოდებს. ეს მიმართული იქნება მსოფლიოს მოსახლეობის სტაბილიზაციისკენ, ეკოლოგიურად სუფთა ტექნოლოგიების შექმნისკენ, ეკონომიკური თამაშის წესების მოდიფიცირებისკენ, კოლექტიური შეთანხმებების მიღწევისაკენ და  საინფორმაციო კამპანიის წამოწყებისაკენ მსოფლიოს ყველა მოქალაქისათვის. ჰორიზონტზე ის კეთილშობილური ხედვაა, რომელიც ეკოლოგიას საერთაშორისო პოლიტიკის ცენტრალურ საკითხად დააყენებს, რომელიც განახორციელებს გლობალურ საკითხთა რაციონალურ ორგანიზებას.

5.საშინაო პერსპექტივა

საშინაო პერსპექტივაში “მდგრადი განვითარება” არც ეკონომიკური წარმატების შესახებაა და არც ბიოსფერული სტაბილურობის შესახებ, არამედ ადგილობრივი საარსებო რესურსების შესახებ. ამ კუთხით, ბუნებრივი გარემო, პირველ რიგში, ზედმეტი განვითარებისაგან ზიანდება და არა რესურსების არაეფექტური განაწილებისაგან ან ადამიანთა სახეობის გამრავლებისგან. ყურადღების ცენტრში განვითარების მიზანი და სტრუქტურაა, რომელიც სამხრეთში, როგორც ჩანს, საზოგადოების ჩაგვრისკენ არის მიმართული, ჩრდილოეთში კეთილდღეობის შემცირებისკენ და ორივეგან ერთად, ეკოლოგიური რღვევისკენ. შესაბამისად, “მდგრადი განვითარება” წარმოადგენს ოქსიმორონს; ნებისმიერ შემთხვევაში, პრაქტიკული და თეორიული ძალისხმევა ეკონომიკური განვითარების ალტერნატივაზე მიუთითებს. უფრო მეტიც, მხოლოდ ამ პერსპექტივაშია სამართლიანობის კრიზისი უმნიშვნელოვანესი დისკურსის საგანი.

ორი წლის წინ, მსოფლიო გაოცებული და გაღიზიანებული უყურებდა მექსიკაში მიმდინარე მოვლენებს, როდესაც ასობით შეიარაღებულმა ინდიელმა უეცრად მოახდინა სან კრისტობალ დე ლას კასას (San Cristóbal de Las Casas) ოკუპაცია. ჩიაპას აჯანყება უეცარი სიგნალი იყო, რომელმაც გლობალურ საშუალო კლასს შეატყობინა მათი არსებობის შესახებ და შეახსენა, თუ რამდენად გარიყულნი და განცალკევებულნი არიან ისინი უნიფიცირებული სამყაროს ყოველგვარი ბენეფიტებისგან. ასეთი ჯგუფები ყველგან არიან: უამრავ სოფელში, თითოეულ კონტინენტზე. ისინი წარმოადგენენ იმ გლეხებს, მიგრანტებს და ტომებს, მსოფლიო ბაზრის პერიფერიაში, რომლებსაც მიწის ნაკვეთებიც არ აქვთ. თუმცა, მიუხედავად მათ შორის არსებული კულტურული თუ მატერიალური განსხვავებებისა, ისინი იზიარებენ საერთო ბედს, რომელიც მდგომარეობს იმაში, რომ ურბანულ-ინდუსტრიული დეველოპერები, მათი რესურსებით სარგებლობენ. ბუნების კრიზისი და სამართლიანობის კრიზისი, ხშირად ემთხვევა ერთმანეთს ამ მსოფლიო მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის, რომლებიც  მარგინალიზებულნი არიან ექსპანსიონისტური ეკონომიკური განვითარების შედეგად. მათთვის, წყლის რესურსები ხშირად დამშრალია, მინდვრები განადგურებული, ცხოველები გადაშენებული, ტყეები გადამუშავებული და მოსავალი შემცირებული, რაც მათ სასიცოცხლოდ აუცილებელ საარსებო მინიმუმს წარმოადგენს. ეს მიზეზები მათ ბაზარზე შესვლას იწვევს, თუმცა ისინი მოწყვლადნი არიან ბაზარზე შეღწევისადმიც. უკიდურესი სიღარიბე, ხშირად სწორედ ამ რესურსების განადგურების შედეგია. სწორედ აქ, სადაც ამ ადამიანების სიცოცხლე, მიწაზე მუშაობას, მცენარეულ მოსავალს, წყალს და ცხოველურ ნაწარმს  ეფუძნება, ეკონომიკური ზრდა საფრთხეს უქმნის როგორც ბუნებას, ისევე სამართლიანობას: ბუნებრივი გარემო და ადამიანების ცხოვრების ხარისხი, თანაბრად დეგრადირებული ხდება, სხვათა კეთილდღეობის ფასად. (Gadgil and Guha 1992). ამ კონტექსტში, მრავალი თემისთვის, მდგრადობა არაფერს ნიშნავს, გარდა გამძლეობისა (p.39) განვითარების წინააღმდეგ (Tandon 1993). როგორც ბუნების, ისე ადამიანის უფლებების დაცვა, სწორედ ინკლუზიური განვითარების, ფედერალური სახელმწიფო სასოფლო დემოკრატიის (Agarwal და Narain 1989) და ხალხის მორალზე მორგებული ეკონომიკის იმპლემენტაციაზე გადის. ამ თვალსაზრისით, მდგრადი საარსებო საშუალებების მოძიება, ნიშნავს ეკონომიკური დეცენტრალიზაციის ძიებას და არა დაგროვებაზე ორიენტირებული საზოგადოების ფორმების შენებას.

5.1. ჩრდილოეთი, როგორც ეკოლოგიური რეგულირების არენა

არასამთავრობო ორგანიზაციები, სოციალური მოძრაობები და დისიდენტი ინტელექტუალები სწორედ იმ ჯგუფებს წარმოადგენენ, რომლებიც ყველაზე მეტად ემხრობიან საშინაო პერსპექტივას. არაფერი აკავშირებს სამხრეთის მოძრაობებს მდიდარ ქვეყნებში მცხოვრებ დისიდენტებთან გარდა იმისა, რომ ორივე ჯგუფი მოელის ჩრდილოეთისაგან მეტ პასუხისმგებლობას, რათა შემცირდეს ბუნების ექსპლუატაცია, სხვა ადამიანების რესურსების უტილიზცია და ზოგადად, ის გლობალური ბუნებრივი გარემოს არეალი, რომელშიც დღეს ჩრდილოეთი ოპერირებს. ეს იმიტომ, რომ სწორედ ჩრდილოეთის ქვეყნების უმრავლესობამ დატოვა მსოფლიოში ის “ეკოლოგიური კვალი” (Wackernagel  and Rees 1995), რომელიც მნიშვნელოვნად სცდება მათი ტერიტორიების საზღვრებს. ისინი იკავებენ უცხო ნიადაგებს, რათა უზრუნველყოფილნი იყვნენ პომიდვრით, ბრინჯით, ხორცით და სხვა საკვებით; მათ გააქვთ და ამუშავებენ ნედლეულს; მოიხმარენ საერთო რესურსებს, (ოკიანეებს და ატმოსფეროს) იმაზე მეტად, ვიდრე ეს მათ წილს წარმოადგენს. ჩრდილოეთის მიერ გამოყენებული გლობალური საერთო სივრცე ბევრად სცდება ყოველგვარ პროპროციულ განაწილებას; გავლენების ასეთი სტილი, რომელსაც ჩრდილოეთი გლობალურ მასშტაბზე ახდენს, ქმნის ერთგვარ ოლიგარქიულ სტრუქტურას მსოფლიო დონეზე. საშინაო პერსპექტივა ჩრდილოეთს მოუწოდებს, შეამციროს ბუნებრივი გარემოს გამოყენების ის მასშტაბი, რასაც საკუთარი კეთილდღეობისთვის მოიხმარს და უკან გადაუხადოს სამხრეთს ის ეკოლოგიური დავალიანება, რომელსაც ათწლეულების და საუკუნეების განმავლობაში უსამართლოდ ართმევდა საკუთარი კეთილდღეობისთვის. აქედან გამომდინარე, ეკოლოგიური კორექტირების მთავარი არენა არის არა სამხრეთ ნახევარსფერო ან  მთლიანი დედამიწა, არამედ თავად ჩრდილოეთი. შესაბამისად, საშინაო პერსპექტივა სწორედ იმ უარყოფითი გლობალური ეფექტების შემცირებას ისახავს მიზნად, რომელსაც ჩრდილოეთი ქმნის. ეს შემცირება კი უნდა მოხდეს იქამდე, სანამ ეს ეფექტები არ მოექცევა ჩრდილოეთის საზღვრებს შიგნით, ანუ მხოლოდ მათი პასუხისმგებლობის ქვეშ. საშინაო პერსპექტივას სჯერა, რომ სხვებსაც უნდა მიეცეთ თავისუფლება, შექმნან სასურველი წესრიგის გარემო; ეს ხედვა ახალი ტიპის რაციონალურობას გვთავაზობს, რომელსაც შეიძლება ეწოდოს “შემოკლებული ჯაჭვური ეფექტის რაციონალურობა” –  ერთდროულად სამართლიანობის და ბუნების კრიზისის აღმოფხვრას რომ ისახავს მიზნად. კარგი გლობალური სამეზობლოს მშენებლობა, ამ თვალსაზრისით, პირველ რიგში, მოითხოვს საშინაო რეფორმას კოსმოპოლიტური სულისკვეთებით.

5.2. ეფექტურობა და საკმარისობა

საქმე იმაშია, რომ საშინაო რეფორმა უდიდეს გამოწვევას წარმოადგენს, განსაკუთრებით, ინდუსტრიული ქვეყნებისთვის. ამჟამინდელი კვლევების მიხედვით, 70%-იანი  და 90%-იანი შემცირება ენერგეტიკასა და ნედლეულში, მომდევნო 40-დან 50 წლის შემდეგ, არაფერს შეცვლის და იგივე გამოწვევის წინაშე გვამყოფებს, როგორშიც დღეს ვართ (Schmidt-Bleek 1992). ამიტომ, საშინაო პერსპექტივა არა ეფექტური რესურსების მართვას გულისხმობს, არამედ სოციალური ყურადღების გამახვილებას უფრო მეტად შედეგების გადახედვაზე, ვიდრე საშუალებების შემცირებაზე. გრძელვადიან პერიოდში, რესურსების შემნახველობის შედეგები შთანთქმული იქნება იმ ეფექტებით, რაც წარმოებას მოჰყვება, თუ არ შენელდა ზოგადად ეკონომიკური ზრდის დინამიკა. განვიხილოთ, მაგალითად, საწვავზე მომუშავე მანქანა. დღევანდელი საავტომობილო ძრავები ბევრად უფრო ეკო-ეფექტურია, ვიდრე წარსულში იყო. თუმცა ამ ეფექტურობის შედეგები შეუმჩნეველია მანქანების მიერ დაფარული მანძილის ზრდის გამო. იგივე ლოგიკა მოქმედებს ენერგიის დაზოგვის, დაბინძურების შემცირებისა და გადამუშავებასთან დაკავშირებით. სინამდვილეში, მნიშვნელოვანი მხოლოდ ის არის, თუ რა დონეზე უწყობს ხელს ეკონომიკა ბუნებრივ გარემოს და არა უბრალოდ რესურსების ეფექტური განაწილება (Daly and Cobb 1989). ჰერმან დალიმ, ასეთი შედარება შემოგვთავაზა: მაშინაც კი, თუ გემზე არსებული ტვირთი ეფექტურად განაწილდება, გემი აუცილებლად ჩაიძირება, თუ ამ ტვირთის რაოდენობა ძალიან გაიზრდება, თუმცა, რა თქმა უნდა,  შემდეგ შეიძლება ვთქვათ, რომ ის ოპტიმალურად ჩაიძირა! ასე რომ, ეფექტურობა საკმარისობის გარეშე, კონტრპროდუქტიულია: საკმარისობამ უნდა განსაზღვროს ეფექტურობის არეალი.

ამ თვალსაზრისით, ბუნებასთან ბალანსში მყოფი საზოგადოება, მხოლოდ twin-track მიდგომით არის შესაძლებელი, რომელიც გულისხმობს საშუალებების გონივრულ რაციონალიზაციას და შედეგების ზომიერებას. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, „ეფექტურობის რევოლუციას“ არ გააჩნია მიმართულება, თუ მას თან არ ახლავს „საკმარისობის რევოლუცია.“ არაფერია იმაზე ირაციონალური, როდესაც ცდილობ მიაღწიო მაქსიმალურ ეფექურობას არასწორი მიმართულებით. მაგრამ „საკმარისობის რევოლუცია“ არც პროგრამირებული და არც ინჟინირებული არ შეიძლება იყოს: ის მოითხოვს სწრაფ და გააზრებულ ცვლილებებს საზოგადოებისა კულტურ და ინსტიტუციონალურ დონეზე. აქედან გამომდინარე, მდგრადობის ასეთი დისკურსი უფრო მეტად ფოკუსირებულია ღირებულებებსა და ინსტიტუციონალურ ელემენტებზე, ანუ საზოგადოების სიმბოლურ სამყაროზე, მაშინ როდესაც კონკურენციისა და ასტრონავტის პერსპექტივა უფრო მეტად ენერგეტიკულ-მატერიალურ პროცესების მნიშვნელობას უსვამს ხაზს.

5.3. კეთილდღეობის ახალი მოდელები

საბედნიეროდ, საშინაო პერსპექტივაში სიმდიდრე აღარ აღიქმება იმას, რასაც ის ოდესღაც წარმოადგენდა. ამავდროულად, არსებობს მრავალი ინდიკატორი იმისა, რომ სამრეწველო საზოგადოებამ 1970-იანი წლების შემდეგ გადალახა ერთგვარი ბარიერი, რის შემდეგაც GNP- ს ზრდა, აღარ ასოცირდება ცხოვრების ხარისხთან (Cobb and Cobb 1994). ეს კარგი ამბავია საშინაო პერსპექტივისთვის, რადგან ხელს უწყობს მოძრაობებს, რომლებიც გვეუბნებიან, რომ წარმოების მოცულობის შემცირებას (გვ 41) მაინცდამაინც არ მოჰყვება კეთილდღეობის შემცირება, არამედ საპირისპირო: ამ მიზეზით, კეთილდღეობის ზრდაც კია შესაძლებელი.

იმის გათვალისწინებით, რომ ეკონომიკური ზრდის ნეგატიური შედეგები უფრო სწრაფად გაიზარდა უკანასკნელი ოცი წლის განმავლობაში, ვიდრე მისი დადებითი შედეგები, საშინაო პერსპექტივა ეკონომიკური ზრდის ფილოსოფიის კონტრ-მოტივებზე დგას (Sachs, Loske, and Linz 1997). მაგალითად, განვიხილოთ ენერგო-ინტენსიური აჩქარების სურვილი. თუ ამ მხრივ მოვლენები სწორად განვითარდება, ვნახავთ, რომ აჩქარებას ახასიათებს საწუხარო ტენდენცია, რომელიც მიდრეკილია გაჩერებისაკენ, ანუ გარკვეულ დონეზე, აჩქარებას კონტრპროდუქტიული ტენდენცია ახასიათებს. ამიტომ, არ არის გასაკვირი განახლებული ინტერესი შენელებულ განვითარებაზე, რომელიც ნელ-ნელა იპყრობს სხვადასხვა კონტრკულტურების ყურადღებას (მინიმალისტები) იძულებით აჩქარებული განვითარების ფეხდაფეხ. როგორი იქნებოდა მოწინავე სატრანსპორტო სისტემა, რომელიც არ არის ჩამოყალიბებული აჩქარების აუცილებლობით? დროთა განმავლობაში, ისევე როგორც სივრცეში, დისტანციური ცხოვრების სტილის ფართოდ გავრცელების შემდეგ, ახალი ღირებულება ჩნდება, რომელიც უფრო მეტად აფასებს ადგილობრივ საზოგადოებაში დამკვიდრებას და ერთ ადგილზე ცხოვრების სტილს. როგორი პოლიტიკა  იქნებოდა ასეთი ადგილების რეგენერაციაზე ორიენტირებული? მსგავსი პროცესები შეიძლება საკუთრებასთან დაკავშირებული ღირებულებების ცვლილებით გახდეს შესაძლებელი. რესურს-ინტენსიური საქონლის დაგროვება, ათასი ბრენდის და მოდის სულ უფრო და უფრო გამრავლება ართულებს და აყალბებს ცხოვრების მრავალფეროვნებას. შედეგად, მდარე მოხმარების იდეალი უფრო მიმზიდველი ხდება, რადგან საქონლის ღირებულება დროის ღირებულებაზეა მიბმული. როგორი იქნებოდა ის საგნები, რომლებიც ხარისხის, გამძლეობისა და უნიკალურობის თვალსაზრისის მიხედვით იქნებოდა დიზაინირებული?

ეს ის კითხვებია, რომლებსაც ვსვამთ; ყოველი მათგანი წარმოადგენს ფუნდამენტურ საკითხს საშინაო პერსპექტივაში, რომელიც ფიქრობს იმ საზოგადოებაზე, რომელსაც შესწევს უნარი, შეინარჩუნოს ცხოვრების საშუალო დონე. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ეს არის საზოგადოება, რომელსაც შეუძლია, მაგრამ უარს ამბობს იმაზე, რისი შესაძლებლობაც აქვს. თვითშეზღუდვა ყოველთვის გულისხმობს ძალაუფლების დაკარგვას, მაშინაც კი, თუ ის ახალ საერთო კეთილდღეობას ემსახურება. თუმცა, მიუხედავად ამისა, ძალაუფლების დათმობა საერთო სიკეთის გულისთვის, ინდივიდუალური თავისუფლების ფარგლებს შიგნით რჩება, საშინაო პერსპექტივაში. ნებისმიერ შემთხვევაში, სამართლიანობის კრიზისიდან და ბუნების კრიზისიდან გამოსავალი კეთილდღეობის ისეთ ფორმებს მოითხოვს, რაც მუდმივ და აჩქარებულ ეკონომიკურ ზრდას არ საჭიროებს. სიღარიბის პრობლემა არა სიღატაკით, არამედ სიმდიდრით არის გამოწვეული. ბუნებრივი გარემოს პრობლემა არა თავად ბუნებაში, არამედ ზედმეტ განვითარებაშია. სავარაუდოა, რომ არისტოტელეს კარგად ესმოდა ეს ურთიერთკავშირი, რადგან მან დაწერა შემდეგი სიტყვები: “ყველაზე მძიმე დანაშაული არა საჭიროებების გამო ხდება, არამედ ზედმეტის გულისთვის. ადამიანები არ იქცევიან ტირანებად, რათა თავიდან აირიდონ სიცივე” (პოლიტიკა 1267a).

Share on Facebook22Share on Google+0Tweet about this on Twitter0Share on LinkedIn0Email this to someone

კომენტარები

Comments are closed.