მსოფლიო პატრიარქი ბართლომე: ეკონომიკა უნდა გახდეს კაცობრიობის მსახური და არა მისი ბატონი

Share on Facebook0Share on Google+0Tweet about this on Twitter0Share on LinkedIn0Email this to someone

კონსტანტინოპოლის მთავარეპისკოპოსი და მსოფლიო პატრიარქი ბართლომე  I მსოფლიოში ფართოდ არის ცნობილი  თავისი მკაცრი და კრიტიკული გამოსვლებით ეკოლოგიურ კრიზისთან და სოციალურ უთანასწორობასთან დაკავშირებით. საკუთარ ქადაგებებში, ეპისტოლეებსა თუ წიგნებში იგი ხშირად ეხება მსოფლიოში არსებულ  ისეთ პრობლემატურ საკითხებს  როგორიცაა: რასიზმი, ნაციონალიზმი, ეთნიკური ომები, რელიგიური ფუნდამენტალიზმი და ფანატიზმი. 12675131_1141439199213300_342260987_o

ნაწყვეტი მსოფლიო პატრიარქ ბართლომეს წიგნიდან „მიახლება საიდუმლოებასთან; მართლმადიდებლობა თანამედროვე სამყაროში.“

მთარგმნელი: შოთა კინწურაშვილი, გერმანიის აიხშტეტ-ინგოლშტატის თეოლოგიური ფაკულტეტის მაგისტრანტი. კვლევისა და ინტერესის სფეროებია: მემარცხენე ქრისტიანობა, ეკუმენური და ეკოლოგიური თეოლოგია.

© European.ge

ჩვენ დროში ადამიანებს გლობალიზაცია ესმით, როგორც ეკონომიკური ფენომენი. თუმცა სახარება აცხადებს “არა მხოლოდ პურით ცოცხლობს კაცი” (მათ4:4). ეს გაგებული და ინტერპრეტირებული უნდა იქნას უფრო ფართოდ. ეს სიტყვები ჩვენ გვეუბნება, რომ პური თავისთავად მატერიალური ფასეულობაა, მაგრამ მოყვასისთვის გაწოდებული პური – სულიერი ფასეულობა და მორალური აუცილებლობაა. ჩვენ არ შეგვიძლია ვიცხოვროთ მხოლოდ ეკონომიკური განვითარებით, ჩვენ უნდა ვეძებოთ “ღვთის პირიდან გამომავალი ყოველი სიტყვა” (მათე 4:4). მე ხშირად მითქვას და კვლავაც გავიმეორებ: საჭიროა,რომ ეკონომიკა გახდეს მსახური კაცობრიობის და არა მისი ბატონი.

 

  1. სიმდიდრე და სიღარიბე

მე მსურს მოვუწოდო ყველას, მდიდრებს და ღარიბებს, იმუშაონ ერთად საერთო ცხოვრების დონის გასაუმჯობესებლად.  ეს მეტ სარგებელს მოუტანს ორივე მხარეს, ვიდრე ცალკეული პიროვნებების ცალმხრივი ეკონომიკური კეთილდღეობა. ადამიანების კეთილდღეობა განისაზღვრება არა მხოლოდ სიმდიდრის დაგროვებით, არამედ იმით, თუ როგორ არის გადანაწილებული არსებული სიმდიდრე. არასდროს კაცობრიობის ისტორიაში, უთანასწორობა მდიდრებსა და ღარიბებს შორის გლობალური მასშტაბით არ იგრძნობოდა ასე მწვავედ, როგორც ეს  იგრძნობა დღეს. მსოფლიო ეკონომიკა აძლევს უფლებას საერთაშორისო ელიტებს შტურმით ავიდნენ სიმდიდრის ახალ სიმაღლეებზე – ამასობაში ღარიბი მოსახლეობის მდგომარეობა აშკარად უარესდება. ახალი ტექნოლოგიები და გლობალური ტელეკომუნიკაციები რთავენ ნებას მდიდრებსა და „წარმატებულ“ სახეებს მიიღონ ახალი პრივილეგიები. ამ დროს საზოგადოების უდიდესი ნაწილი, მთელი რეგიონები განსაკუთრებით აზიასა და აფრიკაში – იტანჯებიან ეპიდემიებით, ანარქიული ძალადობითა და  ეკოლოგიური კატასტროფებით. არსებული უთანასწორობა – განსაკუთრებით ჯანდაცვისა და განათლების სფეროში, საერთო ჯამში აისახება მთელ მსოფლიოზე, არ აქვს მნიშვნელობა, ჩვენ ამას ვაღიარებთ თუ არა, მოგვწონს ეს თუ არ მოგვწონს. სიღარიბის აღმოფხვრა, ჯანდაცვის ხარისხის ამაღლება და ხელმისაწვდომობა, თითოეულ ადამიანს ზოგადი განათლების მიღების შესაძებლობა – მთელი კაცობრიობის და ჩვენი პლანეტის სტაბილურობის გარანტია. ამ თვალსაზრისით და „ეგოისტური“ თვალთახედვითაც კი, ყველამ უნდა მივიღოთ მონაწილეობა გლობალური ვალის შემცირებაში. ეს შეიძლება გამოიხატებოდეს თითქოსდა ისეთ ელემენტარულ ნაბიჯებში. ასე მაგალითად ჩვენი ხარჯების შეზღუდვაში, ენერგიის ეკონომიაში და ა.შ.

ჩემს მიერ წარმოდგენილი სურათი მუქ ფერებში ჩანს. მაგრამ ეს არ უნდა გახდეს პერსპექტივებისადმი პესიმისტურად ყურების მიზეზი. კაცობრიობის ისტორიაში არ ყოფილა მსგავსი ფართო სურვილი სიღარიბის აღმოფხვრის და წუხილი – ჩვენი პლანეტის მომავალზე. ეს არის გლობალიზაციის პოზიტიური პოტენციალი, მას შეუძლია საზოგადოებას და მსოფლიოს სასარგებლო ცვლილებები მოუტანოს. მართალია რომ უფსკრული მდიდრებსა და ღარიბებს შორის არასდროს არ ჩანდა იმდენად დიდი, მაგრამ ისიც მართალია, რომ ეს არასდროს არ ყოფილა ასეთი ხილული და ხელშესახები.

მსოფლიოში ინფორმაციის თავისუფლად გავრცელების წყალობით განისაზღვრება რა კაცობრიობის ახალი პრიორიტეტები და პასუხისმგებლობა. პირველ რიგში, ჩვენ აუცილებლად ყურადღება უნდა გავამახვილოთ ღარიბებზე და ჩვენი პლანეტის უღარიბეს სახელმწიფოებზე. რასაკვირველია, ეს ამოცანა ჯერ კიდევ შორსაა შესრულებისაგან, მაგრამ არ ღირს ფიქრი – თითქოსდა შეუძლებელია. ჩვენ დროში, სიღარიბე უკვე აღარ არის უბრალოდ „ცუდი იღბალი“, რომლის შეცვლა შეუძლებელია. ჩვენ დროში გაჭირვება აღარ არის „ბედად“ ყოფნა. ის გახდა პრობლემა, რომლის მოგვარება შესაძლებელია და მიზანმიმართული და გულმოწყალე მოქმედებებით უნდა გადაიჭრას.

სიმდიდრის კონცენტრაცია ერთეულების ხელში ამძიმებს ღარიბების დიდ ნაწილს. თუმცა გრძელვადიან პერსპექტივაში, მასიური სიღარიბე უფრო  ძლიერ ვნებს მდიდრებს, ვიდრე საკუთრივ ღარიბებს. ეს როგორც სულიერი, ისე საერო თვალსაზრისით. მზარდი სოციალური უთანასწორობისაგან წარმოქმნილი დაძაბულობა მახსენებს ერთ ძველბერძნულ ანდაზას „ სიმდიდრის შენარჩუნება უფრო რთულია, ვიდრე მისი მოპოვება.“

 

  1. სიღარიბე და სოციალური უთანასწორობა

გარემოს დაბინძურების და განადგურების პრობლემები შეუძლებელია განიხილოს კაცობრიობის პრობლემებისაგან განცალკევებით. ბუნება – ჩვენი სახლია და შეუძლებელია ვისაუბროთ მასზე, და არ გავიხსენოთ ის უნიკალური არსებები, რომლითაც ის არის გარემოცული- ანუ ადამიანები. გარემოზე ზრუნვა მოიცავს თავის თავში ადამინების პრობლემებზე ზრუნვასაც – სიღარიბე, შიმშილი და საარსებო წყლების არქონა.  ეს კავშირი მკვეთრად არის ხაზგასმული მათეს სახარების, ერთერთ მუხლში სადაც უფალი ამბობს:

“ მშიოდა და საჭმელი მომეცით, მწყუროდა და მასვით, უცხო ვიყავ და მიმიღეთ“ (მათ 25:35).

ადრე მე ვწერდი მარხვისა და მდუმარების მნიშვნელობაზე.  ამ შემთხვევაში მდუმარებას და მარხვას აქვთ კავშირი სიღარიბის პრობლემასთან – ისინი მოგვიწოდებენ ჩვენ არ ვფლანგოთ უაზროდ არც სიტყვა და  არც საკვები. ლოცვა კი ჩვენ გვამზადდებს  სიმტკიცესა და თავშეკავებაში – და გვხდის უფრო მგრძნობიარეს სიღარიბის და უსამართლობის პრობლემასთან.

ეკოლოგიურ პრობლემებზე ზრუნვა პირდაპირ კავშირშია სოციალურ უსამართლობის პრობლემებზე ზრუნვასთან, განსაკუთრებით შიმშილთან.  საზოგადოება, რომელსაც არ სურს ზრუნავდეს  ყოველ ადამიანზე – უთუოდ, უგულვებელყოფს ღვთის თითოეუელ ქმნილებას, ასევე მის  გარშემო არსებულ გარემოს. ეს კი თანაბარია-ღვთისგმობისა.

ტერმინები ეკოლოგია და ეკონომიკა გააჩნია ერთი ეტიმოლოგიური საფუძვლები. მათი საერთო პრეფიქსი „ეკო“ მომდინარეობს ბერძნულიდან  „οἶκος „ რაც აღნიშნავს „სახლს“ ან „საცხოვრებელს“. სამწუხაროდ, ჩვენ ეგოისტურად შევავიწროვეთ ამ სიტყვის მნიშვნელობა, ვიღებთ მას მხოლოდ ჩვენთვის, თითქოს ჩვენ ამ ქვეყნის ერთადერთი მფლობელები ვართ. აგრეთვე ნათელია, რომ არცერთი ეკონომიკური სისტემა, რამდენადაც არ უნდა იყოს ტექნოლოგიურად ან სოციალურად  წარმატებული, არ შეუძლია გადაიტანოს მისი მხარდამჭერი-ბუნების სიკვდილი. ეს პლანეტა – საერთო ჯამში ჩვენი სახლია: ამის გარდა, ეს სახლია ყველა ადამიანის, ყველა ცხოველის და ყველა ცოცხალი არსების  ღმერთის მიერ შექმნილის. გადაჭარბებული და სულელური იქნება მიგვაჩნდეს ჩვენი თავი, თითქოსდა ჩვენ ადამიანები ერთადერთი მაცხოვრებლები ვართ ამ სამყაროსი. უფრო გადაჭრბებული და სულელურია წარმოვიდგინოთ, თითქოს დედამიწა დასახლებულია მხოლოდ ჩვენი დღევანდელი მოსახლეობით და ვიქცეოდეთ შემდეგი პრინციპით:“ ჩვენს შემდეგ წყალსაც წაუღია ყველაფერი“.

თუ როგორ  გვესმის ჩვენ ქმნილება, იმით განისაზღვრება, თუ როგორ ვექცევით ჩვენს არსებულ გარემოს. ვაგრძელებთ კი მის უკონტროლო გამოყენებას, ვაყენებთ რა მას აუნაზღაურებელ ზიანს? თუ ვექცევით მას როგორც ჩვენ საკუთარ სახლს და სახლს მთელი კაცობრიობისას, ასევე ყველა ცოცხალი არსების? გვახსოვს კი ჩვენ, დავით მეფსალმუნის სიტყვები, რომ „ ყოველმა სულდგმულმა ადიდოს უფალი“ (ფს 150:6)?

სიღარიბე, როგორც ერთერთი სერიოზული ეთიკური, სოციალური და პოლიტიკური პრობლემა პირდაპირ და ღრმა კავშირშია ეკოლოგიურ კრიზისთან. გლეხები აზიასა, აფრიკაში თუ სამხრეთ ამერიკაში რეალურად  აწყდებიან ყოველდღიურად სიღარიბის პრობლემას.  გლეხისათვის მდინარის დაბინძურება ან ტყის გაჩეხვა არა მხოლოდ გარემოსთვის მიყენებული ზიანია  და ბუნების ბარბაროსული ნგრევაა. ეს პირდაპირი დარტყმაა მათ ოჯახებზე, დარტყმა რომელიც საფრთხეს უქმნის მათ გადარჩენას.

სიღარიბის პრობლემა მჭიდრო კავშირშია უმუშევრობასთან, მთელ მსოფლიოში გავრცელებული საზოგადოებრივი დაავადება. საკმაოდ ნათელია,რომ არც რელიგიური ლიდერების ზნეობრივ სწავლებას, არც კერძო პოლიტიკოსების ან სოციალურ-ეკონომიკური ზომებს არ შეუძლია გაუმკლავდეს ამ ტრაგედიის ზრდას. უმუშევრობის პრობლემა მოგვიწოდებს ჩვენ გადავხედოთ პრიორიტეტებს, მიღებულს მდიდრულ დასავლურ საზოგადოებებში, განსაკუთრებით კი უკონტროლო განვითარებას. დღეს არსებული პრიორიტეტი განიხილება რა მხოლოდ პოზიტიურ ეკონომიკურ ტერმინად. ერთი შეხედვით, ჩვენ აღმოვჩნდით  პროდუქციის მუდმივი ზრდისა და მატერიალური საქონლის მოხმარების ხაფანგში. ამ გამოვლინებების აღიარებას „აუცილებლობად“, ჩვენ ვწირავთ ჩვენს საზოგადოებას ურცხვი სურვილისათვის, ესაა დაუსრულებელი სრულყოფა და ექსპანსია. რეალური მომხმარებელის სამომხმარებლო მოთხოვნილებები უფრო და უფრო იზრდება და ფართოვდება. ეკონომიკა იწყებს საკუთარი ცხოვრებით ცხოვრებას – მანკიერ წრეში, ადამიანების საჭიროებებისა და საზრუნავების დამოუკიდებლად. ნათელია, ჩვენ გვჭირდება რადიკალური პოლიტიკური და ეკონომიკური ცვლილებები. უნდა აღვადგინოთ ადამიანის პირვანდელი და უნიკალური ღირებულება ადამინის პიროვნების, მივცეთ მნიშვნელობა და ადამიანური სახე გაცემის, დასაქმების და შრომის ნაყოფიერებას.

ეს მდგომარეობა მახსენებს მე  სახარებაში მოთხრობილი ქვრივი ქალის შესაწირზე, რომელმაც მიიტანა საგანძურში უკანასკნელი ფული – მისი შესაწირი გაუთანაბრდა საგანძურის მთელი დანარჩენ ნაწილს. „რადგან ყველამ თავისი მოჭარბებულიდან ჩადო, ამან კი ყველაფერი თავისი სინაკლულიდან ჩადო, ყველაფერი, რაც კი სასიცოცხლოდ ებადა“(მარკ12:44).  უსამართლობაა მოვითხოვოთ დიდი მსხვერპლი ღარიბი ქვეყნებისაგან, მით უფრო, როდესაც მათი წვლილი ეკოლოგიურ კრიზისში და სოციალურ-ეკონომიკური უთანასწორობის ზრდაში  ძალიან მცირე იყო, ვიდრე  „განვითარებული“ სახელმწიფოების წვლილი.  დასავლეთის მაცხოვრებლები და ასევე სხვადასხვა დასავლური  საზოგადოებები, თავისი დასავლური ცხოვრების პრინციპებით იღებენ პირად პასუხსიმგებლობას საკუთარ თავზე. მათი წვლილი კი ეკოლოგიური კრიზისის მოგვარებაში არა მხოლოდ ღარიბების ერჯერადი დახმარებით უნდა შემოიფარგლოს, არამედ ბრძოლა იმისათვის რათა სიღარიბე როგორც ასეთი,  დედამიწიდან აღმოიფხვრას და გაქრეს.

  1. სიღარიბე და რელიგია

რელიგიურ ლიდერებს და მორწმუნეებს შეგვიძლია მივიღოთ გარკვეული ზომები მსოფლიოში არსებული სოციალური უთანასწორობის  უკეთესობისაკენ შესაცვლელად. ჩვენ შეგვიძლია გავაღვიძოთ ადამიანში სინდისი, საღვთისმეტყველო ან რელიგიურ ენაზე „ღვთის ხმა“ და შევცვალოთ ჩვენი აღქმა მსოფლიოსადმი. ჩვენ აღარ შეიძლება დავრჩეთ უბრალო მაყურებლებად. თითოეული ჩვენგანი ჩართულია მსოფლიოს ყოველდღიურ ცხოვრებაში და უნდა ვიმოქმედოთ შესაბამისად , ჩვენი პოზიციებიდან – ჩვენივე შესაძლებლობის ფარგლებში.

საბედნიეროდ, უკვე მრავალი კერძო პირი თუ ორგანიზაცია იღებს საკუთარ თავზე სოციალურ და მორალურ პასუხისმგებლობას. პატარა კომპანიები და მსხვილი კორპორაციები მზად არიან დაეხმარონ გაჭირვებულებს და იმავდროულად უფრო და უფრო იქცევენ თავიანთი პარტნიორების ყურადღებას (ბაზარი, აქციონერები, თანამშრომლები, მომხმარებლები) ქველმოქმედებისა და პასუხისმგებლობისადმი. რა თქმა უნდა, ეს ნაბიჯები გვეჩვენება ზღვაში წვეთად იმ საჭიროებების ოკეანეში , თუმცა ეს ძალიან მნიშვნელოვანია სოციალური ცნობიერებისათვის და განვითარების მორალური თვალსაზრისით.

მე არ შემიძლია არ აღვნიშნო, რომ ვერ ვამჩნევ თუ როგორი შეზღუდულია რელიგიური ლიდერების შესაძლებლობები. ადამიანების უმრავლესობა თანამედროვე საზოგადოებაში, როგორც ჩანს მახეში არიან გაბმულნი – ისინი ცხოვრობენ უსაზღვრო კეთილდღეობის ილუზიით და მაქსიმალური სარგებლის მოტანით.  აქედან  ჩანს დიდი უმრავლესობა ჩვენი საზოგადოებისა ამ მენტალობის მსხვერპლია. იმავდროულად ბევრი ადამიანი ხვდება, რომ სიღარიბე ილუზია არაა. ეს არის მტკივნეული რეალობა. რელიგიურმა ლიდერებმა უნდა შეახსენონ მორწმუნეებს, რომ ადამიანის კეთილდღეობა არ შეიძლება მიტანილ იქნას „ეკონომიკის საკურთხეველთან“.   პირიქით; როგორც მე ავღნიშნე საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმზე დავოსში 1999 წლის თებერვალში: „თავად ეკონომიკა უნდა ემსახუროს ადამიანს“.

როგორ შეიძლება დაარწმუნო დასავლეთის საზოგადოება, შეამციროს თავისი მოთხოვნები დანარჩენ მსოფლიოსთან მიმართებაში. როგორ ავუხილოთ თვალი არსებულ გარემოზე? დავაფიქროთ მეზობელ სახელმწიფოებზე, რათა დაიწყონ თავიანთი პრივილეგიების გაზიარება? მე მტკიცედ მწამს, რომ რელიგიურმა ლიდერებმა ჩვენს თანამოქალაქეებთან ერთად უნდა ეძიონ გამოსავალი მსოფლიოში არსებული მძიმე ეკონომიკური მდგომარეობიდან. უდიდესი სარგებელი მიიღწევა თანაგრძნობითა და კაცთმოყვარეობით. ის რაც დასაწყისში გვეჩვენება მსხვერპლის გაღებად, თუ კარგად დავაკვირდებით აღმოჩნდება „ ემბრიონის ტრსანფორმაცია“ – უშალოდ ჩვენი ინტერესებისათვის, უფრო ფართო საზოგადოებრივი ინტერესებისათვის, მშვიდობისა და ერთიანობისათვის. ქველმოქმედება არ ამცირებს არც გამცემს და არც მიმღებს, მანამ  სანამ  მისი მნიშვნელობა რჩება რესურსების თანაბარი განაწილება დედამიწის ყველა მაცხოვრებლის საკეთილდღეოდ, ისევე როგორც მომავალი   თაობებისათვის.  გაკეთებული სიკეთე ადრე თუ გვიან უბრუნდება თავად სიკეთის შემოქმედს. ეს ნიშნავს იმას, რომ ქველმოქმედება სასარგებლოა არა მხოლოდ პირისათვის რომელიც იღებს, აგრეთვე იმათთვისაც ვინც გასცემს. მცნება გაზიარება იმის რაც გაგაჩნია- არა მხოლოდ მეტაფიზიკური პრინციპია, მაგრამ ეს საშიშია მხოლოდ მაშინ როდესაც ფოკუსირება  ხდება სულიერ ჯილდოზე. ეს არის საერთო საფუძველი, რომელზეც დგას და ვითარდება ჩვენი მსოფლიო. სწორედ  ამიტომ მონაწილეობს უშალოდ ღმერთი  მსოფლიოს ცხოვრებაში და გულუხვად გვინაწილებს მადლსა და კურთხევას. ჩვენი ღმერთი – ურთიერთობის, ერთიანობის და სიყვარულის ღმერთია, ღმერთი შეხვედრის. ჩენ გვიყვარს იმიტომ, რომ პირველად მან შეგვიყვარა(1იოან4:19). ჩვენ შეგვიძლია გავიგოთ სიკეთე და გულმოწყალება იმის გათვალისწინებით, რასაც ჩვენ ვიღებთ ღვთისაგან. ესაა წყალობა ღვთისა.

გარდა ამისა, სიღარიბის საპასუხოდ რელიგია მოგვიწოდებს ღარიბებს მოვექცეთ, როგორც ჩვენი საზოგადოების სრულფასოვან წევრებს, უფრო მეტიც ისინი   საკუთარი სხეულის ნაწილებად უნდა  განვიხილოთ. მსგავსი დამოკიდებულება დანარჩენ სამყაროსთან – შეგვახსენებს იმას, რომ ჩვენ ყველანი „ერთიმეორის ასონი ვართ“ (ეფეს 4:25) – ყველაზე ღირსეული გზაა სიღარიბის პრობლემის გადასაჭრელად. თუ ჩვენ მოყვასს არ ვუყურებთ ისევე როგორც საკუთარ თავს, გაჭირვებულს ვექცევით ისე როგორც ოჯახის წევრს, გვიყვარს იგი და გულუხვად ვუნაწილებთ ყველაფერს რაც გაგვაჩნია და ვზრუნავთ რა მათ კეთილდღეობასა და განვითარებაზე, ასევე ვეძებთ გზებს მივცეთ მათ შესაძლებლობა ფეხზე მტკიცედ დგომისა და დამოუკიდებლად არსებობისა. მსოფლიოს თითოეული მოქალაქის მდგომარეობა საერთო ჯამში ახდენს გავლენას თითოეული ჩვენთაგანის ცხოვრებაზე. ჩვენ არ შეგვიძლია ვიყოთ იზოლირებულები მსოფლიოს დანარჩენი მოქალაქეების ბედის მიმართ.

ამ კონცეფციას ეფუძნება ყველა წარმატებული მხარდამჭერი პროგრამები, რომლებიც ეხმარებიან რა ფინანსური გრანტებითა და ტექნიკური დახმარებით. შედეგად, როგორც ექსპერტები აცხადებენ, ის ქველმოქმედი კერძო პირები, ორგანიზაციები თუ კორპორაციები სანაცვლოდ იღებენ არა მატერიალურ მოგებას, არამედ უფრო დიდს -კაცობრიობისა და მთელი პლანეტის კეთილდღეობის ზრდას. ქველმოქმედების ადრესატებმა(მგ:ღარიბმა ქვეყნებმა) შემდგომში დამოუკიდებლად უნდა შეძლონ თავად აწარმოონ და აყვავდნენ გლობალურ ბაზარზე, როგორც ცალკეული და განსაკუთრებული ობიექტი.

შესაძლებელია აღმოვუჩინოთ ფინანსური, ტექნიკური და სპეციალისტების დახმარება, მთავარია ეს არ უნდა შემოიფარგლოს საქმის მხოლოდ ეკონომიკური მხარით. აგრეთვე აუცილებელია სოციალური და მორალური მხარდაჭერა. პირველი ტიპის დახმარების სარგებლობა ნათელია, თუმცა მეორე ტიპისათვის საჭიროა განმარტება. საქმე იმაშია, რომ ჩვენ ძალიან ხშირად უკუვაგდებთ მორალს ეკონომიკური საკითხებიდან. სოციალური უთანასწორობა და მორალური ხრწნა შესაძლებელია გახდეს დაბრკოლება ეკონომიკური და ფინანსური კეთილდღეობის გზაზე. ეს აუცილებლად გაზრდის უსაფრთხოების ღირებულებას და შეაშინებს უცხოელ ინვესტორებს. ამის გარდა, შეიცავს საფრთხეს ყველა მოქალაქის კეთილდღეობისათვის, ძირს უთხრის ქვეყნის რეპუტაციას საერთაშორისო არენაზე. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სფერო, რომელშიც აუცილებელია ყურადღება და მხარდაჭერა – ეს არის განათლების სისტემა. გლობალიზაცია  ხშირად წარმოადგენს სარგებელს საზოგადოების განათლებული წევრებისათვის, ხოლო  სწავლა-განათლების უგულველყოფით მარგინალიზირდება მთელი საზოგადოება და თავად სახელმწიფო. ისინი გამოძევებული  იქნებიან გლობალური ეკონომიკური ინტეგრაციიდან, რადგან მათი წევრები უარყოფენ საშუალო ან ძირითადი განათლების უფლებას.

რა თქმა უნდა, ეს არ ნიშნავს, რომ დასავლეთის ქვეყნები უნდა ჩაერიონ  სხვა ქვეყნების შიდა საქმეებში ან დააწესონ რაიმე ეთნიკური, რელიგიური ან კულტურული ფასეულობები. ძალიან ხშირად დასავლეთის სახელმწიფოებმა და რელიგიებმა მოუტანეს სიღარიბე უფრო ღარიბ ქვეყნებს. საერთო ჯამში კი მოქმედებდნენ საკუთარი გადმოსახედიდან, საკუთარი ინტრესებით -რომ შემდგომში შეეთავაზებინათ „დასავლეთის ნათელი“.

რასაკვირველია, არ უნდა გავუშვათ ხელიდან შემოთავაზებული დახმარება კრიტიკულ სიტუაციებში. როდესაც განვითარებული ქვეყნების მოქალაქენი კეთილად მოქმედებენ, კვებავენ მშივრებს, თავშესაფარს აძლევენ ბუნებრივი კატასტროფების შედეგად დაზარალებულებს. მაგრამ შესაბამისი დახმარება მსგავსი პრობლემების დროს, როგორიცაა სოციალური უთანასწორობა და მორალური ხრწნა, სამწუხაროდ არ იქცევს საჭირო და სასურველ საზოგადოებრივ ყურადღებას. აღსანიშნავია ისიც, რომ სახელმწიფოს ეკონომიკური პროგრესი, უდაოდ განსაზღვრავს საზოგადოების სოციალურ და მორალურ განვითარებას. არსებულ საზოგადეობაში  მიღებული სოციალური და მორალური ფასეულობები, ხშირად ნათელ სურათს გვიხატავს თუ როგორ ექცევა საზოგადოება თავის წევრებს- კერძოდ კი ძალაუფლებისა და სიმდიდრის არმქონეს.

         

  1. სიღარიბის პრობლემა და სახელმწიფო

შრომის და კაპიტალის ურთიერთდამოკიდებულების რეგულაციისათვის დასავლურ საზოგადოებას ჯერჯერობით არ გამოუგონია უფრო ეფექტური მექანიზმი, როგორიც არის ბაზარი. დასავლეთის კაპიტალისტური სისტემა მუდმივად ეძებს გზებს, რათა შეამციროს წარმოების ხარჯები და გაზარდოს მოგება. თუმცა კაპიტალიზმის ყველაზე აქტიური მომხრეებიც კი აღიარებენ: მას შეუძლია ემსახუროს ადამიანების საზოგადოებას, თუ შეზღუდულია და რეგულირდება მორალური და სულიერი ნორმებით, უპირველეს ყოვლისა აღიარებს ადამიანს, როგორც უმაღლეს ფასეულობას. ძალიან ხშირად მთელი ისტორიის  მანძილზე აღვირახსნილ ბაზარს მიყავდა და აგრძელებს მიყვანას – ხალხის გაკოტრებამდე და არსებული გარემოს განადგურებამდე. “ბაზრის უჩინარი ხელს“ არ შესწევს გაუმკლავდეს უმუშევრობას და უთანასწორობას ან დაიცვას არაეკონომიკური კეთილდღეობა (მაგ: ერების და ხალხთა გარკვეული ჯგუფების ეთნიკური კულტურული განსაკუთრებულობანი).

ჩემი სიტყვების უკან არ დგას რაიმე კონკრეტული პოლიტიკური პროგრამა. არცერთ შემთხვევაში არ მოგიწოდებთ გაუნაწილოთ  მთელი თქვენი სიმდიდრე ან დავძლიოთ სიღარიბე რაღაც აბსტრაქტული დოგმებითა ან მარქსისტული ფორმულირებით საკუთრების გადანაწილებაზე. მკითხველს მინდა შევახსენო, რომ მსოფლიო საპატრიარქოს როლი და პასუხისმგებლობა არ არის პოლიტიკური: ჩვენ გვსურს დაგანახოთ სოციალური სამართლიანობის სულიერი ფასეულობა  და დაგანახოთ სიხარბის ცოდვის სულიერი საფრთხეები. თუმცა ფაქტია, რომ ხელისუფლება ხშირად არ ასრულებს თავის მოვალეობებს საზოგადოების ინტერესების დასაცავად. და რელიგიური ორგანიზაციების “წინასწარმეტყველი“-ს როლი  აუცილებელია – მათ გარეშე საზოგადოება არ იქნება ბალანსირებული, არ იქნება სამართლიანი.

ბაზრის ძალაუფლების გაძლიერების საპასუხოდ სახელმწიფო მოვალეა გამოიჩინოს  უპირველეს ყოვლისა პასუხისმგებლობა და  სიფხიზლე. თუმცა, ამის სასიკეთოდ ან საწინააღმდეგოდ, ბევრი მთავრობა უარს ამბობს აიღოს საკუთარ თავზე საერთაშორისო კომპანიების საქმიანობის მონიტორინგი და არ აქცევს ყურადღებას,რათა ბოროტად არ იქნას მათი ეკონომიკური შესაძლებლობები გამოყენებული. კომპანიები გაცილებით მარტივად კრავენ საერთაშორისო კავშირებს, ვიდრე სამთავრობო რეგულაციის ინსტიტუტები ან არასამთავრობო ორგანიზაციები. თუმცა, მიუხედავად ჩვენი მცდელობისა,  ეკონომიკური გლობალიზაციის შედეგად ასეულ მილიონობით მოგებულების გვერდით არსებობენ წაგებულებიც; ეს აუცილებლად ზრდის არსებულ უფსკრულს მდიდრებსა და ღარიბებს შორის.

გლობალიზაციის ფენომენს გააჩნია ბევრი დადებითი მხარე, მაგრამ აგრეთვე მას აქვს სერიოზული უარყოფითი შედეგებიც: უთანასწორობის გაზრდა, კონფლიქტების გაძლიერება საზოგადოებრივი, ეკონომიკური და პოლიტიკური პრიორიტეტების გამო.რელიგიურმა ინსტიტუტებმა უნდა მოითხოვონ პრიორიტეტად იქცეს ადამიანის უფლებები და სოციალური სამართლიანობა. ერთიც და მეორეც შეადგენ მთავარ არსს სამოქალაქო საზოგადოების და გააჩნია თავისი რელიგიური საფუძვლები. არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად რელიგიურმა ინსტიტუტებმა წინააღმდეგობა უნდა გაუწიოს ტენდენციებს,  რომლის შედეგად მსოფლიო ეკონომიკური ძალაუფლება თავს მოიყრის ერთი მუჭა ეკონომიკურად ძლიერ ორგანიზაციებში ან პოლიტიკურად ძლიერი დიქტატორების ხელში.

ჩვენი მოწოდება არის არა მთელი სამყაროს გარდაქმნა, არამედ ჩვენი მსოფლიოს უკეთესობისაკენ შეცვლა.

Share on Facebook0Share on Google+0Tweet about this on Twitter0Share on LinkedIn0Email this to someone

კომენტარები

Leave a Comment

Your email address will not be published. Required fields are marked *

*