ჯოზეფ სტიგლიცი: მსოფლიო ისევ ავად არის

European.ge გთავაზობთ ამერიკელი ნობელის პრემიის ლაურეატი ეკონომისტის ჯოზეფ სტიგლიცის მიერ გამოცემა Project Syndicate-ზე 2016 წლის 3 იანვარს გამოქვეყნებული წერილის ქართულ თარგმანს. შეგახსენებთ, რომ სტიგლიცი წლების მანძილზე მსოფლიო ბანკის ვიცეპრეზიდენტად და მთავარ ეკონომისტად მუშაობდა. ის ავტორია რიგი ბესტსელერი წიგნების, რომლებიც მნიშვნელოვან გავლენას ახდენენ გლობალურ ეკონომიკურ მსჯელობათა ფორმირებაზე.

მისი მნიშვნელოვანი წიგნებია: “საჯარო სექტორის ეკონომიკა,”სამართლიანი ვაჭრობა ყველასთვის,” “გლობალიზაცია და მისი თანმდევი უკმაყოფილებანი,” “უთანასწორობის ფასიროგორ ემუქრება დღევანდელი გახლეჩილი საზოგადოება ჩვენს მომავალს,” “დიდი გახლეჩვა: უთანასწორო საზოგადოებები და როგორ შეგვიძლია ვუპასუხოთ ამ გამოწვევას“.

მთარგმნელი გოჩა გუნავა

© European.ge

StiglitzSlider 2015 წელი მთელი მსოფლიოსათვის მძიმე გამოდგა. ბრაზილიის ეკონომიკა დაეცა. თითქმის ოთხი ათეული წლის თავბრუდამხვევი ზრდის შემდეგ, ჩინეთის ეკონომიკას პირველად მოუხდა სერიოზულ პრობლემებთან შეჯახება. ევროზონამ ძლივს დააღწია თავი საბერძნეთის პრობლემას, მაგრამ კვლავ იმყოფება სტაგნაციასთან ახლო მყოფ მდგომარეობაში და სავარაუდოდ ასე დააბოლოვებს წარუმატებლობის ათწლეულს. 2015 წელი ამერიკისთვისაც, სავარაუდოდ 2008 წლის კრიზისით გამოწვეული დიდი რეცესიის საბოლოოდ დამთავრების წელი უნდა ყოფილიყო, თუმცა აშშ-ს ეკონომიკის აღორძინება საშუალოდ მიმდინარეობდა.

იგივეს ადასტურებს საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველი დირექტორი ქრისტინ ლაგარდი, რომლის განცხადებით მსოფლიო ეკონომიკის დღევანდელი მდგომარეობა არ არის სახარბიელო. სხვები მეორე მსოფლიო ომის შემდგომი პერიოდის პესიზმის მდგომარეობაში ჩავარდნენ და შიში აქვთ, რომ მსოფლიო ეკონომიკა ღრმა დეპრესიაში თუ არა, ხანგრძლივ სტაგნაციაში მაინც აღმოჩნდება.

2010 წელს ჩემს მიერ გამოცემულ წიგნში „თავისუფალი ვარდნა,“ სადაც საუბარი მქონდა იმ მოვლენებზე, რომლებმაც მსოფლიო მიიყვანა კრიზისამდე, გამოვთქვი აზრი, რომ ამ მოვლენების საპასუხო ნაბიჯების გარეშე, მსოფლიო ეკონომიკას შეიძლება დიდი სენი შეყროდა. სამწუხაროდ, მე მართალი აღმოვჩნდი: ჩვენ არაფერი გავაკეთეთ იმ საქმეებიდან, რაც გასაკეთებელი იყო და დავასრულეთ ისე, როგორც მეშინოდა, რომ დავასრულებდით.

ინერციის ეკონომიკის რაობის გაგება რთული არ არის და სიტუაციიდან გამოსვლის მრავალი მზა რეცეპტი არსებობს. საქმე იმაშია, რომ მსოფლიო ბაზარზე დღეს (საქონელზე) მოთხოვნა შემცირებულია, რაც გამოწვეულია მზარდი უთანასწორობისა და ფისკალური მომჭირნეობის უჭკუო პოლიტიკის კომბინაციით. ის ვინც „მქონებელთა“ ზედა ნაწილშია უფრო ნაკლებს ხარჯავს იმათთან შედარებით ვინც ქვედა ნაწილშია, შედეგად ფული მოძრაობს მაღლა, ხოლო (ბაზრის) მოთხოვნა დაბლა. მთელი რიგი ქვეყნები, მაგალითად ისეთები როგორიც გერმანიაა, რომელიც მუდმივად ინარჩუნებს საგარეო ნამატს (external surpluses), მნიშვნელოვნად უწყობენ ხელს მოთხოვნის შემცირებას მსოფლიო ბაზარზე.

ამავე დროს, ფისკალური მომჭირნეობის პოლიტიკა, რომელიც პრევალირებს ევროპაში, უფრო მსუბუქი ფორმით გავრცელებულია შეერთებული შტატებშიც და ხელს უშლის მის განვითარებას. მართალია, კრიზისის შემდეგ საჯარო მოხელეთა რაოდენობა 500 ათასით გაიზარდა, მაგრამ 2008 წლის შემდეგ სახელმწიფო სექტორში ნორმალურ განვითარებას, რომ ჰქონოდა ადგილი, ეს ციფრი დღეს ორი მილიონით მეტი იქნებოდა.

უფრო მეტიც, მსოფლიოს უმეტეს ნაწილი დღეს დიდი გაჭირვებით უმკლავდება ეკონომიკის სტრუქტურული ტრანსფორმაციის საჭიროებით შექმნილ პრობლემებს:

  • მრეწველობიდან მომსახურებისაკენ ევროპასა და ამერიკაში და
  • ექსპორტზე ორიენტირებული ეკონომიკიდან შიდა მოთხოვნაზე ორიენტირებულ ეკონომიკაზე ჩინეთში.

ანალოგიურად, აფრიკისა და ლათინური ამერიკის ქვეყნების ბუნებრივ რესურსებზე ორიენტირებულმა ეკონომიკებმაც ვერ მოახერხეს ესარგებლათ ჩინეთის განვითარების შედეგად ბუნებრივ რესურსებზე წარმოქმნილი ფასების ბუმით და ვერ შექმნეს დივერსიფიცირებული ეკონომიკები.

დღეს მსოფლიოში არსებობს უამრავი საჭიროება, რომელიც დაუკმაყოფილებელია და შეუძლია ხელი შეუწყოს ეკონომიკის ზრდას. მარტო ინფრასტრუქტურას შეუძლია შეიწოვოს ტრილიონობით დოლარის ინვესტიცია არა მარტო განვითარებად ქვეყნებში, არამედ შეერთებულ შტატებშიც, რომელიც უკვე ათწლეულებია ვერ აფინანსებს ძირითად ინფრასტრუქტურას. უფრო მეტიც, მთელმა მსოფლიომ უნდა მოახდინოს საკუთარი თავის მოდიფიცირება, რათა გაუმკლავდეს გლობალური დათბობის გამოწვევებს.

მაშინ როდესაც, ბანკებმა უკვე საკმარისად აღიდგინეს ჯანმრთელობა, ისინი მაინც იმის დემონსტრირებას ახდენენ, რომ არ შეუძლიათ საკუთარი მოწოდების შესრულება. მათ დიდსიმაღლეებს მიაღწიეს (ადამიანების) ექსპლუატაციისა და საბაზრო მანიპულაციებში, მაშინ როდესაც სრული კრახი განიცადეს მათი მთავარი ფუნქციის შესრულებაში, რაც შუამავლობით საქმიანობაში (ინტერმედიაცია) გამოიხატება. გრძელვადიანი დანაზოგებისა (როგორიცაა სახელმწიფო საინვესტიციო ფონდები და საპენსიო დანაზოგები) და ინფრასტრუქტურაში გრძელვადიანი ინვესტიციების გვერდით თავისი ახლომხედველობითა და ფუნქციების არევით გამოირჩევა საფინანსო სექტორი.

ფედერალური სარეზერვო ბანკის საბჭოს თავმჯდომარემ ბენ ბერნანკმა ერთხელ თქვა, რომ მსოფლიო განიცდის „დანაზოგების სიჭარბეს“. მას ალბათ მხედველობაში ჰქონდა მსოფლიოს დანაზოგების საუკეთესო ინვესტირების მაგალითი ყოვლად უსახური სახლების აშენებით ნევადას უდაბნოში. სინამდვილეში, რეალურ სამყაროში, კაპიტალის დიდი ნაკლებობაა, თვით მაღალი სოციალური უკუგების პროექტებიც ხშირად ვერ პოულობენ დაფინანსებას.

მსოფლიოს დაავადების ერთადერთი სამკურნალო საშუალება მთლიანი მოთხოვნის (aggregate demand) ზრდაშია. შემოსავლების შორსმიმავალი გადანაწილება სასარგებლო იქნება, რამდენადაც გააღრმავებს ჩვენი საფინანსო სისტემის რეფორმირებას, მაგრამ არა მარტო, იგი ასევე აიძულებს ბანკებსა და სხვა საფინანსო ინსტიტუტებს გააკეთონ ის, რაც მათ ევალებათ, რომ გააკეთონ, კერძოდ: გრძელვადიანი დანაზოგები დაუკავშირონ გრძელვადიანი ინვესტიციების საჭიროებებს. მაგრამ, მსოფლიოს ზოგიერთი მნიშვნელოვანი პრობლემა სახელმწიფო ინვესტიციებს მოითხოვს. ასეთ დანახარჯების რიგს მიეკუთვნება ინფრასტრუქტურა, განათლება, ტექნოლოგია, გარემოსდაცვა და ეკონომიკების სტრუქტურული ტრანსფორმაციებისათვის ხელშეწყობა, რომელიც აუცილებელია მსოფლიოს თითქმის ყველა კუთხეში.

წინააღმდეგობებს, რომლებსაც დღეს მსოფლიო ეკონომიკა აწყდება, ეკონომიკური ფესვები არ გააჩნია, იგი პოლიტიკური და იდეოლოგიური ხასიათისაა. დღეს, ჩვენ გვიხდება რეაქცია მოვახდინოთ იმ უთანასწორობასა და გარემოს გადაგვარებაზე, რომელიც კერძო სექტორმა გამოიწვია. ბაზრებს არ შეუძლიათ თვითონ გაუმკლავდნენ ამა თუ იმ პრობლემებს, რომლებსაც თვითონ ქმნიან. მათ არ შეუძლიათ შექმნან კეთილდღეობა. ამისათვის აუცილებელია აქტიური სახელმწიფო პოლიტიკა.

ეს ნიშნავს დეფიციტის ფეტიშიზმის დაძლევას. აზრი აქვს, რომ ისეთმა ქვეყნებმა, როგორიცაა აშშ და გერმანია ისესხონ ფული საინვესტიციო საჭიროებებისათვის უარყოფითი გრძელვადიანი საპროცენტო განაკვეთების პირობებში. ანალოგიურად, სხვა მრავალ ქვეყანაში, სახელმწიფო ინვესტიციების უკუგების მაჩვენებელი ბევრად აღემატება კაპიტალის ღირებულებას. იმ ქვეყნებისათვის, რომლებსაც სესხის აღება შეზღუდული აქვთ, არსებობს დაბალანსებული ბიუჯეტის მულტიპლიკატორის დიდი ხნის აპრობირებული გზა:

სახელმწიფო დანახარჯების ზრდა გადასახადების შესაბამის ზრდასთან ერთად სტიმულს აძლევს ეკონომიკას.

სამწუხაროდ, მრავალი ქვეყანა, მათ შორის საფრანგეთი, ჩართულია დაბალანსებული ბიუჯეტის საწინააღმდეგო საქმიანობაში. ოპტიმისტები ამბობენ 2016 წელი უკეთესი იქნება ვიდრე 2015. ეს შეიძლება სიმართლე აღმოჩნდეს, მაგრამ არა არსებითად. მანამ, სანამ ჩვენ არ გადავწყვეტთ მსოფლიო ბაზრის არასაკმარისი მოთხოვნის პრობლემას, მსოფლიო ვერ გამოჯანმრთელდება.

გააზიარეთ საოციალურ ქსელებში
Facebook
Twitter
Telegram
შეიძლება დაინტერესდეთ