ქამრების შემოჭერას ალტერნატივა არ აქვს? ეს მითი უკვე დანგრეულია!

Share on Facebook57Share on Google+0Tweet about this on Twitter0Share on LinkedIn0Email this to someone

130315090847-lisbon-portugal-eu-1024x576► ავტორი: ოუენ ჯონსი

► ოუენ ჯონსი გახლავთ ჟურნალ  The Guardian-ის მესვეტე; ავტორი წიგნისა  „ჩავესი: მუშათა კლასისა და ისთებლიშმენთის დემონიზაცია და როგორ აიცილეს მათ თავიდან ეს” (Chavs: The Demonisation of the Working Class and The Establishment – And How They Get Away With It).

► სტატია პირველად გამოქვეყნდა The Guardian-ზე.
► ფოტო  – © Channel 4;  პორტუგალიელები ქამრების შემოჭერის პოლიტიკის წინააღმდეგ, ლისაბონი, 2012 წ.

► თარგმნა გიგა ჭკადუამ

►მედია-პლატფორმა მადლობას უხდის მთარგმნელს ვებ-გვერდის განვითარებაში შეტანილი მოხალისეობრივი წვლილისათვის

© European.ge

წლების განმავლობაში ჩვენ გვეუბნებოდნენ, რომ მხოლოდ ქამრების შემოჭერის პოლიტიკას, ანუ გადასახადების შემცირებას/გაუქმებას შეეძლო ეკონომიკის გადარჩენა. პორტუგალიის სოციალისტურმა მთავრობამ დაამტკიცა, რომ ეს ტყუილია.

მას შემდეგ, რაც ბანკებმა დასავლური სამყარო ეკონომიკურ ქაოსში ჩაითრიეს, ჩვენ გვეუბნებიან, რომ გადასახადების შემცირება/გაუქმება ეკონომიკური აღმავლობის ერთადერთი გზაა. 2010 წელს, როდესაც კონსერვატორებმა და ლიბერალ-დემოკრატებმა ჩამოაყალიბეს ქამრების შემოჭერის მომხრე კოალიცია, მათ ამომრჩეველს აპოკალიპტური ტონით უთხრეს,  რომ ჯორჯ ოსბორნის დანის გარეშე, ბრიტანეთი დაადგებოდა საბერძნეთის გზას. იმ ოჯახების ბიუჯეტისათვის, ვინც ეკონომიკაში ვერ ერკვევა, ეს მეტაფორა უმოწყალოდ ჟღერდა – “თუ შენ არ ხარჯავ ბევრს მაშინ, როდესაც ვალებში ხარ ჩაფლული, რატომ უნდა ხარჯავდეს ასეთ შემთხვევაში სახელმწიფო?” – ამან ხელი შეუწყო იდეოლოგიურად მოტივირებული სიცრუის პოპულარიზაციას.

თუმცა ახლა, პორტუგალიის წყალობით, ჩვენ ვიცით, თუ რა შედეგებამდე შეიძლებოდა მივეყვანეთ ევროპის მასშტაბით გატარებულ ქამრების შემოჭერის პოლიტიკას. პორტუგალია ერთ-ერთი იყო იმ ქვეყანათა შორის, რომელიც ეკონომიკურმა კრიზისმა მწვავედ დააზარალა. ეგრეთწოდებული „სამეულის“, მათ შორის – საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ გამოყოფილი დახმარების პაკეტის შემდგომ, კრედიტორები მოითხოვდნენ ქამრების შემოჭერის მკაცრი პოლიტიკის გატარებას, რასაც ლისაბონის/პორტუგალიის მმართველი კონსერვატიული პარტია ენთუზიაზმით ასრულებდა. სერვისები პრივატიზირდა, გაიზარდა დღგ-ს გადასახადი და შემოსავლებზე დაწესდა დამატებითი საშემოსავლო გადასახადები, სამაგიეროდ ჩამოიშალა საჯარო სექტორის გადასახადები და პენსიები, შემცირდა მოგების გადასახადი და გაიზარდა სამუშაო დროისა და დღეების რაოდენობა.

2 წლის განმავლობაში, განათლების ხარჯები შემცირდა 23%-ით, ასევე გაუარესდა ჯანდაცვისა და სოციალური დაცულობის სერვისები, რამაც ადამიანური/სოციალური ასპექტების მხრივ კატასტროფული შედეგები გამოიწვია. 2013 წელს,  უმუშევრობამ 17.5%-ს მიაღწია, 2012 წელს, კომპანიების გაკოტრების მაჩვენებელმა 41%-ით მოიმატა, ხოლო სიღარიბე – გაიზარდა. თავდაპირველი ლოგიკის მიხედვით, ყველაფერი ეს აუცილებელი იყო ზედმეტი ხარჯების სამკურნალოდ.

2015 წლის ბოლოს, ეს ექსპერიმენტი დასრულდა. ახალმა სოციალისტურმა მთავრობამ – უფრო რადიკალი მემარცხენე პარტიების მხარდაჭერით, დაიკავა სამთავრობო კაბინეტი. პრემიერ მინისტრმა ანტონიო კოშტამ შეძლო „გადაეფურცლა ქამრების შემოჭერის პოლიტიკის გვერდი, რომელმაც ქვეყანა 3 ათწლეულით დაწია უკან” – როგორც თავად განაცხადა. მთავრობის ოპონენტები წინასწარმეტყველებდნენ კატასტროფულ შედეგებს, რასაც ეგრეთწოდებული „ვუდუ ეკონომიკა“ დაარქვეს. შესაძლებელი იყო, დღის წესრიგში დამდგარიყო დახმარების მომდევნო პაკეტის საჭიროება, რომელიც გამოიწვევდა უფრო სიღრმისეულ რეცესიას და მეტ საგადასახადო შემცირებებს.

ამ ყველაფერთან ერთად, არსებობდა შესაბამისი პრეცედენტიც: საბერძნეთში, ერთი თვით ადრე, ხელისუფლებაში არჩეულ იქნა პარტია “სირიზა” და ევროზონის ლიდერებს არ ჰქონდათ იმის განწყობა და სურვილი, რომ ამ ექსპერიმენტს გაემართლებინა. როგორ შეეძლო პორტუგალიას თავიდან აერიდებინა ბერძნული ტრაგედიის განმეორება?

People wave the Portuguese flag during a protest against government's austerity policies at the Terreiro do Paco Square in Lisbon on September 29, 2012. Thousands of Portuguese took to the streets of Lisbon today in a new protest against government financial policies expected to get even tougher to meet pledges to creditors. AFP PHOTO/ PATRICIA DE MELO MOREIRA (Photo credit should read PATRICIA DE MELO MOREIRA/AFP/GettyImages)
პორტუგალიის დროშა ლისაბონში გამართულ დემონსტრაციაზე ქამრების შემოჭერის პოლიტიკის წინააღმდეგ, 2012 წლის 29 სექტემბერს – ამ დღეს, ათასობით ადამიანი გამოვიდა ქუჩაში მთავრობის ფინანსური პოლიტიკის წინააღმდეგ; პატრისია მორეირას ფოტო.

პორტუგალიის ახალი მთავრობის ეკონომიკური რაციონალობა ცხადი იყო. ხარჯებისა და გადასახადების შემცირებებმა შეამცირეს მოთხოვნა, მოთხოვნის კომპონენტი: რეალური აღმასვლისთვის და გამოცოცხლებისთვის, მოთხოვნა უნდა გაზრდილიყო. ხელისუფლებამ შეძლო მინიმალური ხელფასის აწევა, რეგრესული საგადასახადო პოლიტიკის შემობრუნება, კრიზისამდელ პერიოდში არსებული პენსიებისა და საჯარო სექტორის ხელფასების დაბრუნება  (ხელფასების დიდი ნაწილი შემცირებული იყო 30%-ით) და ხელახლა წარადგინა მანამდე გაუქმებული დასვენების 4 დღე. ღარიბი ოჯახებისთვის სოციალური დაცვის სისტემა გაიზარდა, ხოლო სიმდიდრის გადასახადი დაწესდა იმ სახლებზე, რომელთა ფასებიც აღემატებოდა 600.000 ევროს (550.000 ფუნტი).

ოპონენტების მიერ ნაწინასწარმეტყველები კატასტროფა არ დადგა. მეტიც, 2016 წლის შემოდგომისთვის, ხელისუფლებაში მოსვლიდან 1 წელიწადში, მთავრობამ შეძლო ეამაყა მდგრადი ეკონომიკური განვითარებითა და კორპორატიული ინვესტიციების 13%-იანი მატებით. მიმდინარე წელს, მონაცემების მიუთითებენ დეფიციტის 2.1%-მდე შემცირებაზე, რაც უკანასკნელი 4 ათწლეულის განმავლობაში, ყველაზე დაბალი ნიშნულია. დიახ, ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც პორტუგალია სრულად იცავს ევროზონის ფისკალურ წესებს. ამავდროულად კი, ეკონომიკა უწყვეტად იზრდება 13 წარმატებული კვარტლის განმავლობაში.

იმ წლებში, როცა ხარჯები მცირდებოდა, საქველმოქმედო ორგანიზაციები იუწყებოდნენ „სოციალურად კრიტიკულ მდგომარეობას“. ახლა, პორტუგალიის მთავრობას შეუძლია თავი წარმოადგინოს, როგორც მოდელი მთელი დანარჩენი კონტინენტისთვის. „ევროპამ აირჩია ქამრების შემოჭერის პოლიტიკა და უარესი შედეგები მიიღო“ – განაცხადა პორტუგალიის ეკონომიკის მინისტრმა, მანუელ კალდეირა კაბრალმა – „ჩვენ კი ვაჩვენებთ, რომ იმ პოლიტიკების მეშვეობით, რაც ხალხს შემოსავალს უბრუნებს, საზოგადოება იღებს გაცილებით მეტ დაცულობას, საკუთარი თავის რწმენას და ინვესტიციებს“.

პორტუგალიამ გაზარდა საჯარო ინვესტიციები, შეამცირა დეფიციტი, დაამარცხა უმუშევრობა და გაამყარა ეკონომიკური ზრდა. ჩვენ გვეუბნებოდნენ, რომ ეს შეუძლებელი და მცდარი იყო. ბრიტანელმა მუშებმა, XIX საუკუნის შემდეგ, საკუთარ თავზე იწვნიეს ხელფასების ყველაზე მკვეთრი შემცირებები, მაშინ როცა, მათმა კოალიციურმა ხელისუფლებამ ვერც კი შეძლო დაპირებულთან – 2015 წლისთვის დეფიციტის აღმოფხვრასთან – ახლოს მისვლა. რატომ? იმიტომ, რომ ნაწილობრივ დაბალი გადასახადი ნიშნავს, რომ დასაქმებული იხდის ნაკლებ გადასახადს, მუშაობს უფრო მეტს და ხარჯავს ნაკლებ ფულს. პორტუგალიამ გაზარდა მოთხოვნა, ბრიტანელმა კონსერვატორებმა კი შეამცირეს ის.

პორტუგალიის წარმატება ერთდროულად შთამაგონებელიცაა და იმედგაცრუების მომტანიც. მთელი ევროპის მასშტაბით სიღარიბეა – და რისთვის? რა ხდება საბერძნეთში? ახალგაზრდების ნახევარზე მეტი იტანჯება უმუშევრობით, ჯანდაცვის სერვისები მოიშალა, ხოლო ახალშობილთა სიკვდილიანობისა და სუიციდის მაჩვენებლები იზრდება. რა ხდება ესპანეთში? ასობით ათასმა ადამიანმა დაკარგა საკუთარი საცხოვრებელი სახლი; და საფრანგეთში? ეკონომიკურმა არასტაბილურობამ ხელი შეუწყო ულტრამემარჯვენეების აღზევებას.

პორტუგალია და დიდი ბრიტანეთი გვათავაზობენ გაკვეთილებს სოციალ-დემოკრატიისთვისაც. ბანკირების მიერ გამოწვეული კრიზისის შედეგების მიუხედავად, სოციალ-დემოკრატიულმა პარტიებმა აირჩიეს ქამრების შემოჭერის პოლიტიკები. რა მიიღეს შედეგად? პოლიტიკური კოლაფსი. ესპანეთში, სოციალისტების მხარდამჭერთა რიცხვი 44%-დან 20%-ზე დაბლა ჩამოვიდა, შესაბამისად, მათი ხმები მემარცხენე-რადიკალურმა პარტია „პოდემოსმა“ წაიღო. საბერძნეთში, პარტია „პასოკი“ თითქმის გაქრა, როგორც პოლიტიკური ძალა. საფრანგეთის სოციალისტურმა პარტიამ, მიმდინარე წლის საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში 6%-ზე ოდნავ მეტი ხმების რაოდენობა მიიღო. ხოლო ჰოლანდიაში, ლეიბორისტული პარტიის რეიტინგი 4-ჯერ შემცირდა და 6%-ზე ქვემოთ ჩამოვიდა.

ამის საპირისპიროდ, სოციალ-დემოკრატიული პარტიები, რომლებმაც აირჩიეს ქამრების შემოჭერის საპირისპირო პოლიტიკები, გაცილებით უკეთეს შედეგებს იღებენ, ვიდრე მათი მეგობარი პარტიები. დიახ, გამოკითხვები აჩვენებენ, რომ პორტუგალიის სოციალისტური პარტია 10%-ით უსწრებს ქვეყნის მემარჯვენე პარტიას.

ევროპაში ქამრების შემოჭერის პოლიტიკა მართლდებოდა მანტრით, რომლის თანახმადაც – „ალტერნატივა არ არსებობს“, რაც მიზნად ისახავდა მოსახლეობას დაეჯერებინა, რომ ის უნდა “გაზრდილიყო” და ეცხოვრა რეალურ სამყაროში.

პორტუგალია გვთავაზობს ძლევამოსილ აღმასვლას. ევროპელმა მემარცხენეებმა უნდა გაითვალისწინონ პორტუგალიის გამოცდილება, რათა განაახლონ ევროპის კავშირი და დაასრულონ ქამრების შემოჭერის პოლიტიკა ევროზონაში. მათ შორის, ბრიტანეთში, ლეიბორისტები უფრო გამბედავები უნდა იყვნენ, რათა დაამსხვრიონ კონსერვატორთა მიერ შექმნილი ეკონომიკური წესრიგი.

მთელი იმ ათწლეულის განმავლობაში, რომელიც ევროპამ შეიძლება ითქვას, უბრალოდ დაკარგა, მილიონობით ჩვენგანი ამტკიცებდა, რომ ქამრების შემოჭერის პოლიტიკას აქვს ალტერნატივა. ახლა, ჩვენ გვაქვს ამის პრაქტიკული მტკიცებულებაც.

 

Share on Facebook57Share on Google+0Tweet about this on Twitter0Share on LinkedIn0Email this to someone

კომენტარები

Comments are closed.