მდიდრებზე მაღალი გადასახადების პოლიტიკამ შვედეთში ეკონომიკური სასწაული გამოიწვია

Share on Facebook226Share on Google+0Tweet about this on Twitter0Share on LinkedIn0Email this to someone
მაგდალენა ანდერსონი, შვედეთის ფინანსთა მინისტრი 2014 წლიდან.
მაგდალენა ანდერსონი, შვედეთის ფინანსთა მინისტრი 2014 წლიდან. Photographer: Lisi Niesner/Bloomberg.

წარმოგიდგენთ გამოცემა Bloomberg-ზე იოჰან კარლსტრომის მიერ გამოქვეყნებული წერილის თარგმანს.

► მთარგმნელი: გიგა ჭკადუა. ჩვენი მედია პლატფორმა მადლობას უხდის მთარგმნელს ვებგვერდის განვითარებაში შეტანილი მოხალისეობრივი წვლილისთვის.

© European.ge

ტრამპის გადასახადების გეგმის საწინააღმდეგო პოლიტიკამ შვედეთში ეკონომიკური სასწაული გამოიწვია

  • გლობალიზაციის საფრთხეებზე შვედეთი მაღალი გადასახადებით პასუხობს;
  • შვედეთის ფინანსთა მინისტრის განცხადებით, შემოსავლების რედისტრიბუცია წარმატებული ეკონომიკის გასაღებია;

მაღალი გადასახადები, ძლიერი პროფესიული კავშირები და სიმდიდრის თანაბარი გადანაწილება – შვედეთის სოციალ-დემოკრატი ეკონომისტის და ამავდროულად ქვეყნის ფინანსთა მინისტრის, მაგდალენა ანდერსონისეს თქმით გლობალიზებულ სამყაროში წარმატების რეცეპტია.

2014 წლის არჩევნებში გამარჯვების შემდეგ, მან გაზარდა გადასახადები და სახელმწიფოს ხარჯები კეთილდღეობის სისტემბეზე. ის ასევე მეთვალყურეობას უწევს ქვეყნის ეკონომიკურ ბუმს, რომელმაც 2016 წლის დასაწყისში 4%-იან ზრდას მიაღწია და რომელმაც ბიუჯეტის დეფიციტი სიჭარბედ (პროფიციტად) გადააქცია.

cxriliმსოფლიოში, რომელიც ჯერ კიდევ ვერ გამოსულა დეკადის წინ მომხდარი ფინანსური კრიზისის შედეგებისგან და მისგან წამოსული პოპულისტური ტალღებისგან, შვედეთის ეკონომიკური მმართველობა კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს აშშ-ში საყოველთაოდ აღიარებულ ჭეშმარიტებას გადასახადების მუშაობის შესახებ. ჰარვარდის განათლება მიღებული ანდერსონის განცხადებით, წარმატება დაკავშირებულია „3 საკითხთან: სამუშაო ადგილები, ქვეყნის კეთილდღეობის სისტემა/პოლიტიკა და რედისტრიბუცია“.

ეს პოლიტიკა აბსოლიტურად საწინააღმდეგოა იმ პოლიტიკისა, რაც ხორციელდება ატლანტიკის მიღმა, სადაც აშშ-ს პრეზიდენტ, დონალდ ტრამპს იმედი აქვს, რომ გადასახადების შემცირება, ნაკლები რეგულაციები და ახალი სავაჭრო გარიგებები 2 წელიწადში 3%-იან ზრდას მოუტანს ქვეყანას. ამავდროულად, ევროპაში ნორდიკული მოდელი იპყრობს ყურადღებას. ემანუელ მაკრონმა, რომელმაც არჩევნებში ნაციონალისტური ფრონტის ლიდერი, მარი ლეპენი დაამარცხა, მოუწოდა ქვეყანას ჩრდილოეთისკენ გაეხედა, რათა მოეძებნა საზოგადოების მოწყობის შესახებ იდეები.

ანდერსონი, რომელიც წარმატებული ეკონომიკის აუცილებელ კომპონენტებად განათლებისა და ჯანდაცვის ხელმისაწვდომობას მიიჩნევს, მიუხედავად იმისა „თუ რა ოდენობის ფულს გამოიმუშავებ“, აცხადებს, რომ რედისტრიბუცია ეს ის ფარია, რომელსაც პოპულისტების შემოტევისგან შეუძლია დაიცვას ქვეყანა და საზოგადოება.

cxrili 1ციფრები უტყუარია. შვედეთს გააჩნია ერთ-ერთი ყველაზე მაღალი საგადასახადო განაკვეთი, OECD-ის მონაცემების მიხედვით, გადასახადებისგან მიღებული შემოსავალი ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) 43%, მაშინ როცა იგივე მონაცემები აშშ-ს შემთხვევაში დაახლოებით 26%-ია. შვედეთის ეკონომიკა თითქმის ორჯერ მეტად გაიზარდა ვიდრე აშშ-ის, გასული წლის მონაცემებით შევდეთის ზრდა იყო 3.1%, ხოლო აშშ-ის 1.6%.

ევროკავშირის მასშტაბით, შვედეთს ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აქვს შრომითი ძალის მონაწილეობის მხრივ. ანდერსონის თქმით, ეს დაკავშირებულია გადასახადებზე დაფუძნებულ და გადასახადებიდან დაფინანსებულ მშობლების დეკრეტულთან და ხელმისაწვდომ დღის მოვლის ცენტრებთან, რომლებიც ორივე მშობლებს მუშაობის საშუალებას აძლევენ.

ევროპული მეტ-ნაკლებად თანაბარი სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით, შვედეთს აქვს საბიუჯეტო ნამატი (პროფიციტი). თებერვალში გამოქვეყნებული ევროპის კომისიის მონაცემების მიხედვით, 2018 წელს ევროკავშირის მშპ საშუალოდ 1.6%-ით შემცირდება, ხოლო აშშ-ში მოსალოდნელი დეფიციტი მშპ-ს 5.7% იქნება.

cxrili 3ქვეყანა ასევე მისდევს კაპიტალიზმის პრაგმატულ ხედვას, რომელიც ბიზნესს კონკურენციის ვერ გაწევის შემთხვევისას, ჩავარდნაში ხელს არ უშლის. ეს ასევე მოიცავს უსაფრთხოების შემოსავალს და სწავლებებს/ტრენინგებს დასაქმებულებისთვის, რაც ანდერსონის თქმით, გადამწყვეტია საშიში ანტი-გლობალიზაციური სენტიმენტების დასაძლევად.

ანდერსონის განცხადებით: „შვედეთში მიღებულია, რომ საზოგადოება იცვლება და ზოგიერთი კომპანია იზრდება, მაშინ როცა სხვები მცირდებიან, მაგრამ ეს დაფუძნებულია იმ ფაქტზე, რომ არსებობს ხიდები ძველ და ახალ სამუშაო ადგილებს შორის. მნიშვნელოვანია ამ ცვლილების დროს უსაფრთხოების შენარჩუნება, როგორც კარგად ფუნქციონირებადი უმუშევრობის დაზღვევით, ისე შრომის ბაზრის აქტიური პოლიტიებით“.

მაგრამ ყველა შვედი არ თვლის, რომ გადასახადების უფრო მეტად ზრდა მათ დაეხმარება. გადასახადების კიდევ უფრო მეტად გაზრდის შემთხვევაში, ანდეროსნი ოპოზიციის მხრიდან მხარდაჭერას ვერ მოიპოვებს. ამავდროულად, შვედეთში ნაწილი კორპორაციებისა უკვე უკმაყოფილებას აფიქსირებს. აგრეთვე, არსებობს ნიშნები, რომ თუ მშპ-ს ზრდა შენელდება, ეს კიდევ უფრო მეტ უკმაყოფილებას გამოიწვევს.

შვედეთის მთავრობამ ბიუჯეტის ნამატით დაიწყო ხარჯვითი ნაწილის გაზრდა განათლების, ჯანდაცვის, თავდაცვისა და პოლიციის გაძლიერებაზე. მომავალ წელს გასამართ არჩევნებთან დაკავშირებით, სოციალ-დემოკრატიულმა მთავრობამ დაიწყო ბრძოლა მემარჯვენე-ნაციონალისტებთან, რომლებმა ლტოლვილების შემოდინების ფონზე, მომხრეები მოიპოვეს.

მემარჯვენე ცენტრისტულმა კოალიციამ, რომელიც ქვეყანას მართავდა ახლანდელ ხელისუფლებამდე, 8 წელი გადასახადების შემცირებაში გატაარა. მათი განცხადებით, ანდერსონი და მისი უფროსი, პრემიერ მინისტრი შტეფან ლოფვენი, ეკონომიკურ მოგებებს რისკის ქვეშ აყენებენ, ხოლო გულუხვის ბენეფიტები ხალხს აზარმაცებს და მუშაობის სურვილს უკარგავს.

შვედეთის ერთ-ერთი ვებ გვერდის „Ekonomifakta“-ს მიხედვით, რომელიც თავის მხრივ იმართება შვედეთის ყველაზე მსხვილი დამსაქმებელთა ორგანიზაციის მიერ, გადასახადების უმაღლესმა მაჩვენებელმა დაახლოებით 70%-ს მიაღწია, მათ შორის საშემოსავლო გადასახადმაც (Payroll Tax). ამის გათვალისწინებით, ოპოზიცია იმუქრება მინსიტრისთვის უნდობლობის გამოცხადებით, თუ ის მის საგადასახადო გეგმას უკან არ გაიწვევს.

ბანკებმა და რამდენიმე კერძო უწყებამ უკვე გაილაშქრეს საგადასახადო გარემოს წინააღმედ, „Nordea Bank AB“ იმუქრება ქვეყნიდან გასვლით, ხოლო „Spotify Ltd“ გამომუშავებით მიღებული თანხის (Options-Based) საშემოსავლო გადასახადის ცვლილებებისკენ იმხრობა, რათა ხელი შეეყწოს ახალი ტალანტების მოძიებას.

თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ანდერსონი აცნობიერებს ლიმიტების არსებობას და მისი განცხადებით უახლოეს პერიოდში არ დგას გადასახადების „უსაშველოდ დიდად“ გაზრდის საჭიროებაც. მისი თქმით „ყველა გადასახადს თან შეიძლება ახლდეს უარყოფითი ეფექტიც, თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანია ის, თუ რისთვის და რაში ხარჯავ ამ ფულს. ამ შემთხვევაში მას უკვე პოზიტიური ეფექტები აქვს და შვედური მოდელი ამას ამტკიცებს. ერთდროულად შესაძლებელია, რომ ქვეყანას ჰქონდეს მაღალი გადასახადები და დასაქმებისა და ზრდის მაღალი მაჩვენებლებიც“.


ამავე თემაზე ჩვენს ვებგვერდზე ასევე შეგიძლიათ წაიკითხოთ:

4 მიზეზი, რატომაც არ მუშაობს მდიდრებზე გადასახადების შემცირების პოლიტიკა

„სარგებელი ქვემოთ არ ჟონავს“ – რეიგანომიკა ეკონომიკისთვის საზიანოა, ამტკიცებს IMF

მიწოდების ეკონომიკის კრახი

Share on Facebook226Share on Google+0Tweet about this on Twitter0Share on LinkedIn0Email this to someone

კომენტარები

დატოვე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

*