მცირე ზომის სახელმწიფოთა ბედი მათზე არსებული წნეხის კვალდაკვალ

hilmarhilmarsson_0002(1)
► ავტორი : ჰილმარ თორ ჰილმერსონი

► ჰილმარ თორ ჰილმერსონი არის ისლანდიის აკურეირის უნივერსიტეტის პროფესორი; კემბრიჯის უნივერსიტეტის მიწვეული მეცნიერი. დოქტორის ხარისხი მიიღო ვაშინგტონის ამერიკულ უნივერსიტეტში საჯარო ადმინისტრირებისა და ეკონომიკური განვითარების განხრით. 1999 წლიდან 2006 წლის ჩათვლით იყო მსოფლიო ბანკის უფროსი სპეციალისტი, ასევე ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრის მრჩეველი. გამოქვეყნებული აქვს 2 წიგნი და 70-მდე სამეცნიერო ნაშრომი. ასწავლიდა მსოფლიოს წამყვან 30 უნივერსიტეტში. ამჟამად მუშაობს წიგნზე : “ნორდიკული და ბალტიისპირა ქვეყნები: კრიზისი და პოსტ-კრიზისული მიღწევები, ჩავარდნები და მომავლის გამოწვევები”.

სტატია პირველად გამოქვეყნდა  Social Europe-ს პორტალზე  

► თარგმნა ნიკა შალამბერიძემ

► მედია-პლატფორმა მადლობას უხდის მთარგმნელებს ვებ-გვერდის განვითარებაში შეტანილი მოხალისეობრივი წვლილისათვის.

გლობალურ სამყაროში არსებობა არ არის მარტივი მცირე ზომის ქვეყნებისათვის. სხვადასხვა გზებით, ისინი თვითგადარჩენას ცდილობენ: ზოგიერთი მათგანი ალიანსს ქმნის უფრო დიდი ზომის სახელმწიფოებთან, ან უერთდება საერთაშორისო ორგანიზაციებს, როგორიცაა, მაგალითად, ევროკავშირი. თავშესაფარი შესაძლოა იყოს როგორც პოლიტიკური და სამხედრო, ასევე ეკონომიკური.  სახელმწიფოები ერთმანეთისგან განსხვავდებიან ევროინტეგრაციის დონეების მიხედვით. (იხ. დიაგრამა 1) ამის ნათელი მაგალითია სკანდინავიისა და ბალტიისპირეთის ქვეყნები.

ისლანდია და ნორვეგია ყველაზე ნაკლებადაა ინტეგრირებული ერთიან ევროპულ ბაზარზე, EFTA-ს წევრობისა და EEA-ს შეთანხმების საფუძველზე. შვედეთი და დანია წარმოადგენენ იმ ქვეყნების მაგალითებს, რომელთაც დღემდე არ ჩაუნაცვლებიათ ევროთი ეროვნული ვალუტა. რაც შეეხება ფინეთს და ბალტიისპირეთის ქვეყნებს, აქ ინტეგრაციის დონე გაცილებით მაღალია, რადგან ამ ოთხეულისთვის რუსეთის მეზობლობა დიდი საფრთხის შემცველია და მსგავის ქმედებები წარმოადგენს აუცილებლობას როგორც პოლიტიკური, ასევე ეკონომიკური სტაბილურობისთვის. ფაქტია, რომ არაპროგნოზირებადი რუსეთი იქცა იმ ძალად, რომელმაც ხელი შეუწყო ევროპული საზღვრების გაფართოებასა და წევრ ქვეყნებს შორის მყარი ურთიერთობების შენარჩუნებას.

ბალტიისპირა ქვეყნებისთვის ევროზონის წევრობამ განსაკუთრებით მას შემდეგ შეიძინა სასიცოცხლო მნიშვნელობა, რაც გაურკვეველი გახდა ამერიკის შეერთებული შტატების პოზიცია ნატოს ნაკისრ ვალდებულებებთან დაკავშირებით. ზოგიერთმა ამერიკელმა პოლიტიკოსმა, მათ შორის Newt Gingrich-მა, წარმომადგენელთა პალატის ყოფილმა სპიკერმა, გააკეთა საკმაოდ აბსურდული განცხადება ბალტიისპირეთის ქვეყნების შესახებ. “ესტონეთი წარმოადგენს პეტერბურგის გარეუბანს, აქედან გამომდინარე მე არ ვარ დარწმუნებული, რომ გონივრულია პასუხისმგებლობის აღება მსგავს ტერიტორიებზე, სადაც არსებობს ბირთვული ომის საფრთხე” – თქვა მან. რა თქმა უნდა, ასეთი ტიპის განცხადებები შოკისმომგვრელია, როგორც ამ რეგიონის ქვეყნებისთვის,  ასევე დანარჩენი ცივილიზებული სამყაროსთვის. აღსანიშნავია, ასევე, 2016 წლის არჩევნების პერიოდში,  დონალდ ტრამპის მიერ Washington Post-ისთვის მიცემული ინტერვიუ, სადაც ის საუბრობდა შტატების გამიჯვნაზე ევროპისგან, რაც მათ წლიურად მილიონობით დოლარის დაზოგვის საშუალებას მისცემდა, თანხას, რომელიც ევროპაში ნატოს ჯარის განთავსებისათვის იხარჯება. ეს აშკარად ის ფულადი სახსრებია, რისი გამოყენებაც გაცილებით უკეთ შეიძლება, სხვა სასარგებლო საქმეებისათვის.

ბალტიისპირეთის ქვეყნებმა ევროკავშირში თავშესაფარი 2008 წლის ეკონომიკური კრიზისის შემდეგ მოითხოვეს. თუმცა, ძალიან დიდი იყო მათთვის სანაცვლოდ გაწეული ხარჯი, რაც მოჰყვა ვალუტის ევროზე ადაპტირებას. ევროზონაში ყოფნა ძალიან დიდ სირთულეებთან არის დაკავშირებული, რაც გამოწვეულია არამდგრადი ფისკალური და საბანკო სფეროს არსებობით, განსაკუთრებით გარდამავალ ეტაპზე მყოფი სახელმწიფოებისთვის. თუმცა, ამ ყველაფერს, აქვს მეორე, დადებითი მხარე ბალტიისპირეთის ქვეყნების მსგავსი სახელმწიფოებისთვის, რაც უსაფრთხოებას გულისხმობს, რადგან გერმანია და საფრანგეთი არასოდეს დაუჭერენ მხარს რუსეთის მხრიდან ევროზონის ქვეყნებზე შესაძლო აგრესიას და ამ სივრცის დაცვას ეცდებიან.

დიდი ძმის ფაქტორი

ზოგიერთი პატარა სახელმწიფო ცდილობს ალიანსი შექმნას უფრო ძლევამოსილ ქვეყნებთან. ცივი ომის პერიოდში, ისლანდიამ აშშ-სთან გააფორმა ორმხრივი თავდაცვის შეთანხმება, პარალელურად კი გახდა ნატოს წევრი. თუმცა, 2008 წლის ეკონომიკური კრიზისის დროს, ამერიკის შეიარაღებულმა ძალებმა დატოვეს ისლანდია. პრემიერ-მინისტრის განცხადება კი ერთ-ერთი სატელევიზიო გამოსვლისას მთავრდებოდა შემდეგი სიტყვებით : “ღმერთი იყოს ისლანდიის მფარველი”.

ეს ძალიან მძიმე პერიოდი იყო ისლანდიის მოქალაქეებისთვის – ბანკების 85% გაკოტრდა. ქვეყანა დარჩა მოკავშირეების გარეშე. არავის სურდა ვაშინგტონში, ბრიუსელში ან ლონდონში ისლანდიის მთავრობიდან შემომავალი ზარის პასუხი ამ პერიოდში, ისლანდიას არ ჰქონდა არავითარი ეკონომიკური თავშესაფარი.

თუმცა, გრძელვადიან პერსპექტივაში, ეს შეიძლება ჩავთვალოთ წყალობად, რადგან ყოველგვარი გარე ვალების გარეშე, მათ მოახერხეს სიტუაციის დასტაბილურება და სამომავლო ტვირთის თავიდან აცილება. ისლანდიისაა ბალტიისპირეთის პოსტკრიზისული მდგომარეობა რადიკალურად განსხვავებულ ეკონომიკურ სურათს გვაძლევს. რაც გამოიხატება 2016 წლის ისლანდიის მშპ-ს 7%-ით ზრდაში, უმუშევრობის მაჩვენებელი იყო  3%, ხოლო ინფლაციის პროცენტი 2-ზე ნაკლები.

რა თქმა უნდა, სიტუაცია შეიძლება მარტივად შეიცვალოს, თუმცა აღსანიშნავია, რომ ამ ეტაპზე ისლანდიის და ნორვეგიის ერთიან ევროპულ ბაზრაზე მონაწილეობა საკმაოდ წარმატებულია, მიუხედავ იმისა, რომ ფორმალურად ისინი ევროკავშირის წევრები არ არიან.

შეუძლებელია ევროპულ ინტეგრაციაზე ან გამიჯვნაზე საუბარი, ბრექსიტის მოვლენის გვერდის ავლით. ძველი იმპერიის გემმა ყველასთვის მოულოდნელად დატოვა ბრიუსელის ნაპირები. ვინ იცის რითი დასრულდება ეს ყველაფერი? იქნებ შოტლანდიელებმა საერთოდ ხომალდიდან გადმოხტომა დააპირონ ?მაშინ როცა  ნორვეგიის და ისლანდიის სტილის  EFTA/EEA შეთანხმება შესაძლოა მიუღებელი იყოს ისეთი დომინანტი სახელმწიფოსთვის როგორც დიდი ბრიტანეთია, თუმცა იქნებ დამოუკიდებელ შოტლანდიას სხვა პოზიცია აქვს  ერთიან ბაზარზე? არ მინდა დიდი ბრიტანეთის დაკნინება, აქამდეც არაერთი წინააღმდეგობა გადაულახავს, თუმცა ვითარება ცოტა არ იყოს და შიშისმომგვრელი და ბუნდოვანია.

დასკვნა ამ ყველაფრიდან არაერთგვაროვანია, მცირე ზომის სახელმწიფოებისთვის თავშესაფარი შესაძლოა იქცეს, როგორც წყალობად, ასევე წყევლად.

გააზიარეთ საოციალურ ქსელებში
Facebook
Twitter
Telegram
შეიძლება დაინტერესდეთ