მარიანა მაძუკატო: როგორ ახალისებს სახელმწიფო ინოვაციებს

► რა ახალისებს ინოვაციებს? “Institute for New Economic Thinking”-თან ინტერვიუში მსოფლიოს წამყვანი ეკონომისტი, სასექსის უნივერსიტეტის ინოვაციებისა და ეკონომიკის პროფესორი, მარიანა მაძუკატო საუბრობს წარმატებული ინოვაციური მაგალითების შესახებ, რომელთა შექმნაში სახელმწიფო ინვესტიციების როლი წამყვანი იყო. შეგახსენებთ რომ მარიანა მაძუკატო ავტორია საერთაშორისო ბესტსელერი წიგნისა: “სახელმწიფო როგორც მეწარმე: მითი ჩამორჩენილი სახელმწიფოსა და კერძოს სექტორის წინააღმდეგობის შესახებ“ (2013).

► მცირე ამონარიდი ინტერვიუდან: “თუ ჩვენ გვინდა სილიკონ ველი ევროპაში, წამოდით და ვნახოთ რა მოხდა რეალურად სილიკონ ველში. იდეა გახლდათ შემდეგი: თუ თქვენ გინდათ მეტი ‘გუგლი’, თქვენ გჭირდებათ ‘მეტი სახელმწიფო’, მაგრამ გასაანალიზებელია ზუსტად რა როლი შეასრულა სახელმწიფომ. მისი როლი არ გულისხმობდა მხოლოდ ‘მოდი შევქმნათ გარემო ინოვაციებისთვის’ და კონკრეტული ინფრასტრუქტურის მშენებლობას. მაგალითად, ეს გულისხმობდა სახელმწიფოს მხრიდან ნანო ტექნოლოგიებზე ფიქრს, ვიდრე ბიზნეს სექტორი საერთოდ იოცნებებდა მასზე. ეს გულისხმობდა ბიოტექნოლოგიებზე ფიქრს, ვიდრე ბიზნეს სექტორი იოცნებებდა მასზე. სახელმწიფოს დაფინანსებაზე მყოფი მეცნიერები, რომლებიც ასოცირდებოდნენ აშშ-ის ‘ნაციონალური მეცნიერების ფონდთან’ (NSF) და ‘ჯანდაცვის ეროვნულ ინსტიტუტთან’ (NIH) ყველაზე ადრე ფიქრობდნენ თუ როგორ იყო შესაძლებელი ბიოტექნოლოგიური ინდუსტრიის ტრანსფორმაცია. ნუ ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ინტერნეტი თავდაცვის სახელმწიფო სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსებული კვლევებით შეიქმნა. როდესაც მასშტაბური და წარმატებული განვითარების ისტორიებს ჩახედავ, მიხვდები რომ სახელმწიფოს არ ჰქონია მხოლოდ ბაზრების ჩავარდნის აღმოფხვრის ფუნქცია, არც მხოლოდ ბაზრისთვის შესაბამისი გარემოს ფორმირებაზე ყოფილა პასუხისმგებელი, არამედ ის ყოველთვის იდეურად ლიდერობდა ბაზარზე, აწვდიდა ბაზარს სიახლეებს, დაფინანსებას და ჩვენ ჯერ კიდევ არ გვაქვს შესაბამისი სიტყვები ეკონომიკაში, რათა სრულყოფილად აღვწეროთ ეს პროცესი.”

იხილეთ სრული ინტერვიუ:

გააზიარეთ საოციალურ ქსელებში
Facebook
Twitter
Telegram
შეიძლება დაინტერესდეთ