თუ ჩვენ გვინდა სილიკონ ველი ევროპაში, ვნახოთ რა მოხდა რეალურად სილიკონ ველში

Share on Facebook116Share on Google+0Tweet about this on Twitter0Share on LinkedIn0Email this to someone

marianaსასექსის უნივერსიტეტის ინოვაციებისა და ეკონომიკის პროფესორი Mariana Mazzucato გახლავთ “როკსტარი” ეკონომისტი. ის საუბრობს Silicon Valley-სა და ინოვაციების წარმატებულ მაგალითებზე:

“არსებობს ცნობილი მითი იმის შესახებ, რომ შეუძლებელია ერთდროულად იყო ბაზრის და სახელმწიფოს მხარეს. არ გაებათ ამ მახეში.” როგორც ეკონომისტი მარიანა მაძუკატო განმარტავს: “ჩვენ გვესაჭიროება სიმბიოზური ეკოსისტემა კერძო და საჯარო სექტორებს შორის.”

“თუ ჩვენ გვინდა სილიკონ ველი ევროპაში, წამოდით და ვნახოთ რა მოხდა რეალურად სილიკონ ველში.

იდეა გახლდათ შემდეგი: თუ თქვენ გინდათ მეტი ‘გუგლი’, თქვენ გჭირდებათ ‘მეტი სახელმწიფო’, მაგრამ გასაანალიზებელია ზუსტად რა როლი შეასრულა სახელმწიფომ. მისი როლი არ გულისხმობდა მხოლოდ ‘მოდი შევქმნათ გარემო ინოვაციებისთვის’ და კონკრეტული ინფრასტრუქტურის მშენებლობას. მაგალითად, ეს გულისხმობდა სახელმწიფოს მხრიდან ნანო ტექნოლოგიებზე ფიქრს, ვიდრე ბიზნეს სექტორი საერთოდ იოცნებებდა მასზე. ეს გულისხმობდა ბიოტექნოლოგიებზე ფიქრს, ვიდრე ბიზნეს სექტორი იოცნებებდა მასზე. სახელმწიფოს დაფინანსებაზე მყოფი მეცნიერები, რომლებიც ასოცირდებოდნენ აშშ-ის ‘ნაციონალური მეცნიერების ფონდთან’ (NSF) და ‘ჯანდაცვის ეროვნულ ინსტიტუტთან’ (NIH) ყველაზე ადრე ფიქრობდნენ თუ როგორ იყო შესაძლებელი ბიოტექნოლოგიური ინდუსტრიის ტრანსფორმაცია.

ნუ ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ინტერნეტი თავდაცვის სახელმწიფო სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსებული კვლევებით შეიქმნა.

როდესაც მასშტაბური და წარმატებული განვითარების ისტორიებს ჩახედავ, მიხვდები რომ სახელმწიფოს არ ჰქონია მხოლოდ ბაზრების ჩავარდნის აღმოფხვრის ფუნქცია, არც მხოლოდ ბაზრისთვის შესაბამისი გარემოს ფორმირებაზე ყოფილა პასუხისმგებელი, არამედ ის ყოველთვის იდეურად ლიდერობდა ბაზარზე, აწვდიდა ბაზარს სიახლეებს, დაფინანსებას და ჩვენ ჯერ კიდევ არ გვაქვს შესაბამისი სიტყვები ეკონომიკაში, რათა სრულყოფილად აღვწეროთ ეს პროცესი.”

მარიანა მაძუკატო ავტორია ბესტსელერი წიგნისა: “სახელმწიფო როგორც მეწარმე: მითი  ჩამორჩენილი სახელმწიფოსა და კერძოს სექტორის წინააღმდეგობის შესახებ“.

ჩვენს ვებგვერდზე შეგიძლიათ წაიკითხოთ მისი ორი წერილის თარგმანი გამოცემა Project-Syndicate-დან:

  1.  შემოქმედებითი სახელმწიფო
  2. მწვანე „ახალი კურსისკენ“

ასევე, აუცილებლად ნახეთ მისი ლექცია თანამედროვე ეკონომიკური პოლიტიკის შესახებ: “Economic Policy: from market fixing to market creating and shaping.”

Share on Facebook116Share on Google+0Tweet about this on Twitter0Share on LinkedIn0Email this to someone

კომენტარები

დატოვე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

*