ლგბტ და ყველაფერი სხვა

ლგბტ მოძრაობის ზოგიერთი აქტივისტი თუ გულშემატკივარი ჰომოფობიის უმთავრეს მიზეზად განათლებისა და კულტურის დაბალ დონეს ასახლებს. ამდენად, კითხვაზე – რა მიგაჩნიათ აქედან გამოსავლად? – მათი პასუხი: განათლების დონის ამაღლება – სრულიად ბუნებრივი ჩანს. მაგრამ საუბარი სრულ აბსურდად იქცევა, თუკი დისკუსიაში პოლიტიკური და სოციალური განზომილებების შეტანას ეცდებით. და რაც უფრო მეტს ისმენ მათ ‘არგუმენტებს’, მით უფრო მწიფდები  უპირობო დათანხმებისთვის – დიახ, გაუნათლებლობა და უკულტურობა მართლაც უმთავრესი პრობლემებია. მაგრამ: რის შესახებ გაუნათლებლობა? რომელი კულტურის უქონლობა? და რაც მთავარია: ვისი გაუნათლებლობა და უკულტურობა?

შევეცდები ამ კითხვების გარშემო ავაგო მსჯელობა, მაგრამ მანამდე ხაზს ვუსვამ: ჩემი კრიტიკა არ არის მიმართული ლგბტ მოძრაობის ყველა აქტივისტის თუ მხარდამჭერისადმი, და დასკვნებიც ყველა მათგანს არ ეხება, არამედ მხოლოდ მათ, ვინც თვლის, რომ: პრობლემა საგანამანათლებლო და კულტურულია, მაგრამ – არავითარ შემთხვევაში პოლიტიკური და სოციალური.

ბევრს არ ვილაპარაკებ იმის შესახებ, რომ განათლება შეუძლებელია (!) არ იყოს დაკავშირებული პოლიტიკასთან, მეტიც – რომ განათლების სფერო – ცენტრალურია პოლიტიკურ პრობლემატიკაში, რომ საგამანათლებლო ინსტიტუციები ისე ეწყობა, როგორც ეს ძალაუფლების მპყრობელებს სურთ, და არა ისე, როგორც კარგია, რომ ვინც მართავს პოლიტიკურ პროცესებს – ის მართავს განათლების სფეროსაც, და პირიქით, რაც ნიშნავს, რომ ისეთი საგანმანათლებლო სიტუაცია გვაქვს, როგორიც ძალაუფლების მპყრობელებს სურთ. სხვაგვარად რომ ვთქვათ, განათლების სისტემა გვაქვს მხოლოდ მაშინ, როცა პროცესების მთავარი წარმმართველი – საზოგადოებაა, ხოლო როდესაც ესაა ერთი რომელიმე ჯგუფი ან კლასი – განათლების სისტემის ნაცვლად გვაქვს ინდოქტრინაციის მანქანა.  ასევე, არ მოვიყვან არგუმენტებს იმის შესახებ, რომ დღევანდელ ხელისუფლებას საკმარისი დრო ჰქონდა იმისათვის, რომ ამ მიმართულებით სათანადო ნაბიჯები გადაედგა (არსებითად, ცივილიზებულ საზოგადოებებში ამაზე მეტი დრო სამუშაოდ არც ერთ ხელისუფლებას არ ეძლევა). შორს ვარ იმ აზრისაგან, ვამტკიცო, რომ ამ დროში ყველა კულტურულ-საგანმანათლებლო პრობლემის მოგვარება შეიძლებოდა. მაგრამ ასევე დარწმუნებული ვარ, რომ სწორი ორიენტირება, სათანადო მიმართულებით პირველი ნაბიჯების გადადგმა მაინც იყო შესაძლებელი, და რომ, სამწუხაროდ,  ნაბიჯები, რომლებიც მაინც გადაიდგა, საპირისპიროდ, რეგრესისკენაა მიმართული. ჩვენი დღევნდელი მსჯელობის საგანთან დაკავშირებული სიტუაციაც დიდწილად ამ გარემოებებითაა განპირობებული.
მაგრამ ვეცდები ამ პრობლემას სხვა, ჩემი აზრით, უფრო არსებითი კუთხით შევხედო.

რას შინაარსი აქვს მტკიცებას, რომ ჰომოფობიის პრობლემა კულტურულ-საგანმანათლებლო ხასიათის პრობლემაა?

ის, რომ ადამიანები, რომელთაც ჰომოფობებს უწოდებენ, სათანადოდ არ არიან ინფორმირებულნი ჰომოსექსუალობის შესახებ. და რომ საჭიროა ამ ცოდნის გავრცელება. იმის, რომ ჰომოსექსუალობა არაა ავადმყოფობა, რომ ეს არაა არჩევანი. იმის, რომ ტრადიციები და აღზრდა (უმეტესწილად) არაფერ შუაშია, და ჰომოსექსუალობის წინააღმდეგ ყველაზე მრისხანე მებრძოლის შვილი – შეიძლება თავად აღმოჩნდეს ჰომოსექსუალი (აღარაფერს ვამბობ იმ საკმაოდ ლოგიკურ და მწყობრ თეორიაზე, რომელიც ემპირიულადაცაა დადასტურე

გააზიარეთ საოციალურ ქსელებში
Facebook
Twitter
Telegram
შეიძლება დაინტერესდეთ