ბრიტანელი სოციოლოგის, კოლინ კრაუჩის წიგნის განხილვა მზიურის ამფითეატრში

Share on Facebook56Share on Google+0Tweet about this on Twitter0Share on LinkedIn0Email this to someone

colinანალიტიკური მედია პლატფორმა European.ge აგრძელებს წიგნების საჯარო განხილვას. შემდეგი საჯარო მოხსენება გაიმართება კვირას, 16 ივლისს, 19:00 სთ-ზე, მზიურის ამფითეატრში.

► ბრიტანელი სოციოლოგის, ვორვიკის უნივერსიტეტის პოლიტიკური მეცნიერების პროფესორის, კოლინ კრაუჩის 2000 წელს გამოცემულმა წიგნმა – პოსტდემოკრატია –  მნიშვნელოვანი გავლენა იქონია დემოკრატიის შესახებ მსოფლიოში მიმდინარე დისკუსიებზე. მან საინტერესოდ აღწერა თანამედროვე დემოკრატიები, რომლებიც განიცდიან პოლიტიკურ კრიზისს. კოლინ კრაუჩი აღწერს თუ როგორ ხდება თანამედროვე წარმომადგენლობით დემოკრატიებში ძალაუფლების მცირე ელიტების ხელში თავმოყრა და დემოკრატიული ინსტიტუტების თანდათანობითი დაცლა პოლიტიკური შინაარსისგან.

► წიგნში ავტორი შემდეგნაირად განმარტავს ტერმინ “პოსტდემოკრატიას”: “პოსტდემოკრატიული საზოგადოება ესაა პოლიტიკური საზოგადოება, რომელიც აგრძელებს დემოკრატიული ინსტიტუტების გამოყენებას, მაგრამ ასეთ საზოგადოებებში ეს ინსტიტუტები ფორმალურ სახეს იძენენ. ენერგია და ინოვაციური სულისკვეთება გასულია დემოკრატიული სივრციდან ვიწრო პოლიტიკური და ეკონომიკური ელიტების ხელში.” 

colin-crouch► კოლინ კრაუჩის აკადემიური კარიერა დაიწყო 1969 წელს ლონდონის ეკონომიკური სკოლაში (LSE). 1995-2000 წლებში ის ასწავლიდა ოქსფორდის უნივერსიტეტში. 1995-2004 წლებში ასევე გახლდათ European University Institute-ის სოციოლოგიის პროფესორი და პოლიტიკური მეცნიერებების დეპარტამენტის დირექტორი. 2005 წელს პროფესორი კოლინ კრაუჩი არჩეულ იქნა ბრიტანეთის მეცნიერებათა აკადემიის წევრად.

► მოწვეული მომხსენებელი:
► ლევან აბაშიძე, სოციალური მეცნიერების მაგისტრი. ლევან აბაშიძე ასევე გახლდათ European.ge-ს მთავარი რედაქტორი 2012-2015 წლებში.

დასწრება თავისუფალია!

Share on Facebook56Share on Google+0Tweet about this on Twitter0Share on LinkedIn0Email this to someone

კომენტარები

დატოვე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

*