კეთილდღეობის სახელმწიფოს მოდელები: სამხრეთ ევროპის ქვეყნები (I ნაწილი)

შესავალი

იდეას, რომლის მიხედვითაც იტალია, ესპანეთი, პორტუგალია და საბერძნეთი უნდა განიხილებოდეს, როგორც გამოყოფილი კეთილდღეობის მოდელი, მრავალი საერთო მახასიათებელი აქვს. იდეა წარმოიშვა 1990-იანი წლების პირველ ნახევარში ერთდროულად სამ ლიტერატურულ მიმდინარეობაში. პირველი იყო ტიპოლოგიური დებატები, გამოწვეული ესპინგ-ანდერსენის ორიგინალური ნამუშევრით კეთილდღეობის რეჟიმებზე. ესპინგ-ანდერსენის ნიმუშის ფარგლებში, სამხრეთ ევროპიდან მხოლოდ იტალია იყო შეყვანილი კონსერვატიულ კორპორატიულ ჯგუფში. რეჟიმის თეორიის გავრცელებისა და შედარებითი და ანალიტიკური სფეროების ჩამოყალიბებასთან ერთად, მეცნიერების ნაწილმა წამოაყენა ვარაუდი, რომლის მიხედვითაც ემპირიულად უფრო ზუსტი და კონცეპტუალურად უფრო პერსპექტიული იქნებოდა ოთხი სამხრეთ ევროპული ქვეყნის ერთ ჯგუფში გაერთიანება. ამ ჯგუფის აღმნიშვნელად სხვადასხვა სახელწოდებები იყო შემოთავაზებული  („ლათინური საზღვრები“, „კათოლიკეები“, „ხმელთაშუა ზღვა“) საბოლოოდ კი „სამხრეთ ევროპაზე“ შეჩერდნენ. 

ლიტერატურის მეორე მიმდინარეობა  „ახალი“ სამხრეთ ევროპის განხილვა შეეხებოდა. ის ესპანეთის, საბერძნეთისა და იტალიის დემოკრატიული კონსოლიდაციის შემდეგ გაჩნდა. განხილული იქნა ყოველი ქვეყნის ნაციონალური გამოცდილება და საერთო მოდერნიზაციის გზა პოლიტიკურ-ინსტიტუციონალურ და სოციო-ეკონომიკურ ასპექტებში. 1990-იანი წლების დასაწყისში, ამ ლიტერატურის მიმდევარმა მეცნიერებმა ყურადღება მიაქციეს სოციალურ პოლიტიკას (მაგალითად: castles 1995;  ferrera 1996) და დაიწყეს აქცენტის გაკეთება „ოჯახურ მსგავსებაზე“ მთელ ტერიტორიაზე. ასევე ხელი მიჰყვეს იმ მნიშვნელოვანი როლის გამოვლენას, რომელსაც თამაშობს სახელმწიფო სოციალური პროგრამები დემოკრატიული ინსტიტუტების გამყარებასა და სოციალური და ეკონომიკური ზრდის თანამონაწილეობაში.

მესამე მიმდინარეობა ამ დებატებისა იყო ევროპული კომისიის მიერ წამოწყებული პროგრამა. 1992 წელს მიღებული 2 „სოციალური“ რეკომენდაციის შემდეგ, კომისიამ ხელი მიჰყო რიგი სემინარების, ექსპერტული გამოკვლევების ჩატარებას, ინიციატივების წამოყენებას, რომელთა მიზანი სოციალური სფეროს დაცვაში მონაწილე წევრ-სახელწიფოების ინსტიტუციონალურ ადაპტაციაში არსებული სხვაობების ანალიზში მდგომარეობდა. ამ მესამე დებატებმა მოგვცა 2 მნიშვნელოვანი იდეა, განმასხვავებელი სამხრეთ-ევროპული „მოდელის“ თუ „ტიპის“ კეთილდღეობისა: მან უზრუნველყო უამრავი ხარისხიანი და რიცხობრივი მასალა, რომელთა გამოყენებაც შეიძლებოდა დეტალური და კონტრასტული დახასიათებისთვის; ამ დახასიათებების გათვალისწინებით,  თავად ევროპულმა კომისიამ ოფიციალურად დაადასტურა სხვადასხვა დოკუმენტებში, „სოციალური ევროპის“ ოთხად გაყოფა, რითაც დააკანონა არსებული „ტიპიური სამხრეთ-ევროპული“ სოციალური დაცვის სისტემა „ანგლოსაქსურ“, „სკანდინავიურ“ და „კონტინენტურთან“  ერთად(ევროპის კომისია 1993 და 1995).

ამ წარსული 15 წლის განმავლობაში, ეს სამივე მიმდინარეობა გადაეჯაჭვა ერთმანეთს, მაგრამ ამასთან ერთად, შეინარჩუნეს საკუთარი კონკრეტული საძიებო და ანალიტიკური საფუძვლები. ასე რომ, დებატების ფარგლებში მიზანი რჩება სამხრეთ-ევროპული „სამყაროს“ ფაქტიური დახასიათების შექმნა: არის ის თყ არა ნამდვილად სრულფასოვანი მოდელი, მნიშვნელოვნად განსხვავებული დანარჩენი სამისგან? არის ის კონსერვატიულ-კორპორატიული რეჟიმის სუსტად განვითარებული ვარიანტი? თუ უნდა განვიხილოთ, როგორც შერეული ტიპი, კორპორატიულ და ლიბერალურ, ან თუნდაც სკანდინავიურ მოდელებს შორის? სხვადასხვა ავტორები გვაძლევენ სხვადასხვა პასუხებს. მათი არჩეული მონაცემების, ინდიკატორების, დროის და ანალიტიკური აზროვნების საფუძველზე.

მეორე დისკუსია ნაკლებად ეხებოდა ონტოლოგიურ საკითხებს და ამის ნაცვლად აჩვენებდა საყოველთაო კეთილდღეობის სახელმწიფოს ფორმირების ფართო ევროპულ ასპექტში სამხრეთ ევროპის გზას. იტალია, ესპანეთი, პორტუგალია და საბერძნეთი არსებითად განიხილებიან, როგორც „ქვეყანათა ოჯახი“, რომელთაც აქვთ მრავალი საერთო და ამის გათვალისწინებით, განიცდიან ერთნაირ პრობლემებს განვითარებისა და თანამედროვეობისკენ სწრაფვის საკითხში. 

მესამე დისკუსია იზიარებდა მეორეს ინტერესების დინამიკურ ცვლილებას და მოდერნიზაციას,რომელიც მიიღო მოკლე დროში ანალიზით და  ძირითადად ყურადღებას ამახვილებს ინსტიტუციონალურ პროფილებსა და ხარჯების ვალდებულებებზე  1990 და 2000 წლებში  შეცვლის საჭიროებების და შეზღუდვების საპასუხოდ.  მთავარი თემა ამ ლიტერატურაში უკვე მზარდი “ევროპეიზაციის” სამხრეთკეთილდღეობა, ანუ თანდათანობით დაძლევა ხარვეზების და ფასთა სხვაობა წარსულიდან მემკვიდრეობით გვერგო, რომელმაც საშუალება მისცა ოთხ ქვეყანას დაწეოდა უფრო თანამედროვე, კონტინენტური და ჩრდილოეთ ევროპის სისტემას. (Featherstone და Kazamias 2001Ferrera 2005b). 

აქედან გამომდინარე მესამე დისკუსია თავისუფლად შესთავაზებს ამ თავში სამხრეთ ევროპის ოთხი ქვეყნის კეთილდღეობის და განვითარების ტრაექტორიის მახასიათებლებს.პირველი მონაკვეთი ხაზს გაუსვამს პოლიტიკურ და სოციალურ-ეკონომიკური მოდერნიზაციის ძირითად დინამიკას.მეორე და მესამე სექციები მოკლედ მიმოიხილავს კონსოლიდაციის და გაფართოების ძირითად სოციალურ პროგრამებს.როგორც ჩანს გაფართოების იმ მწვერვალზე, დაახლოებით 1990 წელს, ოთხ ქვეყანას ქონდა ის საერთო თვისებები,რომელმაც ტიპოლოგიური თვითმყოფადობის მოთხოვნას დაუჭირა მხარი.

მეოთხე სექციის რეფორმირების პროცესი მიმდინარეობდა უკანასკნელი ორი ათწლეულის განმავლობაში.რეკონსტრუქცია იქნება  კარკასის მდგომარეობაში „ლიანდაგი“,ინსტიტუციური ცვლილებების თანმიმდევრობა, რომელიც მიზნად ისახავს სოციალურ კატეგორიაში სოციალური დაცვის რისკის ბალანსის აღდგენას.

და ბოლოს, გთავაზობთ რამდენიმე შენიშვნას ზოგადი მიმოხილვის წვლილის შესახებ,რომ სამხრეთ ევროპის კეთილდღეობის ლიტერატურას, მოცემულ სფეროში შედარებითი კვლევის კეთილდღეობას და პოლიტიკის „გაკვეთილებს“, სამხრეთ ევროპულ გამოცდილებას შეუძლია ქვეყნებს შესთავაზოს მსოფლიოს სხვა მხარე.

სამხრეთ ევროპის ოთხი ქვეყანა შევიდა თანამედროვეობის თვალსაზრისით სოციალურ-ეკონომიკურ და პოლიტიკური დაცემის ეპოქაში (Malefakis 1995, Sapelli 1995).. მთელი XIX საუკუნის განმავლობაში  მათი ეკონომიკა ხასიათდებოდა ჩამორჩენილი სოფლის მეურნეობით. პარტიკულარული კულტურის თვისებები და მფარველი-კლიენტების ურთიერთობები გადარჩა ბევრად უფრო დიდხანს, ვიდრე დანარჩენ ევროპაში (Eisendant და Roninger 1984) და სახელმწიფოს მშენებლობას თან ახლდა ძლიერი „ფამილიზმი“ და დაბალი „სახელმწიფოებრიობა“, ასევე რელიგიური ფაქტორებისა და ეკლესიის როლის შევიწროება (Castles 1994a). ინდუსტრიალიზაცია შორს წავიდა მეცხრამეტე და მეოცე საუკუნეში, რასაც მხარი დაუჭირა სახელმწიფომ, რაც იწვევს ნიშანთვისებად „დახმარების კაპიტალიზმს“.შეკუმშვის ვადები და შიდა დიფერენციაცია აძლიერებს მკვეთრი რადიკალიზაციის მუშათა კლასის სოციალური კონფლიქტების პროვოცირებას.მასობრივი დემოკრატიის ცვლილება რთული იყო და არაერთხელ დაუპირისპირდა როგორც რადიკალი მემარჯენეები ასევე მემერცხენეები. მეოცე საუკუნემ მოიტანა ავტორიტარული მმართველობის წესი: ორი ათწლეულის განმავლობაში ფაშიზმი იტალიაში, ოთხი ათეული წელი  ფრანკოს მმართველობა ესპანეთში, ნახევარსაუკუნოვანი სალაზარის დიქტატურა და შემდეგ კაეტანო პორტუგალიაში, და ამავე პერიოდში ერთპიროვნული მმართველობა საბერძნეთში.

 „ომისშემდგომი ბუმის“ განმავლობაში მოდერნიზაციის დინამიკამ საბოლოო ჯამში მოიპოვა ის იმპულსი და სწრაფი ცვლილებები გავლენას ახდენდა არა მარტო  ეკონომიკის, არამედ სოციალურ, კულტურულ და პოლიტიკურ ასპექტებზეც.იტალია იყო პირველი ქვეყანა, რომელმაც ნახტომი გააკეთა ადრეული კონსოლიდაციით ახალი დემოკრატიული რაჟიმისაკენ და ეკონომიკური სასწაული მოახდინა,საშუალოდ ერთ სულ მოსახლეზე გაორმაგდა შემოსავლის დონე 1950 და 1970 წლებში.დანარჩენი სამი ქვეყნის ეკონომიკური პროცესი უფრო ნელა მიმდინარეობდა, მაგრამ 1960 და ადრეულ 1970 იან წლებში იბერიული ქვეყნები და საბერძნეთი ხდება უფრო მდიდარი, უფრო გახსნილი და მეტად სეკულარიზებული.1970 წლების შუა პერიოდში ავტორიტარული რეჟიმისა დაშლისა და დემოკრატიის დაბრუნების შემდეგ სამხრეთ ევროპა გახდა „ახალი“ ატლანტიკის ზღვიდან ეგეოსამდე.

გვიანი და შეკუმშული მოდერნიზაციის დროს დარჩა მთელი რიგი გადაუწყვეტელი პრობლემები, განსაკუთრებით შრომის ბაზარზე.მათ ძირითად კონტინენტურ კოლეგებთან შედარებით , ოთხი სამხრეთ ევროპის ქვეყანა ჩამორჩება მუდამ დასაქმების დონის თვალსაზრისით და „კარგი სამუშაო ადგილების“  ადეკვატური მიწოდებით. ეს განსხვავება დიდწილად საწყისი პირობების გამო იყო: 1940 და 1950 წლებში, ამ ქვეყნებში, ძირითადად სოფლის მეურნეობა და თვითდასაქმება არაფორმალურად ეკონომიკაც ემუქრებოდა.სამრეწველო „ფორდიზმისგან“ გადასვლა ბევრად რტული იყო, ვიდრე სხვაგან და ახლაც გრძელდება, როდესაც ნავთობის შოკი მოხდა დასავლეთ ეკონომიკაში 1970 წელს, იზრდებოდა დაუცველობა სამხრეთ ევრპაში და როგორც ასეთი, ფორდის ორგანიზაცია ძირს უთხრიდა სიცოცხლისუნარიანობას.

ინდუსტრიალიზაციაზე პოლისების გადასვლამ წარმოშო ერთ-ერთი თავისებურაბა სამხრეთ ევროპის შრომის ბაზარზე: გამოხატული საერთაშორისო გამჭვირვალობა/ განსხვავებულობა.ოთხივე ქვეყანამ ადგილზე დააყენა მაღალი დამცავი დასაქმების რეჟიმები (განსაკუთრებით სამუშაო პერიოდში) ძირითად სამუშაო სექტორში (მაგალითად, საზოგადოებრივ სექტორსა და მსხვილ სამრეწველო საწარმოებში).ეს რეჟიმები მუშაობს,როგორც დიფერენციული მოწყობილობა, თანდათან სეგმენტირებული სამხრეთ ევროპის შრომის ბაზარზე სამი სექტორის კომბინირებული,ძალიან განსხვავებული კუთხით შრომისა და დასაქმების: ძირითადი/რეგულარული, პერიფერიული/ არარეგულარული, და მიწისქვეშა სექტორების მიხედვით (Ferrera 1996;Moreno 2000 ; Perez-Diaz და Rodriguez 1994). ძირითადი/ რეგულარული სექტორი ხასიათდება დაქირავების მკაცრი წესებით, მაღალი სამუშაო სტაბილურობითა და „ოჯახის ხელფასით“ , რომელიც მჭიდროდაა დაკავშირებული უფროსობასთან.       პერიფერიულ/ არარეგულარულ სექტორს (მაგალითად მცირე ბიზნესი, სამშებებლო კომპანია და ა.შ) ახასიათებს უფრო მოქნილი შესვლის და გასვლის წესები, დასაქმების არასტაბილურობა (სეზონური მუშაობა და ა.შ.) და უფრო დიფერენცირებული ხელფასის სტრუქტურა.მიწისქვეშა სექტორი ხასიათდება (ძირითადად) არაფორმალური წესებით და დიფერენცირებული, ძალიან მაღალი დასაქმების არასტაბილურიბითმიწისქვეშა სექტორი ხასიათდება (ძირითადად) არაფორმალური წესებით და დიფერენცირებული, ძალიან მაღალი დასაქმების არასტაბილურიბით და პროდუქტიულობის საფუძველზე (დაბალი) ხელფასებით. ამ დიდი ზომის წერილში,რომელშიც შედარბულია ორი სექტორი და პოლარიზაციის მომდევნო ხარისხის ,გარანტირებული და არასამთავრობო გარანტირებული მუშების რაოდენობა სამხრეთ ევროპის შრომის ბაზარზე 1970 და 1980 წლებში.

სამხრეთ ევროპულმა შრომითმა ბაზარმა, სხვა კონტინენტებს გაუზიარა გარკვეული თავისებურებები, მათ შორის აღსანიშნვია ქალთა თანამონაწილეობის დაბალი დონე. 1950–1970 წლებში ქალთა დასაქმების პროცენტული წილი შეადგენდა 30%–ს ესპანეთში, იტალიასა და საბერძნეთში. პორტუგალიაში ეს მაჩვენებელი უფრო მაღალი იყო, იმის გათვალისწინებით, რომ ქვეყანაში მამაკაცთა დიდი რაოდენობა მსახურობდა ჯარში, შესაბამისად შეიქმნა საჭიროება, რომ სწორედ ქალები ყოფილიყვნენ დასაქმებულნი ანაზღაურებად სამსახურში. ქალები ძირითადად დასაქმებულნი იყვნენ აგრარულ სექტორში

1980–იანი წლებისათვის სამხრეთ ევროპულმა  შრომითმა ბაზარმა განიცადა ფუნდამენტური ცვლილებები, მოხდა ბაზრის გარდაქმნა პირველადი და მეორეული შრომითი სექტორების ჩანაცვლება დაიწყო მესამეულმა სექტორმა–ანუ მომსახურეობის სფერომ. როგორც სხვა ევროპულ ქვეყნებში, სამხრეთ ევროპაშიც უმუშევრობის დონემ დაიწყო ზრდა, 80–იანი წლების შუა რიცხვებისათვის , უმუშევრობის პროცენტული წილი აღემატებოდა 8%–ს  ოთხივე ქვეყანაში, ხოლო ყველაზე მაღალი, 20%–იანი მაჩვენებელი აღინიშნებოდა ესპანეთში. პრობლემამ უშუალოდ იქონია გავლენა ახალგაზრდებსა და ქალებზე.

კეთილდღეობის სახელმწიფოს შექმნა: დუალისტური სოციალური ინსტრუმენტი

სამხრეთ ევროპაში, სოციალური დაზღვევის პირველი ნიშნები საფუძველს იღებს მეოცე საუკუნის  ოციანი წლებიდან. იტალია იყო პირველი იმ ქვეყანათა შორის, რომელმაც 1898 წელს შემოიღო შრომითი ტრამვებისაგან სავალდებულო დაზღვევა, მოგვიანებით კი ასევე სავალდებულო გახდა მოხუცების, ინვალიდებისა და უმუშევრების დაზღვევა (1919 წელი). საბერძნეთმა, სამუშაო ტრამვების დაზღვევა შემოიღო შეზღუდული ფორმით, 1915 წელს, თუმცა სოციალური დაზღვევის რეალური განვითარება მოხდა 1934 წლიდან, როდესაც  შემოიღეს პენსიონერთა და დაავადებულთა სავალდებულო დაზღვევა. იბერიულმა ქვეყნებმა, პირველი ნაბიჯები სოციალური დაზღვევის კუთხით გადადგეს 1919 წლიდან, თუმცა ამ მიმართულების განვითარება ინტენსიურად დაიწყო 1930–1940 წლებიდან.

 იტალიაში 1950 და 1970–იან წელბში დაიწყეს საპენსიო რეფორმების გატარება და მათი შემდგომი გაუმჯობესება, ანალოგიურმა რეფორმებმა დაიწყო გავრცელება დანარჩენ სამ ქვეყანაშიც და 1980–იანი წლებისათვის  პენსიები გაიზარდა 94%–ით საბერძნეთში, 27%–ით პორტუგალიაში და 23%–ით ესპანეთში.

გავრცელების დროში სხვაობის მიუხედავად, სოციალური დაზღვევის განვითარება  ანალოგიურად ხდებოდა ოთხივე ქვეყანაში. სოციალური დაზღვევა და სეგმენტირებული ბაზრის ჩამოყალიბება თითქმის ერთდროულად მოხდა და ამხრივ  ხსენებულმა პროცესმა შეიძინა შიდა პოლარიზაციის ინდივიდუალური სტილი, რომელიც გაოიხატა საკმაოდ დიდი შეღავათებით ძირითადი მომუშავეებისათვის, შედარებით მცირე დახმერებებით არარეგულარული მუშაკებისათვის და მწირი სუბსიდიებით იმათთვის ვისაც არ შეეძლო რეგულარული კონტაქტის დამყარება შრომით ბაზარზე. 1990 წლისათვის, საკმაოდ გულუხვი ლეგალური მხარეების წყალობით, საპენსიო შენატანების ხვედრითი წილი, სამხრეთ ევროპაში ბევრად უფრო მაღალი იყო ვიდრე დანარჩენ ევროკავშირში, თუმცა ამასთანავე შეღავათების რაოდენობა  უმუშევრების, ოჯახზე დამოკიდებულებისა და ზოგადად ღარიბთათვის საკმაოდ დაბალი იყო ოთხივე ქვეყანაში. ამ დუალიზმმა მოახდინა შემოსავლების შენარჩუნების(income maintenance system) სისტემის გახლეჩა, არა მხოლოდ ერთგვაროვანი ჩრდილო ევროპული სისტემისაგან, არამედ დანარჩენილი კონტინენტისაგანაც, რომელთაც ახასიათებდათ შედარებით დაბალი ამპლიტყუდური სხვაობა სოციალური დაცვის „მაღალ“ და „დაბალ“ მხარეებს შორის.

1970–1980–იან წლებში სამხრეთ ევროპის ოთხივე სახელმწიფომ განახორციელა სამედიცინო უზრუნველყოფის უნივერსალური პროგრამა, იშვიათი მაგრამ საკმაოდ მნიშვნელოვანი მაგალითი ფუნდამენტური ცვლილებებისა, რომელიც მიმართული იყო სხვაობათა გასანეიტრალებისა და კეთილდღეობის სახელმწიფოს მოდერნიზაციისაკენ.

საინტერესოა ისიც თუ როგორ შეგვიძლია ავხსნათ  სოცაილური დაზღვევის თავისებური გამოვლინება სამხრეთ ევროპაში. განვითარებასა და სხვა სოციალ–ეკონომიკურ ფაქტორებთან ერთად, სხვადასხვა დებატებმა ხაზი გაუსვა  პოლიტიკურ–ინსტიტუციონალური დინამიკის მნიშვნელობასაც, რომელიც გამოყოფოდა  იდეოლოგიური პოლარიზაციითა და მაქსიმალისტური, დაყოფლილი მემარცხენე მხარის არსებობით. მემარცხენეები საკმაოდ ინტენსიურად იბრძოდნენ იმ მიზნით, რომ განეხორციელებინათ ფართომასშტაბიანი კეთილდღეობის რეფორმები სოციალური მიმართულებით, სწორედ მსგავსი ზეწოლის წყალობით, იტალიამ, საბერძნეთმა, ესპანეთმა და პორტუგალიამ თავიანთ კონსტიტუციაში ჩაამატეს საკმაოდ ამბიციური ნაწილი სოციალური საკითხების განხრით. ჯანდაცვის სფეროში გატარებული უნივერსალური რეფორმები, ნაწილობრივ შეიძლება მემარცხენეთა გამარჯვებათაც ჩაითვალოს. ამასთანავე უნდა ითქვას რომ მემარცხენეები საკმაოდ დიდ კონკურენციას წააწყდნენ კონსერვატორთა მხრიდან და ამის შედეგად მემარცხენეთა ფრთა შეჩერდა ეგრეთ წოდებულ დულაისტურ მიდგომაზე, რომელიც ერთის მხრივ ითვალისწინებდა სრულფასოვან მუშაკთა კეთილდღეობის გაუმჯობესებას და მეორეს მხრივ ნაკლებად შეძლებულთა სუბსიდირებას. სამხრეთ ევროპის სოციალური სისტემის შიდა დისბალანსი ნაწილობრივ შეიძლება განხილულ იქნას როგორც პოლიტიკური კონკურენციის თანმდევი შედეგი.

გააზიარეთ საოციალურ ქსელებში
Facebook
Twitter
Telegram
შეიძლება დაინტერესდეთ