კარგი საზოგადოების მშენებლობა

2009 წლის აპრილში ბრიტანეთის ლეიბორისტული პარტიისა და გერმანიის სოციალ-დემოკრატიული პარტიის ლიდერებმა ჯონ კრუდასმა და ანდრეა ნალისმა გამოაქვეყნეს პამფლეტი სახელწოდებით ‘კარგი საზოგადოების მშენებლობა’ სადაც ჩამოყალიბებულ იქნა ‘კარგი საზოგადოების’ ძირითადი პრინციპები. პამფლეტი სწრაფადვე ითარგმნა სხვადასხვა ენებზე და ფართო დისკუსიის საგანი გახდა. დებატების მხარდაჭერის მიზნით ფრიდრიხ ებერტის ფონდმა წამოიწყო პროექტი, რომელიც ‘კარგი საზოგადოების’ შესახებ სისტემატური დებატების გამართვას ითვალისწინებს. პროექტის პარტნიორები არიან ისეთი ავტორიტეტული ინტერნეტ საიტები, როგორებიცაა: Social Europe Journal, Soundings Journal და Compass, ხოლო დებატებში მონაწილეობას იღებენ ცნობილი მემარცხენე ინტელექტუალები, პოლიტიკოსები და საზოგადოების წევრები. ჩვენი რედაქცია  მიზანშეწონილად მიიჩნევს ამ საკითხებსა და პრინციპებზე დისკუსიის საქართველოში დაწყებას, სწორედ ამ მიზანს ემსახურება ჩვენი მხრიდან აღნიშნული პამფლეტის თარგმნა და იმედს ვიტოვებთ, რომ ის აქტიურ დისკუსიას გამოიწვევს, საზოგადოების ფართო წრეებში და იმ მოქალაქეებში ვისთვისაც მნიშვნელოვანია დემოკრატიული განვითარება და სოციალური სამართლიანობა.

 

ევროპა გარდამტეხ მომენტში

ევროპა გარდამტეხ მომენტში იმყოფება. ჩვენი ბანკები არ მუშაობენ, ბიზნეს(ებ)ი ინგრევა და უმუშევრობა იზრდება. ეკონომიკური კრახი და ბაზრის წარუმატებლობა მთელი კონტინენტის ტერიტორიაზე გავრცელდა.

მაგრამ ეს არ არის მხოლოდ კაპიტალიზმის კრიზისი. ეს აგრეთვე არის დემოკრატიისა და საზოგადოების კრიზისი, რომელმაც უნდა მართოს და დაარეგულიროს ბაზრის ძალაუფლება. კრიზისის ამ ეტაპზე ჩვენ უარს ვამბობთ უკან დაბრუნების მცდელობებზე იმ ბიზნესისკენ, რომელიც როგორც წესი ხასიათდება არამდგრადი ზრდით, უთანასწორობითა და არასტაბილური ეკონომიკით. თუმცა ჩვენ აგრეთვე ვაღიარებთ, რომ დღეს არ არის საუკეთესო პერიოდი იმისათვის რომ სოციალ დემოკრატიის ნებისმიერ ძველ მოდელს მივუბრუნდეთ.

მომავალი გაურკვეველი და საფრთხეებით სავსეა; ჩვენს წინაშეა კლიმატის ცვლილების საშიშროებები, ნავთობის ამოწურვა და სოციალური დისლოკაციის ზრდა. მაგრამ ეს აგრეთვე არის შესაძლებლობებისა და იმედების მომენტი: იმისათვის რომ მოვახერხოთ ჩვენი საერთო მიზნების აქტივიზაცია და სრულყოფა ევროპული ოცნებისა, ყველასთვის თავისუფლებისა და თანასწორობის შესახებ.  ამ საფრთხეებთან გასამკლავებლად  და იმედების რეალიზებისათვის საჭიროა ახალი პოლიტიკური მიდგომები.

ევროპული მესამე გზის, ბლერი-შრიოდერის დეკლარაციის ათი წლისთავზე, დემოკრატი მემარცხენეები გთავაზობთ ალტერნატიულ პროექტს:  კარგი საზოგადოება.

კარგი საზოგადოების პოლისები შეეხება: დემოკრატიას, საზოგადოებასა და პლურალიზმს. ის დემოკრატიულია იმიტომ, რომ მხოლოდ თითოეული ინდივიდის თავისუფალ მონაწილეობას შეუძლია ნამდვილი თავისუფლებისა და პროგრესის გარანტირება. ის კოლექტიურია იმიტომ, რომ  განმტკიცებულია ჩვენი ურთიერთდამოკიდებულებისა და საერთო ინტერესების აღიარებით. და ის პლურალისტურია რადგან აცნობიერებს, რომ მხოლოდ პოლიტიკური ინსტიტუტების, ეკონომიკური აქტივობის ფორმებისა და ინდივიდუალური კულტურული მრავალფეროვნებების არსებობის შემთხვევაში, შეუძლია საზოგადეობას წარმოქმნას ის ენერგია და ინიციატივები, რომელიც შესაძლებელს გახდის უკეთესი მსოფლიოს შექმნის პერსპექტივას. კარგი საზოგადოების მიღწევა დამოკიდებულია ამ ფასეულობებზე, რომლის ერთგულები ვართ და რომლის შესაბამისად უნდა:

აღდგეს პოლიტიკის პრიმატი და უარი ეთქვას პოლიტიკის სუბორდინაციას ეკონომიკური ინტერესებისადმი;

შეიცვალოს ურთიერთობები ინდივიდსა და სახელმწიფოს შორის დემოკრატიული პარტნიორობის პროცესში;

შეიქმნას დემოკრატიული სახელმწიფო, რომელიც იქნება პასუხისმგებლობიანი და უფრო გამჭვირვალე, გაამყარებს ჩვენს დემოკრატიულ ინსტიტუტებს, ყველა დონეზე, ეკონომიკის ჩათვლით;

გაფართოვდეს და დაცულ იქნას ინდივიდუალური სამოქალაქო უფლებები;

აღიარებულ იქნას საერთო ინტერესების არსებობა, ისეთი საზოგადოებრივი სიკეთეების მიმართ როგორებიცაა: განათლება, ჯანდაცვა და მეტი კეთილდღეობა ვიდრე ამის საშუალებას დღეს ბაზარი იძლევა;

მოხდეს რისკების რედისტრიბუცია, რათა შეიქმნას უფრო თანასწორი საზოგადოება;

აღიარებულ იქნას და პატივი მიეგოს რასობრივ, რელიგიურ და კულტურულ განსხვავებებს;

უპირატესობა მიენიჭოს ხალხის და პლანეტის საჭიროებებს მოგებასთან შედარებით.

კარგი საზოგადოების საფუძველია ეკოლოგიური სიცოცხლისუნარიანობა და სამართლიანი ეკონომიკური განვითარება ყველას საკეთილდღეოდ. ამისთვის მზა რეცეპტები ან გამზადებული-შექმნილი პროგრამები არ არსებობს. სანაცვლოდ, ამ ფასეულობებსა და მისწრაფებებზე დაყრდნობით, ჩვენ თითოეული ნაბიჯი ერთად უნდა გადავდგათ და ამ გზაზე შევქმნათ ჩვენი მსოფლიო, რომელში ცხოვრებაც უკეთესი იქნება. როგორც ვილი ბრანდტი იტყოდა: ’ის რაც ჩვენ გვჭირდება არის სინთეზი პრაქტიკული აზროვნებისა და იდეალისტური მისწრაფებების.’

ჩვენ საკუთარ ნაციონალურ სივრცეში მუშაობით, შეგვიძლია ბევრს მივაღწიოთ, მაგრამ ამავდროულად უნდა ვაღიაროთ, რომ კაპიტალი გლობალური გახდა, იმ დროს როდესაც დემოკრატია პრაქტიკულად უცვლელად დარჩა ნაციონალური სახელმწიფოს დონეზე. ამ გარემოებებს გერმანიისა და დიდი ბრიტანეთის სოციალ დემოკრატები ერთმანეთთან მივყავართ და ამით თითოეული უფრო მეტად ვძლიერდებით. შემდეგი ეტაპია ამ საცდელი ტექსტის გამოყენება პან-ევროპული სოციალ-დემოკრატიული ქსელის ასაგებად. იმ ხალხის მონაწილეობით ვინც მას იზიარებს, არ სურს წარსულში დაბრუნება და ეძებს გზებს პროგრესისა და კარგი საზოგადოების ასაშენებლად.

2. ვსწავლობთ გამოცდილებისგან

 

1999 წლის ივნისში ტონი ბლერმა და გერჰარდ შრიოდერმა დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრმა და გერმანიის კანცლერმა, ევროპული სოციალ დემოკრატიის ერთობლივი დეკლარაცია გამოაქვეყნეს. ეს დოკუმენტი ერმანეთთან აკავშირებდა ბრიტანული მესამე გზისა და გერმანული ახალი ცენტრის იდეებს. ისინი ვარაუდობდნენ, რომ სოციალ დემოკრატიის ეს ახალი მოდელი გამოიწვევდა ფართომასშტაბიან თანხმობას: ’სოციალ დემოკრატები კავშირის ქვეყნების უმრავლესობის მთავრობაში არიან.’ დღეს ყველაფერი საწინააღმდეგოდაა. სოციალ დემოკრატები კავშირის ქვეყნების უმრავლესობაში მთავრობებში აღარ იმყოფებიან.

მესამე გზასა და ახალ ცენტრთან დაკავშირებული სოციალ დემოკრატიის ისტორიული ეტაპი იყო რეაქცია მემარჯვენე ფლანგის გრძელვადიან დომინაციაზე, რომელიც სათავეს 1970 წლების ეკონომიკური კრიზისიდან იღებს.  კაპიტალიზმის ეს ახალი ისტორიული ეტაპი გამორჩეული იყო იმით რომ ცდილობდა გაენადგურებინა ომის შემდგომ პერიოდში საყოველთაო კეთილდღეობის სახელმწიფოს შესახებ ჩამოყალიბებული კონსესუსი და შეექმნა ახალი კონსესუსი ნეო ლიბერალური ფასეულობებისა და თავისუფალი საბაზრო ეკონომიკის ირგვლივ.

მესამე გზისა და ახალი ცენტრის ელექტორალური წარმატებები განპირობებული იყო კომპრომისებითა და შეზღუდვებით. ვერც ახალმა ლეიბორიზმმა და და ვერც სპდ-მ ვერ მოახერხეს მტკიცე კოალიციის აშენება ტრანსფორმაციული ცვლილებებისათვის. შედეგად 2005 წლის არჩევნებში ორივე პარტიამ მილიონობით უფრო ნაკლები ხმა მიიღო ვიდრე 1997 და 1998 წლების არჩევნებში. ტრადიციული მუშათა კლასის მხარდამჭერების მნიშვნელოვანმა რაოდენობამ დაკარგა რწმენა ახალი ლეიბორიზმისა და სპდ-ს, როგორც მათი ინტერესების ისტორიული დამცველების მიმართ. ბევრი თავს იკავებდა ხმის მიცემისგან, რადგან იზრდებოდა იდენტობის შეგრძნება სხვა პარტიების მიმართ, რომლებიც მზად იყვნენ მათი ინტერესების წარმოსადგენად, ისეთები როგორებიცაა მემარცხენე ’დიე ლინკე’ გერმანიაში და ფაშისტური ბნპ(ბრიტანეთის ნაციონალური პარტია)Bბრიტანეთში. ინსტიტუტები და კულტურა, რომელიც მთელი მეოცე საუკუნის განმავლობაში, მუშათა კლასს მყარად აკავშირებდა ლეიბორისტებთან და სპდ-თან, გაუჩინარდნენ ან დაკარგეს თავისი სოციალური სიცოცხლისუნარიანურობა.

მესამე გზისა და  ახალი ცენტრის სოციალ დემოკრატიული მოდელები უკრიტიკოდ იღებდნენ, ახალ გლობალურ კაპიტალიზმს. რის დროსაც მათ ვერ შეაფასეს დაურეგულირებელი ბაზრის დესტრუქციული პოტენციალი. მათ არასწორად გაიგეს სტრუქტურული ცვლილებები, რომელიც ევროპულ საზოგადოებაში მიმდინარეობდა. მათ სჯეროდათ, რომ კლასზე დაფუძნებულმა საზოგადოებამ გზა დაუთმო უფრო მეტად ინდივიდუალიზირებულ და მერიტოკრატიულ კულტურას. მაგრამ ახალმა კაპიტალიზმა ვერ შეძლო უკლასო საზოგადოების შექმნა. საბაზრო გლობალიზაციის მეთაურობით განხორციელებული ეკონომიკური ბუმი სიმდიდრის უპრეცენდენტო დონეებს ქმნიდა, მაგრამ მესამე გზის პოლისებმა ვერ შეძლეს თავიდან აეცილებინათ მისი საზოგადოებისგან გამოყოფა. სოციალ დემოკრატიული მთავრობის დეკადის შემდეგ, კლასობრივი უთანასწორობა კვლავ დარჩა საზოგადოების სტრუქტურის განმსაზღვრელად. წარმატება განათლებაში და პერსპექტივები ცხოვრებაში, ძირითადად აგრძელებდა დამოკიდებულებას ოჯახურ წარმომავლობასა და ფინანსურ მდგომარეობაზე.

ნეო ლიბერალიზმის ერა ყოველთვის კრიზისით სრულდება. ეკონომიკური კრახი წარმოქმნის გარდამტეხ მომენტს. ჩვენ გვაქვს არჩევანი: შეგვიძლია დავბრუნდეთ უკან, დავტოვოთ ყველაფერი ისე როგორც აქამდე იყო  –  არამდგრადი ზრდა, თავისუფალი ბაზრის ინდივიდუალიზირებული და სამომხმარებლო მსოფლიო, მაღალი დონის უთანასწორობა და წარუმატებლობა კლიმატური ცვლილებების საშიშროებების წინააღმდეგ ბრძოლაში. ან ჩვენ შეგვიძლია განვსაზღვროთ ახალი ხედვა პროგრესისა დამყარებული სამართლიანობაზე,  მდგრად განვითარებასა და უსაფრთხოებაზე, რომელშიც დაცულია ბალანსი კაპიტალსა და შრომას შორის, რომელსაც ინდივიდები, საზოგადოების წევრები შეადგენენ. ეს არის ალტერნატივა და ის ევროპულ დონეზე უნდა ჩამოყალიბდეს.

3. კარგი საზოგადოება

 

ჩვენი ფასეულობები თავისუფლების, თანასწორობის, სოლიდარობისა და მდგრადი განვითარების შესახებ, გვპირდება უკეთესი მსოფლიოს შესაძლებლობას, თავისუფალს სიღარიბისგან, ექსპლუატაციისა და შიშისგან. ჩვენ მხედველობაში გვაქვს კარგი საზოგადოება და უფრო ეგალიტარული ეკონომიკა, რომელიც შექმნის საიმედო და ეკოლოგიურად უსაფრთხო მომავალს. მაგრამ მის მისაღწევად კაპიტალიზმი უნდა გახდეს პასუხისმგებლობიანი დემოკრატიული საშუალებებით; ხოლო იმისათვის, რომ დემოკრატიამ შეძლოს ამ ამოცანის განხორციელება, მას განახლება და გაღრმავება სჭირდება. კარგი საზოგადოების აშენება შეუძლებელია ზევიდან ქვევით, მისი აშენება შესაძლებელია, მხოლოდ ხალხისგან შექმნილი და წამოსული მოძრაობისგან. კარგი საზოგადოების შექმნა ჩვენი დროის უდიდესი გამოწვევაა და ის განსაზღვრავს მომავალი თაობების ცხოვრებას.
ჩვენი ფასეულობები

 

სოციალ დემოკრატიის ახალი მოდელი იწყება ჩვენი ფასეულობებით, რომელზე დაყრდნობითაც კარგი საზოგადოება უნდა ავაშენოთ.

ახალ გლობალურ ეპოქაში, ჩვენ ევროპის მოქალაქეებმა ერთად უნდა ვიცხოვროთ, მულტიკულტურალურ საზოგადოებაში, როგორც თავისუფალმა და თანასწორმა ინდივიდებმა. ჩვენ უნდა ავაშენოთ ისეთი პოლიტიკური ინსტიტუტები რომელიც შექმნის სამართლიან საზოგადოებასთან მიკუთვნებულობის გრძნობას.

უკეთესი და უფრო გახსნილი მსოფლიოს იდეალი მილიონობით ადამიანს იზიდავს, რომლებიც ეძებენ ახალ გზებს თანაცხოვრებისთვის. ეს იმედი გამოხატულია გლობალურ და ლოკალურ სოციალურ მოძრაობებში, საზოგადოებრივ მოქმედებებში, დაინტერესებულ ჯგუფებში და მრავალ არაფორმალურ ინდივიდუალურ საქმიანობებში, რომლებიც პოლიტიკურ, საქველმოქმედო და სოციალურ საკითხებთანაა დაკავშირებული. დემოკრატი მემარცხენეების ამოცანაა საერთო სიკეთეების იდეის არგუმენტის საყოველთაოდ გაზიარების მეშვეობით, კოლექტიური პოლიტიკური მოქმედებების განვითარება.

კარგი საზოგადოება არის იდეა სოლიდარობისა და სოციალური სამართლიანობის შესახებ. სოლიდარობა ქმნის ნდობას, რომელიც თავის მხრივ წარმოშობს საფუძვლებს ინდივიდუალური თავისუფლებისათვის.  თავისუფლება წარმოიქმნება დაცულობის შეგრძნებისგან, მიკუთვნებულობის გრძნობისგან, დაფასებისა და პატივისცემის გამოცდილებისგან. ეს არის ფუნდამენტური წანამღვრები კარგი საზოგადოებისთვის. ჩვენ მივისწრაფვით სრულყოფილი თვით-გამოხატვისა და თვით-რეალიზაციის შესაძლებლობის მიღწევისაკენ. ეს სურვილი თვითრეალიზაციისა შეიცავს თითოეული ადამიანის უფლებას ჰქონდეს შესაძლებლობა მიაღწიოს საკუთარი განვითარების უნიკალურ გზას, თუმცა ეს უფლება არ ეწინააღმდეგება სხვების ანალოგიურ უფლებას, რაც მას განასხვავებს საბაზრო კაპიტალიზმისთვის დამახასიათებელი ეგოიზმისგან. სოლიდარობა ჩვენს ურთიერთდამოკიდებულებას გამოხატავს. გლობალურ მსოფლიოში სოლიდარობას საზღვრები არ აქვს.

ავტონომიის ცნება ცენტრალური საკითხია, რომელიც მომავალში ხალხს აძლევს დიდ შესაძლებლობას იმისა, რომ საკუთარი ცხოვრება თავად აკონტროლონ. ავტონომია არ არის თვითნებობა. ის თავის თავში მოიცავს იმ აუცილებლობებსა და შეზღუდვებს, რომლებიც საჭიროა სხვებთან თანაცხოვრებისათვის. თითოეულ მოქალაქეს აქვს რესურსები – ფული, დრო, ურთიერთობები, პოლიტიკური მიკუთვნებულება – რათა შექმნას კარგი ცხოვრებისეული პირობები. ეს გულისხმობს უფლებას კარგ სამსახურზე, განათლებასა და სოციალურ დაცვაზე. ბაზარს არ შეუძლია სამართლიანად გადაანაწილოს თავისუფლება, ამიტომ უნდა შეიქმნას ფართო პოლიტიკური საზოგადოება, რომელიც გადაწყვიტავს რესურსების სამართლიანად გადანაწილების საკითხს. ინდივიდუალური ავტონომია არის პოლიტიკური საზოგადოების პროდუქტი. დემოკრატია და მისი განახლება ცენტრალური საკითხია კარგი საზოგადოების პოლისებში.

კარგი საზოგადოების გზამკვლევი პრინციპი სამართლიანობაა, რომლის ეთიკური საფუძველი თანასწორობაა. თითოეული ინდივიდი შეუცვლელი და თანაბრად ფასეულია. კარგ საზოგადოებაში თითოეულს აქვს თანაბარი პატივისცემა, უსაფრთხოება და პერსპექტივები ცხოვრებაში მიუხედავად წარმომავლობისა. დისკრიმინაცია რომელიც დამყარებულია კლასზე, რასაზე, ჰომოფობიასა და ცრურწმენებზე ქალთა მისამართით ითვლება უკანონოდ და მისი გამოვლინებები, მკაცრად კონტროლდება კულტურაში, განათლებასა და სამუშაო ადგილებზე.

ყველა ამ ფასეულობების ჩარჩოა ეკოლოგიური მდგრადობა, რადგან კარგი საზოგადოება არის პლანეტის ნაწილი და ზრუნავს მის ჰარმონიულ განვითარებასა და ეკოლოგიაზე.

სამართლიანი და მდგრადი ეკონომიკა

 

კარგი საზოგადოების ცენტრშია ინდივიდი, როგორც მწარმოებლური აგენტი. მხოლოდ წარმოების სისტემის რე-ორგანიზაციის მეშვეობით შეგვიძლია შევქმნათ თავისუფალი და თანასწორი საზოგადოება. ნეო ლიბერალურ კონსესუსს არ მოაქვს დაპირებული ინდივიდუალური თავისუფლება. ის ქმნის კაპიტალიზმის ’გამარჯვებული იღებს ყველაფერს’ კულტურას, რომელიც აზიანებს, როგორც საზოგადოებას ისე ინდივიდს. თავისუფალი, თვით-რეგულირებადი ბაზრის შექმნის მცდელობამ წარუმატებლად ჩაიარა.

ჩვენ გვჭირდება განვავითაროთ ახალი სახის ეკონომიკა, რომელიც დაფუძნებული იქნება კარგი საზოგადოების ფასეულობებსა და ინსტიტუტებზე. ის ხასიათდება, განსხვავებული ეკონომიკური სტრუქტურებისა და მფლობელობის ფორმების მრავალფეროვნებით. ის იძლევა იმის საშუალებას, რომ მუშებმა აკონტროლონ და მონაწილეობა მიიღონ საკუთარი კომპანიების ეკონომიკური გადაწყვეტილებებში. ამგვარი ეკონომიკური პლურალიზმიდან ჩვენ შეგვიძლია ვუზრუნველყოთ ის რომ არ დავბრუნდეთ უკან გლობალური დაუბალანსებელი ეკონომიკური ზრდისკენ, რომელმაც კრიზისი გამოიწვია.

ჩვენ გვჭირდება მდგრადი ეკოლოგიური განვითარება, რათა სამართლიანად გადანაწილდეს ადამიანისთვის აუცილებელი საჭიროებები და გაუმჯობესდეს ცხოვრების დონე ყველასთვის. კლიმატის ცვლილება, ნავთობი, ენერგიისა და სურსათის საჭიროებების უსაფრთხოება მასშტაბურ ეკონომიკურ ტრანსფორმაციას მოითხოვს. მოვიდა დრო, როდესაც უნდა დავიწყოთ ჯერ დისკუსია და შემდეგ განხორციელება  კეთილდღეობის ახალი მოდელისა, რომელიც იქნება გლობალური, მაგრამ არ მიგვიყვანს ეკოლოგიურ კატასტროფამდე. ხარისხის ზრდას, გააზრებულ მუშაობასა და ტექნოლოგიურ პროგრესს შეუძლია მიგვიყვანოს კეთილდღეობამდე და ცხოვრების უკეთეს ხარისხამდე, მაგრამ ბაზარს ამ მიზნების მარტო მიღწევა არ შეუძლია.  ამიტომ მომავალში საჭიროა სახელმწიფოს უფრო აქტიური ჩარევა გრძელვადიან ეკონომიკურ დაგეგმვასა და მდგრადი ეკონომიკის განვითარებაში.

ეკონომიკის რეფორმირება შეიძლება დაიწყოს მთავრობის კონტროლის დაბრუნებით საერთო ინტერესის მქონე მომსახურების სფეროზე – კომუნალური სფერო, ტრანსპორტი, ფოსტა, ბანკები და საზოგადოებრივი სერვისები – უნდა დაბრუნდეს საზოგადოებრივ მფლობელობაში ან დაექვემდებაროს საზოგადოებრივ კონტროლს, რაც არის ყველაზე პასუხისმგებლობიანი, მიუკერძოებელი და ეკონომიკურად მდგრადი გზა ამ მომსახურებების გარანტირებისათვის. ბაზრის ამ ახალმა წესებმა უნდა შექმნან, ძლიერი სტიმულები უფრო მდგრადი ეკონომიკისათვის.

ბაზარი საჭიროებს ტრანსფორმირებას და დემოკრატიზირებას რაც გამოიწვევს მეტ მხარდაჭერას ინდივიდუალური მოქალაქეებისა და წვრილი ბიზნესის მიმართ. ეკონომიკური და სოციალური განვითარებისთვის, ჩვენ გვჭირდება ძლიერი ცენტრის დაბალანსება, ეფექტური მმართველობით ადგილობრივ დონეებზე. რის უზრუნველსაყოფადაც გაძლიერებულ უნდა იქნას სამოქალაქო საზოგადოებისა და პროფკავშირების როლი.

ფინანსურ ბაზრებზე აღდგენილ უნდა იქნას პოლიტიკის პრიმატი. საბანკო სექტორში უფრო მეტად კლიენტის ინტერესებზე ორიენტირებული ბიზნეს მოდელები უნდა იქნას შექმნილი, რომელშიც შედის როგორც კომერციული ბანკები, ისე რეგიონური და საზოგადოებრივი ბანკები, საკრედიტო საზოგადოებები, რომლებიც სხვადასხვა დონეებზე მუშაობენ. ჩვენ დარწმუნებულნი უნდა ვიყოთ, რომ საბანკო სექტორის რესტრუქტურიზაცია და კორპორატიული მმართველობის ფორმები, მას უფრო გამჭვირვალესა და პასუხისმგებლობიანს გახდის. ახალი რეგულაციისა და კონტროლის სტრუქტურა, განსაზღვრავს ბანკების როლსა და პრაქტიკას. მხოლოდ მთავრობის დემოკრატიულ უფლებამოსილებებსა და ძალაუფლებას, გლობალურ ალიანსებსა და საგადასახადო შემოსავლებს შეუძლიათ მიაღწიონ რეკონსტრუქციის საჭირო დონეს.

ეკონომიკური კრიზისი ახალ გლობალურ ალიანსებს მოითხოვს; ქვეყნებმა უნდა დაიწყონ თანამშრომლობა, იმის ნაცვლად რომ დამოუკიდებლად გააგრძელონ რბოლა გადარჩენისთვის. ჩვენ გვჭირდება საერთაშორისო და ევროპული ფინანსური ბაზრების რეგულაცია. ტრანსნაციონალური კორპორაციები უნდა გახდნენ დემოკრატიული კონტროლის სუბიექტები, რაც იქნება ერთგვარი შესავალი გლობალური ეკონომიკური დემოკრატიისთვის, რაც განსაზღვრავს ინფორმაციის, კონსულტაციისა და თანამონაწილეობის უფრო ფართო უფლებებს მუშათა წარმომადგენლობებისთვის. საჭიროა რეფორმა და მეტი საზოგადოებრივი კონტროლი. კაპიტალის ლიბერალიზაცია და გლობალიზაცია ახდენს სიმდიდრის რედისტრიბუციას ღარიბი ეკონომიკებიდან მდიდრისიკენ და ზრდის სისტემურ რისკებს მსოფლიო მასშტაბის ეკონომიკური კოლაფსისა. კაპიტალის მოძრაობის კონტროლი, ობშერული ზონების დახურვა და გლობალური ფინანსური ოპერაციების დაბეგვრა, აუცილებელია ეკონომიკის განვითარების ხელშესაწყობად და სუსტი ეკონომიკების დასაცავად.

ახალმა ინდუსტრიულმა პოლიტიკამ უნდა განსაზღვროს სამომავლო პრიორიტეტები, როგორც ერთიანი ევროპისთვის,  ისე ნაციონალური ეკონომიკებისთვის. წარმოება დაღმასვლას განიცდის, მთლიანი შიდა პროდუქტი მცირდება. ინდუსტრიაში დასაქმებულთა რიცხვი ეცემა და ხელფასები უძრავია. შიდა მოთხოვნის დაცემის გამო ზოგიერთ ქვეყნებში არსებული გარღვევა იაფი იპოთეკური კრედიტებით შეივსო. თუმცა ეკონომიკური ზრდის ეს მოკლევადიანი საშუალება დღეს დასრულებულია. ამიტომ უნდა მოხდეს ინდუსტრიის ბირთვის შენარჩუნება და შემდეგ მოდერნიზაცია, რადგან ის სამუშაო ადგილების მყარი გარანტიაა და ამა თუ იმ სექტორის საფუძველს წარმოადგენს.

ჩვენ დამოკიდებულები ვართ მსოფლიო ეკონომიკურ დისბალანსზე. რასაც წარმოქმნის ის რომ ზოგიერთ ეკონომიკაში უზარმაზარი სავაჭრო ნაშთი რჩება, სხვები კი დეფიციტურ მდგომარეობაში იმყოფებიან. ამგვარი განვითარების შენარჩუნება შეუძლებელია, ამიტომ ჩვენ მოგვიწევს მოვიფიქროთ, თუ როგორ მოვახერხოთ რეგიონურ დონეზე ევროპაში და გლობალურად მსოფლიოში, ახალი დაბალანსბული სავაჭრო ურთიერთობების დამყარება.

ეკონომიკურმა პოლიტიკამ უნდა უზრუნველყოს მრავალფეროვანი ბიზნეს მოდელები და ეკონომიკური მფლობელობის ფორმები. ჩვენ არ გვსურს მონოპოლისტური კაპიტალიზმი, სახელმწიფო მონოპოლიით ჩავანაცვლოთ. მაგრამ აუცილებლად უნდა მოხდეს ბაზრების რეგულირება, საერთო სიკეთეებისა და ეკონომიკური პლურალიზმის მაღალი ხარისხის მისაღწევად. ხელისუფლებამ სხვადასხვა დონეზე, მათ შორის ადგილობრივმა ხელისუფლებამ უნდა მოახდინოს კაპიტალის გაღრმავება ადგილობრივ ბაზრებზე, კრედიტების მოზიდვა და ფინანსების ჩადება ინფრასტრუქტურულ პროექტებში.

ახალ მწვანე ბაზრებს და განახლებადი ტექნოლოგიების ინდუსტრიას განვითარება სჭირდებათ, როგორც ქვანახშირთან დაკავშირებული ეკონომიკის, ისე ენერგეტიკული უსაფრთხოების მხრივ. ყველაზე მოკლე დროში ყველაზე ეფექტური გამოსავალი კლიმატის შეცვლასთან ბრძოლაში, არის ის რომ საფუძველი დავუდოთ ქვანახშირის გლობალურ ბაზარზე დამყარებულ გეგმას სავაჭრო სისტემაში. ამავდროულად ენერგიის ეფექტურობა უნდა გამოვიყენოთ ეკონომიკური კრიზისის წინააღმდეგ, რადგან ეს არის ყველაზე სწრაფი და მოკლე გზა სამუშაო ადგილების შექმნისა და მათი გავრცელების კონტროლისათვის. მწვანე სტრატეგია საჭიროებს გავრცელებასა და კოორდინირებას ერთიანი ევროპის მთავრობების მიერ. წინსვლითა და ფასების შემცირებით გრძელ ვადიან პერსპექტივაში განახლებად ტექნოლოგიებს აქვთ პოტენციალი ნახშირისა და ბირთვული დანადგარების ჩანაცვლების. ენერგეტიკული ბაზრების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფისთვის, საჭიროა ფასების დარეგულირება და ენერგოკომპანიების პასუხისმგებლობისკენ მიყვანა.

ცოდნის ეკონომიკა მნიშვნელოვანია და ჩვენ განსაკუთრებული ყურადღება უნდა მივაქციოთ ინვესტიციებს ინოვაციებსა და ახალი თაობის მაღალი დამატებითი ღირებულების მქონე პროდუქტებში. მაგრამ ცოდნასთან და კულტურასთან დაკავშირებულმა ეკონომიკურმა საქმიანობამ უნდა გაიფართოვოს საკუთარი პრიორიტეტული ზონების საზღვრები, ეკონომიკის დანარჩენი სექტორების მეშვეობით.

ბაზარს არ აქვს საშუალება აწარმოოს მაღალხარისხიანი კვლევები და განვითარება. ამიტომ ორგანიზაციის, პროდუქციის ტრანსფორმირებისა და ინოვაციების ზრდისთვის საჭიროა სახელმწიფოს დაფინანსება და წარმატებისათვის გათვლილი რისკის კულტურის ჩამოყალიბება.

ასეთი კონდიციები დღესდღეობით უმაღლეს საგანმანათლებლო სისტემაში არ არსებობს. ამის ნაცვლად უნივერსიტეტები მოქმედებნ კომერციული იმპერატივების მიხედვით. უმაღლესი განათლების სისტემა უნდა გამოეყოს ბაზარს, კომერციულ ინტერესებს და ხალხის სასიკეთოდ იქნას გამოყენებული.

მომსახურების სფეროს სრული პოტენციალი უნდა განვითარდეს საგანმანათლებლო, ჯანრმთელობისა და სოციალური მომსახურების სფეროებში.

ჩვენ გვჭირდება სრულიად ახალი სასოფლო–სამეურნეო სისტემა. როგორც ადგილობრივ, ასევე გლობალურ დონეზე. ინვესტირება უნდა მოხდეს მდგრად და ეკოლოგიურად სუფთა კვების სისტემაში, სადაც საკვები მზადდება ადგილზე და მიღებული სიმდიდრე არ ცდება ადგილობრივი მოსახლეობის ფარგლებს.

 

კარგი სამსახური და სოციალური დაცვა

 

ჩვენ უნდა ვიმუშავოთ სოციალური ევროპისთვის, სადაც მოგებაზე წინ ხალხი დგას და სადაც ხალხი იცავს საკუთარ ინტერესებს ბაზრისგან . ეს გულისხმობს ისეთ ეკონომიკას სადაც პრიორიტეტულია სრული დასაქმება, მყარი ხელფასი და მუშა ხელის დაცვა, რაც გარანტიას იძლევა იმისა, რომ შეიქმნება კარგი პირობები მშრომელთა დისკრიმინაციისა და ექსპლუტაციისგან დასაცავად. რაც მოიცავს სოციალურ დაზღვევას: ავადმყოფობისგან, უმუშევრობისგან, სიღატაკისა და უუნარობისგან, აგრეთვე ხანდაზმულ ასაკში კარგი პენსიის გარანტიას.

ეკონომიკური დემოკრატია სოციალური ევროპის პროექტში ცენტრალურ ფაქტორად მოიაზრება. სოციალურმა ევროპამ უნდა გააფართოვოს მუშაობის საზღვრები რათა უზრუნველყოფილ იქნას უკეთესი საცხოვრებელი პირობები, მაღალხარისხიანი ენერგია და სატრანსპორტო საშუალებები, კარგი ხარისხის ჯანმრთელობის მომსახურებებზე ხელმისაწვდომობა, ეგალიტარული განათლების სისტემა და პროფესიული სასწავლებლები, რომლელიც ინდივიდებისთვის უზრუნველყოფენ კარგ სამსახურსა და ცხოვრებისეულ პირობებს.

ჩვენ გვჭირდება ფულადი შეღავათებისა და სოციალური ინფრასტრუქტურის ნაზავი, რაც ხალხის მოთხოვნების დაკმაყოფილებასა და მათი სიღარიბიდან თავის დაღწევის საშუალებას მოგვცემს. გადასახადების სისტემა მოგებისა და სიმდიდრის უფრო სამართლიანად გადანაწილების საშუალებას უნდა იძლეოდეს. ისინი ვინც დაბალ ხელფასს იღებენ გადასახადებს არ უნდა იხდიდნენ. მაღალ თანამდებობებზე მომუშავეებმა კი უნდა დაიწყონ თავიანთი სამართლიანი წილის გადახდა. სახელმწიფოს ახალი სქემის შედგენა მოუწევს რომლის საშუალებითაც გადამხდელი გადასახადებს თავს ვეღარ აარიდებს.

საყოველთაო კეთილდღეობის პოლისები, რომლებიც უზრუნველყოფენ პრევენციულ მიდგომებს მნიშვნელოვანია და უნდა გაძლიერდეს, მაგრამ ისინი არ უნდა იქნას გამოყენებული არაკეთილსინდისიერად. ფიქსაციამ პიროვნულ პასუხისმგებლობაზე შესაძლოა გამოიწვიოს არეულობა და სოციალური დაუცველობა, საზოგადოების ყველაზე უფრო დაუცველ სეგმენტებში, განსაკუთრებით რეცესიის პერიოდში. ხალხს სჭირდება დახმარება, რათა ღირსეულად, სიღარიბისა და სოციალური იზოლაციის გარეშე იცხოვრონ. სოციალური შეღავათები მოქალაქის უფლებაა და სახელმწიფო უნდა დაეხმაროს ხალხს ცვლილებებისა და კრიზისული სიტუაციების მართვის პროცესში.

პენსიები ეკონომიკის სისტემის შუაგულია და გადამწყვეტ როლს თამაშობს სოციალური ინვესტიციების სტარატეგიის დაგეგმვასა და სიმდიდრის გადანაწილებაში. გრძელვადიანმა რევოლუციამ და ფინანსური ბაზრების წარუმატებლობამ, მოგვცა საშუალება ღირსეული დაბრუნებისა, პერსონალურ საპენსიო გეგმაზე, რაც სოციალურ დაზღვევას ეკონომიკურ პრიორიტეტად აქცევს. უკანასკნელ ათწლეულებში საპენსიო გეგმების ფიქსირებული გადასახადებით შეცვლა მოხდა, რამაც საპენსიო სქემების ფუნდამენტური ცვლილება გამოიწვია, მდიდრების სასარგებლოდ. მათ მოახდინეს რისკების გადატანა სახელმწიფოდან და ბიზნესიდან პიროვნებაზე. ეს ტრენდი/ტენდენცია აუცილებლად უნდა შეიცვალოს საზოგადოებრივი სისტემის სასარგებლოდ როგორც კერძო ასევე სახალხო სექტორებში.

შრომის ბაზრის პოლისები მოქნილობის პრობლემას ეჩეხება.

 

მოკლევადიანი კონტრაქტები, რომლებიც მუშაკებს თავიანთ სააგენტოებთან აკავშირებს ხშირად მათ გამოუვალ მდგომარეობაში აყენებს და ზღუდავს მათ შრომის უფლებას. დაბალ ხელფასიანი და დაბალ კვალიფიციური მუშაკების რიცხვი, რომლებსაც ცუდ სამუშაო პირობებში უწევთ შრომა იზრდება, მაგრამ მაღალ კვალიფიციური პერსონალისთვისაც, ხშირად რთული სახელშეკრულებო და სამუშაო გარემოა შექმნილი. დროებითი მუშა ხელის პრაქტიკა სულ უფრო ფართოდ ვრცელდება ეკონომიკის სხვადასხვა სექტორებში. რეგულაციას და კონტროლს შეუძლია დაასრულოს დაბალი ხელფასები და იაფი შრომა. ძლიერი პროფკავშირები შრომის ექსპლუატაციისგან დაცვის საუკეთესო საშუალებაა. შრომისა და ცხოვრების ხარისხი შესაძლოა გაუმჯობესდეს მინიმალური სტანდარტების შემოღებით. ჩვენ უნდა ვუზრუნველყოთ ის რომ სამუშაო პირობები შეესაბამებოდეს ნორმალურ დონეს. ამიტომ საჭიროა შრომის ბაზრის რადიკალური დემოკრატიზაცია, რადგან მოხერხდეს არა მხოლოდ ’კარგი სამსახურის’ მოძიება, არამედ კარგი ცხოვრებისეული პირობების უზრუნველყოფაც.

დემოკრატიის ახალი პოლისები

 

ინსტიტუტები, რომლებიც წარსულში ხალხს პოლიტიკურ იდეასთან და აქტივიზმთან წვდომის საშუალებას აძლევდა; პროფკავშირები, ეკლესიები და პოლიტიკური პარტიები, მნიშვნელოვან პრობლემას განიცდიან, რომელიც წევრობის მკვეთრ შემცირების საკითხთან არის დაკავშირებული. ხალხის დიდი ნაწილი უკმაყოფილოა წარმომადგენლობითი დემოკრატიით. მათ დაკარგეს ნდობა პოლიტიკოსებისა და პოლიტიკური პარტიების მიმართ. ჩვენ ვცხოვრობთ საზოგადოებაში სადაც, უმრავლესობა პესიმისტურადაა განწყობილი ჩვენს მომავალზე. ეს იმიტომ რომ ოცდაათი წლის განმავლობაში ჩვენი დემოკრატიები საზოგადოებას მხოლოდ ერთ ხედვას სთავაზობდნენ: რომელიც იმართება ბაზრისგან და მოგებისგან. ეკონომიკური კრიზისი, აგრეთვე დემოკრატიის კრიზისიცაა, მაგრამ ის ამასთანავე გვაძლევს პოლიტიკის განახლების შესაძლებლობას.

მიუხედავად პოლიტიკური პარტიების მიმართ არსებული იმედგაცრუებისა, ჩვენს საზოგადოებაში არსებობს პოლიტიკური, კულტურული და საზოგადოებრივი აქტივიზმის განსაკუთრებულად მაღალი დონე. დღეს პოლიტიკა გახდა უფრო მეტად ინდივიდუალიზირებული  და ეთიკური, რომელიც დაფუძნებულია სხვადასხვა სახის რწმენასა და ცხოვრების სტილზე. ძველი კოლექტიური სტილი და პოლიტიკური მონოკულტურა უარყოფილი იქნა საზოგადოების ნაწილის მიერ. ამგვარი განვითარება იძლევა სტიმულს იმისათვის რომ მოვძებნოთ ახალი სახის დემოკრატიული პოლიტიკური სტრუქტურები და კულტურა დაკავშირებული პოლიტიკური მმართველობის ინსტიტუტებთან, საზოგადოებრივ მოძრაობებთან და პოლიტიკურ პარტნიორობასთან. საზოგადოებრივი უფლებამოსილება და კამპანია სოციალური სამართლიანობის ირგვლივ უფრო ენერგიული უნდა გახდეს.

ძალაუფლება უნდა მოდიოდეს ქვემოდან და მოხდეს მისი დელეგირება ზემოთ. ჩვენ არ შეგვიძლია შევქმნათ სოციალური აგენტები, სოციალური ცვლილებებისთვის. ხალხს შეუძლია მხოლოდ  გაიფართოვოს საკუთარი შესაძლებლობები. მაგრამ ჩვენ შეგვიძლია გავაძლიეროთ დემოკრატია და ასეთი სახით შევქმნათ პირობა რეალური ძალისა და პოლიტიკისა, რომლებიც შეძლებენ დემოკრატიული სულისკვეთების განვითარებას.

ჩვენ გვჭირდება ინფორმაციის თავისუფლების ახალი კულტურა და უფრო ღია მისაწვდომობა მედიაზე. ინტერნეტსა და ქსელებს სულ უფრო დიდი მნიშვნელობა ენიჭება, ისინი პოლიტიკურ ძალას აიძულებენ გახდნენ უფრო პასუხისმგებლობიანი და მობილიზებული საზოგადოებრივი აზრის მიმართ. თუმცა პოლიტიკური პარტიები ჩვენი დემოკრატიის აუცილებელ ნაწილს წარმოადგენენ. ისინი უზრუნველყოფენ ინსტიტუციონალურ უწყვეტობას, რომელსაც ქსელები ხშირად მოკლებულნი არიან. თუმცა არის ბევრი რამ, რისი მიღებაც ამ ორი კომპონენტის ურთიერთქმედების შედეგად არის შესაძლებელი. ამისათვის საჭიროა პარტიებმა გახსნან და განაახლონ საკუთარი კულტურა და ორგანიზაცია დემოკრატიზაციის პროცესში.

ვილი ბრადტის სიტყვებით რომ ვთქვათ ჩვენ გვჭირდება ’ბრძოლა მეტი დემოკრატიისთვის’. ჩვენ უნდა გავაძლიეროთ ჩვენი დემოკრატიული კულტურა ელექტორალური რეფორმებით სადაც ის საჭიროა, აქტიური მონაწილეობის შესაძლებლობების გაფართოებითა და გადაწყვეტილებების მიღების პროცესში სათათბირო ფუნქციის ჩართვით, ჩვენი პარტიების შიგნით. ეს არის წანამძღვრები ძლიერი სოციალ დემოკრატიული და ლეიბორისტული პარტიებისთვის ევროპაში.  ზემოდან-ქვემოთ ურთიერთობების დრო წავიდა. ეს ეხება ტექნოკრატ მთავრობებს, რომლებიც ხალხს ესაუბრებიან აუცილებლობებზე და არ მიუთითებენ მიზეზებზე. ამიტომ ხალხს აღარ სჯერა პოლიტ-ტექნოლოგების.

უახლოესი წლების მთავარი ამოცანა, საზოგადოებრივ ცხოვრებაში პოლიტიკური ნდობის შექმნა და გამყარებაა. ნდობა არის ბაზისი ყველა პოლიტიკური და სოციალური ქმედების. ამისათვის საუკეთესო გზაა ხალხის გაერთიანება საერთო მიზნებისთვის. რისი მიღწევაც შეიძლება ღია დისკუსიის ინიცირებითა და მასში მონაწილეობით.

დემოკრატიული განახლების ამ პროცესში ნაციონალურ სახელმწიფოს შეუძლია და უნდა გააკეთოს უფრო მეტი, როგორც ინდივიდუალურად, ისე კოლექტიურად ევროპის ერთიანი პოლიტიკური საზოგადოების მეშვეობით, რომლის იდეაც უნდა განხორციელდეს. ეკონომიკურმა კრიზისმა უნდა მიგვიყვანოს გარდამტეხ მომენტთან ახალი მომავლისკენ და არა წარსულის შეცდომებთან დაბრუნებისკენ, რათა განხორციელდეს ევროპული იდეალი სამართლიანი და მდგრადი საზოგადოებისა, სადაც ძალაუფლება ხალხის ხელშია და მოქალაქეები ცხოვრობენ უსაფრთხო გარემოსა და კეთილდღეობაში.

 

4. პოლისები უკეთესი ევროპისთვის

 

პოლისები სოციალური ევროპისთვის

 

ევროპას სჭირდება ’პოსტ ლისაბონის სტრატეგია’, რომელიც დაფუძნებული იქნება ’სოციალური პროდუქტიულობის’ კონცეპციაზე. სოციალური პროდუქტიულობა შეეხება სოციალური პროგრამების ზრდას: მოქალაქეეების კეთილდღეობა და ცხოვრების საერთო ხარისხი უნდა გაუმჯობესდეს უბრალო რაოდენობრივ და თანხობრივ განზომილებებში. სიმდიდრის რედისტრიბუცია უფრო თანასწორი გზით უნდა მოხდეს. რეგულაციის ეფექტურმა სტანდარტებმა უნდა შექმნან გარანტია კარგი, ხელმისაწვდომი და ყოველმხვრივი საზოგადოებრივი მომსახურეობებისათვის. მაღალი ხელფასები, კარგი სამუშაო პირობები, თავისუფალი განათლება ყველასთვის და ჰუმანური მიდგომები მიგრაციის საკითხებისადმი, რაც განპირობებული უნდა იყოს გლობალური სოლიდარობის გრძნობით.

ფინანსური ეკონომიკა

 

 

ჩვენი სტრატეგია სოციალური ევროპისთვის, ეკონომიკურ კრიზისთან ბრძოლით უნდა დაიწყოს. ერთად მუშაობით, ჩვენ ევროპისთვის საფუძველს ჩავუყრით უფრო ფართო თანამშრომლობასა და სოციალურ სამართლიანობას. დღეისთვის არსებობს გადაუდებელი აუცილებლობა ფისკალური სტიმულების ფართო ევროპული კოორდინირებისა. მამრავლი კოორდინირებულ ფისკალურ ექსპანსიაზე, გაცილებით მეტია, ვიდრე ერთი ნებისმიერი ქვეყნისთვის. შესაბამისად კოორდინაციის პირობებში საპასუხო კომპრომისი ვალის ზრდასა და ეფექტურ სტიმულს შორის გაცილებით უფრო  უკეთესია ევროკავშირისთვის, ვიდრე რომელიმე ერთი ქვეყნისთვის.

ჩვენ აუცილებლად უნდა დავიწყოთ საერთო ევროპული რეფორმები ფინანსურ და ეკონომიკურ მმართვაში. ამჟამად ევროპაში არსებული ფინანსური ბაზრის სუბიექტების რეგულაციის ხარისხი, არ არის საკმარისი. ევროპულ მარეგულირებელ ინსტიტუტებს შეუძლიათ მიიღონ ადეკვატური საჭიროებები კაპიტალთან მიმართებით, გამჭვირვალეობის ზრდა ფინანსური ბაზრის აქტორებში, ინვესტიციის მოქცევა და ინფორმაციის ეფექტური გაცვლა ნაციონალურ მარეგულირებელ ორგანოებთან. ევროპული ფინანსური ბაზრები უნდა გახდეს სტაბილურობისა და განვითარების წყარო პროდუქტიულობაზე ორიენტირებულ ევროპულ ეკონომიკაში.

ამ მიზნისათვის ჩვენ გვჭირდება ევროპის ცენტრალური ბანკისა და ევროპის მონეტარული კავშირის რეფორმირება. ეს გამოიწვევს ბრიტანეთის ევროზონაში შესვლის პერსპექტივის გაუმჯობესებას. ევროპის ცენტრალური ბანკის მანდატი საჭიროებს  გაფართოებას კანონის ფარგლებში, რომლის შეცვლა, ასევე შეეძლება საბჭოსა და პარლამენტს. აგრეთვე, როგორც სტაბილურობის ფაქტორი, ეს გაზრდილი მანდატი შესაძლოა გამოყენებულ იქნას სხვა სოციალური მიზნებისთვის. ეს მიზნები, შესაძლოა მოიცავდნენ უმუშევრობის პრევენციასა და შემცირებას, ფინანსური სისტემის სტაბილიზირებას, ევროკავშირის სხვა ეკონომიკური პოლისების მხარდაჭერას და სავალუტო თანამშრომლობას სხვადასხვა ქვეყნებთან. ევროკავშირის ცენტრალური ბიუჯეტი საჭიროებს მრავალმნიშვნელოვან ზრდას და მან უნდა გადაანაწილოს მნიშვნელოვნად უფრო მეტი რესურსები, ვიდრე ამას ამჟამად აკეთებს.

სტაბილურობისა და ზრდის პაქტი ცვლის წევრი-სახელმწიფოების შეთანხმებას საბიუჯეტო პოლიტიკის კოორდინაციის შესახებ. კოორდინაცია და ცენტრალიზაცია აქ გარკვეული ალტერნატივაა; უფრო ფართო და საიმედო თანამშრომლობა, ნაკლებად ცენტრალური ბიუჯეტი შეიძლება იყოს – მაგრამ მათ შორის ორი შესაძლო  სახის კონტროლი უნდა დამყარდეს გაერთიანებულ გადასახადებსა და ევროკავშირის პოლისების გასავლებში.

დასაქმება და სოციალური დაცვა

 

 

განსხვავებული ნაციონალური მოდელები ევროკავშირის სიძლიერის სათავეს წარმოადგენს. სოციალური ევროპის მიღწევა არ ნიშნავს ყველა ქვეყანაში ერთიანი სისტემის გავრცელებას, მაგრამ საჭიროა თანხმობა საყოველთაო კეთილდღეობის სახელმწიფოსა და მის რეზულტატებზე.  ევროპული სახელფასო მინიმუმი, შეესაბამება ქვეყანაში შემოსავლების საშუალო მაჩვენებელს, რაც ეხმარება ევროპაში ხელფასების განსხვავების ზრდის შეზღუდვას და არ უშვებს ’სოციალურ დემპინგს’. მისი არსებობის გაგრძელება საჭიროებს, ბრიტანეთში დაბალი ხელფასის კომისიის ანალოგიურ ორგანიზაციას, აგიტაციას და მჭიდრო თანამშრომლობას პროფკავშირებთან.

ევროპული სასამართლოების სერიამ – ლავალი, ვიკინგი და რუფერტის ქეისი –  შრომის ბაზრის დერეგულაცია გამოიწვია, 1996 წელს შრომის კოდექსში შეტანილი პირობების ცვლილების გზით. ის ახლა საჭიროებს რეფორმას მუშათა კოლექტიური მოლაპარაკების უფლების აღდგენისათვის გაფიცვაზე და თანასწორი გარემოს შექმნას ევროპაში მცხოვრები მიგრანგი მუშებისთვის.

ევროპას სამართლიანი პოლისები და გადასახადები ჭირდება. ამჟამინდელ საგადასახადო კონკურენციას ევროპაში, საგადასახადო ტვირთის მერყეობასთან მივყავართ კომპანიებიდან ინდივიდუალურ შემოსავლებსა და დანახარჯებზე. ეს არის რეგრესული და უსამართლო გზა, ამიტომ სოციალური უზრუნველყოფის ნაციონალური სისტემის ფინანსური საფუძვლების დასაცავად, საჭიროა კორპორატიული საგადასახადო პოლიტიკის ჰარმონიზაცია. საშუალო ვადიან პერსპექტივაში, ევროკავშირს უნდა გააჩნდეს საკუთარი ფინანსური რესურსები, დამყარებული ევროკავშირის კორპორატიულ გადასახადებსა და ევროკავშირის ფინანსური ტრანზაქციების გადასახადზე. ობშერული საგადასახადო თავის არიდებები უკანონოდ უნდა გამოცხადდეს და კორპორატიული მოგებები ჩამოეწეროს გადასახადებად, იმ ქვეყნებში სადაც ეს მოგება გამომუშავდება.

 

ენერგო უსაფრთხოება და მდგრადი განვითარება

 

 

ევროპა მსოფლიოში ეკოლოგიურად ყველაზე მდგრადი ეკონომიკა უნდა გახდეს. თუკი აშშ იწყებს შეჯიბრს იმისათვის რათა ’მსოფლიოში ყველაზე მწვანე ეკონომიკა’ გახდეს, ევროპამაც უნდა დაიკავოს თავის ადგილი ამ რბოლაში, რადგან ამით მთელი კაცობრიობა დარჩება გამარჯვებული.  ჩვენ უნდა შემოვიღოთ საერთო ევროპული მწვანე სტანდარტები ელექტრო სადგურებისთვის, რომლებიც წარმატებით აითვისებენ მკაცრ ზომებს და გაავრცელებენ სტანდარტებს, რომელიც იქნება მასტიმულირებელი  ნახშირბადის აკუმულირებისა და სპეციალურ საცავში გადატანის ეკოლოგიურად უსაფრთხო პროცედურებისათვის. თუმცა მთავრობებისთვის რთული იქნება, რომ ქვანახშირის მრეწველობის ახალ ელექტრო სადგურებს აიძულოს ამ სტანდარტების შესრულება, რადგან მათი საქმიანობა მყარად არის მიბმული ქვანახშირის ტექნოლოგიების გამოყენებასთან.

 

ბალანსისათვის ევროკავშირის მთელს ტერიტორიაზე საჭიროა შემცირდეს ქვანახშირის მოხმარება და გაიზარდოს ენერგეტიკული უსაფრთხოება უცხოურ ნავთობსა და გაზზე დამოკიდებულების შემცირების გზით. გრძელვადიან პერსპექტივაში უნდა შემცირდეს საწვავის მოხმარება და აგრეთვე მნიშვნელოვნად შეიკვეცოს ნარშირბადის გამოყოფა. ეს არის აქტუალური ეკოლოგიური საკითხები, რომლებიც საჭიროებენ მოლაპარაკებების დაწყებას და მის გაფართოვებას მთელი ევროპის მასშტაბით.

 

გლობალური სოციალური სამართლიანობა

 

სოციალურმა ევროპამ სამართლიანი გლობალური ვაჭრობისათვის უნდა იმუშავოს. ევროკავშირი ძველებურად აგრძელებს აგრესიული თავისუფალი ვაჭრობის დღის წესრიგს. ამჟამად ეს ეხება ეკონომიკურ პარტნიორობის ხელშეკრულებებს აფრიკის, კარიბისა და წყნარი ოკეანის ქვეყნებთან, რაც სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს ამ მონაწილე ქვეყნების განვითარებისათვის.  ევროკავშირის უკანასკნელი ’გლობალური ევროპის’ სავაჭრო სტრატეგია ცდილობდა, დიდი რაოდენობით ქვეყნები ჩაეყენებინა თავისუფალი ვაჭრობის კიდევ უფრო ექსტრემალურ პირობებში, რომელიც მსხვილი ბიზნესის ინტერესებს ემსახურება.  ჩვენ უნდა მოვახდინოთ სრულმასშტაბიანი გადახედვა ევროკავშირის სავაჭრო პოლიტიკის და შევიმუშავოთ ახალი სტრატეგია, რომელიც ყურადღების ცენტრში დააყენებს ღარიბი და მარგინალიზირებული ხალხის უფლებებს. სავაჭრო პოლიტიკა საჭიროებს რეფორმებს, რომ გახდეს უფრო დემოკრატიული, პასუხისმგებლობიანი და შეიცავდეს ინფორმაციის უფრო ფართო გავრცელებასა და სამოქალაქო საზოგადოების რეალურ მონაწილეობას.

ევროპული დემოკრატია

 

ევროპული დემოკრატიის გასაძლიერებლად ეკონომიკაში, ჩვენ უნდა გამოვიყენოთ მარეგულირებელი საბჭოების პოტენციალი, ევროპული საზოგადოებრივი კომპანიების მეშვეობით და აქციონერთათვის, მენეჯმენტის ქმედებებზე კონტროლის მინიჭების ფუნქციით. ევროკავშირს საერთო ევროპული სამოქალაქო კულტურის შექმნა სჭირდება, რომელიც აისახება არჩევნებში, მხარს დაუჭერს დემოკრატიულ ინსტიტუტებს და ყურადღებით გააკონტროლებს მათ. ევროკავშირს ძირითადი გადაწყვტილებების მიღებამდე, საზოგადოებრივი დებატების მექანიზმის გამომუშავება სჭირდება. ევროპულმა პარლამენტმა, რომელიც  პირდაპირ არის არჩეული ხალხის მიერ, უნდა მიიღოს საკანონმდებლო ინიციატივის უფლება და აირჩიოს კომისიის პრეზიდენტი.

5. დებატებზე მოწვევა

 

ეს ტექსტი შედგება კარგი საზოგადოების პრინციპებისგან. კარგი საზოგადოების პროექტი დამოუკიდებლად ვერ განვითარდება და შემუშავებულ უნდა იქნას თავად საზოგადოების მიერ, დებატებისა და მონაწილეობის გზით. მაშასადამე ჩვენ ვიწვევთ სამოქალაქო საზოგადოებას, სოციალურ მოძრაობებს, პროფკავშირებს, ჩვენი პარტიის წევრებსა და ყველა ევროპულ ნაციას დისკუსიისთვის და ამ სტატიაში წარმოდგენილი იდეების შემდგომი განვითარებისთვის. ჩვენი მოწვევა დებატებზე, ვრცელდება ყველაზე ვისაც სურს უფრო მეტი სოციალური სამრთლიანობა, მდგრადი განვითარება და დემოკრატიული ევროპა.

ეს მხოლოდ დასაწყისია.


თარგმანი: ლევან აბაშიძე

გააზიარეთ საოციალურ ქსელებში
Facebook
Twitter
Telegram
შეიძლება დაინტერესდეთ