ჯონ როულზის “შიდასახელმწიფოებრივი სიღარიბის თეზისის” პოპულარობის შესახებ

თეზისის არსი: სახელმწიფოებში სიღარიბე მხოლოდ შიდა და ყველა ქვეყნისთვის იდივიდუალური მიზეზებითაა გამოწვეული;

ავტორი: თომას პოგგე (Thomas Pogge);

ამონარიდი 2003 წლის სტატიიდან – “Assisting the Global Poor”

მთარგმნელი – ვანო აბრამაშვილი

thom“წმინდა შიდასახელმწიფოებრივი სიღარიბის თეზისი”, რომელიც განვითარებულ ქვეყნებში ფართოდ მიღებულია, სიმართლისგან საკმაოდ შორს დგას და შევეცდები მისი პოპულარობის მიზეზები ავხსნა. ასეთი ოთხი მიზეზის დანახვა შემიძლია. პირველი ის, რომ ამ თეზისის სისწორის დაჯერება განვითარებული სამყაროს მოსახლოებისთვის კომფორტულია. უმეტესობა ჩვენგანმა სულ მცირე ბუნდოვნად მაინც იცის მსოფლიო ღარიბთა აუტანელი პირობები. ჩვენ გვიწევს თვალი გავუსწოროთ სიღარიბის ისეთ სტატისტიკას, როგორიცაა: ჯამში 6 მილიარდი ადამიანიდან 2.8 მილიარდი დღეში 2$–ზე ნაკლებს მოიხმარს, ხოლო მათგან, დაახლოებით 1.2 მილიარდი საერთაშორისო სიღარიბის ზღვრის – დღეში 1$–ის ქვემოთ მოიხმარს. 799 მილიონს არასაკმარისი კვება აქვს, 1 მილიარდს სუფთა სასმელ წყალზე წვდომა უჭირს, 2.4 მილიარდს პირველადი სანიტარია არ აქვს და 876 მილიონი ზრდასრული წერა–კითხვის უცოდინარია. 880 მილიონ ადამიანს არ გააჩნია წვდომა ჯანმრთელობის ძირითად სერვისებზე. დაახლოებით 1 მილიარდს არასათანადო თავშესაფარი აქვს და 2 მილიარდი ადამიანი ელექტროობას ვერ მოიხმარს. განვითარებად ქვეყნებში ხუთიდან ორი ბავშვი ზრდას აჩერებს, სამიდან ერთი სტანდარტულ წონაზე ნაკლებს იწონის და ათიდან ერთი სრულიად გამოფიტულია. 5–დან 14 წლამდე ასაკის 250 მილიონი ბავშვი სახლის გარეთ მუშაობს – ხშირად მკაცრ ან აუტანელ პირობებში: ჯარისკაცებად, მეძავებად, მოახლეებად, მიწათმოქმედებად, მშენებლებად, ქსოვილების ან ხალიჩების მწარმოებლებად. დაახლოებით ერთი მესამედი ყველა ადამიანის სიკვდილისა, დღიურად 50 000, გამოწვეულია სიღარიბესთანდაკავშირებული მიზეზებით, რომელთა მარტივად თავიდან აცილება შეიძლება უკეთესი კვებით, სასმელი წყლის მიწოდებით, ვაქცინებითა და ანტიბიოტიკებით. ასეთი მასშტაბის უმძიმესი სიღარიბის დანახვა ჩვენთვის უფრო მეტად შემაძრწუნებელი იქნებოდა თუკი მას შევხედავდით, როგორც გლობალური ინსტიტუციური წესრიგის მიერ გამოწვეულს, რომელიც ასევე მოიცავს ჩვენს შედარებით თავზეხელაღებულ ცხოვრების წესს ჩვენი რესურსებისა და ეკონომიკური დომინანტობის გამყარებით. „წმინდა შიდასახელმწიფოებრივი სიღარიბის თეზისი“ კი გვიცავს ამგვარი დისკომფორტისგან.

განვითარებულ სამყაროში „წმინდა შიდასახელმწიფოებრივი სიღარიბის თეზისის“ პოპულარობის მეორე მიზეზი არის განვითარებადი ქვეყნების ეკონომიკური საქმიანობებს შორის არსებული განსხვავებისთვის თვალის დევნება. ამ განსხვავებებს ჩვენი ყურადღება გადააქვთ შიდა და საერთაშორისო განსხვავებებზე, მოშორებით გლობალური ფაქტორებისგან. ბევრი სრულიად უგულებელყოფს გლობალურ ფაქტორებს, რაც ხშირად შეცდომაში შესვლით მთავრდება. სხვებს მცდარი დასკვნები გამოაქვთ მხოლოდ რამდენიმე განვითარებადი ქვეყნის წარმატებაზე შეხედვით, თითქოს არსებული გლობალური ეკონომიკური წესრიგი ხელსაყრელია სიღარიბის აღმოსაფხვრელად. ასეთ მსჯელობას კიდევ უფრო ყოვლისმომცველ ცდომილებამდე მივყავართ: ფაქტი, რომ ზოგიერთი სიღარიბეში დაბადებული ამერიკელი მილიონერი გახდა არ ადასტურებს რომ ყველა ასეთ ადამიანს ეს შეუძლია. ამის მიზეზი ისაა, რომ გზა სიმდიდრემდე ვიწრო და მეჩხერია. შეიძლება ზედმეტად შეზღუდულიც არ იყოს, მაგრამ ნათელია, რომ აშშ–ს არ შეუძლია მიაღწიოს ისეთ ეკონომიკურ ზრდას, რომელიც ყველას მილიონერს გახდიდა. იგივეს თქმა შეიძლება განვითარებად ქვეყნებზე. აზიის ვეფხვებმა (ჰონგ–კონგი, ტაივანი, სინგაპური და სამხრეთ კორეა), რომელთა მოსახლეობა განვითარებად სახელმწიფოებში მცოხვრებ ადამიანთა 2 პროცენტსაც არ შეადგენს, ეკონომიკის შთამბეჭდავ ზრდას და სიღარიბის დაძლევას მიაღწიეს. ეს მათ შეძლეს სახელმწიფო სუბსიდიებით შექმნილი ინდუსტრიით, სადაც მასობრივად დაბალტექნოლოგიური სამომხმარებლო საქონელი იწარმოება. ეს ინდუსტრიები გლობალურად წარმატებულნი გამოდგნენ ვინაიდან განვითარებულ კონკურენტებს იაფი მუშახელით აჯობეს, სახელმწიფოსგან მნიშვნელოვანი დახმარებები მიიღეს და მათი უკეთ განათლებული სამუშაო ძალა სხვა განვითარებადი ქვეყნებისას სჯობდა. ამგვარი ინდუსტრიების მშენებლობა მოგების მომტანი აღმოჩნდა აზიის ვეფხვებისთვის. მაგრამ თუ სხვა ბევრი ღარიბი ქვეყანა იგივე სტრატეგიას აირჩევდა, კონკურენციაში შესვლა მათთვის ნაკლებად მომგებიანი იქნებოდა. შესაბამისად ჩვენ არ შეგვიძლია დავასკვნათ, რომ არსებული გლობალური ეკონომიკური წყობა, რომელიც იმაზე უფრო არახელსაყრელია ღარიბთათვის ვიდრე მას შეუძლია იყოს, ჯერ კიდევ საკმარისად მოსახერხებელია ყველასთვის რათა აზიის ვეფხვების მაგალითი გაიმეორონ. rawls

მესამე მიზეზი თუ რატომ გახდა განვითარებულ სამყაროში პოპულარული „წმინდა შიდასახელმწიფოებრივი სიღარიბის თეზისი,“ არის სოციალურ მეცნიერთა მეინსტრიმ ფოკუსი რეგიონული და ეროვნული განვითარებების განსხვავებებზე ვიდრე გლობალური საღირიბისა და უთანასწორობის ევოლუციაზე. უამრავი აკადემიური დისციპლინა ყურადღებას აქცევს და ანალიზს უკეთებს ადგილობრივი კლიმატის, ბუნებრივი გარემოს, რესურსების, საკვების, დაავადებების, ისტორიის, კულტურის, სოციალური ინსტიტუტების, ეკონომიკური პოლიტიკის, ლიდერის თვისებების და სხვათა კაუზალურ როლს. ეკონომისტთა რჩევები გადაჭარბებულადაა ფოკუსირებული ეროვნული ეკონომიკური ინსტიტუტებისა და პოლიტიკის დიზაინზე. შედეგად, ლიბერტარიანელი ეკონომისტები ამბობენ, რომ სიღარიბის დასაძლევად ეკონომიკური ზრდაა საჭირო, რომლის საუკეთესო გზა არის თავისუფალი მეწარმეობა მინიმალური გადასახადებით, რეგულაციებით და ბიუროკრატიით. საპირისპირო, მემარცხენე სკოლა აზროვნებისა, რომელსაც წარმოადგენს ამარტია სენი, ამტკიცებს, რომ სიღარიბე ქვეყნებში გამოწვეულია სამთავრობო სტრუქტურების: საჯარო სკოლების, საავადმყოფოებისა და ინფრასტუქტურის სიმცირით. სენის საყვარელი მაგალითი ინდოეთის შტატი კერალაა, რომლის სოციალისტმა მთავრობამ უპირატესობა მიანიჭა საბაზისო მოთხოვნების დაკმაყოფილებას და ამით მიაღწია უკეთეს ჯანდაცვის სისტემას, განათლებასა და სიცოცხლის გახანგრძლივებას, ვიდრე სხვა მასზე მდიდარი ინდოეთის შტატების მთავრობებმა. ამგვარი ყურადსაღები და ცხარე კამათი ეკონომიკურ პოლიტიკასა და სოციალურ ინსტიტუტებზე, ფარავენ უფრო მნიშვნელოვან საკითხს, თუ რა როლს თამაშობს ჩვენი გლობალიზებული მსოფლიო ეკონომიკა უკიდურესი სიღარიბის გამყარებაში.

სოციალურ მეცნიერებებს შორის ამ საკვლევი საკითხის გავრცელება რა თქმა უნდა გამოწვეულია ორი მიზეზით: ისინი, როგორც მათი მკითხველები, საერთაშორისო ეკონომიკური განსხავებულობის ხარისხის დრამატულობის შთაბეჭდილებების ქვეშ არიან და ემოციურად უფრო კომფორტულად გრძნობენ თავს, კარიერის მხრივ კი – თავდაჯერებულად, იმ ნაშრომების გამო, რომელიც სასტიკი სიღარიბის ფესვებს ადგილობრივ დონეზე ეძებს ვიდრე გლობალური ინსტიტუტებისა. ასეთი კვლევის კარგი მეთოდოლოგიური მიზეზი კიდევ ისაა, რომ დასაკვირვებლად მხოლოდ ერთი სამყარო გვაქვს, ძნელია მყარი სამხილი მოვიპოვოთ თუ როგორ განვითარდებოდა მთლიანად სიღარიბე ესა თუ ის გლობალური ფაქტორი რომ სხვანაირად წარმართულიყო. კონტრასტისთვის კი, ეროვნული და ლოკალური გამომწვევი ფაქტორების შეფასება ბევრი ღარიბი ქვეყნის მიხედვით შეიძლება, რომლებიც განსხვავდებიან ბუნებრივი გარემოთი, ისტორიით, კულტურით, პოლიტიკური და ეკონომოკური სისტემით და სამთავრობო გადაწყვეტილებებით.

წმინდა შიდასახელმწიფოებრივი სიღარიბის თეზისის პოპულარობის მეოთხე მიზეზი არის ღარიბ ქვეყნებში სასტიკი და კორუმპირებული მთავრობებისა და ელიტების სიძლიერე. ამ შემთხვევაში ხომ საეჭვოდ და ირაციონალურად გამოიყურება გლობალური ეკონომიკური წყობისთვის დაბრალება სიღარიბე იმ ქვეყნებში, რომელთაც მკვლელები და თაღლითები მართავენ. ასევე ნათელია, რომ რა სარგებელიც არ უნდა მოიტანოს საერთაშორისო ინსტიტუციურმა რეფორმამ ასეთ სახელმწიფოებში, ამით მაინც კორუმპირებული მთავრობა იხეირებს და არა მთლიანი მოსახლეობა. ჩვენ შორის ბევრს სწორედ ამის სწამს, რომ ჩვენ უნდა გადავავადოთ რეფორმები, რომელიც ღარიბი ქვეყნებისთვის სამართლიან სისტემას შექმნიდა, მანამდე, სანამ ისინი „საკუთარ სახლს“ არ დაალეგებენ და მათი ღარიბთათვის საჭირო ეროვნულ და ეკონომიკურ პოლიტიკას არ გაატარებენ.

ეს უკასკნელი მიზეზი რა თქმა უნდა საშინელებაა, ვინაიდან თავად მოქმედი მსოფლიო წესრიგია დამნაშავე ღარიბ ქვეყნებში გამეფებულ კორუფციასა და ჩაგვრაში.

მექრთამეობის საკითხი დიდი პრობლემის ნაწილია. ღარიბი ქვეყნების პოლიტიკური და ეკონომიკური ელიტები ერთი მხრივ ურთიერთქმედებენ მათზე დაქვემდებარულებთან და მეორე მხრივ უცხო ქვეყნების მთავრობებთან და კორპორაციებთან. ეს ორი მხარე ერთმანეთისგან საგრძნობლად განსხვავდება სიმდიდრესა და ძალაში. პირველი მათგანი გაუნათლებელია და ყოველდღიური გადარჩენისთვის ბრძოლითაა დაკავებული. ამ უკანასკნელს კი ბევრად დიდი ჯილდო და სასჯელი აქვს ხელთ. პოლიტიკოსებს კი, რომელთაც სურთ პოლიტიკური და ეკონომიკური წარმატება შესაბამისად უფრო მეტად ზრუნავენ უცხო მთავრობებისა და კორპორაციების ინტერესებზე ვიდრე საკუთარ ღარიბ თანამემამულეებზე. აი რას ვიგებთ ამაზე: საკმაოდ ბევრია ღარიბი ქვეყნის მთავრობა, რომელიც მოვიდა სათავეში და დარჩა ამ ადგილზე საგარეო დახმარების წყალობით. კიდევ ბევრი პოლიტიკოსი და ბიუროკრატია, რომელიც საგარეო ქრთამებს იღებს საკუთარი ხალხის ინტერესების წინააღმდეგ: ტურისტებისთვის გამიზნული სექს ინდუსტრიის შექმნისთვის (საიდანაც ქალებისა და ბავშვების ექსპლუატაციისგან მოგებას ნახულობენ), გამოუყენებელი, მოძველებული და ძვირი საქონელის შესყიდვა მოსახლოების ხარჯზე, ჯანმრთელობისთვის სახიფათო პროდუქტების, ნარჩენების, გარემოს დამაბინძურებელი ქარხნების იმპორტი და სხვა..

გააზიარეთ საოციალურ ქსელებში
Facebook
Twitter
Telegram
შეიძლება დაინტერესდეთ