ჯონ როსი: საზიანო გაურკვევლობა დასავლურ ეკონომიკურ სახელმძღვანელოებში – რომელიც კეინსის და მარქსის მიმდევრებმა უნდა გამოასწორონ.

jon rossEuropean.ge მკითხველს გთავაზობთ ეკონომისტ ჯონ როსის წერილის ქართულ თარგმანს.

ჯონ როსი ბრიტანელი აკადემიკოსი, ჟურნალისტი, ბლოგერი და ეკონომიკის კომენტატორია. ჯონ როსი იყო კენ ლივინგსტონის ეკონომიკური მრჩეველი ქალაქ ლონდონის მერობისას.

ამჟამად როსი ჩინეთის სახალხო უნივერსიტეტის ჩონგიანგის ფინანსური ინსტიტუტის მთავარი მკვლევარია.

მთარგმნელი: თორნიკე ჩივაძე

Copyright © European.ge

ეკონომიკურ სახელმძღვანელოებში, განსაკუთრებით კეინსის განხილვისას, ხშირად გვხვდება ელემენტარული ეკონომიკური გაურკვევლობა. ღიად უნდა ითქვას, რომ ეს გაურკვევლობა სახელმძღვანელოებში თავად კეინსის შრომებიდან არ გამომდინარეობს. ტიპიური მაგალითია მენქიუს “ეკონომიკის პრინციპები”, თუმცა ეს შეცდომა, საკმაოდ ფართოდაა გავრცელებული და უამრავი სხვა მაგალითის მოყვანაც შეიძლება[1]. ეს ეკონომიკური გაუგებრობა ხილვადია შემდგომ ფორმულაში :

Y = C + I + G + NX

ამ საყოველთაო ფორმულაში Y = GDP (მთლიანი შიდა პროდუქტი, მშპ), C კერძო მოხმარებაა, I კერძო ინვესტიციაა, G სახელმწიფო ხარჯვა და NX – წმინდა ექსპორტი. დახურული ეკონომიკისთვის, რომელიც აქ განიხილება ვაჭრობა არაა მნიშვნელოვანი, ამიტომაც ფორმულა ამ სახით განვიხილოთ:

Y = C + I + G

აქედან უმეტესად გამოყავთ რომ, თუკი არსებობს კერძო მოხმარების C, კერძო ინვესტიციების I, ან ორივეს შემცირება, მაშინ შესაძლებელია ანდაც საჭიროა ამის კონპენსირება სახელმწიფოს ხარჯვის ზრდის ხარჯზე G. ეს კი ნაგულისხმევია “კეინსიანურ” პოლიტიკად. ფუნდამენტური გაურკვევლობა იმაში მდგომარეობს რომ არ არსებობს “სამთავრობო ხარჯების” კატეგორია G, რომელიც არც მოხმარებაა და არც ინვესტირება, სამთავრობო ხარჯვა აუცილებლად რომელიმეში – მოხმარებაში ან ინვესტიციაში გამოიყენება. მოკლედ სწორი ფორმულა ასე გამოიყურება:

Y = Cp + Cg + Ip + Ig

სადაც Cp კერძო მოხმარებაა, Cg სახელმწიფო მოხმარება, Ip კერძო ინვესტიცია და Ig სახელმწიფო ინვესტიცია.

თავად კეინსს აშკარად ესმის ეს განსხვავება და წერს:

“სავალო დანახარჯი” მარჯვე ტერმინია სახელმწიფოს ერთიანი ვალებისთვის ყველა სახის ანგარიშზე, შეეხება ეს კაპიტალის ანგარიშს თუ საბიუჯეტო დეფიციტს. ერთი სახის “სასესხო დანახარჯი” ოპერირებს მზარდი ინვესტიციების მეშვეობით და მეორე მიემართება მოხმარების მიდრეკილების ზრდისკენ[2]

ფორმულა მკვეთრ ხაზსს ავლებს Cg-ს და Ig-ს შორის, როგორც ზემოთ ვთქვით .

მარქსისტების გასაგონად კი უნდა ითქვას, რომ მსაგვსი განსხვავება ასევე ნათლადაა გადმოცემული მარქსის მიერ, ეკონომიკის დაყოფით I (ინვესტიციები საქონელში და სერვისებში) და II (საქონლის და სერვისების მოხმარება) დეპარტამენტებად.

ეკონომიკურ სახელმძღვანელოებში მესამე G კატეგორიის შემოტანის მცდელობა, რომელიც არც მოხმარებისთვისაა და არც ინვესტიციისთვის, წარმოადგენს ეკონომიკურ ნონსენსს, რომელიც უნდა აღმოიფხვრას.

საკვანძო მიზეზი, რატომაც ისედაც დამაბნეველი ტერმინის, G-ს შემოტანით შექმნილ ბუნდოვნებას პრაქტიკული მნიშვნელობა აქვს, იმ ეკონომიკური სტრუქტურის შედეგია, სადაც არსებობს გაუხარჯავი კერძო დანაზოგი, მათ შორის კომპანიის არაინვესტირებული დანაზოგი – სხვა სიტყვებით კერძო დანაზოგი კერძო ინვესტიციად არ გარდაიქმნება, ხოლო მთავრობა მოთხოვნის შენარჩუნებას ცდილობს. მაშასადამე, არსებობს ორი შესაძლებლობა:

  • თუკი არა ინვესტირებული კერძო დანაზოგები გამოყენებულია სახელმწიფოს მიერ ინვესტიციისთვის, ანუ Ig იზრდება, ეკონომიკაში ინვესტიციების საერთო დონეში ცვლილება არაა – კერძო ინვესტიცია უბრალოდ ჩანაცვლებულია სახელმწიფოს ინვესტიციით.
  • სანაცვლოდ თუკი არაინვესტირებული კერძო დანაზოგები გამოყენებულია სახელმწიფოს მიერ მოხმარების დაფინანსებისთვის, ანუ Cg-ს ზრდისთვის, მაშინ მოხმარების წილი ეკონომიკაში იზრდება და ინვესტიციების წილი იკლებს.

ანუ ეკონომიკურად გაურკვეველი ცნება G-ს გამოყენება ბუნდოვანს ხდის გაკეთებულ არჩევანს, მთლიან ეკონომიკაში გაკეთებული ინვესტიციის დონის შესახებ – სახეზეა სახელმწიფო ინვესტიიების ზრდა Ig თუ სახელმწიფო მოხმარების ზრდა Cg.

ამ შეცდომის პრაქტიკული მნიშვნელობა ისაა, რომ როგორც თანამედროვე ეკონომეტრიკა აჩვენებს, ინცესტიციები კაპიტალში რაოდენობრივად ყველაზე მნიშვნელოვანია ეკონომიკური ზრდისთვის. აქედან გამომდინარე, ეკონომიკის წილის შემცირება ინვესტიციებისთვის, სხვა თანაბარ პირობებში , გამოიწვევს ეკონომიკური ზრდის შემცირებას.

როგორც ეკონომიკური თეორია, ისე პრაქტიკული შედეგები აჩვენებს, რომ კაპიტალისტურ ეკონომიკაში, თუმცა არა ჩინეთის მსგავს ეკონომიკებში, არსებობს უფრო დიდი წინააღმდეგობა სახელმწიფო ინვესტიციებზე ვიდრე მოხმარებაზე, რადგანაც სახელმწიფო ინვესტიციები “უტევს” საწარმოო საშუალებებს, რომელიც კაპიტალისტური ეკონომიკის განმარტებით კერძო მფლობელობაში უნდა იყოს. თეორიული მონახაზი კი დადასტურებულია ისტორიულად იმ ფაქტით, რომ მეორე მსოფლიო ომის შემდგომ პერიოდში, მთავარ კაპიტალისტურ ქვეყნებში სახელმწიფო ხარჯვა მოხმარებაზე მშპ-ს წილში იზრდებოდა იმ დროს, როდესაც სახელმწიფო ხარჯვა ინვესტიციებზე საერთო შემცირებას განიცდიდა.

სახელმწიფო მოხმარების ზრდის გატარება, ხოლო წინააღმდეგობა სახელმწიფო ინვესტიციებზე შედეგად იწვევს იმას, რომ როდესაც ე.წ. “კეინსიანური” ბიუჯეტის დეფიციტის მეთოდია გამოყენებული G იზრდება, რაც პრაქტიკაში ნიშნავს იმას, რომ Cg იზრდება მაგრამ Ig არა. როცა სახელმწიფო არა ინვესტირებული კერძო დანაზოგებს გარდაქმნის მოხმარებაში, ამ ე.წ. “კეინზიანურ” ჩარევას შედეგად ინვესტიციების დონის შემცირება და შესაბამისად – ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლის შემცირება მოაქვს. ეს პროცესი გაუჩინარებულია ანალიზში ტერმინი G -ს გამოყენებით. სანაცვლოდ კი უნდა გამოიყენებოდეს Cg და Ig.

როგორც უკვე ავღნიშნეთ, ეს არევ-დარევა სახელმძვანელოებიდან გამომდიანრეობს და არა კეინსის შრომებიდან. კეინზის მომხრეებმა უნდა მიაქციონ ყურადღება ამ ელემენტარულ და საზიანო გაუგებრობას, რომელიც ბევრ ეკონომიკურ სახელმძღვანელოში გვხვდება.

წერილის ორიგინალი

 

[1] იხ – 1. Mankiw, Principles of Economics 6th edition p562.

[2] 2. Keynes, The General Theory of Employment Interest and Money, MacMillan edition 1983 p128.

გააზიარეთ საოციალურ ქსელებში
Facebook
Twitter
Telegram
შეიძლება დაინტერესდეთ