ჯენთრიფიკაციის პირველი მსხვერპლნი

გთავაზობთ ამერიკულ გამოცემა Jacobin-ზე 2016 წლის 13 მაისს გამოქვეყნებული წერილის თარგმანს.

წერილის ავტორია ისტორიკოსი ბენ ჰოლცმანი, რომლის ნაშრომები გამოქვეყნებულა ურბანული განვითარების თემატიკით დაინტერესებულ ცნობილ გამოცემებში, როგორიცაა საერთაშორისო ჟურნალი და ვებ-პორტალი Space and Culture, ასევე პროგრესულ გამოცემა New Politics-ზე.

მთარგმნელი: ანა ჩუბინიძე.

© European.ge

ბოლო წლებში ნიუ-იორკის უსახლკარო მოსახლეობა მესამედით გაიზარდა – 2012 წლიდან დღემდე დაახლოებით 40-დან 60 ათასამდე. ამასთან ერთად, უფრო და უფრო მეტი უსახლკარო უარს ამბობს თავშესაფართა სისტემის არაჰუმანურ პირობებზე და ქალაქის ქუჩებსა და საზოგადოებრივ თავშეყრის ადგილებში ცხოვრებას ამჯობინებს.

ამაზე კი ქალაქის რეაგირება აგრესიულია.

პოლიცია უსახლკაროების ნივთებს ნაგავში ყრის. მათი 38 წევრიანი სპეციალური დანიშნულების რაზმი ზედამხედველობს უსახლკარო მოსახლეობას, რომელიც ჰარლემის 125-ე ქუჩაზე ცხოვრობს.

მერი ბილ დე ბლასიო მხარს უჭერს ამ ტაქტიკას და ბიძგს აძლევს ხელახალი დაყოფის ინიციატივებს დაბალშემოსავლიან სამეზობლოებში, რაც ქმნის საფრთხეს იმ მაცხოვრებლების განდევნისა, რომლებიც უკვე უსახლკარობის რისკის ქვეშ იმყოფებიან.

ქალაქისთვის ეს სიახლე არ არის. უსახლკაროთა რიცხვი 70-იან წლებში სწრაფად გაიზარდა და 80-იანების ბოლოს ათასობით უსახლკარო ნიუ-იორკელი, განსაკუთრებით მანჰეტენში, თავს აფარებდა ქუჩებს, მეტროებს და სატრანსპორტო ცენტრებს.

მედია და პოლიტიკური კომენტატორები იმდენად აღშფოთებულნი იყვნენ საზოგადო უსახლკარობით, რომ ნიუ-იორკს „ახალ კალკუტად“ მოიხსენიებდნენ. ამის საპასუხოდ, სატრანსპორტო ხელმძღვანელობის, პოლიციის, მუნიციპალიტეტის ჩინოვნიკებისა და ბიზნეს ინტერესების მთავარი სამიზნეები სწორედ უსახლკაროები აღმოჩნდნენ, რადგან ისინი 1980-იან წლების ნიუ-იორკში, ეკონომიკური მოდერნიზაციის ფიზიკურ ბარიერად აღიქმებოდნენ.

 

გაკოტრებული პოლიტიკა

უსახლკაროთა წინააღმდეგ ამ 30 წლიანი ბრძოლის განშტოებები დღეს ორხმრივაა შესამჩნევი: უსახლკარობის ძირეული მიზეზების ძებნაზე მუდმივი უარის თქმასა და „ჩატეხილი ფანჯრების“ ტაქტიკის უცვლელობაში.

ჩატეხილი ფანჯრების წინაპირობა მარტივია: „უწესრიგობის“ მცირე ნიშნები – მათხოვრობა, ვანდალიზმი, საზოგადოებრივ თავშეყრის ადგილებში ალკოჰოლის მიღება – რაც ქმნის უკანონობის ატმოსფეროს და უბიძგებს უფრო მეტად საშიში კრიმინალური ქმედებებისკენ. კრიმინალის თავიდან ასაცილებლად პოლიციამ აგრესიულად უნდა ჩაახშოს მსგავსი ქმედებები.

სატრანსპორტო ხელმძღვანელობამ პირველად ჩატეხილი ფანჯრების პოლიტიკას უმეტესწილად თეთრკანიანებით დასახლებულ სამეზობლოებში მიმართა. აფრო-ამერიკელები, და განსაკუთრებით უსახლკაროები, საფრთხედ აღიქმებოდნენ ქალაქის იმ ადგილებში სადაც ცდილობდნენ უკან მოეზიდათ წლების განმავლობაში გარეუბნებისკენ გადინებული საშუალო და მაღალი კლასის თეთრკანიანი მოსახელობა.

ამ დროიდან მოყოლებული, ათწლეულების მანძილზე, გატეხილი ფანჯრების პოლიტიკას ცენტრალური ადგილი უჭირავს, პოლიციის ისეთ ინიციატივებს შორის როგორიცაა „შეჩერდი და გაჩხრიკე“ და „კომპსტატის“ (კომპიუტერული სტატისტიკის) მეშვეობით წარმოებული დაპატიმრებები აფრო-ამერიკულ მოსახლეობაში. ერიკ გარნერის მიერ ცალობით სიგარეტების გაყიდვაზე (რაც ამერიკაში უკანონობაა**), პოლიციის გაუწონასწორებელი რეაგირება, რაც მისი სიკვდილის მიზეზი გახდა – იყო გატეხილი ფანჯრების პოლიტიკის ლოგიკური შედეგი.

ჩატეხილი ფანჯრები სამართლიანად გახდა აგრესიული პოლიტიკის სინონიმი შავკანიან და ლათინურ სამეზობლოში. მაგრამ მის ისტორიას უფრო სიღრმისეულ მიზეზამდე მივყავართ, ესაა ქალაქის „მოდერნიზების“ ეკონომიკური ღირებულების დაცვა.

დასაწყისიდანვე ჩატეხილი ფანჯრები, განუყოფელი ნაწილი იყო პოლიტიკისა, რომელიც ხელს შეუწყობდა ეკონომიკურ განვითარებას და ჯენთრიფიკაციას. ამ პოლიტიკამ არამარტო დააჩქარა ფერადკანიანების კრიმინალიზაცია, არამედ საკმაოდ წარმატებულად იმუშავა იმ სქემების განვითარებაზე, რომელიც ნიუ-იორკის სამეზობლოებს უფრო და უფრო ძვირადღირებულს და ხელმიუწვდომელს ხდის.

დე ბლასიო, რომელიც ხელგაშლილ დეველოპელურ ინიციატივებს და ღარიბების მკაცრ ზედამხედველობას ერთმანეთს უკავშირებს, განაგრძობს ამ მიდგომას.

 

გაუმჯობესება ღარიბების ხარჯზე

80-იანების შუა პერიოდიში, ნიუ-იორკი უკვე სრულიად განსხვავდებოდა იმისგან, რაც ათწლეულის წინ იყო.

70-იან წლებში, როდესაც დიდი დეპრესიის შემდგომ ეკონომიკა ყველაზე მეტად გაუარესდა, ქალაქმა თავი თითქმის გაკოტრებულად გამოაცხადა. მაგრამ ათწლეულის დასასრულს, როდესაც უძრავი ქონების ფასები სწრაფად გაიზარდა, ეკონომიკური გაუმჯობესება შესამჩნევი გახდა.

1978 წელს, ედ კოჩი მერად აირჩიეს და მისმა ადმინისტრაციამ მოახდინა განვითრების ხედვის ოპტიმიზაცია, რომელიც ურბანულ ლიდერებთან ერთად ჩნდებოდა მთელი ქვეყნის მასშტაბით.

კოჩი აკრიტიკებდა წინამორბედ ადმინისტრაციას რომლის დროსაც „ქალაქის პოლიტიკის საყრდენი იყო მისი გადაქცევა ისეთ ქალაქად, სადაც ბიზნესსა და ეკონომიკას ნაკლები მნიშვნელობა მიენიჭებოდა, ვიდრე კეთილდღეობის სინდრომს.“ ის ადვოკატირებდა ამ დებულების საპირისპირო მიდგომას და აგრესიულად მისდევდა პოლიტიკას, რომელიც საცხოვრებლებს, პარკებს და მთელ სამეზობლოს უფრო მიმიზდველს გახდიდა მდიდარი მოსახლეობისთვის, ტურისტებისთვის, ბიზნესისა და დეველოპერებისთვის.

კოჩი არ იყო ერთადერთი ვინც ამ მიდგომას ემხრობოდა. ხელმძღვანელობამ პასუხისმგებლობა დააკისრა ნიუ-იორკის სატრანსპორტო სისტემას და მთავარმა სატრანზიტო ცენტრებმაც მდიდარი მომხმარებლების მოზიდვა განიზრახეს.

ისევე, როგორც დანარჩენმა ქალაქმა, სატრანსპორტო სისტემამაც მხოლოდ ბოლო ხანებში დაიწყო გაუმჯობესება 20 წლიანი გაუარესების შემდგომ. მაგალითად, შუა 80-იანებში ნიუ-იორკის გრაფიტით დაფარული და უსარგებლო მატარებლები – ურბანული გაუარესების ნაციონალური სიმბოლო – შეკეთებისა და ხელახალი მოხატვის კამპანიის ობიექტები გახდა.

იმავდროულად, სატრანზიტო ხელმძღვანელობამ ინვესტიციები განახორციელა ქალაქის ძირითადი სატრანსპორტო ცენტრის აღდგენაში: Port Authority, Grand Central, and Penn Station (ყველა მანჰეტენის ბიზნეს რაიონებია). პირველად ათწლეულების განმავლობაში ხელმძღვანელობას იმედი გაუჩნდა, რომ ქალაქში მიიზიდავდა მდიდარ მოსახლეობას და ტურისტებს.

ამ ინიციატივის ენთუზიასტი მხარდამჭერები იყვნენ კორპორაციები. უძრავი ქონების დეველოპერებთან ერთად, მათ ჩამოაყალიბეს საერთო ცენტრალური პარტნიორობა (GCP) და მუშაობდნენ Metropolitan Transportation Authority’s Metro-North-თან ტერმინალისთვის მასშტაბური განახლების გეგმაზე, რომელიც გულისხმობდა ძვირადღირებული რესტორნებისა და საცალო გამყიდველების შემოსვლას.

მაგრამ, აღნიშნული გეგმები უსახლკაროთა ეპიდემიის საფუძველი გახდა.

როგორც 1998 წლის პორტის ხელმძღვანელობის ანგარიში იტყობინება, 5 წლით ადრე, საზოგადოებრივი ტრანზიტის სააგენტოებმა ნიუ-იორკის მეტროპოლიტენში $23 მილიარდის ინვესტირება განახორციელა, რათა სატრანსპორტო ცენტრები გამხდარიყო „უფრო სუფთა“, „უკეთესი განათებით“ გაქირავებული ახალ „მაღაზიებსა და რესტორნებზე“. მაგრამ მათი „მოდერნიზებისთვის ძალისხმევა“ დაემთხვა „თანადროულ მოძრაობას მეორე მხარეს“ რომელსაც მზარდი უსახლკარო მოსახლეობა წარმოადგენდა. როგორც პიტერ სტენგლმა, Metro-North-ის პრეზიდენტმა განაცხადა, ტერმინალის განახლების მიზანს რომელსაც სააგენტო ახორციელბდა არ წარმოადგენდა უსახლკაროების დაბინავება.

ნიუ-იორკელების უსახლკაროთა დემოგრაფიამ, რომელთა უმეტესობას შავკანიანები და მამაკაცები წარმოადგენდნენ, ამ საკითხის განსაკუთებული აქტუალიზაცია გამოიწვია. ღარიბი შავკანიანი მამაკაცები დიდი ხნის განმავლობაში იყვნენ ასოცირებულნი კრიმინალთან და საფრთხესთან, ასევე ზოგიერთისთვის არანაკლებ შემაძრწუნებელ ფაქტთან, უძრავი ქონების ღირებულების შემცირებასთან.

უსახლკარო მოსახლეობის მიმართ უკმაყოფილების მიზეზად რასა პირდაპირ არასოდეს ყოფილა ნახსენები, მაგრამ მედია წერილები მიწისქვეშა გადასასვლელებისა და სატრანსპორტო საშუალებების „პრობლემების“ ხსენებისას ხშირად აკავშირებდა ერთმანეთთან უსახლკარობას და დანაშაულს. მაშინ, როცა ისინი იშვიათად ახერხებდნენ იმის დასაბუთებას, რომ სწორედ უსახლკაროები ჩადიოდნენ დანაშაულს, საგაზეთო სტატიები უსახლკარო ადამიანებს მუდმივად უკავშირებდნენ ნარკოტიკებით ვაჭრობასა და ვანდალიზმს. იმის გამო რომ მსგავს დანაშაულებში დიდი რაოდენობით შავკანიანი მამაკაცები არიან ბრალდებულნი, მედიამ რასისტული შიშებით მანიპულირებას მიმართა.

ბევრი ოფიციალური პირისთვის, კოჩის ადმინისტრაციაში, ამ ადგილების რეკონსტრუქციის უზრუნველყოფისთვის ფსონები ბევრად მეტი იყო, ვიდრე ქალაქის ცენტრალურ ტერმინალებში ახალი დეველოპერებისა და მდიდარი მყიდველების მოზიდვისთვის.

ამ ადგილების დაცვა უზრუნველყოფდა მთელი ქალაქის ეკონომიკის მუდმივ განვითარებას. როგორც პორტის ხელმძღვანელობის აღმასრულებელი დირექტორი აღნიშნავდა:

ყოველდღიურად 600 000 ადგილობრივი თუ უცხოელი ტურისტი, ვიზიტორი, მგზავრი თუ ბიზნესმენი მოძრაობს ჩვენს პორტალებზე და ხედავს უსახლკაროებს. ვის ენდომება რომ აქ გადმოიტანოს ბიზნესი? ცდილობთ დაარწმუნოთ მომუშავეები რომ აქ მოვიდნენ, იცხოვრონ, იმუშაონ და გადაადგილდენენ ? ამას ვერ უწოდებთ მხოლოდ უსახლკაროთა პრობლემას, ის ბევრად ფართოა. ეს რეგიონისთვის ეკონომიკური და გადარჩენის საკითხია, რამდენადაც მრავალხმრივ ჰგავს ბოლო ათწლეულის ფისკალურ კრიზისს.

 

ოპერაციის განხორციელება

ქალაქისა და სატრანსპორტო ხელმძღვანელობა დიდ ძალისხმევას მიმართავდა ეფექტური ზომების მოსაძიებლად, რათა უსახლკაროებისაგან გაეწმინდათ ეს ადგილები. მაგალითად, მათ დაიწყეს 1930-იანების მოხეტიალეთა კანონის დანერგვა, რომ გაემართლებინათ პოლიციელების მიერ უსახლკაროების დევნა, მანამ სანამ ნიუ იორკის უზენაესმა სასამართლომ ეს უკანონობად არ გამოაცხადა.

რადგანაც შეუძლებელი იყო უსახლკაროთა დაპატიმრება მხოლოდ ხეტიალის მიზეზით, სატრანსპორტო ხელმძღვანელობამ ახალი ტაქტიკები შეიმუშავა.

დღეს საზოგადოებრივი ადგილები ჩვეულებრივ ისეა კონსტრუირებული, რომ უსახლკაროები აირიდოს – დაფიქრდით, თითქმის ყველა ქალაქში როგორ აქვთ სკამებს დანაყოფები რომ მათზე დაძინება შეუძლებელი იყოს – მაგრამ ეს პროცესი არ დაწყებულა 80- იანიების შუა პერიოდამდე.

Grand Central-ში, მაგალითად, Metro North-მა სკამების მხოლოდ ერთი წყება დატოვა უსახკლკაროების ძილისა და თავშეყრის თავიდან ასაცილებლად. Port Authority-ში ხელმძღვანელობამ ხის დასაჯდომები, დანაწევრებულით (flip seats) ჩაანაცვლა, რომელიც „იმდენ კონცენტრაციას მოითხოვს დასაბალანსებლად რომ ძილი და დიდი ხნით ჯდომაც კი შეუძლებელია.“

მაგრამ ამ ინიციატივებმაც იმავე მიზეზით არ გაამართლა, რა მიზეზითაც დღეს ისინი კვლავ იყრიან თავს საზოგადოებრივ ადგილებში – მათ წასასვლელი არსად აქვთ.

მიუხედავად უსახლკაროების ორგანიზატორებისა და მხარდამჭერების მუდმივი ძალისხმევისა, მუნიციპალურმა მთავრობამ თავშესაფრების გარდა ძალიან ცოტა ალტერნატივა თუ შესთავაზა მათ. თავშესაფრები იყო (და კვლავ არის) ცუდისმომასწავებელი ადგილი – როგორც ერთი აღწერდა „ეს იყო ნამდვილი განცდა იმისა, თუ როგორი შეიძლება იყოს ჯოჯოხეთი“. აქ ადამიანები აწყდებოდნენ ძალადობას, ვიწრო სივრცეებს და არაჰუმანურ მოპყრობას პერსონალისა და დაცვის მხრიდან.

კოჩის ადმინისტრაციის ხელმძღვანელობამ განგებ შეინარჩუნა ეს არასასიამოვნო პირობები იმ რწმენით, რომ თუ პირობებს გააუმჯობესებდა ამით ის შექმნიდა მოხალისე უსახლკაროების კლასს დაბალშემოსავლიანი ნიუ-იორკელებისგან და ასევე მოიზიდავდა სხვებს მიმდებარე ტერიტორიებიდან.

80-იანების დასასრულს სატრანსპორტო ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა რომ საკმარისი ითმინა. საზოგადოებრივ ადგილებში უსახლკაროების შეუვალობამ ოფიციალური პირები მიიყვანა მეტროპოლიტენის სატრანსპორტო ხელმძღვანელობასთან – რომელიც ზედამხედველობდა მიწისქვეშა გადასასვლელებს, ავტობუსებს და მთავარ სამგზავრო რკინიგზას – რათა დაექირავებინათ ჯორჯ კელინგი, რომელიც ჯეიმს ვილსონთან ერთად პასუხისმგებელი იყო ჩატეხილი ფანჯრების თეორიზებაზე.

MTA-ს სურდა, რომ კელინგს განეხოერციელებინდა პოლიტიკა, რომელიც გაააქრობდა უსახლკაროებს, მათხოვრებს და სხვა „უწესრიგობის“ წყაროებს. ამ ამოცანამ კელინგს საშუალება მისცა დაეტესტა თავისი თეორიის თეორიული ფორმულირებები MTA-ს პოლიციის დახმარებით.

მან შემდგომ წელს გამოამჟღავნა ამ პოლიტიკის შედეგები კამპანიაში სახლეწოდებით ოპერაციის აღსრულება (Operation Enforcement). „ოპერაციის აღსრულება“ მოითხოვდა MTA-ს პოლიციელების მხიდან ნულოვან ტოლერანტობას მათხოვრობის, ქუჩაში ძილის (ან ერთ დასაჯდომზე მეტის დაკავების), არანებადართულ ადგილებში შესვლის, დანაგვიანების და ალკოჰოლური სასმელების მოხმარების მიმართ.

MTA_მ მოიცვა ყველა მეტროსადგურის შესასვლელი და პლატფორმა, ასევე, 6300-მდე მეტროს ვაგონი ამ დადგენილების მაუწყებელი პოსტერებით გაივსო. დარიგდა 1.5 მილიონი ბროშურა, რომელშიც ჩამოთვლილი იყო აკრძალული ქმედებები, რომლებიც გამოიწვევდა დაპატიმრებას, ჯარიმას ან ტერიტორიიდან განდევნას.

მათხოვრები და უსახლკაროები “ოპერაციის აღსრულების“ ძირითადი სამიზნეები იყვნენ. ამ მეთოდით უსახლკაროებთან ასოცირებულ ქმედებებზე რეაგირება იყო ისეთივე, როგორც აქტივობებზე, რომლებიც პირდაპირ ახდენდნენ გავლენას MTA-ს შემოსავალზე, მაგალითად, ტურნიკებზე გადახტომა. როგორც უილიამ მაკკეშნიმ, transit police benevolent association-ის პრეზიდენტმა შენიშნა, „არ არის აუცილებელი იყო გენიოსი რომ დაინახო, თუ რას ემსახურება ეს ყოველივე – მოაშორონ მეტროსადგურებს უსახლკაროები“.

კელინგმა ახალი პოლიტიკის გამართლება მოახერხა “კრიმინალის მიზეზების თეორიის“ ხელშეწყობით, რომელმაც მისი გატეხილი ფანჯრების თეორიას დასაყრდენი მისცა. ერთად თავმოყრილი ყველა ქმედება, როგორიცაა ჭიქის დაჭერა ხურდის მისაღებად, ძილი ტურნიკებთან ან ვანდალიზმი, მისი მტკიცებით ქმნის უკონტროლობის შეგრძნებას და იმის განცდას რომ ეს არავის ადარდებს. ეს გარემოებები, შესაბამისად, უბიძგებს ამისკენ მიდრეკილ ადამიანებს იყვნენ წესრიგის დამრღვევები, აგრესიულები და კრიმინალებიც კი. შედეგად, ასეთი ქმედება საფრთხეს უქმნის მეტროპოლიტენის სისტემის სიცოცხლისუნარიანობას მგზავრებში შიშის წარმოშობით, რაც უბიძგებს მათ უარი თქვან სისტემის გამოყენებაზე.

კელინგმა ასევე ერთმანეთს დაუკავშირა სიღარიბე და პათოლოგია, რომელიც ამართლებდა ისეთი მკაცრი ზომების მიღებას, როგორიცაა დაპატიმრება.

მტკიცებულებებში, რომელიც კელინგმა პოლიტიკის ლეგალური გამოწვევების წინააღმდეგ წარადგინა, იგი მხარს უჭერს მათხოვრების განცალკევებას. ის ამტკიცებდა, რომ ბევრი მათგანი სულაც „არ იყო უსახლკარო და გაჭირვებული. ისინი უბრალოდ იყვნენ ადამიანები, რომლებიც იყენებენ სისტემის საზღვრებს სხვების დასაშინებლად, რათა მათ გამოსძალონ ფული.

ის იმავდროულად აღიარებდა, რომ ბევრი მათხოვარი ფაქტობრივად უსახლკარო და ღარიბი იყო. მაგრამ მიუხედავად ამისა, მათთვის ნება არ უნდა დაერთოთ ყოფილიყვნენ სატრანსპორტო სისტემაში ან ემათხოვრათ „საკუთარი კეთილდღეობისთვის“, რადგანაც ისინი იყვნენ „მამაკაცები, რომელთაც ალკოჰოლისა და ნარკოტიკის მოხმარების, ასევე მენტალური ავადმყოფობის, გრძელი ისტორია ჰქონდათ.“

რამდენიმე კვლევამ დაადგინა, რომ ბევრი უსახლკარო, რომელიც ცხოვრობდა საზოგადოებრივ ადგილებში, არ ებრძოდა მენტალურ დაავადებას ან ნარკოდამოკიდებულებას. მიუხედავად ამისა, MTA-ს ჩატეხილი ფანჯრებით ინფორმირებული “ოპერაციის აღსრულება“ ადგილზე დარჩა და სხვა სატრანსპორტო ხელმძღვანელობაც კი შთააგონა.

Port Authority-ში, ხელმძღვანელობამ ავტობუსის სადგურებში გააკრა 250 პოსტერი რომელიც ამცნობდა ახალ პოლისის – ალტერნატიული ოპერაციის (Operation Alternative) შესახებ. ეს იყო ახალი მიდგომა რომლის მიხედვითაც მოხდებოდა ყველა მოხეტიალის, მათხოვრის, ალკოჰოლის მომხმარებლის თუ მძინარე ადამიანის გამოსახლება სადგურიდან, ზამთრის პერიოდშიც კი.

ამ პოლიტიკის განსახორციელებლად ხელმძღვანელობამ 140 ახალი პოლიციის ოფიცერი დაიქირავა. ერთი წლის განმავლობაში პორტის ხელმძღვანელობამ 7 000-მდე უსახლკარო განდევნა. როგორც პორტის ერთ-ერთი პოლიციის ოფიცერი განმარტავდა: „არ აქვს მნიშვნელობა რამდენად ცივა გარეთ, თუ ადამიანი ზის ან წევს იატაკზე – არ აქვს მნიშვნელობა რამდენად საშიშია – ჩვენ გვიწევს მათ ვუთხრათ, რომ დატოვონ იქაურობა ან დავაპატიმრებთ.“

შემთხვევითი არაა, რომ მალევე, რაც ალტერნატიული ოპერაცია დაიწყო, პორტის ხელმძღვანელობამ გამოაცხადა დიდი ხნით შეჩერებული $90 მილიონიანი რეკონსტრუქციის გეგმა ტერმინალის კომერციული შემოთავაზებების გასაუმჯობესებლად და ახალი „საპირფარეშოების, უკეთესი განათებისა და ახალი ნიშნების გასაკეთებლად, ასევე ბევრი პატარა ღია სივრცეების მოსაშორებლად, სადაც უსახლკაროები იკრიბებოდნენ.“

მკაცრმა პოლიციურმა ტაქტიკამ და მასშტაბურმა რეკოსტრუქციებმა გარდაქმნა ტერმინალი. 90-იანების შუა პერიოდის „ნიუ-იორკ თაიმსის“ერთ-ერთი სტატია აღწერდა ძველ Port Authorty-ს როგორც „უსახლკაროებით სავსეს“ და „უგემოვნოს.“ სტატიაში ვკითხულობთ: „დღევანდელი სურათი სრულიად სხვანაირია. ლამაზად ჩაცმული ხალხი უპირატესობას ანიჭებს სუფთა, კარგად განათებულ მაღაზიებს, რომლებიც ჰგავს გარეუბნის სავაჭრო ცენტრს და არა ალყაშემორტყმულ ურბანულ ავანპოსტს.“

უსახლკაროების წინააღმდეგ მიმართული ჩატეხილი ფანჯრების პოლიტიკა ასევე დააფინანსა ქალაქის ცენტრის ბიზნეს რაიონების მზარდად ძლიერმა კერძო სექტორმა.

მაგალითად, GCP-მ წვლილი შეიტანა კერძო დაცვის ძალის დაფინანსებაში, რომელსაც ყოფილი პოლიციის უფროსის ასისტეტნტი უძღვებოდა, რათა გაზრდილიყო აგრესიული ზედამხედველობის ზომები უსახლკაროთა და სხვა „არასასურველი“ ინდივიდების წინააღმდეგ.

მსგავსი ძალისხმევა გავრცელდა რვა ბლოკის მიდამოებში Penn Station-ის გარშემო, სადაც კერძო ბიზნესი აფინანსებდა უფრო დიდ უსაფრთხოების გუნდს „არასასურველთა“ მოსაშორებლად. ამასობაში ადგილობრივმა ბანკებმა კონტრაქტი დადეს GCP-თან, რომ აერიდებინათ უსახლკაროთა განთავსება ბანკომატების ვესტიბიულებში და მათ გარშემო.

1995 წელს, GCP-მ ნახევარ მილიონ დოლარზე მეტი ფედერალური გრანტი დაკარგა, როდესაც ის მხილებულ იქნა უსახლკაროთა სასტიკ მოპყრობაში ბანკომატების-ს ვესტიბიულებიდან და საზოგადოებრივი ადგილებიდან განდევნისას.

მიუხედავად კრიტიკის ქარ-ცეცხლისა, რომელშიც უსახლკაროები და მათი დამცველები სატრანსპორტო ხელმძღვანელობის ძალადობას ატარებდნენ, ჩატეხილი ფანჯრების სტილის პოლიტიკა არათუ შენარჩუნდა არამედ მისი მასშტაბების გაფართოებაც კი მოხდა.

უილიამ ბრეტონმა, რომელიც 1990 წელს კელინგმა პირადად გაიწვია სატრანზიტო პოლიციის უფროსად, სატრანზიტო ოფიცრებს განკარგულება მისცა გაფრთხილების გარეშე და ამინდის გაუთვალისწინებლად გაედევნათ მათხოვრები – ისინიც კი, რომლებიც უბრალოდ ჭიქას იწვდიდნენ. ერთ წელიწადში მეტროდან უსახლკაროთა განდევნის ფაქტებმა 13-ჯერ მოიმატა.

უსახლკაროებს ღამის გასათენებლად სულ რამოდენიმე ეფექტური ალტერნატივა შესთავაზეს, რომ აღარაფერი ვთქვათ უსახლკარობის დაძლევის კუთხით დახმარების გაწევაზე.

ბევრი იმედოვნებდა, რომ დევიდ დინკინსი, რომელიც 1990 წელს მერი გახდა, შეეწინააღმდეგებოდა ამ პოლიტიკას. დევიდ დინკინსი ლიბერალ კანიდატად წარსდგა, მისი კამპანია მიმართული იყო უსახლკარობის მიმართ სადამსჯელო ღონისძიებების წინააღმდეგ და მხარს უჭერდა უფრო მეტი მუდმივი და დაბალ შემოსავლიანი საცხოვრებლის მოთხვნას.

მაგრამ დე ბლასიოსგან განსხვავებით, დინკინსი შეეჩეხა დიდ ეკონიმკურ ვარდნას, რომელმაც მისი მერად გახდომის შემდგომ მოკლე ვადაში მთელი ქალაქი მოიცვა. მისი მტკიცებით, ქალაქის მზარდი ეკონომიკური ვარდნა მას ხელს უშლიდა გაეკთებენია უფრო მეტი და შეესრულებინა თავისი კამპანიისას უსახლკაროებისთვის მიცემული დაპირებები. საბოლოოდ, მან ასევე უკან დაიხია სატრანსპორტო სამსახურების უფროსების წინაშეც და ბრეტონის გატეხილი ფანჯრების პოლიტიკა აუცილებელ და საჭირო ზომად გამოაცხდა „მეტროპოლიტენის სისტემის გამოსასწორებელად“.

რწმენამ, რომ ჩატეხილი ფანჯრების პოლიტიკამ „წარმატებით“ გადაჭრა მეტროპოლიტენისა და სატრასპორტო ცენტრების უსახლკაროთა პრობლემა, განსაზღვრა ამ პოლიტიკის დანერგვის პრაქტიკა მთელი ქალაქის მასშტაბით.

რუდოლფ გიულიანმა, რომელიც 1994 წელს გახდა მერი, უილიამ ბრეტონი დანიშნა ნიუ-იორკის პოლიციის უფროსად. ბრეტონმა გატეხილი ფანჯრების პოლიტიკა მეტროს გვირაბების საზღვრებიდან გამოიტანა და ქალაქის ყველა ქუჩაზე განავრცო.

ამ სადამსჯელო ზომების დაჩქარებამ შეამცირა უსახლკაროთა ხილვადობა, თუმცა მათი რაოდენობა 20%-ით, 30 ათასამდე გაიზარდა.

 

ორი ქალაქი

დღეს – 50 წლის შემდეგ – ნიუ-იორკის უსახლკაროთა რიცხვი გაორმაგდა.

ირონიულია ის ფაქტი, რომ ჩატეხილი ფანჯრების პოლიტიკამ, რომელიც პირველად დანერგილი იყო უსახლკარო მოსახლეობის განსადევნად, დასამალად და მათ შესარცხვენად, ხელი შეუწყო მათ მუდმივ ზრდას, რამაც წვლილი შეიტანა ქალაქის მიმდინარე კრიზისში.

ჩატეხილი ფანჯრების პოლიტიკამ არამარტო გააგრძელა კრიმინალიზაციის და აგრესიის გრძელი ისტორია აფრო ამერიკელების წინააღმდეგ, არამედ საყრდენი მისცა მუნიციპალური განვითარების პოლიტიკას, როგორიცაა გადასახადების შემცირება, ხელახლა რაიონების დაყოფა თუ დეველოპერული ინციატივები, რომელიც თავის მხრივ ხელს უწყობს ჯენთრიფიკაციას.

ჩატეხილი ფანჯრების ისტორია ავლენს იმ ფაქტს, რომ ეს ღონისძიებები ტანდემში მუშაობს. ერთის მხრივ ისინი არაპროპორციულად დევნიან და აპატიმრებენ ფერადკანიანებს, მეორეს მხრივ კი აუმჯობესებენ სამეზობლოებს ქალაქის მდიდართათვის.

მიუხედავად დე ბლასიოს მესიჯისა ეგრეთ წოდებულ „ორი ქალაქის ამბავზე“, ის მტკიცედ ემხრობა წინა ადმინისტრაციების პრო-ჯენთრიფიკაციის პოლიტიკას და – როგორც მის მიერ ბრეტონის პოლიციის უფროსად დანიშვნა ცხადყოფს ასევე მხარს უჭერს აგრესიული ზედამხედველობის ტაქტიკებს.

როგორც უსახლკაროების უფლებადამცველმა ორგანიზაცია “Picture the Homeless”-მა ახლახანს აღნიშნა, „თუ ჩვენ ნამდვილად გვსურს უსახლკარობისკენ მივმართოთ ყურადღება,“ პოლიტიკოსებს დასჭირდებათ „გამბედაობა, რომ გამოიწვიონ NYPD და დაუპირისპირდნენ უძრავი ქონების ინტერესებს რაც აკონტროლებს ქალაქის პოლიტიკას.“ იქამდე ნიუ იორკის მზარდი უსახლკაროთა კრიზისი კვლავ შეუფერხებლად განაგრძობს ზრდას.

 

შენიშვნა:

*ჯენთრიფიკაცია – განუვითარებელ უბნებში სახლების ყიდვა და განახლება მაღალშემოსავლიანი კლასის მიერ, რაც საკუთრების ღირებულებას ზრდის, თუმცა დაბალშემოსავლიან კლასს გადაადგილებას აიძულებს.

** Picture the Homeless – არის ორგანიზაცია ამერიკაში, რომელიც იცავს უსახლკაროთა უფლებებს.

გააზიარეთ საოციალურ ქსელებში
Facebook
Twitter
Telegram
შეიძლება დაინტერესდეთ