ILO: გლობალური ეკონომიკა ვეღარ ქმნის ღირსეულ სამუშაო ადგილებს

Share on Facebook38Share on Google+0Tweet about this on Twitter0Share on LinkedIn0Email this to someone

11
შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ მომზადებული ყოველწლიური პროგნოზის (World Employment And Social Outlook 2018)  მიხედვით, გლობალური უმუშევრობის ზრდადი მაჩვენებელი 2018 წლისათვის დასტაბილურდება, თუმცა მსოფლიოში ღირსეული სამუშაო ადგილების დეფიციტია, რაც ზრდის მომუშავე ღარიბთა რაოდენობას.

2017 წელს, მსოფლიოში უმუშევრობის საერთო დონემ 5,6 %-ს მიაღწია – რაც 192 მილიონ უმუშევარ ადამიანს გულისხმობს, თუმცა შრომის საერთაშორისო კრიტერიუმით დათვლილი უმუშევრობის დონე თავის თავში მოიაზრებს თვითდასაქმებულებსაც – რომელთა რიცხვი ხშირად დაქირავებულთა რიცხვზე მაღალია განვითარებად და პოსტ-ტრანზიციულ ქვეყნებში, რაც , თავის მხრივ, არასტაბილურ შემოსავალსა და შრომის კანონმდებლობით განსაზღვრული სოციალური მექანიზმების არქონას ნიშნავს. შესაბამისად, გლობალური უმუშევრობის დონე  – ბოლომდე ვერ ასახავს ზუსტ სურათს.

ILO საუბრობს იმაზეც, რომ მიუხედავად გლობალური უმუშევრობის დონის დასტაბილურებისა, რაც 2008 წლის შემდგომ პირველად ხდება, სამუშაო ადგილები სოფლის მეურნეობისა და წარმოების სექტორში უფრო და უფრო მცირდება მთელი მსოფლიოს მასშტაბით, მომსახურების სფერო კი წამყვან სექტორად რჩება. მომსახურების სფერო, ყველაზე მზარდი დამსაქმებელი, ძირითადად ქმნის არასტაბილურ, დროებით, დაბალანაზღაურებად სამუშაო ადგილებს – შესაბამისად, გლობალურ შრომით ბაზარზე ღირსეული სამუშაო ადგილების დეფიციტია და ძალიან მაღალია მომუშავე ღარიბების რაოდენობა, განსაკუთრებით განვითარებად ქვეყნებში, სადაც ყოველი 4 დასაქმებულიდან 3 მომუშავე ღარიბია.  2017 წელს, მომუშავე ღარიბების რაოდენობამ მსოფლიოს მასშტაბით 1, 4 მილიარდს მიაღწია.

კვლავ დაბალია ქალთა მონაწილეობის დონეც – შრომის ბაზარზე, კაცებთან შედარებით და მათი ანაზღაურება თუ სამუშაო ადგილების ხარისხი – მათივე კოლეგა მამაკაცებთან შედარებით, ბევრად დაბალია.

დოკუმენტში შეგიძლიათ დეტალურად გაეცნოთ გლობალური უმუშევრობისა და დასაქმების 2018 წლის ტენდენციებს განვითარებული და განვითარებადი ქვეყნების, თუ კონტინენტური დაყოფის, ასევე დასაქმების სხვადასხვა სექტორების მიხედვით.

Share on Facebook38Share on Google+0Tweet about this on Twitter0Share on LinkedIn0Email this to someone

კომენტარები

Comments are closed.