ღია წერილი ბიზნესმენებს და საქველმოქმედო ორგანიზაციებს

ჩვენ, „საზოგადოებრივი სოლიდარობის“ წევრები, წარმოვადგენთ საინიციატივო ჯგუფს, რომლის მიზანია დაეხმაროს უკიდურესად გაჭირვებულ – მრავალშვილიან ოჯახებს, რომლებიც ხშირად დგანან შიმშილობისა და სახლ–კარის დაკარგვის საფრთხის წინაშე. სწორედ ამიტომ, ჩვენ ვცდილობთ ამ ადამიანების გასაჭირი საზოგადოებრივი ყურადღების საგანი გავხადოთ და მოქალაქეების თანამონაწილეობით გადავჭრათ მათი პრობლემები.

აღნიშნულმა საინიციატივო ჯგუფმა ბოლო ორი თვის განმავლობაში, ჯამაძეების ოჯახის დასახმარებლად უკვე ჩაატარა ექვსი საქველმოქმედო ღონისძიება, როგორებიცაა სხვადასხვა ხელნაკეთი ნივთებისა და წიგნების გამოფენა–გაყიდვა, საქველმოქმედო კონცერტები და პოეზიის საღამოები. შემოსულმა თანხამ ჯამში 1520 $ შეადგინა.

მერი ჯამაძე, მეუღლესთან და ოთხ შვილთან ერთად ქ. ქუთაისში, ვაკის უბნის დასახლებაში ცხოვრობს. ქალბატონი მერიც და მისი მეუღლეც უმუშევრები არიან. მათ საარსებო წყაროს სოციალური დახმარება წარმოადგენს.

წელიწადნახევრის წინ, ოჯახმა ჰემოფილიით დაავადებული რვა წლის შვილის სიცოცხლის გადასარჩენად, რომელსაც ფსიქიკური აშლილობა აქვს, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია Credit + Georgia-სგან იპოთეკური სესხი აიღო 1500 $ -ის ოდენობით. მ/წლის გაზაფხულზე, პროცენტის გადაუხდელობის გამო ოჯახს დამატებით 1000 $–ის ჯარიმა დაეკისრა, ასევე აღნიშნულმა საკრედიტო ორგანიზაციამ ოჯახს კრედიტის გაგრძელების უფლება ჩამოართვა, რის შედეგადაც ჯამაძეების ოჯახი საცხოვრებელი სახლის დაკარგვის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა.

ჩვენს მიერ ჩატარებული საქველმოქმედო ღონისძიებების მეშვეობით მოვახერხეთ 1520 $–ის შეგროვება, თუმცა ეს თანხა არ არის საკმარისი აღნიშნული კრედიტის დასაფარად. თანხის გადაუხდელობის გამო ნებისმიერ დროს შეიძლება ოჯახს სახლი გაუყიდონ. კრედიტის სრულად დაფარვისთვის ზემოთაღნიშნულ საკრედიტო ორგანიზაციასთან მოლაპარაკებების შედეგად, ჯამაძეებს ორი კვირიანი ვადა მიეცათ, რომ დარჩენილი 1150 $ გადაიხადონ და ბინა საბოლოოდ დაიბრუნონ.

საინიციატივო ჯგუფის წევრები, ვაცნობიერებთ, რომ არსებულ ვითარებაში, საერთო საზოგადოებრივი სოლიდარობა ასეთი ოჯახებისთვის ერთადერთი იმედია. აღნიშნულ შემთხვევაში, საქმე გვაქვს სოციალური კატასტროფის საშიშროებასთან, რომელიც ჩვენ, ამ ქვეყნის მოქალაქეებმა არავითარ შემთხვევაში არ უნდა დავუშვათ. 
ამიტომ, დიდი იმედი გვაქვს ჯამაძეების ოჯახის პრობლემა არ დარჩება ბიზნესის, არასამთავრობო სექტორისა და საქველმოქმედო ორგანიზაციების ყურადღების მიღმა. თქვენი დახმარების გარეშე ფაქტობრივად შეუძლებელი იქნება ამ პრობლემის გადაჭრა.

უმორჩილესად გთხოვთ, თქვენი წვლილი შეიტანოთ ჯამაძეების ოჯახის გადარჩენაში.

საკონტაქტო მისამართი: “საზოგადეობრივი სოლიდარობა”

geosolidarity@gmail.com

 

საბანკო ანგარიშებია: 

TBC ბანკი 

GE86 TB70 0000 0365 1768 53 (ლარის ანგარიში)

GE43 TB70 0000 0366 1705 19 (დოლარის ანგარიში) 

GE86 TB70 0000 0366 1705 21 (ევროს ანგარიში)

 

ვიდეომასალა ჩატარებულ აქციებზე
http://www.radiotavisupleba.ge/media/video/24632221.html

http://liberali.ge/video/[field_source-title-raw-71

გააზიარეთ საოციალურ ქსელებში
Facebook
Twitter
Telegram
შეიძლება დაინტერესდეთ