დღეს თსუ-ში ჰოლანდიელი პოლიტოლოგის წიგნის განხილვა გაიმართება

Share on Facebook32Share on Google+0Tweet about this on Twitter0Share on LinkedIn0Email this to someone
tsu1b002დღეს, ხუთშაბათს, 22 ივნისს, 19:00 სთ-ზე, თსუ-ს პირველი კორპუსის #214 აუდიტორიაში.

ანალიტიკური მედია პლატფორმა European.ge საერთაშორისო ბესტსელერი წიგნების განხილვას იწყებს. ზაფხულის განმავლობაში ჩვენ წარმოდგიდგენთ წიგნებსა და ავტორებს, რომელთა იდეებმა და ნაშრომებმა დიდი გავლენა იქონია მსოფლიოში მიმდინარე პოლიტიკურ და ეკონომიკურ დებატებზე, მათ შეძლეს და სრულიად ახალი პერსპექტივიდან დაგვანახეს მნიშვნელოვანი საკითხები.

► დღევანდელ შეხვედრაზე ჩვენ განვიხილავთ:

► მარიკე დე ხოდეს წიგნს: “ღირსება, იღბალი და რწმენა – ფინანსური სფეროს გენეალოგია,” (2005 წ).

► წიგნში ავტორი ფინანსური სფეროს იმ ისტორიას წარმოგვიდგენს, რომელზეც ხშირად არ წერენ და ამ საკითხს ისეთ კონტექსტში (კულტურულ, პოლიტიკურ და მორალურ) განიხილავს, რომელიც ასევე ხშირად უგულებელყოფილია. თუ დღევანდელი ფინანსური ბაზრების საქმიანობის დიდი ნაწილი მე-18 და მე-19 საუკუნეების ევროპასა და ამერიკაში სპეკულაციად, თაღლითობად მიიჩნეოდა და იკრძალებოდა, დღეს იგივე საქმიანობა ლეგიტიმურობით და დიდი რეპუტაციით სარგებლობს. სწორედ ფინანსური სფეროს რეპუტაციის ტრანსფორმაციის ამ გრძელ გზას იკვლევს ავტორი, აანალიზებს ფინანსური ბაზრების საწყისებს, მეთოდებს და კითხვის ნიშნის ქვეშ სვამს მის მორალურ საფუძველს.

► ეს წიგნი გვაფიქრებს ფინანსური მეცნიერების ობიექტურობაზე, ასევე ფინანსური ბაზრების საქმიანობის ლეგიტიმურობასა და ‘ნორმალურობაზე’. წიგნის ავტორის შრომა ნამდვილად დასაფასელია. მან სრულად გამოიკვლია ფინანსების და ფინანსური ბაზრების ისტორია, თუ რა გზა გაიარა ფინანსურმა სფერომ სპეკულაციებიდან დღეს ლეგიტიმურ და სოლიდურ სფეროდ ჩამოყალიბებამდე და ამით თავი დაიმკვიდრა აკადემიაშიც. ეს წიგნი კითხვის ნიშნის ქვეშ სვამს ბევრ საკითხს. ეს საკითხები საქართველოს რეალობითვისაც ძალიან საინტერესოა იმის ფონზე, რომ ჩვენთანაც ფინანსური სფერო ფაქტიურად ყველაზე ძლიერი ძალა გახდა. ეკონომისტებს და ფინანსისტებს ხშირად ასეთ ისტორიებსს არ ასწავლიან, შესაბამისად პროფესორ მარიკეს შრომა კიდევ უფრო საინტერესოს ხდის მას.

მარიკე დე ხოდე ამსტერდამის უნივერსიტეტის პოლიტიკური მეცნიერებების დეპარტამენტის პროფესორია. მან დოქტორის ხარისხი პოლიტიკური მეცნიერებების სფეროში ნიუკასტლის უნივერსიტეტში დაიცვა 2001 წელს.

► მოწვეული მომხსენებელი:

► ია ერაძე, კასელის უნივერსიტეტის პოლიტიკური მეცნიერებების დოქტორანტი. მისი დისერტაციის თემა გახლავთ – “დოლარიზაცია და შინამეურნეობების ვალი უცხოურ ვალუტაში საქართველოში” (სამუშაო სათაური). კასელის უნივერსიტეტშივე დაიცვა მან მაგისტრის ხარისხიც. მისი სამაგისტრო ნაშრომი გახლდათ: “საკრედიტო სარეიტინგო სააგენტოების ძალაუფლება სახელმწიფო ობლიგაციებთან მიმართებაში.” ია ერაძის კვლევის ინტერესის სფეროებია – ფინანსიალიზაცია, მდგრადი განვითარება (უფრო კონკრეტულად მდგრადი განვითარების ინვესტიციები).

 
დასწრება თავისუფალია.
Share on Facebook32Share on Google+0Tweet about this on Twitter0Share on LinkedIn0Email this to someone

კომენტარები

დატოვე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

*