დემოკრატიზაციის მტერი – ელიტების ფაშიზმი

Share on Facebook309Share on Google+0Tweet about this on Twitter0Share on LinkedIn0Email this to someone

ქართულ დემოკრატიას ყავს ერთ-ერთი ყველაზე ვერაგი მტერი _ ელიტები, რომლებიც ყველაზე ნაკლებად არიან დაინტერესებულნი საზოგადოების გახსნილობასა და მოქალაქეთა თანასწორობაში.

ელიტები შეიძლება შეიქმნას ყველა ფენაში და ყველა სფეროში _ პოლიტიკაში, მედიაში, არასამთავრობო სექტორში, კულტურაში და ა.შ. მათი უმთავრესი მიზანია ექსკლუზიურობის შენარჩუნება და მისი ძალაუფლებასა ან ფულში კონვერტირება.udzika

ასეთი ელიტები თავისთავად არ არიან დაინტერესებულნი საზოგადოების განვითარებაში, რადგან ამ შემთხვევაში მათი ელიტურობა დაიკარგება. ელიტებს არ გააჩნიათ სოციალური ან კლასობრივი წინაპირობა _ საშიშია თავად საზოგადოების სეგრეგაცია ელიტად და არაელიტად, იმისდა მიუხედვად ეს ელიტა შეძლებულიათუ ღარიბი, გაუნათლებელია თუ განათლებული…

თავად ელიტები საკუთარ მნიშვნელობას ხსნიან და ამართლებენ საზოგადოების წინამძღლობის გარდაუვალი აუცილებლობით. ისინი თვლიან, რომ მათი რჩეულობა დანარჩენი მასის _ მდაბიო უმრავლესობის გადარჩენისა და პროგრესის  კანონზომიერებაა. ისინი მასისგან ითხოვენ მორჩილებასა და დამჯერობას _ მათ “უკეთ იციან”, რა არის უკეთესი “მასისთვის”.

ისინი ებრძვიან “ელიტების” მტრებს, რათა საფრთხე არ შეექმნას მათ, დემოკრატობაში  შეფუთულ ელიტარულ ფაშიზმს.

დემოკრატიზაციას საქართველოში ამუხრუჭებს რამდენიმე ასეთი ფაშისტური ელიტა:

პოლიტიკური კარტელები;

შუაშისტი ექსპერტების კარტელები;

მედია კარტელები;

არასამთავრობოთა კარტელები;

კულტურის და ხელოვნების მოღვაწეთა კარტელები;

 

პოლიტიკურ კარტელებში თავმოყრილ პოლიტიკოსებს არ სურთ სხვა, ახალი თაობის პოლიტიკოსების შემოსვლა, რადგან იმ ახლებს შეუძლიათ ჩააჩოჩონ ძველები თავისი მეტი ცოდნით, განათლებით, კრეატიულობითა და იდეალებით. რომელ ელიტარულ პოლიტიკოსს გაუხარდება ჩაჩოჩება?

შუაშისტი ექსპერტები არიან დემოკრატიზაციის მტრები. ისინი აკრიტიკებენ ყველას და ყველაფერს და საზოგადოებას უკლავენ პოლიტიკური აქტიურობის სურვილს, ნერგავენ ნიჰილიზმს და შესაბამისად ხელს უწყობენ ავტორიტარიზმს. შუაშისტების მთავარი მტერია საზოგადოების დაყოფა ინტერესთა სფეროებად. საზოგადოება ვერ იქნება და არც უნდა იყოს შუაშისტი, ის უნდა გადანაწილდეს ინტერესების სფეროებად და შემდეგ იბრძოლოს საკუთარი ინტერესებისთვის, მხოლოდ ასე შეიძლება პოლიტიკური და სამოქალაქო კულტურის გაზრდა და არა შუაშისტობით, რომელიც არანაირ კავშირში არაა დემოკრატიასთან, სამაგიეროდ ძალიან ახლოა ნარცისიზმთან, უპასუხისმგებლობასთან და ამ უპასუხისმგებლობის ნიადაგზე აღმოცენებულ ფაშიზმებთან.

მედია-ელიტები ხელს უშლიან მედიის პროფესიონალიზმის განვითარებას. მათ კარტელებში მყოფი “ვარსკვლავები” არ არიან დაინტერესებულნი სიტუაციის შეცვლით, ტოკ-შოებში პრობლემების უფრო სიღრმისეული განხილვით და საზოგადოებისთვის მეტი ინფორმაციის მიწოდებით. რაში სჭირდება დღეს პოპულარულ მაგრამ “ცარიელ” ტელეწამყვანს მედიაში უფრო მაღალი სტანდარტების დაწესება? ის ხომ ვეღარ გაუწევს კონკურენციას სხვა, უფრო ძლიერ ჟურნალისტს? ამიტომეს მედია-ელიტა ბოლომდე იბრძოლებს რათა ქვეყანაში ყველაფერი ისევე იყოს როგორც არის: “ცარიელი” ჟურნალისტი სტუმრად მოიწვევს მასსავით “ცარიელ” პოლიტიკოსს და ერთად ისაუბრებენ ცარიელ  თემებზე. ამას უყურებს მაყურებელი და  ფიქრობს  _ ეტყობა, ესეთი სახე აქვს პროფესიონალურ მედიას დემოკრატიულ ქვეყნებში, ეტყობა ეს _ ზედაპირული, არაფრის მომცემი თემებია მნიშვნელოვანი დემოკრატიულ ქვეყნებში და საერთოდ _ ეტყობა ასეთი ზედაპირული და არაფრის მომცემია თავად დემოკრატიაც!

ამიტომაც ფარისევლობაა მედია ელიტის გაკვირვება _ “რატომ არსებობს ქართულ საზოგადოებაში ხალხი რომელიც არ უკრავს ტაშს ქვეყნის ევროპისკენ მსვლელობასო?!”

იმიტომ,რომ სწორედ ამ პოლიტიკური და მედია ელიტების დამსახურებით დღემდე გრძელდება დემოკრატიის არსის დამახინჯებული მიწოდება ხალხისთვის. ჟურნალისტიკა

ამ მედიაში კვლავ გრძელდება განათლებას მოწყურებული ახალგაზრდა, მათ შორის რეგიონის ჟურნალისტების ჩაჩოჩება საკუთარი თავის გადასარჩენად.

გრძელდება მედია-ელიტის კარტელის დასაცავი ახალ ახალი ილეთების მოგონება და ამის გასაღება “მედიის დამოუკიდებლობად”. ხოლო იმისთვის, რომ ამ ჩამყაყებულ ელიტებს პრობლემა არ შეექმნას თავად მედიის წრიდან _ ელიტებში არმყოფი ჟურნალისტებისგან, მედია-ელიტები შეიარაღდნენ  “კოლეგიალობის” და “ჟურნალისტური სოლიდარობის” _ ტერმინებით, რომელიც მედიის ელიტას ახსენდება საკუთარი ინტერესების დასაცავად. მაგრამ თუ დასაცველია ელიტაში არშესული,  მაშინ  “ჟურნალისტური სოლიდარობა” არ მუშაობს. სააკაშვილის პერიოდში კოლეგიალობის და სოლიდარობის იგნორირების არაერთი მაგალითი დაფიქსირდა.

სწორედ ამ ფსევდოკოლეგიალობის და “ჟურნალისტური სოლიდარობების” გამოა, რომ ქართული მედია ვერ ვითარდება, ვერ ახერხებს საკუთარი პრობლემების გადაჭრას და რჩება მედია-ელიტების კაპრიზების მძევლად. ეს კი აზარალებს დემოკრატიზაციის პროცესს, მაშინ როცა ზუსტად მედიის სამოქალაქო ვალდებულებაა _ ხელი შეუწყოს თუნდაც მისივე არსებობისთვის საუკეთესო გარემოს _ დემოკრატიის გაძლიერებას.

არასამთავრობოთა ელიტარული კარტელები _ ვითომ სამოქალაქო სექტორის განმავითარებლები და რეალურად ამ სექტორის გახსნის მთავარი მტრები არიან. 20 წლის განმავლობაში რა შედეგი დადეს ელიტარულმა ენჯეოებმა? იქნებ სააკაშვილის დიქტატურაზე მოხდა ზეწოლა? სააკაშვილის ხელისუფლება დაამთავრა ოცნების კოალიციამ და ხალხმა, მაგრამ  არა არასამთავრობო სექტორის ელიტამ, რომელსაც წესითიმ 9 წლის განმავლობაში ევროპა და აშშ უნდა აეწრიალებინა ჯალათი რეჟიმის მხრიდან ქვეყნის ფეხქვეშგათელვის გამო, ამის ნაცვლად აშშ-ს პრეზიდენტი საქართველოში ჩამოვიდა და სააკაშვილს “დემოკრატიის შუქურის” აშენება მიულოცა. სანამ არ დაინგრევა არასამთავრობოთა ელიტური კარტელები, მანამდე ეს სფერო დარჩება გრანტების გადანაწილების და ფულის კეთების კონვეირად.

 

კულტურის და ხელოვნების კარტელი _ ერთ ერთი ყველაზე გავლენიანი ელიტისტური გაერთიანებაა. ერთი პერიოდი ის თავს ასაღებდა ერის ავანგარდად, რეალურად კი მუდამ პარაზიტობდა ყველანაირ ხელისუფლებაზე. ეს მაშინ, როცა ქვეყანაში ყველა ხელისუფლება ერთმანეთისგან რადიკალურად იყო განსხვავებული, ეს კარტელები კი ახერხებდნენ ყველასთან არათუ ადაპტაციას, არამედ სარფიან პარაზიტობასაც. როგორ შეიძლება ავანგარდად ჩაითვალოს ისეთი “ელიტა”, რომელსაც არ გააჩნია არანაირი პრინციპები და ღირებულებები, რომლის პოზიციას განსაზღვრავს არა იდეალები,არამედ ინტერესები _ კონკრეტული დროის პერიოდში კონკრეტული მმართველი ძალა და ინდივიდები? იდეალების გარეშე დემოკრატია არ არსებობს, ასეთი მერკანტილური ბოჰემა კი საზოგადოების ბალასტი და დემოკრატიის მკვლელია.

2011-2012 წლებში სააკაშვილი ხშირად იმეორებდა, რომ საქართველოში შექმნა მერიტოკრატია და რომ ქვეყანას ღირსეულები მართავენ. რამდენად ღირსეულები იყვნენ ის მმართველები, რომლებმაც ქვეყანა საკონცენტრაციო ბანაკად აქციეს, ეს სხვა თემაა.

აქ მნიშვნელოვანია, დღესაც ნაციონალური მოძრაობის ორბიტაზე არსებული “ინტელექტუალური ავანგარდის” რწმენა, რომ ქვეყნის დემოკრატიზაცია ღირსეულთა და რჩეულთა საქმეა და არა“ბიომასის”, “ბნელების”, “სოფლელების”, მდაბიოთა და უბრალო მოკვდავთა საქმე.

თანამედროვე სამყაროში დემოკრატიებში მერიტოკრატიული მმართველობა არ არსებობს და თუ მის დამყარებას ვინმე ეცდება, უკეთეს შემთხვევაში დაამთავრებს როგოც სააკაშვილი, უარეს შემთხვევაში, როგორც პოლ პოტი.

მერიტოკრატია არის ნეოლიბერალების მხრიდან მათი ვიწროკლანური ოლიგოპოლიური დიქტატურის გამართლების მცდელობა და მეტი არაფერი. მთელი ეს ელიტარული მედია, კულტურული ბოჰემა, შუაშისტური ექსპერტობა, ენჯეოშნიკური კლანები ემსახურებიან მხოლოდ საკუთარ პრივილეგიებულ მდგომარეობას და არა დემოკრატიზაციას. ისინი ბევრად უფრო საშიშნი არიან, ვიდრე “სააკაშვილის რეჟიმი”, სააკაშვილის მსგავსები შესაძლოა კიდევ გამოჩნდნენ, მაგრამ მათთვის წინააღმდეგობის არგაწევის წახალისება, ბევრად დიდი დანაშაულია ქვეყნის მომავლის წინაშე.

ელიტების წამალი არსებობს _  ეს არის მათი სრული იგნორირება  და თანასწორი, სოლიდარული, საკუთარი უფლებებისთვის მებრძოლი  და კერპებისგან თავისუფალი საზოგადოების მშენებლობა

Share on Facebook309Share on Google+0Tweet about this on Twitter0Share on LinkedIn0Email this to someone

კომენტარები

Comments are closed.