ამერიკელი ავტორის, დევიდ გრებერის წიგნის განხილვა მზიურის ამფითეატრში

Share on Facebook34Share on Google+0Tweet about this on Twitter0Share on LinkedIn0Email this to someone

David-Graeber-009© European.ge

► ანალიტიკური მედია პლატფორმა European.ge აგრძელებს წიგნების საჯარო განხილვას. შემდეგი საჯარო მოხსენება გაიმართება კვირას, 2 ივლისს, 19:00 სთ-ზე, მზიურის ამფითეატრში.

ჩვენ განვიხილავთ ამერიკელი ავტორის, დევიდ გრებერის წიგნს – “ვალი: პირველი 5 000 წელი.”

რა არის ვალი? არის ის მორალური გაუგებრობა, აუცილებლობა თუ ისეთი რამ, რომლის აუცილებლობაც იდეოლოგიურადაა თავს მოხვეული?

წიგნში საუბარია ვალის ისტორიაზე; თუ როგორ აისახებოდა სხვადასხვა ცნობილ ტექსტებში – ძველი აღთქმა, ახალი აღთქმა, პლატონის სახელმწიფო – ვალის ფენომენი. წიგნში გრებერი გამოყოფს 5 პერიოდს და აღწერს თუ რა დამოკიდებულებებით გამოირჩეოდა თითოეული პერიოდი ვალის და ზოგადად, მევახშეობის მიმართ. მაგალითად, აღმოსავლეთ ჰიმალაის ერთ-ერთ ტომში პატარძალს ორი წელი უწევდა მეძავად მუშაობა კრედიტორის სახლში, რათა ქორწილის ხარჯები დაეფარა.

ეს წიგნი ხაზს უსვამს ვალისა და ისეთი სოციალური ინსტიტუტების ურთიერთობებს, როგორიცაა ბარტერი, ქორწინება, მეგობრობა, მონობა, სამართალი, რელიგია, ომი და მთავრობა. წიგნში დევიდ გრებერი აღწერს სხვადასხვა დიდი და პატარა ცივილიზაციების ისტორიას, ასევე ვალის წარმოშობის ეტაპებს ჯერ კიდევ ჩვ.წ. 3500 წლით ადრე ხანიდან.

greberწიგნის მთავარი არგუმენტი არის ის, რომ „ადამიანური ეკონომიკის“ არაფორმალური, არაზუსტი დავალიანებები ჩანაცვლებულია მათემატიკურად განსაზღვრული, კარგად განხორციელებული ვალის საშუალებით, რომელსაც ახოციელებს სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული სამხედრო და პოლიციური ფორმები. მეორე ძირითადი არგუმენტი არის ის, რომ ფულის სტანდარტული ისტორიისგან განსხვავებით, ვალი წარმოადგენს ვაჭრობის უძველეს საშუალებას. გრებერი ამტკიცებს, რომ მეორე არგუმენტი გამომდინარეობს პირველიდან, რადგან „ბაზარი დაფუძნებულია და შენარჩუნებულია სახელმწიფოს სისტემატიური ძალადობით“.

დევიდ გრებერი არის ლონდონის ეკონომიკური სკოლის (LSE) ანთროპოლოგიის პროფესორი. პროფესორი გრებერი წამყვან როლს თამაშობდა „დაიკავე უოლ-სტრიტის“ (Occupy Wall Street) მოძრაობაში და ხშირად მას მიაწერენ ცნობილ გამოთქმას – „ჩვენ 99% ვართ“.

► მოწვეული მომხსენებელი:

► ოთარ ჭულუხაძე, ფილოსოფოსი. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დოქტორანტი. ოთარი ასევე გახლავთ ბლოგერი ჩვენს ვებგვერდზე. მას ეკუთვნის ცნობილი ფილოსოფოსისა და მწერლის, ალან უოტსის წიგნის – “აღმოსავლური სიბრძნე და თანამედროვეობა” – ქართული თარგმანი.

დასწრება თავისუფალია!

Share on Facebook34Share on Google+0Tweet about this on Twitter0Share on LinkedIn0Email this to someone

კომენტარები

დატოვე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

*