დენი როდრიკი: ბრექსიტი და გლობალიზაციის ტრილემა

Share on Facebook175Share on Google+0Tweet about this on Twitter0Share on LinkedIn0Email this to someone

დანი1წარმოგიდგენთ ჟურნალ Social Europe-ზე 2016 წლის 17 ივნისს ცნობილი თურქი პოლიტეკონომისტის, დენი როდრიკის წერილის თარგმანს.

დენი როდრიკი გახლავთ ჰარვარდის უნივერსიტეტის საერთაშორისო პოლიტეკონომიის პროფესორი. მას მნიშვნელოვანი ნაშრომები აქვს დაწერილი ეკონომიკური ზრდის, გლობალიზაციის და პოლიტიკური ეკონომიკის სფეროებში. მისი კვლევის ცენტრალურ საგანს წარმოადგენს, თუ რა ქმნის კარგ ეკონომიკურ პოლისებს და რატომ არის ზოგიერთი მთავრობა უფრო წარმატებული ამ პოლისების განხორციელბისას ვიდრე სხვა.

© European.ge

არც თუ ისე ბევრი რამ მაქვს დაწერილი ბრექსიტის შესახებ, ვინაიდან არ ვთვლი რომ გამაჩნია რაიმე მყარი ან განსაკუთრებით კარგად ინფორმირებული ხედვა ამ საკითხთან დაკავშირებით. მე პირადად ვიმედოვნებ, რომ ბრიტანეთი ევროკავშირში დარჩენას გადაწყვეტს. ჩემი ეს სურვილი კი ეყრდნობა რწმენას, რომ ბრიტანეთის გარეშე ევროკავშირი უფრო ნაკლებად დემოკრატიული და მეტად კატეგორიული იქნება ბრექსითით გამოწვეული ეკონომიკური სიძნელეების გამო.

დიახ, მე ვფიქრობ, რომ გასვლა მნიშვნელოვან ეკონომიკურ საფრთხეს უქმნის ბრიტანეთს (და შესაძლოა მსოფლიო ეკონომიკასაც), თუმცა, მგონია რომ ბრიტანეთის ხაზინისა და ბევრი ბრიტანელი ეკონომისტის მიერ წარმოდგენილ რაოდენობრივ პროგნოზებში ძალიან დიდია ცდომილების ზღვარი. ასევე, სერიოზული კითხვები არსებობს თავად ევროკავშირის დემოკრატიისა და მასში არსებული თვითმმართველობების ბუნებასთან დაკავშრებით.

ამბროს ევანს-პრიჩარდმა (Ambrose Evans-Pritchard (AEP)) დაწერა შესანიშნავი წერილი, რომელშიც ბრექსიტის პოლიტიკურ ასპექტს განიხილავს. ის ნათლად ემიჯნება ბრექსიტის კამპანიის შოვინისტურ და ადგილობრივად დამახასიათებელ ტონს. თავი რომ დავანებოთ სიცრუესა და ფაქტების დამახინჯებებს ბრექსიტის მომხრეების მხრიდან, რეფერენდუმი სერიოზულ საკითხს სვამს იმასთან დაკავშირებით თუ რა სახის მმართველობა ექნება ბრიტანეთს.

„თუ დესტრუქციულ ელემენტებს მოვაშორებთ, საქმე დადის ელემენტარული არჩევანის საკითხამდე: ან უნდა აღდგეს ერის სრული თვითმმართველობა ან განაგრძონ უფრო მაღლა მდგომი სუპერნაციონალური რეჟიმის დაქვემდებარებაში არსებობა, რომელსაც მართავს ევროპის საბჭო და რომლის არც არჩევა და არც შეცვლა ბრიტანელ ხალხს არ შეუძლია, მაშინაც კი თუ ის მუდმივად კრახს განიცდის.

ჩვენ ვიღებთ გადაწყვეტყილებას იმის თაობაზე ვიყოთ თუ არა მართულები კომისიის მიერ, რომელსაც კვაზი-აღმასრულებელი ძალაუფლება აქვს და მუშაობის სტილით მეცამეტე საუკუნის სამღვდელოებას უფრო გავს, ვიდრე თანამედროვე სამოქალაქო სამსახურს. ჩავბარდეთ თუ არა ევროპის სასამართლოს (ECJ), რომელიითხოვს უზენაესობას გასაჩივრების უფლების გარეშე.

ფიქრობთ თუ არა თქვენ რომ ევროპის ერი სახელმწიფოები არიან ავთენტური დემოკრატიის ფორუმები, იქნება ეს ჩვენი ქვეყანა, შვედეთი, ჰოლანდია თუ საფრანგეთი.

პრობლემა ისაა, რომ ევროკავშირი უფრო ტექნოკრატიაა ვიდრე დემოკრატია (ევანს-პრიჩარდი მას ნომენკლატურაუწოდებს). ბრექსიტის აშკარა ალტერნატივა იქნებოდა სრულფასოვანი ევროპული დემოკრატიის აშენება. ამბროს ევანს-პრიჩარდი ახსენებს იანის ვარუფაკისს, რომელიც ბრექსიტის მოწინააღმდეგეა და ემხრობა “ევროპის შეერთებული შტატების იდეას, რომელსაც ექნება ნამდვილი პარლამენტი და მის წინაშე ანგარიშვალდებული არჩეული პრეზიდენტი”. მაგრამ პრიჩარდი ამბობს:

“მე არ ვფიქრობ რომ მსგავსი რამ შესაძლებელი ან სასურველია, და ამჟამად ეს ალტერნატივა არც განიხილება. ევროზონის ექვსწლიანი კრიზისის ფონზე არ გაჩენილა ფისკალური კავშირის შექმნის ნაპერწკალიც კი: არავითარი ევრობონდები, ან ჰამილტონისეული გამოსყიდვის ფონდი, არც ვალების შერწყმა და საბიუჯეტო გადარიცხვები. საბანკო კავშირი ვერ ამართლებს თავის სახელს. გერმანია და კრედიტორი ქვეყნები პოზიციებს არ თმობენ.“

ყველაფერი ამის ხაზგასმას შევეცადე “გლობალური ეკონომიკის პოლიკური ტრილემის“ სქემით, რომელიც ქვემოთაა მოცემული:

ფოტო

აირჩიეთ ნებისმიერი ორი

ამ ტრილემაში ჩანს, რომ დემოკრატია მაშინაა შეთავსებადი ღრმა ეკონომიკურ იტეგრაციასთან, როცა ის შესაბამისად ტრანსნაციონალიზებულია – ამ გამოსავალს ემხრობა ვარუფაკისიც. ამბროს ევანს-პრიჩარდი კი მიიჩნევს, რომ დემოკრატიული და ანგარიშვალდებული ევროპული სუპერ-სახელმწიფოს არსებობა შეუძლებელიცაა და არასასურველიც.

უნდა აღინიშნოს, რომ დაძაბულობა, რომელიც დემოკრატიასა და გლობალიზაციას შორის წარმოიშობა არ არის პირდაპირ კავშირში იმ ფაქტთან, რომ გლობალიზაცია ზღუდავს ეროვნულ სუვერნიტეტს. არსებობს გზები როცა გარე შეზღუდვებს – დემოკრატიული დელეგაციის სახით – შეუძლია არათუ შეზღუდოს, არამედ პირიქით, გაზარდოს დემოკრატია. თუმცა, ასევე არსებობს ბევრი გარემოება, რომლის გამოც გარე წესები ვერ აკმაყოფილებს დემოკრატიული დელეგაციის პირობებს. იხილეთ დისკუსია აქ.

პრიჩარდს სჯერა, რომ ევროპული ნორმები ნათლად მეორე კატეგორიას ეკუთვნის. ევროპული ბიუროკრატიის გარდა, მას განსაკუთრებით აწუხებს ევროპის სასამართლოს (ECJ) – დიდი ძალაუფლება ეროვნულ პოლისებზე, გასაჩივრების უფლების გარეშე. რაც შეეხება ბრიტანეთის მიერ გასვლის არჩევანს: დავამატებ იმას რომ 30-ე პროტოკოლის ქარტიაზე ბრიტანეთის უარი (Opt out) – რაც ტონი ბლერმა თემთა პალატის წინაშე აღწერა – როგორც „აბსოლუტურად ცხადი“, მას შემდეგ უგულვებელყოფილია ევროპის სასამართლოს მიერ.

მე არ გამაჩნია მკაფიო შეხედულება პრიჩარდის არგუმენტის შინაარსზე – აყენებს თუ არა ბრიტანეთის თვითმმართველობას ევროკავშირი ზიანს, ან მოახდინა თუ არა ევროპის სასამართლომ მათი opt out-ის ანულირება. თუმცა ცხადია, რომ ევროკავშირის წესები, რომელიც ერთიანი ევროპული ბაზრის გასამყარებლად იყო საჭირო, გასცდა დემოკრატიული ლეგიტიმაციის საზღვერებს. ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის ან დარჩენის მიუხედავად პოლიტიკური ტრილემა აქტუალური რჩება.

პრიჩარდის თქმით:

„(ევროპული) პროექტი იცლება ეროვნული ინსტიტუციების სისხლისგან, მაგრამ ვერ ახერხებს მათ ჩანაცვლებას რაიმე სანდომიანი/მიმზიდველი ან ლეგიტიმური ფორმით ევროპის დონეზე. ის იშორებს ქარიზმას და ანადგურებს მას. ამგვარად, კვდება დემოკრატია“.

პირველად, გლობალიზაციის ტრილემაზე მაშინ დავფიქრდი, როდესაც 2000 წელს ჟურნალ „ეკონომიკის პერსპექტივების“ სპეციალური გამოცემისთვის მთხოვეს ასწლეულის მანძილზე მსოფლიოს ეკონომიკის ბუნების დახასიათება. მე წარმოვადგინე ეს როგორც პოლიტიკური ანალოგია – ღია-ეკონომიკის მაკროეკონომიკური ტრილემისა, რომელიც კარგად ნაცნობია ეკონომისტებისთვის. (აქ ჩამოთვლილთანგან მაქსიმუმ 2 შეიძლება გვქონდეს: მონეტარული დამოუკიდებლობა, კაპიტალის თავისუფალი მიმოქცევა, კურსის ხელოვნური შენარჩუნება). მაშინაც და ახლაც ვფიქრობ, რომ ეს დიდ წილად განაპირობებს მსოფლიოს პოლიტიკური ეკონომიკის ევოლუციის ფორმირებას.

მაშინ ევროკავშირს ვხედავდი, როგორც მსოფლიო ეკონომიკის ერთადერთ ნაწილს, რომელსაც წარმატებით შეეძლო ჰიპერგლობალიზაციისა („საერთო ბაზარი“) და დემოკრატიის შერწყმა ევროპელი ხალხისა და მმართველობის (demos and polity) შექმნით. იგივე ხედვა, ოღონდ უფრო დიდი სიფრთხილით განვავითარე ჩემს 2011 წელს დაწერილ წიგნში „გლობალიზაციის პარადოქსი“.

თუმცა უნდა ვაღიარო, რომ ვცდებოდი. მეთოდმა, რომლითაც გერმანიამ და კერძოდ ანგელა მერკელმა მოახდინეს რეაგირება საბერძნეთისა და სხვა მევალე ქვეყნების კრიზისებზე, ფაქტიურად დამარხა დემოკრატიული ევროპის იდეა. მერკელს შეეძლო კრიზისი წარმოეჩინა, როგორც ერთ-ერთი უერთიერთდამოკიდებულებათაგანი (რომელშიც ყველას მიგვიძღვის წვლილი და პასუხიმსგებლობაც ერთად უნდა გავიზიაროთ) და გამოეყენებინა ეს როგროც შესაძლებლობა უფრო დიდი პოლიტიკური გაერთიანების შექმნისთვის. ამის ნაცვლად, მან ეს კრიზისი მორალური თამაშის საგნად აქცია და თანაგრძნობა გამოუცხადა პასუხისმგებლიან ჩრდილოელებს – ზარმაცი, მფლანგველი სამხრეთელების წინააღმდეგ. საქმის მოგვარება კი ევროპელ ტექნოკრატებს მიანდო, რომლებიც არავის წინაშე იყვნენ ვალდებულნი და დამღუპველ ეკონომიკურ ზომებს იღებდნენ.

როგორც ბრექსიტის ოპონენტები ხშირად იმეორებენ, ბრიტენეთის ევროკავშირიდან გასვლის ეკონომიკური საფასური საკმაოდ მაღალი იქნება. გონიერმა ხალხმა უნდა გადაწყვიტოს რამდენად გადაწონის ეს საფასური დემოკრატიული თვითმმართველობისთვის მიყენებულ ზიანს. ამბროს პრიჩარდი სრულიად აცნობიერებს რომ მისი არჩევანი გულისხმობს წინასწარ „გაანგარიშებული რისკის“ გაწევას.

ჩემი თაობის თურქებისთვის ევროკავშირი წარმოადგენდა მისაბაძ მაგალითს და ერთგვარ დემოკრატიის შუქურას. ძალიან სამწუხაროა ის ფაქტი, რომ ახლა გვიწევს კანონშემოქმედებითობისა და მართვის იმ სტილის მხარდაჭერა, რომელიც იმდენად დიდ წინააღმდეგობაშია დემოკრატიასთან, რომ ისეთი კარგად ინფორმირებული და გონიერი დამვკვირვებელიც კი როგორიც ამბროს პრიჩარდია, დემოკრატიის აღდგენის ერთადერთ გზად ევროკავშირის დატოვებას მიიჩნევს.

 

– ინგლისურიდან თარგმნა მაგდა ლაბაძემ.

Share on Facebook175Share on Google+0Tweet about this on Twitter0Share on LinkedIn0Email this to someone

კომენტარები

Leave a Comment

Your email address will not be published. Required fields are marked *

*