ბიზნესმენი დევიდ ლი: ეს არ არის თავისუფლების მუხლი, ეს მონოპოლისტების მუხლია

Share on Facebook39Share on Google+0Tweet about this on Twitter0Share on LinkedIn0Email this to someone

david lee

ბიზნესმენი დევიდ ლი კვლავ ეხმაურება კონსტიტუციის 94-ე მუხლის საკითხს და იმ ბიზნეს გაერთიანებებს, რომლებიც მის ამოღებას ეწინააღმდეგებიან. უცვლელად გთავაზობთ მის მიერ გავრცელებულ განცხადებას. ასევე შეგახსენებთ, რომ ვენეციის კომისიის პრეზიდენტმა ჯანი ბუკიკიომ განაცხადა, რომ 94-ე მუხლი გასაუქმებელია.

დევიდ ლი: “რამდენიმე ბიზნესგაერთიანებამ გაავრცელა ერთობლივი წერილი, სადაც ნათქვამია, რომ კონსტიტუციის 94-ე მუხლის არსებული ფორმით შენარჩუნება აუცილებელია ქვეყნის ეკონომიკური ზრდისა და განვითარებისთვის, სტაბილური ბიზნეს და საინვესტიციო გარემოს შენარჩუნებისთვის.

მაგრამ მე აქ ლოგიკას ვერ ვხედავ. გერმანიაში, პოლონეთში, დიდ ბრიტანეთში, ნიდერლანდებში და შეერთებულ შტატებში არ არის ასეთი უჩვეულო მუხლი კონსტიტუციაში, მაგრამ ამ ქვეყნებში არის დაბალი უმუშევრობა და დიდი უცხოური ინვესტიცია.

საერთო ჯამში, მე არ მომწონს, როცა ბიზნესგაერთიანებები წერენ ერთობლივ წერილს, რადგან ყველა ბიზნესმენ არ აქვს ერთი და იგივიე პოზიცია არცერთ საკითხზე. სწორედ ეს არის კონკურენციის პრინციპი: ყველას სურს აკეთოს თავისი საკუთარი ბიზნესი. როცა ეს პრინციპი არ მუშაობს, ხშირად ეს ნიშნავს, რომ სახეზე გვაქვს მონოპოლიზმი.

შეიძლება, ჩემი პოზიცია არ იყოს სწორი. არის შანსი, რომ ევროკავშირის ქვეყნებს უმრავლესობას და აშშ-ს არ აქვთ კარგი კონსტიტუცია ბიზნესის განვითარებისთვის. მაგრამ საქართველოს არ არის დუბაი ან საუდის არაბეთი. ჩვენ არ მივდივართ აღმოსავლეთისკენ, ჩვენ მივდივართ დასავლეთში. ჩვენ გვაქვს დემოკრატია, სიტყვის თავისუფლება და ყველა მოქალაქე სარგებლობს ადამიანის ერთი და იგივე უფლებებით.

94-ე მუხლის არ არის თავისუფლების მუხლი. პირიქით, ის არის მონოპოლისტების მუხლი.”

cxrili


ასევე წაიკითხეთ დევიდ ლის ჩვენს ვებგვერდზე გამოქვეყნებული განცხადება ამ თემასთან დაკავშირებით:

ბიზნესმენი დევიდ ლი: 94-ე მუხლი საქართველოს სახელმწიფო ინტერესებს ეწინააღმდეგება

Share on Facebook39Share on Google+0Tweet about this on Twitter0Share on LinkedIn0Email this to someone

კომენტარები

Comments are closed.