ბრექსიტმა დაგვანახა თუ რამდენად ღრმაა პირველი სამყაროს პრობლემები

David-Lizoainწარმოგიდგენთ ჟურნალ Social Europe-ზე გამოქვეყნებული წერილის თარგმანს.

ავტორის შესახებ: დევიდ ლიზოაინი არის ჰარვარდის უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტის კურსდამთავრებული (2004) და ფლობს ლონდონის ეკონომიკური სკოლის (LSE) მაგისტრის ხარისხს განვითარების მიმართულებით (Development Studies) (2005). ის მუშაობდა ესპანეთში, კატალონიის პრეზიდენტის მთავრობაში ეკონომისტად და არის ესპანეთის სოციალისტური მუშათა პარტიის (PSOE) კატალონიური სექციის წევრი.

© European.ge

ბრექსიტი აღქმულია როგორც გამონაკლისი შემთხვევა, მაშინ როდესაც ის გამოხატავს გაცილებით დიდი პრობლემის სიმპტომს. პირველი სამყარო ეცემა და ეს ხელს უწყობს სახიფათო მოვლენების განვითარებას. პირველი სამყარო აღნიშნავს როგორც ადგილს (მდიდარ, ინდუსტრიულ დემოკრატიებს), ისე იდეების ერთიანობას, რომელიც ლეგიტიმაციას აძლევდა კომუნისტური სისტემის ალტერნატივას: ძლიერ კაპიტალიზმს, ძლიერ და მზარდ საშუალო კლასს, ლიბერალურ დემოკრატიას. ალტერნატივა გაუჩინარდა ერთი თაობის წინ, რომელმაც პირველი სამყარო მისი პირობების შესაბამისად ჩამოშლის პროცესში დატოვა. ეკონომიკები განიცდიან სტაგნაციას და უთანასწორობა მზარდია. მისწრაფებები იმედგაცრუებას განიცდიან, რადგან საშუალო კლასი მცირდება. დემოკრატია შევიწროვებულია ერი–სახელმწიფოს გარეთ არსებული ძალების მიერ, კორუმპირებულია ფულის ზეგავლენით და ინსტიტუციონალურად განდევნილია. სტატუს-კვოს აღარ შეუძლია მისი დაპირებების შესრულება.

ამან ხელი შეუწყო სახიფათო მოვლენების განვითარებას: მასიურ ამბოხებას ელიტების წინააღმდეგ და პოპულისტური ძალების მომრავლებას. რევოლუციებს აქვს ბევრი გამოხატულება, მაგრამ ჩვენ ერთ რამეზე უნდა ვიფიქროთ: მემარჯვენე რადიკალიზმის მომძლავრებაზე, რომელიც ხასიათდება ნატივიზმით, ავტორიტარიანიზმითა და პოპულიზმით. ისინი ძლიერდებიან საარჩევნო ყუთებთან, უფრო მეტად წარმოდგენილები არიან ქუჩებში და მათი დისკურსი სწრაფადვე იკავებს მეინსტრიმს. მისი მომძლავრება შეიძლება აიხსნას ბრექსიტის გამომწვევი სამი ფაქტორით: ფართოდ გავრცელებული ეკონომიკური დაუცველობა, კულტურული მღელვარება და სუვერენიტეტისა და კონტროლის უკან დაბრუნების სურვილი. იმისათვის, რომ ერთდროულად ვებრძოლოთ ნეოლიბერალური გლობალიზაციის ძალებს, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან სახიფათო მოვლენების გამოწვევასა და მემარჯვენე რადიკალიზმის ზრდაზე, სამივე ფაქტორს უნდა მივაქციოთ ყურადღება.

ყველაზე გავრცელებული ახსნა ფართოდ გავრცელებული ეკონომიკური მღელვარებისა არის გლობალიზაციისგან დამარცხებულების თეზისი. გლობალიზაცია აწარმოებს გამარჯვებულებსა და დამარცხებულებს. როგორც ბრანკო მილანოვიჩმა დაგვანახა, ყველამ მოიგო გარდა მდიდარ ქვეყნებში მცხოვრები საშუალო და დაბალი კლასებისა. მაგრამ, ჩვენ შეგვიძლია ამ ლოგიკის ერთი ნაბიჯით განვრცობა: კაპიტალიზმი თავის მხრივ იწვევს გამარჯვებულებისა და დამარცხებულების არსებობას. ეს ხელახლა ვლინდება მაშინ, როცა საქმე გვაქვს ტექნოლოგიური გაუმჯობესებისა და ავტომატიზირების დისტრიბუციის შედეგებთან, რომელიც ურბანული უძრავი ქონების ბუმის შედეგი იყო. ჩვენ მოწმენი ვხდებით არაკომპენსირებული წაგებულების რიცხვის ზრდის. ამაში დამნაშავე არც გლობალიზაციაა, არც ბაზარი და არც კაპიტალიზმი: დამნაშავე არის პოლიტიკა. სოციალური სოლიდარობის ადეკვატური ზომების არ არსებობის დროს, საზოგადოება ითხოვს პროტექციონისტულ პასუხს.

ეს ფონი ხელს უწყობს დემაგოგებს ითამაშონ კულტურული მღელვარებით, ან უფრო დელიკატურად რომ ვთქვათ ემიგრანტები და ეთნიკური უმცირესობები განტევების ვაცებად გამოიყვანონ. როდესაც ტრამპი ჰპირდება „ამერიკის კვლავ დიად სახელმწიფოდ გადაქცევას,“ ის პედალირებს 1950–იანების ნოსტალგიაზე: რასობრივ სეგრეგაციაზე, გენდერული როლების ტრადიციულ დაყოფაზე და გამკაცრებულ მიგრაციაზე. ომის შემდგომი პერიოდის პიკის დროს, პირველი სამყარო ასეთი ძლიერი არ იყო: მსოფლიოს მასშტაბით გაიზარდა ანტი–კოლონიური რევოლუციების რიცხვი, მომრავლდნენ უფლებადამცველი ორგანიზაციები, გამოცოცხლდა ფემინიზმი, ლგბტ აქტივიზმი და ახალგაზრდების რევოლუციები. მასობრივ შეტაკებათა შუაგულში თქვენ ნახავთ გაბრაზებულ თეთრკანიან მამაკაცს, რომელიც იბრძვის სოციალური პროგრესის საათის უკან დააბრუნებისთვის. პირველი სამყაროს უპირატესობის დაცვასა და საკუთარი ხალხის დაცვას შორის ერთი ნაბიჯია. ეკონომიკურ მღელვარებას ლეგიტიმაცია გააჩნია და ის უნდა გადაიჭრას ყველასთვის გარანტირებული ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამებით; კულტურული მღელვარება არ არსებობს და მას უნდა შევეწინააღმდეგოთ. პროგრესული ალტერნატივა ან იქნება მრავლობითი და ინკლუზიური, ან ის საერთოდ არ იარსებებს.

და ბოლოს – კონტროლი. დემოკრატიას მისი ფუნქციონირებისთვის საზღვრები სჭირდება. გლობალურ სამყაროში არსებობს ორი დიდი გამოწვევა – გამკლავება კაპიტალის გადინებასთან და გამკლავება ხალხის გადინებასთან. მათ სჭირდებათ განსხვავებული პასუხები, რადგან მათი სიტუაციები ამჯამად დაუბალანსებელია: ფულს არ სჭირდება ვიზა სამოგზაუროდ, მაშინ როცა ღარიბი ადამიანები ხშირ შემთხვევაში შეზღუდულნი არიან მდიდარ ქვეყნებში გადასვლით. ევროს კრიზისის ევოლუცია გვიჩვენებს კაპიტალის ძალაუფლებასთან გასამკლავებელ ეროვნულ ლიმიტებს; აუცილებელია, როგორც ტრანსნაციონალური კოორდინაცია, ისე კაპიტალის კონტროლი, რათა ბაზრისა და პოლიტიკის მოქმედების სფეროები ერთმანეთს დაემთხვნენ.

ეკონომიკური მღელვარების ფონზე უფრო მეტი მიგრაცია ითარგმნება, როგორც მემარჯვენე რადიკალებისთვის მათი გავლენის გაძლიერების საშუალება. ისინი შემოგვთავაზებენ კედლების სამყაროს საშუალებოთ გაამყარონ იერარქია და გამორიცხვები. მიგრაციაზე მათი პასუხები საფრთხეს წარმოადგენენ როგორც ლიბერალური მსოფლიო წესრიგისთვის, ისე თავად ლიბერალური დემოკრატიისთვისაც. მიგრაციასთან გამკლავება და მემარჯვენე რადიკალიზმის შეჩერება ერთმანეთთან არის დაკავშირებული. ეს პირველ რიგში გულისხმობს უთანასეორობასთან ბრძოლას, რომელიც მიგრაციის ზრდის უპირველესი წყაროა. ერთის მხრივ, აუცილებელი იქნება გლობალიზაციის რეფორმა, რათა ხელი შეეწყოს სამომავლოდ შემოსავლების დაახლოებას (კონვერგენცია) და შეამციროს დაძაბულობის ფაქტორები. მაგრამ, უფრო მეტად მნიშვნელოვანი იქნება ბიძგის მიმცემი ფაქტორები: ისინი სამომავლოდ უფრო გამწვავდება, როგორც გამწვავდა კლიმატის ცვლილების პრობლემები. თუ ეს საკითხები არ მოგვარდა, ათობით მილიონი ადამიანი დაიღუპება, ხოლო ასობით მილიონი ადამიანი გახდება ლტოლვილი. კლიმატის ცვლილების პრობლემის სერიოზულად აღქმა მორალური იმპერატივია, მაგრამ ასევე დაკავშირებულია პირად ინტერესებთან. მემარჯვენე რადიკალიზმი შემოგვთავაზებს ჩაკეტილ ევროპასა და ეკო–აპარტეიდს. მათი შეჩერება მოითხოვს მდიდარი ეკონომიკების სწრაფ დეკარბონიზაციას. როგორც ქვეყნებს შიგნით, ისე ქვეყნებს შორის სოციალური სოლიდარობა აუცილებელია ლიბერალური წყობის დასაძლევად. რედისტრიბუციის უკეთესი მექანიზმები მხოლოდ განახლებული პროტექციონიზმის ალტერნატივებია.

 


ინგლისურიდან თარგმნა გიგა ჭკადუამ.

გააზიარეთ საოციალურ ქსელებში
Facebook
Twitter
Telegram
შეიძლება დაინტერესდეთ