ბრექსიტის პირველი მსხვერპლი ინგლისის მშრომელთა კლასი იქნება

billy_braggწარმოგიდგენთ 2016 წლის 20 ივნისს ბრიტანულ გამოცემა The Guardian-ზე ცნობილი ბრიტანელი მუსიკოსისა და მემარცხენე აქტივისტის ბილი ბრეგის მიერ გამოქვეყნებული წერილის თარგმანს.

ინგლისურიდან თარგმნა ვანო აბრამაშვილმა.

© European.ge

ევროკავშირის დატოვების მომხრე ლიბერტარიანელები გაანადგურებენ კეთილდღეობის სახელმწიფოს. მმართველი კლასისთვის ორი თითის ჩვენების სურვილი გასაგებია, მაგრამ ჩვენ წინააღმდეგობა უნდა გავუწიოთ ყალბ პატრიოტიზმს.

რა ჭირს ინგლისს? ყველამ იცის რომ მსოფლიოში ყველაზე მაღალი დონის ფეხბურთი გვაქვს. სან პაულოდან შანხაიმდე შეხვდებით ადამიანებს, რომელთაც პრემიერ ლიგის გუნდების მაისურები აცვიათ. მაგრამ, ინგლისის ნაკრებს არასდროს მოუგია ევროპის ჩემპიონატის გახსნითი მატჩი. რა აქვს ევროპას ისეთი, რაც ასე ძლიერ გვიკრავს ხელ-ფეხს?

ჩრდილოეთ ირლანდიას და უელსს მაქსიმუმის მიღება შეუძლიათ ჩემპიონატიდან, მაგრამ ინგლისისთვის, გამარჯვების გარდა, ყველაფერი იმედგაცრუებას იწვევს. ჩვენ ვგრძნობთ ისტორიის წნეხს, რომელიც ავისმომასწავლებლად გვაწვება. ინგლისს მოლოდინი აქვს.

პრივილეგიის ამგვარი განცდა საფეხბურთო მოედნის მიღმა კიდევ უფრო ძლიერია. ჩვენმა იმპერიულმა ისტორიამ დაგვიტოვა წარმოდგენა, რომ ჩვენ პატივს უნდა გვცემდნენ, ჩვენი რეპუტაცია წინ უნდა გვიძღოდეს, რამაც საბოლოოდ უნდა უზრუნველყოს ჩვენი ზედა დონეებზე მოხვედრა. სწორედ ასე იყო იმპერიის დროს და ასე იყო მუდმივად გაერთიანებულ სამეფოში. მიუხედავად ამისა, ბოლო ათწლეულში, ევროკავშირის გაფართოებამ, მასში ინტეგრაციამ და თავის თავში დარწმუნებულმა შოტლანდიის დამოუკიდებლობის მომხრეთა მოძრაობამ ეს მოლოდინი ეჭვქვეშ დააყენა. ამის საპასუხოდ ინგლისმა საკუთარ თავზე გადაიტანა ყურადღება.

გასულ წელს ეს დაძაბულობა გამოიხატა თანამედროვეობის ყველაზე ნაკლებად ბრიტანულ არჩევნებში. სტასუს-კვოთი გულგატეხილმა ამომრჩევლებმა შედარებით პატარა პარტიებს დაუჭირეს მხარი. შოტლანდიაში, შოტლანდიის ეროვნულმა პარტიამ დაამარცხა ლეიბორისტული პარტია, მაგრამ ინგლისში მაჟორიტარულმა საარჩევნო სისტემამ ხელი შეუშალა გაერთიანებული სამეფოს დამოუკიდებლობის პარტიის დაწინაურებას (Ukip). ახლა რეფერენდუმმა სათამაშო მოედანი გაათანაბრა. ერთხელ მაინც, ინგლისელი ამომრჩევლების ყველა ხმას რეალურად ექნება მნიშვნელობა. უესტმინსტერის მხრიდან ამდენხნიანი უგულვებელყოფის ფონზე, გასაკვირია რომ ამდენია გაბრაზებული?

წლების განმავლობაში, ახალი ლეიბორისტები მშრომელთა კლასების მხარდაჭერას თვლიდნენ როგორც თავისთავად არსებულს – იმ მცდარი წარმოდგენით, რომ მათ არავინ ყავდათ სხვა, ვისაც ხმას მისცემდნენ – ამასთანავე, მათ ტორები მეურვეობდნენ, რომლებმაც მათ მიჰყიდეს ტყუილი უკეთესი სერვისებისა და დაბალი გადასახადების შესახებ. მომდევნო მთავრობებმა საფუძველი ჩაუყარეს ევროპაში ყველაზე დერეგულირებულ შრომით ბაზარს, გამოუთხარეს რა ძირი იმ ყველაფერს, რაზეც ოჯახებმა საკუთარი კეთილდღეობა დააფუძნეს: რეგულარული სამსახური, გრძელვადიანი საიჯარო საკუთრება, განათლებაზე წვდომა და ადგილობრივი სოციალური სერვისების მხარდაჭერა.

იაფ მუშახელზე მოთხოვნამ გამოიწვია მიგრანტების უპრეცედენტო შემოდინება, რომლებმაც ბინა ისეთ ადგილებში დაიდეს, სადაც სახლების ფასი და ქირა ყველაზე დაბალი იყო. მაშინ, როცა საშუალო კლასებმა იხეირეს ახალმოსულების მიერ მოტანილი შესაძლებლობებით, მათმა არსებობამ დაუცველობის განცდა გამოიწვია მშრომელთა კლასში, რომლებიც ხედავენ თუ როგორი არნახული სისწრაფით იცვლება სამყარო და ღელავენ საკუთარი შვილების მომავალზე. როცა გლობალიზაციის უხილავი ძალებისგან დაუცველებს, ვინმე აძლევს შანსს „დაიბრუნონ კონტროლი“, ისინი დიდი ალბათობით ამის მომხრეები იქნებიან.

ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის ინიციატორები არ არიან მშრომელი ხალხის მეგობრები. ბორის ჯონსონის პერსონალური კრედო – „მე ვემხრობი მქონდეს ჩემი ნამცხვარი და ვემხრობი შევჭამო ის“ – უნდა ყოფილიყო მათი კამპანიის სლოგანი. ისინი ისე სახავენ ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლას თითქოს ის მხოლოდ მოგებას მოიტანს და არავითარი დანაკარგი არ ექნება. ისინი მასებს პირდებიან, რომ ყველაფერი, რაც მოწონთ უკეთესი გახდება, ხოლო რაც ძულთ საერთოდ აორთქლდება, როცა სინამდვილეში ის, რაც გაქრება, იქნება იმ კეთილდღეობის სახელმწიფოს უკანასკნელი ნიშანწყალი, რომელიც მათმა ბაბუებმა და ბებიებმა ააშენეს. დატოვების კამპანია იმართება ლიბერტარიანელების მიერ, რომლებიც თავისუფალი წარმოების სახელით მიისწრაფიან შექმნან იმაზე კიდევ უფრო მერყევი ეკონომიკა, რომელმაც ინგლისის მშრომელთა კლასის ამდენი წარმომადგენელი დაუცველი და იმედგაცრუებული დატოვა.

ევროკავშირის დატოვების მომხრეებმა, მათი მიზნისკენ სწრაფვისას გადალახეს ზღვარი, რომელიც გავლებულია ადამიანების შიშის გამოხატვასა და ამ შიშების სათავისოდ გამოყენებას შორის, აქეზებენ რა მათ შორის გამძვინარებულებს, ვინც თავს გლობალიზაციისგან ჩამორჩენილად აღიქვამს. ამგვარი ტაქტიკის საფრთხის შემცველობა ნათლად გამოჩნდა წინა კვირაში. ისინი, ვინც სიძულვილს პატრიოტიზმის მოსასხამით ნიღბავენ, ჩირქს ცხებენ ჩვენი ქვეყნის დიად მიღწევებს და ძირს უთხრიან იმ პრინციპებს, რომლებზეც ის აშენდა.

მაშინ როცა მათმა გარშემო მყოფებმა გაიძლიერეს საკუთარი იდენტობა დეგენერაციის ხარჯზე, ინგლისელებს – რომლებსაც ამდენი ხანი ყურადღებას არ აქცევდნენ – ყველანაირი უფლება აქვთ ჩათვალონ, რომ უსამართლოდ ექცეოდნენ, და მათი იმპულსური სიფიცხე, რომ რეფერენდუმის გზით ორი თითით შეტყობინება გაუგზავნონ მმართველ კლასს, სრულიად გასაგებია.

მაგრამ თუ ჩვენ პარასკევს გავიღვიძებთ და აღმოვაჩენთ რომ ხმა მივეცით ევროკავშირიდან გასვლას, Brexit-ის კამპანიით გაცხელებული კრიტიკისა და აზრთა სხვადასხვაობის ქვაბს ძალიან მალე, ისევ უკან დაახურავენ სახურავს და ჩვენი საარჩევნო სისტემა კვლავ გააგრძელებს ინგლისელი ხალხის სურვილების ჩახშობას. ისეთი პარლამენტის გარეშე, რომელიც უზრუნველყოფდა ხალხის რეპრეზენტაციას და გაერთიანებული სამეფოს მთავრობის ფორმირების მეთოდის არ ქონის ფონზე, რომელიც უზრუნველყოფდა ყველას მოსმენას, ინგლისელებს კვდლავ დიდი გზა აქვთ გასავლელი მათ ქვეყნაზე კონტროლის ხელახლა დასამყარებლად.

გააზიარეთ საოციალურ ქსელებში
Facebook
Twitter
Telegram
შეიძლება დაინტერესდეთ