ბრანკო მილანოვიჩი: შრომის ღირებულების თეორია – სახელმძღვანელო დამწყებთათვის

branko milaგამოიწერეთ European.ge-ს Facebook გვერდი.

წარმოგიდგენთ გამოცემა Social Europe-ზე გამოქვეყნებული მსოფლიოში ცნობილი ეკონომისტის, ბრანკო მილანოვიჩის წერილის თარგმანს.

რანკო მილანოვიჩი გახლავთ ამერიკელი-სერბი ეკონომისტი, განვითარებისა და უთანასწორობის სპეციალისტი, მოწვეული საპრეზიდენტო პროფესორი ნიუ-იორკის საქალაქო უნივერსიტეტის უმაღლეს სასწავლებელთა ცენტრში და ლუქსემბურგის ერთაშორის მონაცემთა ცენტრის (LIS) უფროსი მეცნიერი, ასევე ყოფილი წამყვანი ეკონომისტი მსოფლიო ბანკის კვლევით დეპარტამენტში.

© European.ge

ეს პოსტი ჩემი ძველი პოსტებისგან განსხვავებულია. ეს არის სახელმძღვანელო დამწყებთათვის, ამიტომაც მე წინასწარვე ბოდიშს მოვიხდი კარგად გაცნობიერებულ მკითხველებთან. ჩნდება კითხვა თუ ეს ასეა, რატომ ვწერ ამ პოსტს? იმიტომ, რომ მე რამდენჯერმე გადავაწყდი მცდარ შეხედულებას “შრომის ღირებულების” შესახებ, რომლებიც აშკარად აგებულია იმ აზრზე თითქოს ამ თეორიის მიხედვით საქონლის ფასი შრომის რაოდენობის პროპორციულია. ეს რომ ეკონომისტებისგან არ მომესმინა არ გავოცდებოდი. ამიტომ, გადავწყვიტე ამ მცირე „ანბანის“ დაწერა.

მარქსის თანახმად, არაკაპიტალისტურ საბაზრო ეკონომიკაში წარმოებული პროდუქცია გაიცვლება იმ ღირებულების მიხედვით, რა ღირებულებაც შეესაბამება აღნიშნულ პროდუქციაში განივთებულ „საზოგადოებრივად აუცილებელ შრომას“, ან, სხვაგვარად რომ ვთქვათ, მათ საწარმოებლად აუცილებელ შრომას. დავიწყოთ ძალზედ მარტივი სიტუაციით,  როდესაც არ არსებობს არანაირი კაპიტალი. მაშინ, როდესაც პროდუქტი A მოითხოვს საშუალოდ 8 საათიან შრომას და პროდუქტი B 4 საათიანს, ღირებულებათა შეფარდება იქნება 2B 1A-ზე. უნდა აღინიშნოს, რომ თუ პროდუქტები იცვლება შრომის („საზოგადოებრივად აუცილებელ) საშუალო რაოდენობაზე, არა ეფექტური მწარმოებელი, რომელიც 10 საათს ანდომებს A პროდუქტის დამზადებას, მიიღებს არა 10 არამედ 8 საათის საზღაურს. პირიქით მოხდებოდა ეფექტური მწარმოებლის შემთხვევაში. ეს იმას ნიშნავს, რომ მწარმოებლები არ ანაზღაურდებიან მხოლოდ მათი შრომითი დანახარჯების მიხედვით, არამედ იმის გათვალისწინებითაც, თუ რამდენად ეფექტურად ასრულებენ ისინი თავიანთ სამუშაოს.

მწარმოებლების მფლობელობაში კაპიტალის გაჩენას მივყავართ მარქსის „მარტივ სასაქონლო წარმოებასთან“. მისი ძირითადი მახასიათებელია ის, რომ დამოუკიდებელი მწარმოებლები კონკურენციას უწევენ ერთმანეთს, მაგრამ თითოეული მხოლოდ საკუთარ სამუშაო ძალას იყენებს (ანუ, ადგილი არ აქვს დაქირავებულ შრომას) და ფლობს წარმოების საშუალებებს. ეს ძალიან ჰგავს ადრეული ამერიკელი კოლონისტების მსჯელობას. მარქსის (ასევე კენეს, სმიტის და რიკარდოს) მიხედვით კაპიტალს უბრალოდ გადააქვს ღირებულება გაცვეთის მეშვეობით, როდესაც მხოლოდ შრომა ქმნის ახალ დამატებით ღირებულებას.  წონასწორული ფასი უდრის w+d+s, სადაც w = ხელფასი, d = ცვეთა, და s = ზედმეტი ღირებულება ან მოგება. სწორედ აქ შორდება ერთმანეთს შრომის ღირებულებისა და ნეოკლასიკური თეორიების გზები, ვინაიდან, უკანასკნელის მიხედვით, s არის კაპიტალის ზღვრული პროდუქტი, მაშინ როდესაც მარქსისთვის უბრალოდ ეს არის  გაწეული შრომის ის ნაწილი, რომელიც აჭარბებს ხელფასს. ეს უკანასკნელი ცნობილია, როგორც შრომის მიერ წარმოებული „ზედმეტი ღირებულება“.

მარქსის მიხედვით შრომას გააჩნია უნიკალური თვისება, რაც ხსნის ზედმეტი ღირებულების წარმოქმნას. კონკრეტულად, შრომის წვლილი ღირებულებაში აჭარბებს იმ პროდუქტებში არსებულ ღირებულებას, რომლებიც აუცილებელია შრომის მიერ წარმოების პროცესში დახარჯული ენერგიის სრული კომპენსირებისთვის. (მარტივად რომ ვთქვათ: თქვენ მუშაობთ 10 საათს, რათა აწარმოოთ 10 დოლარის ღირებულების პროდუქცია, მაგრამ თქვენ გჭირდებათ 5 დოლარის ღირებულების პური, ღვინო, ხორცი და ზეითუნის ზეთი, რათა იგივე კმაყოფილების მდგომარეობაში დაბრუნდეთ, როგორშიც მუშაობის დაწყებამდე იყავით.) რა თქმა უნდა, მარტივი სასაქონლო წარმოების შემთხვევაში, სადაც თითოეული მწარმოებელი ფლობს საკუთარ წარმოების საშუალებებს ეს დაყოფა უხილავია, რადგან s (ზედმეტი ღირებუელება) თავადვე მწარმოებლებს ეკუთვნით. ამიტომაც, აქ ექსპლოატაციას ადგილი არ აქვს, რომელიც დაქირავებული შრომის გამოყენების შემთხვევაში ჩნდება, სადაც w გადახდილია, ხოლო s (ზედმეტი ღირებულება) კაპიტალისტებს რჩებათ.

ამას მართლაც მივყავართ კაპიტალიზმამდე. მარქსი აღნიშნავდა, რომ კაპიტალიზმში ვერ შენარჩუნდება “მარტივი სასაქონლო წარმოების” ფასების სტრუქტურა, რადგან წარმოების სხვადასხვა სექტორები მიიღებდნენ სხვადასხვა უკუგებას საკუთარ კაპიტალზე და აღნიშნავდა, რომ კაპიტალიზმისთვის  დამახასიათებელია (რაც ყველა ნეოკლასიკოსმა ეკონომისტმა იცის) მოგების ნორმის გათანაბრების ტენდენცია წარმოების სექტორებს შორის, ისე რომ ყველა ტიპის პროდუქტის წარმოება, წონასწორობაში, თანაბრად მომგებიანია (რათქმაუნდა რისკების გათვალისწინებით). ზემოთ მოცემული ფასწარმოქმნის სტრუქტურის შესაბამისად, შრომით ინტენსიური დარგები აწარმოებენ უფრო მეტ ზედმეტ ღირებულებას (რადგან უფრო მეტი ადამიანი მუშაობს) და რადგან, ზედმეტი ღირებულება იქცევა კაპიტალისტის მოგებად, შეფარდება ზედმეტ ღირებულებასა და მთლიან კაპიტალს შორის მაღალი იქნება. საპირისპირო მდგომარეობა იქნება წარმოების კაპიტალ-ინტენსიურ  დარგებში.

ასე, რომ წონასწორული ფასები კაპიტალიზმში უნდა განსხვავდებოდეს. მარქსის „წარმოების ფასების“ სტრუქტურიდან გამომდინარე წონასწორული ფასები კაპიტალიზმში უნდა განსხვავდებოდნენ, სტრუქტურა კი ასეთია: w+d+rk, სადაც r= მთლიანი ეკონომიკის საშუალო მოგების ნორმას. ამგვარად, წონასწორობის (ეკვილიბრიუმი) პირობებში წარმოების ყველა დარგი გამოიმუშავებს ერთი და იგივე ოდენობის უკუგებას მასში დასაქმებულ კაპიტალზე (K)  და რაღათქმაუნდა შრომის ყოველი ერთეული ანაზღაურდება ერთნაირად. წარმოების ფასები ზუსტად იგივეა, როგორც მარშალისა და ვალრასის გრძელვადიანი წონასწორული ფასები.

„მარტივ სასაქონლო წარმოების“ პირობებში არსებულ ღირებულებაზე დაფუძნებული ფასების კაპიტალისტურ წარმოების ფასებად გარდაქმნამ, ცნობილი „ტრანსფორმაციის პრობლემა“ („transformation problem”)  წარმოშვა, რომელთან გამკლავებსაც მარქსისტი ეკონომისტების ბევრი  თაობა ცდილობდა. კაპიტალის მესამე ტომის გამოსვლისთანავე ეს პრობლემა სწრაფად შენიშნეს მარქსის კრიტიკოსებმა. დაწყებული აქილევს ლორიათი (რომელიც ალბათ დღეს არავის ეხსომებოდა, ენგელსს მისთვის და მისი კრიტიკისთვის დიდი დრო რომ არ დაეთმო მესამე ტომის შესავალში), დამთავრებული ბიომ ბავერკით. მარქსი გაკრიტიკებულ იქნა მისი არათანმიმდევრულობისა და უუნარობის გამო, ეჩვენებინა თუ როგორ განისაზღვრება ფასები შრომის ღირებულების მიხედვით კაპიტალიზმის პირობებში. „ტრანსფორმაციის პრობლემას“ მიეძღვნა უზარმაზარი ლიტერატურა, თუმცა დაინტერესებულ მკითხველს პრობლემის თავდაპირველ ფორმულირებასთან გაცნობა ბორტკიევიჩთან შეუძლია,  ხოლო პრობლემის გადაჭრის კლასიკურ მაგალითების ნახვა შესაძლებელია მორიშიმას, სრაფას და სხვათა ნაშრომებში.

მაშ ასე, თუკი მარქსი, ვალრასი და მარშალი თანხმდებიან კაპიტალიზმის წონასწორულ ფასზე, სად იჩენს თავს შრომის ღირებულების თეორია? მარქსისთვის ის ვლინდება მხოლოდ აგრეგირებულ (საერთო) დონეზე, სადაც მისი მტკიცებით, ღირებულებათა ჯამი უდრის წარმოების ფასების ჯამს. ამ ორი კატეგორიიდან პირველი განუჭვრეტელი რაოდენობაა, შესაბამისად მარქსის კრიტიკა მართებულია, რადგან  ეს არის ზე მეცნიერული განცხადება, რომლისაც ჩვენ მხოლოდ უნდა ვირწმუნოთ.

თუმცა, ამის მიუხედავად მე ვფიქრობ რომ ზემოთ მოყვანილი მარქსის შრომის ღირებულების თეორიის  მოკლე მიმოხილვიდან  ჩვენ შეგვიძლია სამი მნიშნელოვანი საკითხის გამოყოფა.

პირველი – მარქსის კაპიტალისტური წონასწორული ფასები უტოლდება ვალრასისა და მარშალის გრძელვადიან ფასებს.

მეორე – ჩვენ ძალიან შორს ვართ იმ ირონიული წინადადებებისგან, რომლის მიხედვითაც შრომის ღირებულების თეორია ნიშნავს  იმას, რომ ადამიანების შემოსავლები წარმოდგება შრომითი დანახარჯების შესაბამისად, მიუხედავად იმისა, თუ რა დონის „საზოგადოებრივად აუცილებელი შრომას“ მოითხოვს საქონლის წარმოება.

მესამე – მესამე, ჩემი აზრით მარქსის ნამდვილი წვლილი ამ სფეროში  მდგომარეობს იმის მტკიცებაში, რომ წონასწორული ფასები არ შეიძლება დამოუკიდებელი იყოს წარმოებითი ურთიერთობებისგან. ანუ, იმისგან თუ ვინ ფლობს კაპიტალს და ზოგ შემთხვევაში (მონების) შრომასაც. ორ იდენტურ ეკონომიკაში, რომელთაგანაც პირველი შედგება წარმოების საშუალებების მფლობელი წვრილი მწარმოებლებისგან ხოლო მეორე კაპიტალისტებისგან, მივიღებთ განსხვავებულ შეფარდებითი ფასებს. ჩემი აზრით, ეს უმნიშვნელოვანესი ასპექტია პრე მოდერნული საზოგადოებების შესწავლისთვის.

ეს ასევე მნიშვნელოვანია კაპიტალისტური და არა კაპიტალისტური წარმოების წესებს შორის ურთიერთკავშირის შესწავლისას (მაგალითად როგორიც კოლონიზაციის პროცესი იყო), რადგან წონასწორულ ფასებს შორის განსხვავება სხვადასხვა საკუთრებრივი სტრუქტურების პირობებში ნიშნავს, რომ ორი საზოაგადოების (კაპიტალისტური და პრე-კაპიტალისტური) თანაბარი შესაძლებლობების მიუხედავად, შეფარდებითი ფასები განსხვავებული იქნება. ამიტომ, როცა ინგლისმა და ინდოეთმა დაიწყეს ვაჭრობა (მათი შესაძლებლობები თანაბარიც რომ ყოფილიყო), ზოგიერთი ინდური საქონელი ინგლისურზე უფრო იაფი ეღირებოდა, ხოლო ზოგიერთი უფრო ძვირი. ეს თავის მხრივ იმას ნიშნავს, რომ როდესაც ჩვენ ვეხებით საზოგადოებებს, რომელთა საკუთრებრივი სტრუქტურები განსხვავდება, სავაჭრო შესაძლებლობები მხოლოდ განსხვავებულ შესაძლებლობებზე კი არაა დამოკიდებული, არამედ  წარმოების წესს შორის არსებულ განსხვავებებზეც.

ეს ხშირ შემთხვევაში დავიწყებულია.


ინგლისურიდან თარგმნა ონისე ზივზივაძემ.

გააზიარეთ საოციალურ ქსელებში
Facebook
Twitter
Telegram
შეიძლება დაინტერესდეთ