ბერნი სანდერსი: პოლიტიკური რევოლუცია ამერიკაში

5 მიზეზი, თუ რატომ გახდება ბერნი სანდერსი პრეზიდენტი

ამერიკის შეერთებულ შტატებში მიმდინარე საარჩევნო კამპანია თავის გადამწყვეტ ფაზაში შესვლას იწყებს. ბოლო პერიოდში დემოკრატიული პარტიის ერთ-ერთმა საპრეზიდენტო ნომინანტმა ბერნი სანდერსმა რეკორდულად გაზარდა თავისი მხარდამჭერების რიცხვი, განსაკუთრებით ახალგაზრდებში. ფაქტია, რომ აიოვასა და ნიუ-ჰემპშირის შტატებში გამართული „პრაიმერიზების“ (აიოვაში პარტიული შეხვედრების) შემდეგ, ბერნი სანდერსის შანსი მეორე საპრეზიდენტო ნომინანტის, ჰილარი კლინტონის შანსებს გაუტოლდება.

ბერნი სანდერსმა შეძლო ამერიკელი საზოგადოებრივი აზრის მკვეთრი ცვლილება და საზოგადოების ყურადღების მიპყრობა ფუნდამენტურად მნიშვნელოვანი საკითხებისადმი, როგორიცაა უთანასწორობა, სიღარიბე, უმდიდრესი კორპორაციების გავლენის შემცირება პოლიტიკურ პროცესებზე, რეგულაციების საკითხი, საჯარო განათლებასა და ჯანდაცვაში მეტი სახელმწიფო ინვესტიციები და ა.შ.

ჩვენი აზრით, შემდეგი 5 ფაქტორი ხელს შეუწყობს ბერნის და მისი ათობით მილიონი მხარდამჭერის წარმატებას, საარჩევნო კამპანიაში:

bernie1. აიოვას პარტიულ გამოკითხვაში მიღწეული მაღალი შედეგების შედეგად განპირობებული მედია ყურადღება, მნიშვნელოვნად დაეხმარება ბერნის გამარჯვება მოიპოვოს ნევადასა და სამხრეთ კაროლინის პრაიმერებში.

გამოცემა Los Angeles Times აღნიშნავს, რომ “ისტორიულად, აიოვასა და ნიუ-ჰემპშირის პრაიმერები წარმოადგენს მთელი საარჩევნო კამპანიის მედია ყურადღების ნახევარს, ან იმარჯვებ, ან სახლში მიდიხარ”.

ფაქტია, რომ მედია გამოცემათა უდიდესი ნაწილი ბერნი სანდერსის თანაბარ შანსებზე ალაპარაკდა. აიოვას შედეგმა ბერნი და ჰილარი თანაბრად გაყო. ეს იძლევა იმედს, რომ იმ რეკორდული აზღევების ფონზე, რომელსაც ბერნის საარჩევნო კამპანია აღწევს, მისი არჩევნებში გამარჯვება სრულიად რეალური გახდება.

2. ბერნი სანდერსის პოლიტიკური აღმასვლა და რეკორდულად მზარდი პოპულარობა იმდენად ინერციულია, რომ შემდგომი ორი შტატის პრაიმერში გამარჯვება, მას გადამწყვეტ გამარჯვებას მოუტანს.

ყველაზე მთავარი, რაც ბერნიმ შეძლო ეს არა მედია ყურადღების, არამედ მისი ქარიზმატული კამპანიის შედეგია. მან შეძლო პოლიტიკისგან ინდიფერენტულად მყოფი უამრავი ადამიანის გულსა და გონებაში შეღწევა და მებრძოლი სულის გაღვიძება. ბერნიმ შეძლო 2,3 მილიონი ფინანსური კონტრიბუტორის შეგროვება თავისი კამპანიისთვის. ასეთი შედეგისთვის ამერიკის საარჩევნო ისტორიაში არცერთ საპრეზიდენტო ნომინანტს არ მიუღწევია. ბერნის ბევრად მეტი ამერიკელი უჭერს მხარს, ვიდრე იგივე დონალდ ტრამპს, თუმცა ტრამპისადმი მედია ყურადღება 23-ჯერ დიდია. აიოვას და შემდგომი შტატების პარტიული გამოკითხვის შედეგები ამას რადიკალურად შეცვლის.

3. 2016 წელს, ჰილარი კლინტონის ქვეყნის მასშტაბით ლიდერობა გამოკითხვებში უფრო სწრაფად ეცემა, ვიდრე ეს 2008 წლის საარჩევნო კამპანიის დროს ხდებოდა

რუკა

4. აიოვას შემდეგ, როდესაც ამერიკა აღმოაჩენს, რომ ბერნი სანდერსი უფრო ტედი რუზველტის მსგავსი პოლიტიკოსია, ვიდრე “Fox News-ის სოციალისტი”, მისი მხარდამჭერთა რაოდენობა ბევრად მეტი იქნება, ვიდრე კლინტონისა და ტრამპის.

ყველაზე დამაბრკოლებელი ფაქტორი, რაც მნიშვნელოვნად უშლის ხელს მედია სივრცეში ბერნი სანდერს, არის რესპუბლიკური პარტიის ირგვლივ არსებული შავი პროპაგანდისტული პიარი. სანდერსი დემოკრატი სოციალისტია. აიოვას შედეგები გარდამტეხი იქნება შავი პროპაგანდისტული პიარის მიერ შექმნილი მითების დასანგრევად.

5. ჰილარი კლინტონის გარშემო ატეხილი სკანდალი და FBI-ის მიერ დაწყებული გამოძიება, ნებისმიერ დროს შეიძლება გახდეს ბერნი სანდერსისთვის გარდამტეხი.

ახალი წლის გასვლიდან ცოტა ხანში, ფედერალური გამოძიების ბიურამ უფრო გააფართოვა ჰილარი კლინტონის სახელმწიფო მდივნად მუშაობის პერიოდში ელექტრონულ ფოსტასთან დაკავშირებული სკანდალის გამოძიება. აიოვას შეკრებამდე, პარასკევს სახელმწიფო დეპარტამენტმა პირველად გაასაჯაროვა ოფიციალურად, რომ ჰილარი კლინტონის პირადი ელექტრონული ფოსტის სერვერი შეიცავდა 22 “საიდუმლო კლასიფიკაციის” (Top Secret) მქონე მასალას.

ცხადია, ფედერალური გამოძიების ბიუროს (FBI) მიერ საარჩევნო კამპანიის კულმინაციურ ეტაპზე შესაძლო სკანდალური შედეგებისა და კომენტარების გაკეთება დიდ ზიანს მიაყენებს კლინტონის საარჩევნო კამპანიას.

შეგახსენებთ, რომ ბერნი სანდერსი საპრეზიდენტო კანდიდატად თითქმის ყველა გავლენიანმა პროგრესივისტმა წარადგინა. მათ შორის არის გავლენიანი ეკონომისტი, კლინტონის კაბინეტის წევრი, ყოფილი შრომის მდივანი რობერტ რაიში. ასევე, გავლენიანი პროგრესივისტული გამოცემა The Nation, ერთ-ერთი ყველაზე დიდი პროფესიული კავშირი Communications Workers of America და სხვა.

ბერნის გამარჯვება სრულიად გარდაქმნის არა მარტო პოლიტიკის ვექტორს ამერიკის შეერთებული შტატების შიგნით, არამედ სრულიად შეარყევს და შეცვლის წარმოდგენებს მის ფარგლებს გარეთაც. ეს იქნება ყველაზე დიდი გამარჯვება მემარცხენე პროგრესივისტული მოძრაობის მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

“უთანასწორობის პრობლემა არის ჩვენი დროის ყველაზე დიდი მორალური საკითხი. უთანასწორობა არის ჩვენი დროის ყველაზე დიდი ეკონომიკური საკითხი. უთანასწორობა ასევე არის ჩვენი დროის ყველაზე დიდი პოლიტიკური საკითხი” – ბერნი სანდერსი.

 

წერილი მომზადებულია ამერიკული გამოცემა The Huffington Post-ზე გამოქვეყნებული მასალის მიხედვით.

გააზიარეთ საოციალურ ქსელებში
Facebook
Twitter
Telegram
შეიძლება დაინტერესდეთ