სესხი მომავლიდან

ცნობილი ჩეხი ეკონომისტი, ვაცლავ ჰაველის მრჩეველი ეკონონომიკურ საკითხებში თომას სედლაჩეკი (Tomáš Sedláček) ერთ-ერთ თავის ლექციაში კრედიტს/სესხს დროში მოგზაურობას ადარებს. ის ამბობს, რომ დასავლელი ადამიანების უმრავლესობა თავისი ცხოვრების/კარიერის დასაწყისში დროში მოგზაურობს და დაახლოებით 40-50 წლის ასაკში თავისივე მომავალიდან სესხულობს ფულს. იგი სესხულობს იმ მომავალი ცხოვრებიდან, რომელშიც სავარაუდოდ მან უკვე ყველაფერს მიაღწია. სამაგიეროდ, აწმყოში ის მხოლოდ ახლა […]