ფასების ბუშტი საკუთრებაზე

როგორ იბერება ფასების ბუშტი საკუთრებაზე და რატომ გასკდება? ამერიკის ცენტრალური ბანკი ყიდულობს სახელმწიფო ობლიგაციებს (Quantitative Easing), რითაც სახელმწიფო სესხს აიაფებს (სახელმწიფოს ნაკლები ინტერესის გადახდა უხდება).  ფინანსური კაპიტალი უფრო დიდი მოგების საძებნელად აწყდება აქციების ბირჟას და ყიდულობს სხვა საკუთრებას (სახლებს, მიწას, ა.შ.). საკუთრებაზე (აქციონერულ კაპიტალზე) ფასები მატულობს (აისახება “დოუ ჯონსის” ინდექსის ზრდაზე, მაგალითად), რაც საკუთრებით ვაჭრობას […]

ლიბერალური ფემინიზმის კრიტიკა

მინდა  რაღაც გითხრათ ლიბერალური ფემინიზმის წინააღმდეგ. ამავე დროს ფემინისტური არგუმენტის წინაშე ცნობილი სოციოლოგის გოსტა ესპინ–ანდერსონის  დანებების მაგალითზე მინდა გაჩვენოთ, რომ დომინანტურ დისკურსს თავისთავადი ძალა აქვს საღი აზრის წინააღმდეგ. ამის გაკეთებას ეხლა შევეცდები. ჯერ გეტყვით ვინ არის ესპინ-ანდერსონი, რა არის მისი თეორიის საფუძველი, და მერე გადავალ მის ინტერვიუზე სადაც ამბობს, თუ როგორ შეცვალა სოციალური სერვისების როლის […]

ხარჯეფექტური ჯანდაცვის დაფინანსების სისტემის მნიშვნელობა სამედიცინო ტურიზმის განვითარებისათვის საქართველოში

საქართველოს სურს სამედიცინო ტურიზმის განვითარება. ეს არა მარტო პოლიტიკური განცხადებებიდან ჩანს არამედ პოლიტკური დოკუმენტებიდანაც. გვაქვს კანონი ტურიზმის და კურორტების შესახებ, კანონი საკურორტო ზონების და კუროტული ადგილების სანიტარული დაცვის შესახებ, ხოლო სამედიცინო ტურიზმი სახელმწიფოს რეგიონული განვითარების სტრატეგიის ნაწილია. ამავე დროს, ქვეყანას სურს სინგაპურის განვითრების მოდელს მიბაძოს. ამის შესახებ ქვეყნის პრეზიდენტს არაერთხელ განუცხადებია. არის თუ არა ქვეყნის […]

ნეოლიბერალური საჯარო მენეჯმენტის სიმახინჯე

ალბათ ბევრი თქვენგანი დაფიქრებულა თუ რატომ ხდება, რომ ამ ბოლო დროს საქართველოში მოდაშია საჯარო თანამდებობებზე ისეთი ხალხის დანიშვნა, რომლებსაც მოცემულ სფეროსთან არანაირი კავშირი არა აქვთ. რა აზრი აქვს მთავარ არქიტექტორად ბუღალტრის დანიშვნას? ვისაც ამ კითხვაზე პასუხის მოფიქრება უცდია ალბათ დაინტერესბულა იმითაც თუ რატომ ხდება უმაღლეს სასწავლებლებში კადრების შეფასება ძირითადად რაოდენობრივი მაჩვენებლებით (სტატიების რაოდენობა, მაგალითად). რატომ […]

დემოკრატიის ბედი

ამას წინათ ჯულიეტო კიეზას შესახებ ერთ სტატიას ვკითხულობდი და აღმოვაჩინე, რომ ბევრ რამეში ჩემი შეხედულებები მისას ემთხვევა. მემარცხენე შეხედულებებს ვიზიარებ, მაგრამ ჩემი პროექტი მემარცხენე არ არისო, ასე უთქვამს. მეც იგივეს ვიტყოდი. ჩვენი შეხედულებების ძირითადი დამთხვევა იმაშია, რომ ეკონომიური ზრდის პერსპექტივებს ვუყურებთ პესიმისტურად. თუმცა მე არ ვთვლი, რომ მსოფლიოში ეკონომიკური ზრდა აღარ იქნება. მე მგონია, რომ […]