განვითარება, გლობალიზაცია და ახალი უთანასწორობები საქართველოში

ეს სტატია 2007 წელს გამოქვეყნდა “საზოგადოების კვლევის ცენტრის” კრებულში, გთავაზობთ ხელმეორედ, ვინაიდან აქტუალურობას კვლავ ინარჩუნებს. ევროპული ინტეგრაცია და პოლიტიკის ახალი დღის წესრიგი საბჭოთა კავშირის დაშლისა და დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ქვეყნის ფართო გაგებით დასავლური ორიენტაცია საზოგადოების მიერ პრაქტიკულად უკამათოდაა მიღებული. თუმცა კი ეს დასავლური ორიენტაცია მრავალგანზომილებიანი ცნებაა, რაც მას გარკვეულ იდეოლოგიურ დატვირთვას ანიჭებს. პირველ რიგში ამ […]

ადმინისტრირებიდან – შინაარსისკენ: უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების რეფორმა

ვინაიდან უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების რეფორმის სრული კონცეფციის შემუშავება, როგორც ჩანს, ჭიანურდება, საჭიროდ ჩავთვალე გამოვაქვეყნო ჩემი ხედვა. ეს ხედვა სრულად ითვალისწინებს ბატონი გია დვალის მიერ გამოქვეყნებულ კონცეფციას და არა მის კრიტიკას, არამედ განვრცობასა და დეტალიზებას ისახავს მიზნად. 1. პრობლემის იდენტიფიცირება რეფორმის მიმართულების ჩამოსაყალიბებლად საჭიროა იმ მთავარი პრობლემების იდენტიფიცირება, რომელთა მოგვარებასაც ის ემსახურება. წინა ეტაპის წარუმეტებლობა […]

სამოქმედო გეგმა

გუშინ გამოიკვეთა სააკაშვილის გუნდის მოქმედების სტრატეგია. ისინი გეგმავენ ლეგიტიმური ოპოზიციის სტატუსის მოპოვებას ქართული ოცნების გამარჯვების აღიარების სანაცვლოდ. ფასადურად გათამაშდება “ძალაუფლების მშვიდობიანი გადაცემა”, რომელსაც მოითხოვს დასავლეთი, მაგრამ ფაქტობრივად მაქსიმალურად განხორციელდება დარჩენილ მომხრეთა კონსოლიდაცია და გამარჯვებული ძალის საბოტაჟი. გათვლა კეთდება იმაზე, რომ ამგვარი საბოტაჟის პირობებში მცირე უმრავლესობით გამარჯვებული ქართული ოცნება ვერ მოახერხებს თავისი გეგმების სწარაფად და ეფექტურად […]

ბასტილია უნდა ავიღოთ, თუნდაც სიმბოლურად!

ფაშისტურ გერმანიაში ხალხის უმრავლესობა არ მონაწილეობდა უმცირესობის გენოციდში. მათ ბოლომდე არც იცოდნენ რა მასშტაბის დანაშაულს აფარებდნენ ხელს. მაგრამ ეს დანაშაული არ იყო ცალკე იზოლირებული მოვლენა, რომელიც სხვა მხრივ მოწესრიგებული სისტემის მახინჯ შეცდომას წარმოადგენდა. სისტემა მთლიანად აგებული იყო ძალადობაზე, და ამ ძალადობამ ლოგიკურად მიიღო უკიდურესი გამოვლინება ებრაელთა მასობრივ განადგურებაში. სისტემის ფუნქციონირებას განაპირობებდა ძალადობის ესკალაცია, რომელიც, მართალია, […]

ქვეყნის განვითარების კურსი

 “Их так учат”  Фазиль Искандер  ეპიგრაფში გამოტანილი ფრაზა ხშირად მახსენდება ხოლმე – სამწუხაროდ.  ორიგინალში ვითარება იყო შემდეგი: ორი აფხაზი გაოცებული უსმენენ საბჭოთა კოსმონავტს, რომელიც სუფრასთან აფრქვევს “სწორ” აზრებს, ისეთებს, გაზეთ “პრავდას” რომ დაამშვენებდა.  სტუმრის გასამართლებლად ერთი მეორეს ამ ახსნას სთავაზობს: იხ ტაკ უჩატ, ანუ კოსმონავტს ეპატიებაო. “იხ ტაკ უჩატ” არის ერთადერთი და უკონკურენტო ინტერპრეტაცია, რომლითაც შეიძლება […]

მიმტმასნებლობა და გადამგდებობა

ტყუილია რომ დემოკრატიას ქმნის კონსტიტუცია და საარჩევნო კოდექსი. ერთიც მნიშვნელოვანია და მეორეც, მაგრამ დემოკრატია მაინც ვერ იქნება, თუკი მას აკლია კიდევ ერთი, საკმაოდ ბუნდოვანი, მაგრამ არანაკლებ არსებითი კომპონენტი – პოლიტიკური ქცევის ეთიკა. ყველამ ვიცით, რომ პოლიტიკა არის შესაძლებლის ხელოვნება – მუდმივი ბალანსირება განუხორციელებელ იდეალებსა და ამ იდეალებისგან მეტად შორს მდგარ რეალობას შორის. თუკი ვერ იტან […]

დუბინკებიანნი და უდუბინკოები, ანუ პოლიტიკა

არსებობენ ადამიანები, რომლებსაც ადრე ვიცნობდი, მაგრამ დღეს აღარ ვიცნობ, თუ ვეღარ ვცნობ. ერთერთი მათგანი გია ნოდიაა. იყო დრო, როდესაც ბევრი გვიკამათია, და არ მახსოვს, რომ ამ კამათში წამეგო. ასე, წაუგებელმა გადავინაცვლე ვარდების რევოლუციის შემდეგ ლუზერების საპატიო რიგებში, რამაც კამათს აზრი დააკარგვინა. იმის აქეთ, და განსაკუთრებით 2007 წლის მოვლენების შემდეგ, ჩვენს შორის პოლიციის ჯაჭვი ჩამწკრივდა. ამ […]