ეგვიპტის რევოლუცია და საქართველო

იმ დროს, როცა საქართველოს პრეზიდენტი, მისივე სიტყვებით რომ ვთქვათ _ წლის განმავლობაში ყველზე მნიშვნელოვანი მოხსენებით გამოდიოდა პარლამენტში, ეგვიპტეში პრეზიდენტის თანამდებობიდან გადადგა ჰოსნი მუბარაკი. საინტერესოა, რამ გახადა ეგვიპტის მოვლენები საქართველოში იმდენადსაინტერესო, რომ არათუ მოსახლეობა, მედიაც კი ძლივს აკეთებდა არჩევანს სააკაშვილის გამოსვლის კომენტირებასა და მუბარაკის გადადგომის კომენტირებას შორის. შესაძლოა იმიტომ, რომ როგორც სააკაშვილის მომხრეები, ასევე მისი მოწინააღმდეგეები […]

ტუსაღი საზოგადოების დილემა

ბევრისთვის ცნობილია „ტუსაღის დილემად“ ცნობილი ვითარება, როდესაც ადამიანი კრიზისულ მდგომარეობაში იღებს იმ გადაწყვეტილებას, რომელიც მისთვის ყველაზე ნაკლებად სარისკოა. დილემის წინაშე მდგომის არჩევანი (ზოგჯერ კომპრომისით მორალთან) საკუთარი ინტერესების გასატარებლად მეცნიერულმა კვლევებმა მონათლეს როგორც გარდაუვალი შედეგი, მიუხედავად იმისა, რომ ადამიანის მერკანტილური მოთხოვნების კოოპერაციულ ქმედებასთან თანაარსებობის შესაძლებლობის ქმედითობა ნობელის პრემიებითაა დადასტურებული. მოკლედ, ადამიანმა უნდა მიიღოს გადაწყვეტილება _ ის […]

ვისთვის ან რისთვის გაწირეს თავი ქართველებმა ავღანეთში?

ავღანეთში 4 ქართველი სამხედრო დაიღუპა, პოლკოვნიკი რამაზ გოგიაშვილი, სერჟანტი დავით ცეცხლაძე, კაპრალი გიორგი კოლხიტაშვილი და კაპრალი ნუგზარ კალანდაძე ნაღმზე აფეთქდნენ.  საქართველოს სახელისუფლებო მედია შეეცადა სხვა თემებით(რასმუსენის ვიზიტი, დედ ხასანას მტრები, კულტურის მინისტრის ინიციატივა..)გადაეფარათ ეს ამბავი, მაგრამ დამალვა შეუძლებელი იყო. ამიტომაც საჭირო გახდა რამენაირად გამართლებულიყო სხვების ომებში გაღებული მორიგი მსხვერპლი. ოფიციალური მწუხარების გამოხატვა ყველაზე ოპტიმალური გამოსავალი […]

მაოხრებელი მკვდრის არასაიდუმლო სირობა

თვეების განმავლობაში ოპოზიციისგან ყოველმხრივ რეკლამირებული წარმომადგენლობითი სახალხო კრება მკვდარშობილი დაიბადა. მშობელიც და მკვლელიც თავად ოპოზიცია აღმოჩნდა. მიტინგზე შეკრებილ 10 ათას ადამიანს ოპოზიციამ და ოპოზიციურმა საზოგადოებრივმა ელიტამ კონკრეტული მოქმედების გეგმის ნაცვლად შესთავაზა თავისი თავი, ახალ ამპლუაში გამოწყობილი ძველი სახეები, ხოლო  ხელისუფლების შეცვლის დაპირება დაპირებადვე დარჩა, რეალური ცვლილებების მოლოდინში მყოფი საზოგადოება პირში ჩალაგამოვლებული დატოვეს. წარმომადგენლობითი სახალხო კრების […]

რაღაცა გამოჩნდება

   ადამიანი იმედით ცოცხლობს, განსაკუთრებით საქართველოში. ზის და ელოდება იმ დროს,როცა „რაღაცა გამოჩნდება“. შეიძლება ფასკუნჯი მოფრინდეს და მას მილიონი დოლარიაჩუქოს, შეიძლება მიშაზე მაგარი გრიშა გამოჩნდეს დაამხოს ის და მის მთავრობაში ვინმეახლობელი იპოვოს სამსახურის დასაწყებად, შეიძლება ამერიკამ გაბედოს და რუსეთს ომი გამოუცხადოს და ა.შ.  ქართველი კაცი ოსტატია მომავალზე არხეინ ფიქრში, ისევე როგორც ოსტატია წარსულის და აწმყოს […]