ლიბერტარიანული ევროფარსი 26 მაისის მოვლენებს აფასებს

დღეს კოალიციამ "ევროპული საქართველოსთვის" გამოაქვეყნა 21-26 მაისის მისეული შეფასება. სანამ თავად შეფასებაზე გადავიდოდით, თანამედროვე ინტელექტუალურ ელიტასთან ახლოს არმყოფ საზოგადოებას ავუხსნი თავად კოალიციის რაობას.  კოალიციაში გაერთიანებულია 50-ზე მეტი არასამთავრობო ორგანიზაცია. კოალიციის საბჭოს აკომპლექტებენ ცნობილი პოლიტოლოგი _ გია ნოდია, ლიბერტარიანული ჟურნალი ტაბულას რედაქტორი, და ცნობილი პოლიტიკოსის _ გიგა ბოკერიას მეუღლე თამარ ჩერგოლეიშვილი, ცნობილი პოლიტოლოგი ალექსანდრე რონდელი, ასევე […]

გამოღვიძების პირველი ნიშანი

დღეს რუსთაველის ძეგლთან უბრალო ხალხი შეიკრიბა ხელისუფლების წინააღმდეგ პროტესტის გამოსახატად. Facebook-ის, forum.ge-ს და რამდენიმე დამოუკიდებელი მედიასაშუალების მეშვეობით შეკრებაზე 10000 ადამიანი მოვიდა. 26 მაისის სახელისუფლებო ტერორიდან 2 დღეში ამ რაოდენობის ადამიანთა შეკრება, როგორც მინიმუმ იმედის მომცემია. მაგრამ, ამ პროტესტის დემონსტრაციაზე არანაკლები იყო უკვე პარლამენტთან გადანაცვლებული ხალხის ცალსახა პოზიცია დღესარსებული ოპოზიციური პარტიების მიმართ _ შეკრებილებმა არ მისცეს […]

ეგზორციზმის მოლოდინში

ორმა პარტიამ დაახლოებით ერთსა და იმავე პერიოდში დააანონსა რევოლუცია და სააკაშვილის მმართველობის დასასრული. ორივე თითქმის 6 თვე ემზადებოდა გადამწყვეტი ბრძოლისთვის. მაისიც დადგა, აქციები 1 თითქმის კვირაა მიმდინარეობს, მაგრამ ხალხში რევოლუციური განწყობის ნიშანი არ ჩანს. თუმცა ხალხის რა ბრალია, როცა გადამწყვეტ ბრძოლაში ჩართული 10-მდე პოლიტიკური ორგანიზაცია ვერ ახერხებს მიტინგებზე არათუ ხალხის, საკუთარი მხარდამჭერების მოყვანასაც, რაც ამყარებს […]

ბოლო შანსი

მოახერხებს თუ არა ტელევიზიის წინ შეკრებილი ხალხი რევოლუციის დაწყებას გაირკვევა ამ დღეებში, სავარაუდოდ 25-26 მაისს, მანამდე ოპოზიციური პარტიები ცდილობენ მოიზიდონ მეტი ადამიანი. მომიტინგეთა რიცხვის ზრდაში ერთ ერთი მთავარი პრობლემა, როგორც „სახალხო კრებისთვის“ ასევე „ქართული პარტიის“ ან სხვა  ორგანიზაციებისთვის არის არა იმდენად შიშის ფაქტორი, რომელიც მეტნაკლებად მცირდება კოლექტიური(მასობრივი შეკრებების) ქმედების ადგილში, რამდენადაც თავად მოსახლეობაში არსებული, რბილად […]

ბინ ლადენის სიკვდილი _ ტრაგედია მაკ კეინისთვის

აშშ-ს მიერ „ნომერ 1 ტერორისტად“ აღიარებული ოსამა ბინ ლადენი ლიკვიდირებულია. ამის შესახებ მსოფლიომ შეიტყო აშშ-ს პრეზიდენტის ბარაკ ობამას მიმართვიდან. ობამა თავად ხელძმღვანელობდა სპეცოპერაციას, რომელიც პაკისტანის დედაქალაქის მახლობლად განხორციელდა. 2001 წლის 11 სექტემბრის ცნობილი ტერაქტიდან თითქმის 10 წლის თავზე აშშ-მ მოიპოვა ერთ ერთი მნიშვნელოვანი და სიმბოლური გამარჯვება, გამარჯვება რომელსაც 10 წელი ელოდა ამერიკელი ხალხი. “ალ ქაედას” […]

საქართველო-ისრაელი _ მეგობრობიდან აფხაზეთამდე

  დღემდე საქართველო-ისრაელის ურთიერთობები კარგი იყო, ისევე როგორც კარგი იყო ქართულ-ებრაული ურთიერთობები.  „კარგს“ და არა „იდეალურს“ იმიტომ ვამბობ, რომ გავემიჯნო ქართულ სუფრულ ინტერნაციონალიზმს და მასზე დაზეპირებული 26 საუკუნოვანი მეგობრობით მუდმივ აპელირებას. ურთიერთობები იდეალური ვერ იქნებოდა იმ მიზეზით, რომ ქართველ ებრაელობას ახსოვს მე-19-20 საუკუნეებში მომხდარი ანტისემიტური გამოხტომები საქართველოს სხვადასხვა ქალაქში(ქუთაისი 1878, 1965, წყალტუბო 1963, ზესტაფონი 1964) […]

საფრანგეთი მოდის

მაშ ასე, გაეროს უშიშროების საბჭოსა და  არაბული ქვეყნების მხარდაჭერით საფრანგეთმა წამოიწყო სამხედრო ოპერაცია ლიბიაში, ფრანგულმა ავიაციამ, ბრიტანული, ამერიკული და კანდური შეიარაღებული ძალების მხარდაჭრით დაიწყო გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციის შესრულება, უკვე განადგურებულია კადაფის არმისს რამდენიმე საბრძოლო მანქანა, საფრანგეთი პარტნიორებთან ერთად აღკვეთს ლიბიის ხელისუფლების მხრიდან მოსახლეობაზე ძალის გამოყენების ყოველგვარ მცდელობას. ლიბიის სამოქალაქო ომში საფრანგეთის აქტიური ჩართვა მხოლოდ […]

პანკისი 2011

პანკისის ხეობა საქართველოს მოსახლეობაში დღემდე ასოცირებულია ჩეჩენ ტერორისტებთან და ნარკობიზნესთან, როგორც წესი რიგით მოქალაქეს მეტის დამატება გაუჭირდება. მას შემდეგ, რაც პანკისში მშვიდობა დამყარდა, ამ მხარეზე საზოგადოებას ინფორმაცია თითქმის არ გააჩნია. პანკისის ხეობა ახმეტის რაიონშია. ხეობაში დაახლოებით 15 სოფელია, რომელთაგან 3-ში (საკობიანო, ყვარელწყალი, წინუბანი) ძირითადად ფშავლები ცხოვრობენ, ქორეთი ბოლო დრომდე ოსურ სოფლად ითვლებოდა, 2008 წლის შემდეგ […]

რა შუაშია ტრამპი?

11 მარტს მთელმა საქართველომ შეიტყო სენსაცია, საქართველოსა და ამერიკის სტრატეგიული პარტნიორობის(სააკაშვილის ეპოქაში) მეშვიდე წლისთავზე როგორც იქნა გამოჩნდა ამერიკელი ბიზნესმენი, რომელმაც გადაწყვიტა ჩვენ ეკონომიკაში ინვესტირება. ამერიკელი მილიარდერი დონალდ ტრამპი 250 მილონ დოლარიანი ინვესტიციით შემოვიდა საქართველოში. ამ ღირსშესანიშნავ ფაქტს შესაბამისი გახმაურება მისცა ცალკე პრეზიდენტმა და სააკაშვილის ტელეარხებმა. სააკაშვილი ამერიკაში ჩავიდა და ტრამპ თაუერის ჰოლში, დიდი ბანერის ფონზე […]

Революция в Египте и Грузия

Георгий Удзилаури Интерес грузинского общества  к событиям в Египте был настолько огромным, что даже национальные телеканалы не удерживались вставлять оперативные сводки с Африки в трансляцию годового отчета президента Грузии перед парламентом. Наиболее вероятное объяснение этого интереса _ в чувстве хоть и не прямой, но все таки связи между процессами в Каире и будущим как мира […]