რატომ არ იმუშავებს რუსეთში დემოკრატია

ევროპარლამენტარმა ანდრიუს კუბილიუსმა ლიტვურ პორტალზე (“Lithuanian Tribune”), გამოაქვეყნა სტატია, რომელშიც მან განავრცო „Русский Глубинный народ»-ის კრიტიკის დაუშვებლობის იდეა, რადგან თურმე არსებობს ბევრი მაგალითი იმის, თუ როგორ იქცნენ დემოკრატიებად წარსულში არადემოკრატიული  საზოგადოებები (მაგალითად მან მონღოლეთის და ტაივანის ნიმუშები მოიხმარია) და ამიტომ კუბილიუსის აზრით, დასავლეთი უნდა დაეხმაროს რუსეთს დემოკრატიზაციაში, ისევე, როგორც თავის დროზე  დაეხმარა პოსტნაცისტურ გერმანიას. კუბილიუსი […]

იალტის წესრიგი უნდა დასრულდეს

დღევანდელი გაერო უფრო ინერციულად ფუნქციონირებს ვიდრე ეფექტურად. არაეფექტურობის მიზეზი არა იმდენად გაეროს დამაარსებელ სახელმწიფოთა(აშშ, ბრიტანეთი, საფრანგეთი, ჩინეთი, სსრკ) ურთიერთანტაგონიზმი, რამდენადაც მათი სტატუსის ლეგიტიმაციის გამყარების მცდელობებია. ხუთივეს პრივილეგირებულობას ამყარებს მხოლოდ ერთი არგუმენტი_ „მეორე მსოფლიო ომში გამარჯვება“. მეორე მსოფლიო იმის შემდეგ გავიდა 80 წელი, ამ პერიოდში შეიცვალა არა მხოლოდ სახელმწიფოები, არამედ ადამიანთა თაობებიც, დღევანდელ 30-35 წლის ადამიანისთვის […]

დემოკრატიზაციის მტერი – ელიტების ფაშიზმი

ქართულ დემოკრატიას ყავს ერთ-ერთი ყველაზე ვერაგი მტერი _ ელიტები, რომლებიც ყველაზე ნაკლებად არიან დაინტერესებულნი საზოგადოების გახსნილობასა და მოქალაქეთა თანასწორობაში. ელიტები შეიძლება შეიქმნას ყველა ფენაში და ყველა სფეროში _ პოლიტიკაში, მედიაში, არასამთავრობო სექტორში, კულტურაში და ა.შ. მათი უმთავრესი მიზანია ექსკლუზიურობის შენარჩუნება და მისი ძალაუფლებასა ან ფულში კონვერტირება. ასეთი ელიტები თავისთავად არ არიან დაინტერესებულნი საზოგადოების განვითარებაში, რადგან […]

ხალხი და ივანიშვილი ხელისუფლების წინააღმდეგ

გიორგი უძილაური„ქართუ ბანკთან“ ხალხის რიგი ყოველდღიურად იზრდება. მოსახლეობა ბანკთან სოლიდარობის ნიშნად სიმბოლური თანხით ანგარიშებს ხსნის. დამოუკდებლობის აღდგენიდან დღემდე ეს არის  სოლიდარობის მასიური გამოვლენის პირველი აქცია, რომელიც გულისხმობს მოქალაქეთა მხრიდან საკუთარი ფინანსების ნებაყოფილებით გაღებას. ამ სოლიდარობის უნიკალურობას ხაზს უსვამს ის ფაქტიც, რომ თავად ბანკს ფინანსურად არათუ არ უჭირს, მისი მფლობელი მსოფლიოს ერთ-ერთი უმდირდესი ადამიანია. ბანკის ერთადერთი […]

ივანიშვილის ქველმოქმედება ხელისუფლებასთან კითხვებს აჩენს

მედიაში გამოჩნდა „ambebi.ge“ მიერ გამოთხოვილი ინფორმაცია ბიძინა ივანიშვილის მიერ საქართველოში 2005-2010 წლებში განხორციელებულ პროექტებზე, რომელთა საერთო ღირებულებამ 1 156 081 151 ლარი შეადგინა. ამ ინფორმაციით გაირკვა, რომ ბევრი პროექტი, რომელსაც ხელისუფლება საკუტარ დამსახურებად ასაღებდა, რეალურად ბიძინა ივანიშვილის ფონდების („ქართუ“,"ქართუ", "ისტორიულ ძეგლთა დაცვისა და გადარჩენის ფონდი" და ასოციაცია "ატუს")თანხებით ხორციელდებოდა. მხოლოდ 2010 წელს 2 მილიონზე მეტი თანხით […]

ივანიშვილის ფაქტორის პერსპექტივები

“მე გადავწყვიტე, შევქმნა პოლიტიკური პარტია და მონაწილეობა მივიღო 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში”_ ეს სიტყვები საქართველოში თითქმის ყველასთვის ცნობილ მილიარდერ ბიძინა ივანიშვილს ეკუთვნის. საქართველო საფრანგეთი ან აშშ რომ ყოფილიყო არავის არ გაუკვირდებოდა რომელიმე მილიარდერის მიერ ნათქვამი ეს ფრაზა, მაგრამ დღევანდელ საქართველოში ერთადერთი ხელისუფლებისგან ვერკონტროლირებადი მილიარდერის პოლიტიკური განცხადება რამდენიმე საათში საზოგადოების მთავარ თემად იქცა. საინფორმაციო სააგენტოები ფაციფუცით […]

სინგაპურმარილობის პერსპექტივა

"საქართველოს განვითარების დაახლოებითი მოდელი არის სინგაპური…ჩვენ გვჭირდება მუდმივი წინსვლა სინგაპურის მაგალითზე“-ეს სიტყვები სააკაშვილმა 2010 წლის ივნისში თქვა.  ზოგმა ჩათვალა, რომ ეს პრეზიდენტის მორიგი იმპულსური აფეთქება იყო, მაგრამ სააკაშვილი სერიოზულად საუბრობდა.  2011 წლის თებერვალში პრეზიდენტმა კვლავ ისაუბრა სინგაპურის მაგალითზე და თან დაამატა _ "ხშირად ევროპელებიც გვეუბნებიან, რა სინგაპური აგიტყდათ, იქ სულ სხვა სიტუაციაა, სულ სხვა რეჟიმი […]

შერჩევითი ქსენოფობია და საყოფაცხოვრებო ფაშიზმი საქართველოში

  ერთი კვირაა, რაც საქართველოში მთავრი თემა რობერტ სტურუაა. კულტურის მინისტრმა (რა ირონიაა) _ ნიკა რურუამ სტურუა რუსთაველის თეატრის სამხატვრო ხემძღვანელის თანამდებობიდან გაათავისუფლა ერთ ერთ ინტერვიუში სააკაშვილზე ნათქვამი სიტყვებისთვის _ „სომეხია და რა ვქნათ… ეს ხომ არ არის დამალული“. ამ „ეთნიკურ მეტაფორებში“ კულტურის მინისტრმა ქსენოფობია აღმოაჩინა. "სახელმწიფო, რომელიც მოცემულობით არის მულტიეთნიკური და მულტიკულტურული, ვერ შეეგუება […]

ქართული ლიბერტარიანული იდეოლოგიის რეკლამა

ოფიციალურად საქართველოს, როგორც დეკლარირებულად დემოკრატიულ სახელმწიფოს არ გააჩნია სახელმწიფო იდეოლოგია, თუმცა კონსტიტუციის არაუზენაესობის, საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლების ბუტაფორიულობის და ამავდროულად ქვეყნის მმართველთა თანმიმდევრული და მკაცრად სისტემატიზირებული პოლიტიკის ფონზე შეუძლებელია არ არსებობდეს საერთო ღირებულებები და იდეოლოგია, რომელიც განსაზღვრავს არა მარტო კონსტიტუციას და სპეციფიური მართვის სისტემას, არამედ საზოგადოების ცხოვრებასაც. შესაბამისად ქვეყანას მართავს არა კონსტიტუცია და ხელისუფლებათა ბალანსი, […]

რატომ ვერ ერევა თავისუფალი მედია ხელისუფლებას

ფოტოგრაფების საქმის გარშემო ატეხილმა აჟიოტაჟმა გამოაჩინა ქართული მედიის უმთავრესი პრობლემები, რომელთა არსებობა გამორიცხავს შესაძლებლობას _  ჟურნალისტებმა მოუგონ ხელისუგლებას ან მის ცალკეულ დანაყოფებს, მათ შორის შსს-ს, რომელმაც ფოტოგრაფების სკანდალის გამო ჩატარებულ შეხვედრაზე მინისტრსა და მედიის წარმომადგენლებს შორის, მოახერხა არათუ პოზიციების შენარჩუნება, არგუმენტების გამყარებაც კი. ეს კი  საბოლოოდ ამცირებს იმის შესაძლებლობას, რომ თავისუფალმა ქართულმა მედიამ მოახერხოს ჯაშუშობაში […]