თავისუფლება და თანასწორობა – დილემა, თუ პერსპექტივა?

ყველაზე მაღალი პოლიტიკური და ეკონომიკური ტრიბუნებიდან, ისევე როგორც მსოფლიოს ქუჩებსა თუ საჯარო  დარბაზებში, სულ უფრო ხშირად გაისმის მოსაზრება, რომლის მართებულობას 2001 წელს, გენუაში ანტი–გლობალისტურ დემონსტრაციაზე კარლო ჯულიანის  მკვლელობის შემდეგ საღად მოაზროვნე ადამიანები თანდათან აცნობიერებენ: კაპიტალიზმის გაბატონებული ლოგიკა უნდა შეიცვალოს! და კვლავ, უმთავრეს შეკითხვად რჩება – რითი? რა შეიძლება იყოს ნეოლიბერალურ კატეხიზმოსა და ვაშინგტონის კონსენსუსზე დაფუძნებული […]

კონფორმიზმის ამორფულობა

ერთ-ერთი არგუმენტი, რითაც დღეს ჩვენში კონფორმიზმის გამართლებას ცდილობენ, იმ უდავო გარემოების მოშველიებაა, რომ კონფორმიზმი – აუცილებელი სოციალური ფუნქციაა. გაუგებრობის მიზეზი როგორც ჩანს, გაგებაზე დაბეჯითებული უარი უნდა იყოს, რაც თავის მხრივ… მოგეხსენებათ, თანამშრომლობაც  (კოლაბორაცია) აუცილებელი სოციალური ფუნქციაა, რომლის გარეშე ასევე ვერაფერს მივაღწევთ,  მაგრამ  სიტყვა კოლაბორაციონიზმს  უმეტესწილად უარყოფითი მნიშვნელობით ხმარობენ. რატომ ხდება ასე? სიტყვების ტექნიკური, ეტიმოლოგიური, მეცნიერული, […]

ყველას ომი არაფრის წინააღმდეგ

ანუ ლათენტური სტალინიზმის ვნებანი   საბჭოთა სიმბოლიკის შესახებ კანონპროექტის (თავისუფლების ქარტია) შესახებ მსჯელობისას მომხრეებისა და მოწინააღმდეგების პოზიციებს ერთი რამ აერთიანებს. თვლიან, რომ სიმბოლიკა არუნდა აიკრძალოს ტურისტული ან/და კულტურული ღირებულებების გამო, ან იმის გამო, რომ სტალინიზმი დანაშაული არაა, თუ თვლიან, რომ უნდა აიკრძალოს, რადგან არანაირი ღირებულება არ გააჩნია, და რომ სტალინიზმი, საბჭოთა კავშირი, კომუნიზმი – დანაშაულია, […]

ჰაიეკი

ეს ტექსტი დღეს ერთ ჩემი მეგობრის პასუხად დავწერე. რადგან ჰაიეკი დღეს არა მხოლოდ ზოგიერთი ქართველი ინტელექტუალის ძალზე დაგვიანებული, ანაქრონისტული გატაცების საგანია, არამედ ნეოლიბერალური ხელისუფლების ერთ–ერთი მთავარი იდეოლოგიური დასაყრდენი და პოლიტიკური ლეგიტიმაციის წყარო, ცალკეც გამომაქვს. ცოტა შევცვალე, ბუნებრივია ამომწურავ კრიტიკად ვერ ჩაითვლება. მხოლოდ ზოგიერთი, ჩემი აზრით საგულისხმო ფაქტის ნაკრებია.   ჰაიეკი ფსევდომეცნიერულია – ძალიან ბევრი (არასოციალისტი) […]