რა არ უნდა განმეორდეს!

2012 წლის 1 ოქტომბერს საქართველოს მოქალაქეებმა გასაოცარი მობილიზებულობა და ერთსულოვნება გამოავლინეს და უამრავი მანიპულაციისა თუ ზეწოლის მიუხედავად შეძლეს კონსოლიდირებული და ღრმად ფესვგადგმული ავტორიტარული რეჟიმის დემოკრატიული გზით შეცვლა. აღნიშნული ცვლილება თავისი არსით საქართველოსთვის უპრეცედენტო და ისტორიულია, მაგრამ პროგრესისა და განვითარებისთვის აუცილებელია წარსული შეცდომებისა თუ მანკიერებების სიღრმისეული ანალიზი, რათა სამართლიანობის აღდგენასთან ერთად გაცნობიერებული იქნას თუ რა ტიპის […]

რატომ უწყობს ხელს ნეოლიბერალიზმი ეთნო შოვინიზმს

სამოქალაქო ნაციონალიზმის აუცილებელი წინაპირობა, კოლექტიური სოლიდარობის განცდაა, რომლის ფორმირებასაც გარკვეული “საერთოს ქონა” განაპირობებს. თუ პრობლემა იმგვარად დგას, რომ ამგვარი სოლიდარობა მხოლოდ ეთნიკური ნიშნით გაერთიანებული ჯგუფების წიაღში ჩნდება, სასურველია განსხვავებული ეთნიკური წარმომავლობის ადამიანებიც ფლობდნენ “საერთოს”. თუკი საბჭოთა კავშირის არსებობისას ამგვარი “საერთო” კომუნისტური იდეოლოგია გახლდათ, რას შეიძლებოდა შეესრულებინა ეს ფუნქცია კომუნიზმის დელეგიტიმაციის შემდეგ? მოდით ვისაუბროთ ეკონომიკურ, საზოგადოებრივ და […]

არის ასეთი პარტია

როგორც მოგეხსენებათ სულ ახლახანს გამოქვეყნდა ირაკლი კაკაბაძის უაღრესად საინტერესო სტატია საქართველოში არსებული პოლიტიკური ვითარების შესახებ. სტატიაში ზედმიწევნითი სიზუსტითაა ახსნილი ოპოზიციური პარტიების კრიზისისა და მოსახლეობის პესიმისტური დამოკიდებულების მიზეზები. ავტორი სამართლიანად აკრიტიკებს პოლიტიკური პარტიებისაგან სოციალური პრობლემატიკისა და თანამედროვე გლობალური ტენდენციების იგნორირებას და ხაზს უსვამს იმ მცირე გამონაკლისების არსებობაზე, რომელთა აქტიურობაც საკმარისად არ მიაჩნია. აღნიშნული სტატიით შთაგონებულს საჭიროდ […]

სულ სხვანაირი გამოღვიძება

უკანასკნელ დღეებში თსუ-ს თვითმმართველობის ქმედებებსა და სტუდენტური პროტესტის შემხედვარეს ჩემი სტუდენტობის დროინდელი ვნებათაღელვები მახსენდება. პარალელები და განსაკუთრებით განსხვავებები რაღაც აუხსნელი ოპტიმიზმის ნიადაგად მიმაჩნია და შევეცდები თემის გაშლით გავერკვე საფუძვლიანია ეს ოპტიმიზმი თუ არა.  ჩემი პირველკურსელობა (2000-2001 წლები) თსუ-ში დიდი სტუდენტური მღელვარებების დასაწყისს დაემთხვა. როინ მეტრეველის ადმინისტრაციასა და მასთან ჰარმონიულად თანაარსებად სტუდკავშირს “ალტერნატიულ თვითმმართველობად” წოდებული ახალი […]