დღის წესრიგი: მდგრადი განვითარების მიზნები – 2030

25-27 სექტემბერს, ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის 70-ე საიუბილეო სესიაზე, 193 ქვეყნის ლიდერი, მათ შორის საქართველოს პრემიერმინისტრი,  შეთანხმდება მდგრადი განვითარების გლობალურ მიზნებზე. მდგრადი განვითარების ახალმა დღის წესრიგმა უნდა უზრუნველყოს უმნიშვნელოვანესი ამოცანების გადაწყვეტა ყველა ხალხისა და ქვეყნის კეთილდღეობისათვის. მომავალ 15 წლის განმავლობაში მსოფლიომ უნდა მიაღწიოს სულ მცირე სამ რამეს-დამთავრდეს უკიდურესი სიღარიბე, შეჩერდეს კლიმატის ცვლილება და გარემოს დეგრადაცია, […]

ქართველ ქრისტიან-სოციალისტთა საშობაო წერილი

„დიდება მაღალთა შინა ღმერთსა, ქვეყანასა ზედა მშვიდობა და კაცთა შორის სათნოება!“ – აი,  ის სანუკვარი ანგელოზთა გალობა (გზავნილი), რომელიც გაისმოდა 2014 წლის წინ ბეთლემში ქრისტე ღმერთის განკაცებისას. დღესაც, ორ ათასწლეულზე მეტი ხნის შემდეგ კაცობრიობისათვის სანატრელია უზენაესის შემეცნება, მშვიდობა და ადამიანებს შორის კეთილი ურთიერთობები. პოლიტიკის უმაღლესი დანიშნულებაც ხომ ადამიანთა კეთილმსახურებაა. ჩვენი, ქრისტიანულ-სოციალისტური მოძრაობის, მთავარი მოწოდებაც ესაა: […]

ხუდონჰესის პროექტი და მდგრადი ენერგეტიკის გამოწვევები (პოპულარული სამახსოვრო)

1. არსებული გზშ(გარემოზე ზემოქმედების შეფასება)  მიხედვით, კაშხლის გარღვევის შემთხვევაში, 34 კილომეტრის დაშორებით 5,4 კილომეტრის გასწვრივ ტალღის სიმაღლე 5,6 მეტრი იქნება, ხოლო ზღვის სანაპიროს 54 კვადრატული კილომეტრი 30 სმ სიმაღლის წყლით დაიფარება  დანგრეული ეკოსისტემების სერვისები, ლანდშაფტები, სოციუმები (19 თემი) და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები ვეღარასდროს აღდგება (საპროექტო არეალის საერთო ფართობია 1538 ჰექტარი, დაიტბორება-500) რატომ არ ვცდილობთ საერთაშორისო […]

ენერგეტიკული პოლიტიკა – საფრთხე ეკოლოგიურ-სოციალური გარემოსათვის

თეზისები მდგრადი ელექტროენერგეტიკისთვის                      „ბუნების პეიზაჟთა მშვენებას ვანადგურებთ, რადგან მის სიდიადეს ეკონომიკური ღირებულება არ გააჩნია,იმაზეც კი ვართ წამსვლელები, რომ მზე და ვარსკვლავები ჩავაქროთ იმ მიზეზით, რომ ჩვენთვის დივიდენდები არ მოაქვთ.“                                                                                                                     ჯონ მეინარდ კეინსი „წყალნი მთით დაქანებულნი, უფსრულში იკარგებიან , თერგი რბის, თერგი ღრიალებს, მთანი ბანს ეუბნებიან = 100მეგავატს“                                                                                                              პოსტი ფეისბუქში   გარემოსდამცველთა და […]

საქართველოს მდგრადი განვითარების კონცეფციისთვის

ბ-ნმა დავით ადეიშვილმა მოგვაწოდა 1992-93 წელს  ქართულ ჟურნალ “ეკონომისტში”  გამოქვეყნებული მასალა, რომელიც ვფიქრობთ აქტუალურია დღესაც და საინტერესო უნდა იყოს ჩვენი მკითხველისათვის, არა მხოლოდ როცორც პოლიტეკონომიური აზრის ისტორია. მკვლევართა არაფორმალურ ჯგუფ “ეკოსტრატის” სახით ჩამოყალიბებულ ავტორთა კოლექტივის (ეკ. მეცნ. კანდიდატები: მ. ადეიშვილი, გ. ლემონჯავა, ა. წაქაძე, მ. წერეთელი; ფიზიკა-მათემატიკურ მეცნ. კანდიდატები: რ. ჩიტაშვილი, რ. წაქაძე და ეკონომისტი […]

ქრისტიანულ-სოციალისტური მეტაეკონომიკა

როგორია ქრისტიანულ-სოციალისტური ეკონომიკური მოდელის წანამძღვრები–პრინციპები, ნორმები, ღირებულებები, როგორია ის მიღმური – არაეკონომიკური, რაც თვით ეკონომიკურ შინაარსსა და ბუნებას განსაზღვრავს, ანუ როგორია ქრისტიანულ-სოციალისტური მეტაეკონომიკა? როგორც ცნობილია, ტერმინი მეტაეკონომიკსი პირველად ავსტრიელმა მათემატიკოსმა, გამოჩენილი ეკონომისტის შვილმა, კარლ მენგერმა გამოიყენა იმ ახალი ტიპის ეკონომიკის შექმნის აუცილებლობის გამოსახატავად, რომელშიც შესაბამისი პროცესები რაოდენობრივად ზუსტ მათემატიკურ ფორმულებში აისახებოდა  და ამით ეკონომიკა მეცნიერულ […]

ქრისტიანული ეკოსოციალიზმი

ევროპელი სოციალ-დემოკრატებისა და მწვანეების შეხედულებების მნიშვნელოვანი თანხვედრა და მათი თანამშრომლობა კარგად არის ცნობილი. როგორია ქრისტიან-სოციალისტების ხედვა დღეისთვის ესოდენ აქტუალურ ეკოლოგიურ საკითხებზე, კრიზისის მიზეზებზე, პრობლემების გადაწყვეტაზე? პირველ რიგში, შევეცადოთ, გავარკვიოთ, როგორია ბუნების, გარემოს ქრისტიანული აღქმა და როგორია ბუნების ქრისტიანული თეოლოგია. გასული საუკუნის 70-იან წლებში გაჩნდა აზრი, რომ თანამედროვე ეკოლოგიური კრიზისის ისტორიული საფუძვლები სწორედ ქრისტიანობაშია (რასაც, გარკვეულწილად, […]

რა არის ქრისტიან–სოციალიზმი და ვინ არიან ქრისტიან -სოციალისტები?

„როცა ქრისტიანები ჩაერთვებიან  სოციალურ რევოლუციაში– ის უძლეველი გახდება“  ჩე გევარა ქრისტიანული სოციალიზმი ზოგადად შეიძლება განიმარტოს, როგორც ქრისტიანობის რელიგიურ–ეთიკური რწმენისა და სოციალიზმის ფუნდამენტური ღირებულებებისა და მიზნების ერთიანობა– კომბინაცია. ქრისტიანულ–სოციალისტური მოძრაობა  ევროპაში მე–19–ე საუკუნის შუახანებში ჩაისახა, რომელიც ცდილობდა ქრისტიანობის სოციალური პრინციპები გამოეყენებინა მოდერნულ ინდუსტრიულ ცხოვრებაში. ამ ტერმინით ქრისტიანი აქტივისტები მოუწოდებდნენ სოციალური და ეკონომიკურ–პოლიტიკური მოქმედებისკენ Laissez-faire („გაუშვი–აკეთოს“) პრინციპით […]

მწვანე ეკონომიკური დოქტრინისთვის (თეზისები)

ვფიქრობთ მკითხველისათვის ინტერესმოკლებული არ იქნება თუ როგორი იყო საქართველოს განვითარებაზე ხედვები პირველ პოსტსაბჭოთა საარჩევნო კამპანიის დროს(1990წ). გთავაზობთ საარჩევნო ბლოკ „თავისუფლებაში“  შემავალ „მწვანეთა“ პარტიის ერთ–ერთი ლიდერის დავით ადეიშვილის(დღეს „სოციალ–დემოკრატების“  წევრი) წინასაარჩევნო „თეზისებს მწვანე ეკონომიკური დოქტრინისათვის“(გაზ. „დედამიწა“,1990,სექტ.).  ჩვენის აზრით(მემარცხენე–ცენტრისტული თვალთახედვით), ამ პუბლიკაციის ბევრი დებულება დღესაც აქტუალურია.  დავით ადეიშვილი ეკონომიკურ მეცნიერებათა კანდიდატი, თსუ დოცენტი. დაამთავრა თსუ საინჟინრო-ეკონომიკური ფაკულტეტი […]