ქართული სოფელი

ქართული სოფელი ამონარიდი 2011 წლის იანვრის კრებულიდან “გამოწვევები საქართველოს განვითარებისთვის”. კრებული შედგენილია 2010 წლის ოქტომბერ-დეკემბერში ორგანიზაცია “ევროპული არჩევანი საქართველოსთვის”და “ფრიდრიჰ ებრტის ფონდის” მიერ ერთობლივად ჩატარებულ კონფერენციებზე წარმოდგენილი მასალების მიხედვით. სოფლის მეურნეობა, მრეწველობასთან ერთად, ქვეყნის ხერხემალია. მისი მთავარი ამოცანაა მოსახლეობის სურსათით უზრუნველყოფა და მრეწველობის ნედლეულით მომარაგება. მსოფლიო გამოცდილება მოწმობს, რომ იმ ქვეყნებში, სადაც სოფლის მეურნეობამ განვითარების […]

საარსებო მინიმუმი, ხელფასი და საპენსიო სისტემა

უკვე ორი ათეული წელია საქართველოში ძალზე მწვავედ დგას მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფის პრობლემა. ჩატარებული კვლევების მიხედვით, იგი მუდამ შედიოდა საზოგადოებისთვის ყველაზე მტკივნეულ საკითხთა  სამეულში. საბჭოთა კავშირის დაშლიდან დღემდე საქართველომ ვერ მიაღწია არათუ საბჭოურ ნიშნულებზე მაღალ მაჩვენებლებს, არამედ  სოციალური უზრონველყოფის იმდროინდელ დონესაც კი. ამიტომ  გასაკვირი არ არის, რომ საზოგადოებაში ხელისუფლების მიმართ არსებულ პრეტენზიათა შორის სოციალური მოთხოვნები კვლავ […]

განათლება და მეცნიერება

განათლება და მეცნიერება ბოლო წლებში საქართველოში განათლებისა და მეცნიერების მდგომარეობა, მისი შემდგომი განვითარების გზები და პერსპექტივა ცხარე მსჯელობასა და კამათს იწვევს. ეს გასაკვირი არ არის, რადგან გლობალიზაციის შეუქცევადი პროცესი ახალი გამოწვევების წინაშე აყენებს ნებისმიერი ქვეყნის განათლების სისტემას. ამიტომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მოიძებნოს პასუხი შეკითხვაზე: რა არის განათლება – ადამიანის ერთ-ერთი ფუნდამენტური უფლება თუ გლობალური ბაზრის პროდუქტი, […]

შრომის პრობლემა

შრომის პრობლემა შრომის უფლება ადამიანის უმნიშვნელოვანეს, სასიცოცხლო უფლებათა რიგს განეკუთვნება, ნებისმიერი საზოგადოების წევრთა უმრავლესობისათვის შრომითი შემოსავალი ფიზიკური არსებობისა და მატერიალური კეთილდღეობის საფუძველს წარმოადგენს. ამასთანავე, შრომა არის პიროვნების თვითრეალიზაციის, საზოგადოებაში დამკვიდრების, მისი გონებრივი და სულიერი პოტენციალის გამოვლენის საშუალება. ამის გამო უმუშევრობა აღიარებულია არა მარტო ეკონომიკურ, არამედ სოციალურ, პოლიტიკურ და ჰუმანიტარულ პრობლემად. სწორედ ამიტომ სოციალური პასუხისმგებლობის მქონე […]