უცხოური ინვესტიციები – საგზური „მესამე სამყაროში“

ალექსეი ბლიუმინოვი პოსტსაბჭოთა უკრაინის ერთ–ერთ ყველაზე მყარ და სიცოცხლისუნარიან მითს წარმოადგენს მითი  იმის შესახებ, რომ თითქოს უკრაინა მოწოდებულია შევიდეს მსოფლიოს ყველაზე განვითარებული სახელმწიფოების რიცხვში. ამ თეზისს, როგორც გამოხრულ ძვალს  მშიერი ძაღლის ცხვირწინ, ატრიალებდა ყველა მთავრობა და პრეზიდენტი 1991 წლიდან. იდეა სიცოცხლისუნარიანი გამოდგა და ყბადაღებულ ევროინტეგრაციასთან ერთად გადაიქცა ერთგვარ სამოქალაქო რელიგიად უკრაინული სახელმწიფოსთვის. დიდი ხნის განმავლობაში […]

დემოკრატიის კრიზისი, მსოფლიო „დიადი 30 წლეულის“ მოლოდინში

უტა ბიწაძე არავინ იცის კარგია ეს თუ ცუდი, მაგრამ ცხადია, რომ მსოფლიოს ფინანსური ინსტიტუტები მასიურმა დესტაბილიზაციამ შეარყია.  დღესაც  30–იანი წლების მსგავსად მსოფლიო ეკონომიკურ კრიზისს ებრძვის, რაც ნეოლიბერალიზმისა და ნეოკონსერვატიზმის შედეგია. ისევე, როგორც 70 წლის წინ დღესაც დემოკრატია კრიზისს განიცდის, მაშინ სახელმწიფოებმა შეძლეს არსებული წესრიგის ტრანსფორმაცია და მსოფლიო დემოკრატიის გადასარჩენად  „საყოველთაო კეთილდღეობის სახელმწიფოები“ შექმნეს; რისი გამეორებაც […]

სოციალისტებისა და დემოკრატების პროგრესული ალიანსის ძირითადი პროგრამული დებულებები

Wofürwirstehen – რას წარმოვადგენთ სოციალისტებისა და დემოკრატების პროგრესული ალიანსის ფრაქცია ევროპის პარლამენტში (S&D Group). ძირითადი პროგრამული დებულებები, ევროპარლამენტის პრეზიდენტ მარტინ შულცის წინასიტყვაობით. გერმანულიდან თარგმნა ლევან ლორთქიფანიძემ. წინასიტყვაობა სოციალური სამართლიანობისთვის ბრძოლა, ახალი სამუშაო ადგილების მიღწევა, ეკონომიკის ზრდა, საფინანსო ბაზრების რეფორმირება, კლიმატის ცვლილების კონტროლი, თანასწორობის პრინციპის დაწინაურება, ძლიერი და დემოკრატიული ევროპა – ეს გახლავთ S&D Group-ის პროგრამა […]

დავეწიოთ და გავუსწროთ გამოგონილ სინგაპურს

ლაშა ნიკოლაიშვილი საქართველოში `სინგაპურიზაციის’ თემა აქტუალობას არ კარგავს. ეს თემა მას შემდეგაა პოპულარული, რაც 2004 წელს საქართველოს ეკონომიკის მინისტრი კახა ბენდუქიძე გახდა. მისი ლიბერტარიანული ხედვა ეკონომიკური განვითარების შესახებ ქვეყნის პრეზიდენტმა – მიხეილ სააკაშვილმაც გაიზიარა. ამის შემდეგ მუდმივად გვესმოდა სამთავრობო სტრუქტურებიდან და მათთან დაახლოებული წრეებიდან, რომ საქართველოს მსგავსი ქვეყნის ეკონომიკის განვითარება მხოლოდ თავისუფალი ბაზრის საშუალებით არის […]

წელი განვლილი და წელი ახალი (რუსეთში მიმდინარე საპროტესტო გამოსვლების ანალიზი)

’რაბკორის’ ქვემოთმდებარე ედიტორიალი რუსულიდან თარგმნა ქეთევან ამირეჯიბმა. ისტორიამ კარზე მოგვიკაკუნა, რევოლუცია რეალობად იქცა. ეჭვსგარეშეა – საზოგადოებრივი გარდატეხა არ ხდება იმის გამო, რომ ხელისუფლებას ჩახუტებულმა  გამაძღარმა ინტელექტუალებმა, მოდურმა მწერლებმა და ,,მაღალი წრის“ მანდილოსნებმა უცებ გააცნობიერეს რომ  ,,ღირსება შეელახათ“. ,,ედინაია როსიას“ დეპუტატები და ფუნქციონერები ერთმანეთს ასწრებენ განცხადებების გამოქვეყნებას და ირწმუნებიან, რომ აღშფოთებულნი არიან საკუთარი პარტიის მოქმედებით. მაგრამ, […]

ნიკო ნიკოლაძე, მისი „რევოლუციონერების როლი“და დიდი ოთარ ჭილაძე

„ყოველ საზოგადოებაში თვითოეულ თაობას თავისი საკუთარი ტვირთი აწევს და ისტორიულ ცხოვრებაში ყოველ თაობას უნდა შეეძლოს თქმა: ჩემი მხრით მე ეს ახალი სარგებლობა მოუტანე ჩემს ხალხს, ეს ახალი სინათლე ვაჩვენე, ახალი ძალა შევძინე და ახალი გზა გაუხსენი უკეთესი ცხოვრებისაკენ        “                                                                         ნიკო ნიკოლაძე, 1871 წ. „ჩვენი ახალგაზრდობა“     ქართული ხასიათის მკვლევარები  დაგვეთანხმებიან, რომ პიროვნების გონებრივი  გამორჩეულობის […]

"ახალგაზრდობა ევროპული საქართველოსთვის". ფოთი

2 ოქტომბერი, ფოთი 2 ოქტომბერს ფოთში ჩატარდა მორიგი დისკუსია-სემინარი ციკლიდან „ახალგაზრდობა ევროპული საქართველოსთვის“. სემინარს ესწრებოდნენ ადგილობრივი სტუდენტები, ჟურნალისტები და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები. სემინარს უძღვებოდნენ პოლიტოლოგები გელა ბანძელაძე და გია ჟორჟოლიანი. სემინარის ძირითადი თემა იყო სოციალური პოლიტიკა ევროპაში, ევროპული დემოკრატიის ისტორია და თანამედროვება და საქართველოს ახალგაზრდობის გამოწვევები მომავლის პოლიტიკაში. სემინარის შემდგომი დისკუსია ძირითადად დაეთმო რეგიონში მცხოვრები […]

დისკუსია-სემინარების ციკლი

25 ივლისი. ბათუმი 2011 წლის 25 ივლისს, ბათუმში ჩატარდა სემინარი ციკლიდან  “ახალგაზრდობა ევროპული საქართველოსათვის”. სემინარს  ორგანიზებას უწევდა ააიპ „ევროპული არჩევანი საქართველოსთვის“ ფონდ „ღია საზოგადოება – საქართველოს მხარდაჭერით. სემინარის მოხსენებლები იყვნენ პოლიტოლოგები გია ჟორჟოლიანი და ბაქარ ბერეკაშვილი. მომხსენებლებმა ისაუბრეს დემოკრატიის ფორმებზე, თანამედროვე ევროპის სოციალურ სისტემებზე, ახალაგაზრდობის როლსა და იმ ფუნდამენტურ ღირებულებებზე, რასაც ეფუძნება თანამედროვე ევროპა. სემინარს […]

დისკუსია-სემინარების ციკლი "ახალგაზრდობა ევროპული საქართველოსთვის".ახალციხე

9 აპრილი, ახალციხე, 2011 წლის 9 აპრილს, ახალციხეში ჩატარდა სემინარი თემაზე “ახალგაზრდობა ევროპული საქართველოსათვის” სემინარი ჩატარდა ახალციხის უნივერსიტეტში და მას ორგანიზებას უწევდა „ევროპული არჩევანი საქართველოსათვის“ ფონდ „ღია საზოგადოება – საქართველოს“ მხარდაჭერით. სემინარის მოხსენებლები იყვნენ პოლიტოლოგები გია ჟორჟოლიანი და გელა ბანძელაძე. მომხსენებლებმა ისაუბრეს თანამედროვე ევროპის სოციალურ სისტემებზე, ახალაგაზრდობის როლსა და იმ ფუნდამენტურ ღირებულებებზე, რასაც ეფუძნება თანამედროვე […]

დისკუსია-სემინარების ციკლი "ახალგაზრდობა ევროპული საქართველოსთვის". მარნეული

2 აპრილს, “მარნეულის ახალგაზრდულ ცენტრში” ჩატარდა მორიგი სემინარი სემინარების ციკლიდან “ახალგაზრდობა ევროპული საქართველოსათვის”. სემინარში მონაწილეობა მიიღეს აზერბაიჯანელმა და ქართველმა ახალაგაზრდებმა ქვემო ქართლიდან. სემინარის მომხსენებლები იყვნენ მარინა მუსხელიშვილი, პროფესორი, პოლიტოლოგი (სოფლის მეურნეობის ევროპული მოდელი); ნინო კიღურაძე, ისტორიკოსი (ევროპა: ღირებულებები და პრინციპები); გელა ბანძელაძე, პოლიტოლოგი (სოციალური მედიის როლი) სემინარი ახალციხეშიმარნეულის, გარდაბნისა და ბოლნისის ახალგარდებისთვის ჩატარებული სემინარი აღმოჩნდა […]