კეთილდღეობის სახელმწიფოს მოდელები: ნორდიკული ქვეყნები (I ნაწილი)

Euroepan.ge-ს რედაქცია მკითხველებისათვის კეთილდღეობის სახელმწიფოს მოდელების გაცნობას იწყებს. ჩვენ შემოგთავაზებთ, ამ სფეროში მოღვაწე ცნობილი მეცნიერების მიერ  შესრულებულ მოკლე მიმოხილვებს კეთილდღეობის სახელმწიფოს სხვადასხვა მოდელების შესახებ, რომლებიც  ოქსფორდის საყოველთაო კეთილდღეობის სახელმწიფოს სახელმძღვანელოშია შესული. თავდაპირველად  გთავაზობთ კეთილდღეობის სახელმწიფოს ყველაზე წარმატებულად მიჩნეულ ნორდიკულ(სკანდინავიურ) მოდელს, რომელსაც ორ ნაწილად  ვაქვეყნებთ;   ნორდიკულ-სკანდინავიური კეთილდღეობის სახელმწიფოს კონცეფცია გაცილებით ადრე ჩაისახა ვიდრე ესპინგ-ანდერსენი განავითარებდა […]

უსაფრთხოება. თავდაცვა. კონფლიქტები

  ამ დოკუმენტით ‘სოციალ–დემოკრატები საქართველოს განვითარებისთვის’ სადისკუსიოდ წარმოვადგენთ ქვეყნის უსაფრთხოების წინაშე მდგარ გამოწვევათა საპასუხო, პრობლემების გადაჭრის და განვითარების კონცეპტუალურ საფუძვლებს, რომლებზეც უახლოესი მომავლის უსაფრთხოებისა და განვითარების კონკრეტული პოლიტიკები, პროექტები და პროგრამები უნდა დაფუძნდეს.   როგორ გვესმის უსაფრთხოება უსაფრთხოება ეხება საზოგადოებას, როგორც ასეთს მთლიანად, და მისი ცხოვრების ყველა სფეროს მოიცავს – ფიზიკურ, ეკონომიკურ, სოციალურ, სამართლებრივ, ეკოლოგიურ, […]

ნოე ჟორდანია: ქართველი სოციალ-დემოკრატია

ისტორიის რუბრიკაში გთავაზობთ, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის (1918-1921) მთავრობის თავმჯდომარის ნოე ჟორდანიას წერილს საქართველოს სოციალ-დემოკრატიული პარტიის ისტორიის შესახებ.  წერილი ოც პუნქტად არის დაყოფილი სადაც ჟორდანია თანმიმდევრულად აღწერს ქართველი სოციალ-დემოკრატების მიზნებს, მოქმედებებსა და ბრძოლის სტრატეგიას. პირველი რესპუბლიკის დროს სოციალ-დემოკრატების მმართველობასა და განხორციელებულ რეფორმებს. აგრეთვე საბჭოთა ოკუპაციასა და ემიგრაციას. წერილი სწორედ ნოე ჟორდანიას ემიგრაციაში ყოფნის დროს 1947 წელს […]

მილიტარიზმი VS კეთილდღეობა

ლევან მურადაშვილი ყოველი დამოუკიდებელი ქვეყნისათვის მნიშვნელოვან საკითხთა წრეს მიეკუთვნება ეკონომიკის მილიტარიზაციის საზღვრების დადგენა. სანამ უშუალოდ იმის გამორკვევას დავიწყებდეთ, თუ რა შედეგები შეიძლება მოუტანოს მილიტარიზმმა საზოგადეობის კეთილდღეობას, მანამდე მოკლედ დავახასიათოთ თუ რა არის ზოგადად ეკონომიკის მილიტარიზაცია. შემდგომ კი სხვადასხვა ისტორიულ მაგალითების მოშველიებით გამოვარკვიოთ, როგორ ზემოქმედებს მილიტარიზაცია ქვეყნის კეთილდღეობაზე ეკონომიკურ, სოციალურ, პოლიტიკურ თუ სხვ. ასპექტებში. ყველაზე მარტივად, ეკონომიკის […]

ნოე ჟორდანია: 26 მაისი

1918 წლის 26 მაისს თბილისში საქართველოს ეროვნულმა საბჭომ გამოაცხადა ქვეყნის დამოუკიდებლობა და შექმნა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა. მიღებულ იქნა „საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი”, რომელშიც კერძოდ, ნათქვამი იყო: ამიერიდან საქართველოს ხალხი სუვერენული უფლებების მატარებელია, ხოლო საქართველო – სრულფასოვანი დამოუკიდებელი სახელმწიფოა. დამოუკიდებელი საქართველოს პოლიტიკური ფორმაა – დემოკრატიული რესპუბლიკა. საერთაშორისო ომებში საქართველო მუდმივად ნეიტრალური სახელმწიფოა. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა თავის საზღვრებში თანაბრად […]

სოფლის ვერ გადარჩენის სტრატეგია

გამოხმაურება სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ შემუშავებულ „საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარების სტრატეგიაზე (2012—2020წ.წ.)“ პაატა კოღუაშვილი, ეკონ. მეცნ. დოქტორი,  პროფესორი სახელმწიფოს სტრატეგია არის მოქმედების ძირითადი მიმართულება, წინასწარ მოფიქრებული და დაგეგმილი. მიღებული სტრატეგია, მით უმეტეს, ოფიციალურად გაცხადებული, რომელმაც უკვე მოახდინა, სახელმწიფო აპარატისა და საზოგადოების ძალისხმევის ორიენტირება სათანადო მიმართულებით, მთავრობისთვის გარკვეულწილად სავალდებულოც ხდება. რაციონალურად დაბალანსებული სასოფლო-სამეურნეო სტრატეგია წარმოადგენს იმ […]

GlobalMay Manifesto

2012 წლის 12 მაისი მასობრივი დემონსტრაციებით აღინიშნა. ეს დღე მოძრაობა დაიკავეს(Occupy) მიერ გამოცხადებული იქნა როგორც გლობალური მოქმედების დღე. ერთი წლის შემდეგ მსოფლიოს თითქმის ყველა დიდი ქალაქის ცენტრალური მოედნები და ქუჩები კვლავ დაიკავეს ამ მოძრაობის აქტივისტებმა და დღევანდელ კრიზისულ ეპოქაში კიდევ ერთხელ გააჟღერეს თავიანთი მოთხოვნები უფრო თანასწორი, სამართლიანი და დემოკრატიული მსოფლიოს შესახებ, უკეთესი მსოფლიოს შესახებ რომელიც […]

კამილა ვალეხო: ეს არის ბრძოლა ყველა ახალგაზრდისათვის მთელს მსოფლიოში

ჩილეში სტუდენტთა მასობრივი საპროტესტო მოძრაობა 2011 წლის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მოვლენა იყო. სტუდენტები და სკოლის მოსწავლეები ქუჩის პროტესტებსა და აქციებს დღემდე აგრძელებენ. ყოველ ჯერზე სტუდენტთა ორგანიზაციები სულ უფრო მეტად უახლოვდებიან სხვა სოციალურ ჯგუფებს. რისი შედეგიც არის ის რომ თავდაპირველი მოთხოვნა ახალი განათლების სისტემის შექმნასთან დაკავშირებით დღეს მთლიანად ნეოლიბერალური სისტემის წინააღმდეგ ბრძოლაში გადაიზარდა. 23 წლის კამილა […]

ტელემაყურებელთა კავშირი

გუშინ 3 მაისს, რუსთაველის ძეგლთან რამოდენიმე ასეული ადამიანი შეიკრიბა და თავისუფალი პრესის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით აქცია გამართა. აქციის მონაწილეთა შორის იყვნენ სპეციალურად ამ დღისთვის დაფუძნებული ტელემაყურებელთა კავშირის წევრებიც, გაგაცნობთ მათი მიმართვის ტექსტს, რომლებიც აქციის მონაწილეებს დაურიგდათ. 1 მიზანი მედიის განსაკუთრებული როლის შესახებ ვრცელი საუბრის აუცილებლობა არ არსებობს. თითოეული ჩვენგანი კარგად აცნობიერებს, რა მნიშვნელოვან ფუნქციას არსულებს იგი საზოგადოებრივი აზრის, […]

საფრანგეთს სავარაუდოდ სოციალისტი პრეზიდენტი ეყოლება

2012 წლის 22 აპრილს საფრანგეთში გაიმართა საპრეზიდენტო არჩევნები, სადაც ერთმანეთს 10 კანდიდატი დაუპირისპირდა. მთავარ პრეტენდენტებად ჯერ კიდევ არჩევნების დღემდე განიხილებოდნენ სოციალისტური პარტიის კანდიდატი ფრანსუა ოლანდი და მოქმედი პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი. 22 აპრილს ვერც ერთმა კანდიდატმა ვერ მოახერხა ხმების აბსოლუტური უმრავლესობის მოპოვება და საფრანგეთის კონსტიტუციის შესაბამისად, დაინიშნა მეორე ტური, სადაც ერთმანეთს 22 აპრილს პირველ ადგილზე გასული […]