სტუდენტური თვითმმართველობების კვლევა

საინიციატივო ჯგუფმა ჩაატარა თსუ-ს სტუდენტური თვითმმართველობის მრავალმხრივი კვლევა. GPAC-ს (აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტი) მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში ჩატარებული იქნა მრავალი ფოკუს ჯგუფი და ინტერვიუ ასევე მოხდა სტრუქტურული ანალიზი და ევროპული გამოცდილების შესწავლა. ნოემბრის თვეში თსუ-ს სხვადასხვა ფაკულტეტზე ჩატარდება 5 შეხვედრა სადაც პრეზენტირებული იქნება კვლევის შედეგად მიღებული რეზულტატები და ჩვენი ხედვა თუ როგორაა შესაძლებელი დღევანდელი პრობლემების გადაჭრა, […]

პროფესორ მარინა მუსხელიშვილის ღია წერილი

საქართველოს არჩეულ პრეზიდენტს, განათლებისა და მეცნიერების ყოფილ მინისტრს, ბატონ გიორგი მარგველაშვილს განათლებისა და მეცნიერების მინისტრს ქალბატონ თამარ სანიკიძეს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორს აკადემიკოსს ვლადიმერ პაპავას ფართო საზოგადოებას   ღია წერილი   პატივცემულო ბატონო გიორგი, ქალბატონო თამარ, ბატონო ვლადიმერ, ქალბატონებო და ბატონებო, თავს ვალდებულად მივიჩნევ გავაკეთო საჯარო კომენტარი იმ პრობლემებზე, რომლებიც სამწუხაროდ კვლავ […]

ინოვაციური სახელმწიფო კაპიტალიზმის აღზევება

უკანასკნელი ხუთი წლის განმავლობაში, რამდენადაც განვითარებული სამყაროს დიდი ნაწილი ეკონომიკურ კრიზისშია ჩაფლული, სახეზე გვაქვს ახალი ტიპის კაპიტალიზმის გამოჩენა, რომელიც მთავარი გამოწვევაა laissez-faire ეკონომიკისთვის. განვითარებული სამყაროს დიდ ნაწილში სახელმწიფო კაპიტალიზმი – რომელშიც სახელმწიფო ფლობს როგორც კომპანიებს, ასევე თამაშობს მნიშვნელოვან როლს მათ განვითარებასა და ხელშეწყობაში – თავისუფალ ბაზარს ცვლის. 2015 წლისთვის სახელმწიფოების მფლობელობაში არსებული ფონდების აქტივების მოცულობა 12 […]

სეკულარიზაცია, რომელიც არ იწვევს განადგურებას

იურგენ ჰაბერმასის ესსე თემის აქტუალობა იმდენად დიდი და შთამბეჭდავია, რომ არჩენავის საშუალებაც, ფაქტობრივად, აღარ გვრჩება. დღეს საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობას ყველაზე მეტად ერთი მნიშვნელოვანი საკითხი იწვევს: რამდენად არის და საერთოდ არის თუ არა შესაძლებელი ადამიანის მიერ ადამიანის კლონირება და რამდენად მართებულია ადამიანის თვითშესაქმის ოპტიმიზაცია? პირველი ნაბიჯები ამ მიმართულებით მეცნიერებისა და ეკლესიების ორატორებს შორის მიმდინარე მძაფრი დისკუსიის […]

მემარცხენე პოლიტიკური პარტიების პრობლემები პოსტსაბჭოთა საქართველოში

ირაკლი ირემაძე როცა ქვეყნის მოსახლეობის 70 % სოციალურად მოწყვლადია (წყარო)(1), ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით 160 000-მდე ქართული ოჯახი სიღარიბის ზღვარს ქვემოთაა, ამავე სტატისტიკის მიხედვით უმუშევრობის დონე 15%-ს შეადგენს, თუმცა რეალური უმუშევრობის დონე 30%-ს აღემატება(2). ამ ყველაფრის მიუხედავად საქართველოში არ არსებობს, რეალური მძლავრი მემარცხენე პარტია,რომელიც ნორმალურ პოლიტიკურ ლანდშაფტის არსებობის პირობებში სწორედ საზოგადეობის ამ ნაწილის ინტერესების გამტარებლად უნდა გვევლინებოდეს. პოსტსაბჭოთა საქართველოში […]

მოსაზრება ბიძინა ივანიშვილის შეხვედრებზე

ნიკუშა მარქსი პირველ რიგში როდესაც ბიძინა ივანიშვილზე ვსაუბრობთ ერთი ფაქტორია ძალიან მნიშვნელოვანი, ეს არ არის ტიპიური პოლიტიკოსი, ის არ იქცევა როგორც უნდა იქცეოდეს პოლიტიკოსი, რომელიც ძალიან დამოკიდებულია ხოლმე საზოგადოებრივ აზრზე, რაღაც მარგინალური ლიბერალური ელიტის ხუშტურებზე თუ უბრალოდ ჟურნალისტების კეთილგანწყობილებაზე, მისი უზარმაზარი პირადი ფინანსური და შეიძლება ითქვას სოციალური კაპიტალი აძლევს იმის საშუალებას, რომ ნამდვილი ჯიჰადი მოუწყოს […]

ეკონომიკური ზრდა და საგარეო ვალი საქართველოში

დავით კოსაკიანი ბოლო დროს ხშირია საუბარი საქართველოში ეკონომიკური ზრდის ტემპების კლებაზე. ზოგჯერ საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის 2013 წლის მაჩვენებელს მექანიკურად ადარებენ 2007–2012 წლების ანალოგიურ მაჩვენებელს. აღნიშნული შედარება სრულიად არაკორექტულია, რადგან 2013 წელს საქართველოში ეკონომიკური ზრდის მოდელი შეცვალა. რომელი ძირითადი ფაქტორებით არის გამოწვეული ეკონომიკური ზრდა 2013 წელს და რომელი ძირითადი ფაქტორით იყო გამოწვეული “ეკონომიკური ზრდა” […]

დღევანდელი გლობალური ეკონომიკური კრიზისის სათავეები

ჯეფრი სომერსი მსოფლიო ეკონომიკური კრიზისი  გრძელდება. მისი დაძლევის რეცეპტების უმეტესობა ტექნოლოგიური ინოვაციებისა და  ე.წ ,,მკაცრი პოლიტიკის“  ფარგლებში თავსდება და იშვიათად ასახავს ამ ორ მიმართულებას შორის ბუნებრივად არსებულ წინააღმდეგობებს. შემოთავაზებული ზომები  ხშირად ეფუძნება ვარაუდებს, რომლებიც ხელს უშლიან სათანადო შედეგის მიღებას.  ეს ვარაუდები წარსული გამოცდილების შეზღუდული (არასრული ან წარმოსახვითი) გააზრებიდან, მასთან გადაჯაჭვული საბაზრო იდეოლოგიის თეორიებიდან და ნორმატიული […]

დაჭრილი მხეცი: რა ძალა აქვს დღეს შეერთებულ შტატებს?

ჯონ რისი ჯონ რისი არის ავტორი წიგნებისა ,,იმპერიალიზმი და წინააღმდეგობა“,  ,,ვადები: თანამედროვე მსოფლიოს პოლიტიკური ისტორია“, ასევე თანაავტორი წიგნისა ,,ხალხის მოთხოვნა: არაბული რევოლუციების მოკლე ისტორია“. იგი არის თანადამფუძნებელი კოალიციისა ‘შეწყვიტე ომი’ (გაერთიანებულ სამეფოში) და რეგულარული ავტორია Counterfire–ში. ჯონ რისმა მონაწილეობა მიიღო ივლისში „პოსტ–გლობალიზაციური ინიციატივის“ მიერ თბილისში გამართულ კონფერენციაზე.   არის თუ არა ამერიკის შეერთებული შტატები გლობალურ […]

გამარჯვებად წოდებული ჩიხი

ხუთდღიანმა ომის ვერც ერთმა მონაწილემ ვერ მიიღო ის, რისკენაც მიისწრაფვოდა. 09.08.2013 «Газета.Ru» ომიდან ხუთი წლის შემდეგ საქართველოს ჩამოშორებული ავტონომიები კვლავ უსტატუსო ტერიტორიებად რჩებიან. თბილისი დამარცხების მიზეზებისა და  დამნაშავეების ძებნით არის დაკავებული, ხოლო მოსკოვმა არ იცის რა უყოს მფარველობაში მიღებულ ,,სახელმწიფოებს“. აფხაზეთმა  და სამხრეთ ოსეთმა ჯერ კიდევ რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომის დაწყებამდე თითქმის, ორი ათეული წლით […]