ნაირა გელაშვილი: „შეზიარებულთა“ ქვეყანა

European.ge თავის მკითხველს სთავაზობს ქართველი მწერლის, მთარგმნელისა და პუბლიცისტის, ნაირა გელაშვილის წერილს, რომელიც ადრე გამოქვეყნდა. თუმცა, დღევანდელი კონტექსტის გათვალისწინებით კიდევ ერთხელ ვაქვეყნებთ ჩვენს ვებ-გვერდზე. კარგა ხანია ქართულ ტელეარხებს აღარ ვუყურებ. წერტილოვანი გამონაკლისების გარდა, ეს არის ერთიანად ყვითელი, ქარაფშუტა და ბოროტი ტელესივრცე. ნამდვილი ეროვნული უბედურება. აქ რომ აზრები ხმიანებს, ის აზროვნების სფეროს არ განეკუთვნება. აქ რომ გრძნობები და საქციელები […]

მაია რაზმაძე: შრომა და ადამიანი ისტორიულ კონტექსტებსა და თანამედროვე სამყაროში

ადამიანი Animal laborans თუ პოლიტიკური არსება?! თავდაპირველად საუბარი დავიწყოთ ცოტა შორიდან, შრომის არსისა და მნიშვნელობის ფილოსოფიური გააზრებიდან. ძველი ბერძნები ერთნამეთისგან განასხვავებდნენ მონების შრომას და თავისუფალი ადამიანის საქმიანობას. არისტოტელე ცხოვრების სამ წესს განიხილავდა: ა) თავისუფალი ადამიანის ცხოვრებას, რომელიც თავისუფალია ყველა იმ ყოფითი საჭიროებიდან და რუტინული შრომიდან, რასაც ადამიანი თავისი ბიოლოგიური არსებობიდან გამომდინარე, თვითგარდაჩენისთვისთვის ეწევა. ბ) მონათა […]

ჟილ დელიოზი: P.S. კონტროლის საზოგადოების შესახებ

მარიამ გაჩეჩილაძის თარგმანი   1. ისტორიული მიმოხილვა ფუკო დისციპლინარული საზოგადოებების წარმოშობას მიაკუთვნებს მეთვრამეტე და მეცხრამეტე ასწლეულს. მათ საკუთარ აღმავლობას მიაღწიეს მეოცე საუკუნის დასაწყისში. ისინი შეუდგნენ პატიმრობის უზარმაზარი სივრცეების ორგანიზებას. მას შემდეგ ინდივიდუუმი უწყვეტად გადადიოდა პატიმრობის ერთი სივრციდან – მეროეში, რომელთაგან თითოეულს საკუთარი კანონი გააჩნდა: ჯერ ოჯახის კანონი, შემდეგ სკოლის, ( „შენ უკვე აღარ ხარ შენს […]

იურგენ ჰაბერმასი: დემოკრატია, სოლიდარობა და ევროპული კრიზისი

© Social Europe Journal მარიამ გაჩეჩილაძის თარგმანი ევროპული კავშირი საკუთარ არსებობას უნდა უმადლოდეს პოლიტიკურ ელიტებს, რომელთაც შეუძლიათ დაეყრდნონ საკუთარი მეტ-ნაკლებად ინდიფერენტული მოსახლეობის პასიურ თანხმობას, ყოველ შემთხვევაში, მანამ სანამ მოსახლეობა თვლის, რომ ევროკავშირი პასუხობს მის ეკონომიკურ ინტერესებს, ყველა გარემოების გათვალისწინებით. ევროკავშირი მოქალაქეების თვალში ჩანს ლეგიტიმურად პირველ რიგში საკუთარი მუშაობის შედეგების ხარჯზე და არა იმის გამო, რომ […]

ზიგმუნტ ბაუმანი: მერიტოკრატიის მერყევი პერსპექტივების შესახებ

© Social Europe მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟული უმაღლესი სასწავლებლები, რომლებიც ყველაზე პრესტიჟულ აკადემიურ დიპლომებს გასცემენ – ინსტიტუტები, რომლებიც უხვად კვებავენ სოციალურ პრივილეგიებს ან სულაც სხვადასხვა ტიპის სოციალური დეპრივაციის კომპენსირების მექანიზმებად წარმოგვიდგებიან, წლიდან წლამდე თანმიმდევრულად და შეუჩერებლად შორდებიან “სოციალურ” ბაზარს და შედეგად კიდევ უფრო მეტად დისტანცირდებიან ახალგაზრდების იმ უზარმაზარი მასისგან, რომელთა იმედებიც მომავალში მოსალოდნელი ჯილდოების შესახებ მათ ერთიანად […]

მაიკლ ჯეკობსი: მწვანე სოციალ-დემოკრატია

© Social Europe 2015 ივანე აბრამაშვილის თარგმანი ჩვენ ვცხოვრობთ კაპიტალიზმის არა ერთ, არამედ ორი კრიზისის ეპოქაში. პირველი – ეკონომიკური კრიზისი, რომელიც განვითარდა 2008 წლის ფინანსური კრახის შემდეგ – ამაზე ყველამ იცის. მეორე  შედარებით უცნობია. ესაა გლობალური ბუნებრივი გარემოს  კრიზისი. რა თქმა უნდა გარემოს დამცველები 50 წელზე მეტია გვაფრთხილებენ „ბუნებრივი გარემოს კრიზისზე“ იქნებოდა ეს საკვების ქიმიური დამუშავება, […]

რევოლუცია როჟავაში: ძალაუფლება ხალხს?

ავტორი: არჩილ ყველაშვილი ბოლო ხანებში მსოფლიოს წამყვანი მემარცხენე იდეოლოგიის მიმდევარი მედია-სააგენტოები ოპტიმისტური რიტორიკით აშუქებენ სირიის ჩრდილოეთით, ქურთულ ანკლავებში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებს. ისლამურ სახელმწიფოსთან ბრძოლაში ჩაბმულმა სირიელმა ქურთებმა ყურადღება იმით მიიპყრეს, რომ აღნიშნულ რეგიონში ადგილი აქვს ქურთული სახელმწიფოებრიობის ჩასახვის პროცესებს, თუმცა ეს პროცესები ახლო აღმოსავლეთის რეგიონისთვის საკამაოდ უჩვეულო ფორმებით ხორციელდება. სექტარული დაპირისპირებითა და რელიგიური რადიკალიზმით გამოფიტულ […]

ჩანგი – ინდუსტრიული პოლიტიკა: შეგვიძლია თუ არა გავცდეთ არაპროდუქტიულ კონფრონტაციას?

თარგმანი შეასრულა და განმარტებები დაურთო გოჩა გუნავამ Industrial Policy: Can We Go Beyond an Unproductive Confrontation? ინდუსტრიული პოლიტიკა: შეგვიძლია თუ არა გავცდეთ არაპროდუქტიულ კონფრონტაციას?   პლენარული მოხსენება მსოფლიო ბანკის ყოველწლიური კონფერენცია განვითარებადი ეკონომიკების შესახებ სეული, სამხრეთ კორეა 22-24 ივნისი 2009 წ. ჰა-ჯოონ ჩანგი Ha-Joon Chang კემბრიჯის უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი   შესავალი განვითარებადი ეკონომიკის და საერთოდ […]

პიერ ბურდიე: საჭიროა სხვა სახელმწიფო!

European.ge – გთავაზობთ ფრანგ სოციოლოგ პიერ ბურდიესა და გერმანელ მწერალ გიუნტერ გრასს შორის 1999 წელს გამართულ სატელევიზიო დისკუსიას. დიალოგი შეეხება იმდროინდელ ევროპულ საზოგადოებაში არსებული ისეთი საკითხების კრიტიკულ გააზრებას, როგორებიცაა გლობალური ნეოლიბერალიზმის აღზევების ფონზე წარმოქმნილი კრიზისები ეკონომიკაში, პოლიტიკაში, საგანმანათლებლო, სოციალურ და შრომით სივრცეში, რაც საბოლოოდ მიდის საერთო ევროპული კულტურის კრიზისამდე. ისინი ყურადღებას ამახვილებენ იმ ტრადიციის გაქრობის საფრთხეზე, რაც ევროპული საზოგადოების მთავარ […]

მეცხოველეობის განვითარება თუ ახალი დისკურსი?

ავტორი: გოჩა გუნავა საქართველოს დღევანდელი ხორცისა და რძის პროდუქტების წარმოება მინიმალურადაც რომ არ აკმაყოფილებს ადგილობრივი ბაზრის მოთხოვნებს ახალი ამბავი არ არის. მხოლოდ საქართველოს რძის პროდუქტების მწარმოებელი კომპანიების მოთხოვნა (ყველის გამოკლებით) დაახლოებით შეადგენს 100-150 ათასს ლიტრ რძეს ყოველდღიურად. მისი დაკმაყოფილება თითქმის მთლიანად ხდება იმპორტირებული რძის ფხვნილის სახით. ქვეყანაში, რომელსაც დეკლარირებული აქვს, რომ სოფლის მეურნეობა მისთვის არის […]